LD მედიტაციის ცენტრი

LD მედიტაციის ცენტრი LD მედიტაციის ცენტრი, განსხვავებული მედიტაციური პრაქტიკებით პირველი მედიტაციის ცენტრია.

25/08/2026

ყოველდღიურობის სწრაფ რიტმში ხშირად გვავიწყდება საკუთარი თავი. შედეგად - ვიღლებით, ვიძაბებით, შინაგან ხმას ვკარგავთ...

👉 სულ მალე საქართველოში ჩამოდის მარინა კვატაია — პროფესიონალი, რომელიც წლებია ადამიანებს შინაგანი სიმშვიდისა და საკუთარ თავთან კავშირის აღდგენაში ეხმარება.

4 და 5 სექტემბერს სწორედ მასთან ერთად გველოდება განტვირთვის ორი საღამო, სადაც ვისწავლით:

🔶 როგორ შევინარჩუნოთ ენერგია გადატვირთულ სამყაროში

🔶 როგორ შევამციროთ დაძაბულობა და შფოთვა

🔶 როგორ დავიბრუნოთ საკუთარ თავთან კავშირი

🔶 როგორ ავივსოთ ენერგიით.

ადგილები შეზღუდულია.
დარეგისტრირდი და შემოგვიერთდი.
დაუთმე დრო საკუთარ თავს!

🔗 დეტალები და რეგისტრაცია:
https://forms.gle/LaHnuxSdWmAD2anMA

"თუ მედიტაციას დაიწყებ, რაც საჭიროა ყველაფერი ბუნებრივად მოხდება შენთვის, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.მედიტაცია შენ გა...
28/03/2026

"თუ მედიტაციას დაიწყებ, რაც საჭიროა ყველაფერი ბუნებრივად მოხდება შენთვის, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.

მედიტაცია შენ გარშემო მაგნიტური ველის მსგავს ატმოსფეროს ქმნის. იგი იზიდავს ყველაფერს რაც სწორია, რაც საჭიროა - იზიდავს სწორ საზრდოს, საჭირო ადამიანებს და წინამძღვრობას.

ერთ-ერთი ეგვიპტური მანუსკრიპტი გადმოგვცემს რომ:
როდესაც მოწაფე მზადაა, ოსტატი ჩნდება.
ეს ნიშნავს, რომ თუ მედიტირებ, ოსტატი ვალდებულია გამოჩნდეს;

თუ მედიტირებ, ყველაფერი რაც საჭიროა, მოგეცემა. ბუნება იზრუნებს ამაზე. ობლები არ ვართ, ჩვენ სამყაროს ნაწილები ვართ. სამყარო არ განსხვავდება ჩვენგან, იგი ყველანაირად ზრუნავს, ჩვენ უბრალოდ სწორი მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ და დაუყოვნებლივ არსებობა იწყებს მხარდაჭერას. იგი ხელს გიშლის, როდესაც არასწორ გზას ადგახარ. ესეც იმიტომ, რომ მას უყვარხარ და როცა სწორ გზაზე ხარ, ხელს გიწყობს, გაცილებს ყველა დაბრკოლებას.

გახსოვდეს, ღმერთი ყველა მაძიებლის მეგობარია.

ოშო
დატყვევებული ბრწყინვალება
თავი 26"

თარგმანი ლილას

12/12/2025

Arun khatri
👁👁ტრატაკ კრია – თვალებისა და გონების ძველი დეტოქსი

თუ თვალები იღლებიან და გონება გადატვირთულია, ტრატაკ კრია არის ერთ–ერთი უძველესი ტექნიკა, რომელიც ამძაფრებს კონცენტრაციას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ბუნებრივად ასუფთავებს თვალებს.

სარგებელი
• კონცენტრაციის და მეხსიერების გაძლიერება
• სტრესისა და შფოთვის შემცირება
• თვალის კუნთების გამაგრება და მხედველობის გაუმჯობესება
• ზედმეტი ფიქრების და უძილობის შემცირება
• გონების დამშვიდება და სტაბილურობა

როგორ უნდა გააკეთოთ (მოკლედ)
დაჯექით სწორად ბნელ ან ნახევრად ბნელ ოთახში
დადგით სანთელი თვალის სიმაღლეზე 60–80 სმ მანძილზე
უყურეთ ალს არ დაახამხამოთ სანამ შეგიძლიათ
დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ალის წერტილი შუბლის შუაში
გააკეთეთ 3–5 წუთი

გააკეთეთ ყოველდღე 15 დღე და თავად ნახავთ ცვლილებას.

07/12/2025

„შენი რეალიზაციის მასშტაბი გახდება ნათელი, როცა რთულ ვითარებას შეეჯახები.

ამას ვერ მიხვდები მაშინ, როდესაც ყველაფერი კარგადაა.
როდესაც აღმოჩნდები რთულ სიტუაციაში - განიცდი დიდ ტკივილს, განიცდი ძლიერ ემოციებს, მხოლოდ მაშინ გაიგებ, სად ხარ რეალურად.

არახელსაყრელი გარემოებები გამოავლენს შენს ფარულ ნაკლოვანებებს.
თუ შეძლებ შეინარჩუნო ურყევი გააზრებულობა ასეთი მოვლენების დროს და შესაბამისად ემოციების ძალას არ აყვები, ეს იმის მანიშნებელია, რომ შენ ნამდვილად შეიძინე გამოცდილება."

რინპოჩე

27/11/2025

💥დიდი ფასდაკლება

მინდა იცოდე, რომ ეს არ არის მხოლოდ დღიური, - ეს არის შენი პირადი სივრცე, სადაც სიტყვები გკურნავს, სიჩუმე გისმენს და თითოეული პრაქტიკული სავარჯიშო საკუთარ თავს გაახლოვებს.

🎧 აუდიო გაკვეთილებსა და მედიტაციებზე წვდომა გექნება დღიურში მოცემული QR კოდის საშუალებით.

მადლიერების დღიური:
🏷 29 ₾ ( 49 ₾ ნაცვლად)

სიუხვის დღიური:
🏷 29 ₾ ( 49 ₾ ნაცვლად)

შინაგანი ბავშვის დღიური:
🏷 29 ₾ ( 49 ₾ ნაცვლად)

აწმყოში ყოფნის ხელოვნება:
🏷 35 ₾ ( 59 ₾ ნაცვლად)

მოწოდება თბილისში / რეგიონებში + 5 ₾

მოგვწერე დღიური
გაეცანი ყველა დღიურს აქ www.dgiuri.shop

25/07/2025
12/07/2025
04/05/2025

💌 ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა კარლ იუნგმა შექმნა ტერმინი "კოლექტიური არაცნობიერი". მან ეს ტერმინი შექმნა იმის აღსანიშნავად რომ რწმენები და შეხედულებები, რომლებიც გვაქვს, ემყარება იმას რაც ჩვენი წინაპრებისგან მოგვდევს, რაც ჩვენ სხვებმა გვასწავლეს.

✨როდესაც განვიხილავთ სიუხვეს - შეიძლება შენიშნოთ რომ, ჩვენ გვაქვს სოციუმისგან მოწოდებული შეზღუდული რწმენები და შეხედულებები - მატერიალურ ქონებაზე, შესაძლებლობების ზღვარზე და ა.შ.

✨როდესაც ჩვენ ვუკავშირდებით ჩვენს უზენაეს მეს და მივყვებით/ვენდობით შინაგან ხმას, ჩვენ ვიწყებთ ცხოვრებას შინაგანი ხელმძღვანელობით, წმინდა ცნობიერებით.
წმინდა ცნობიერება მოიცავს წმინდა პოტენციალს, რაც ნიშნავს იმას რომ სულის დონეზე ყველაფერი შესაძლებელია. ამ დონეზე თქვენ ირჩევთ თქვენს აწმყოს და თქვენს მომავალს, რადგან თქვენ თვისუფალი ხართ გარედან მოწოდებული შემზღუდველი რწმენების და შეხედულებებისგან, თქვენ თავისუფალი ხართ წარსულისგან.
✨"კოლექტიური ცნობიერება" არსებობს ფიზიკურ სამყაროში, გონებასა და მატერიაში, ხოლო წმინდა ცნობიერება არსებობს ფიქრებს მიღმა, ფიქრებს შორის არსებულ ნაპრალში. აქ იღებს სათავეს კრეატიულობა, შემოქმედება ყველაფრისა რასაც ისურვებთ ან გჭირდება, ყველანაირი შეზღუდვების გარეშე.
სწორედ მედიტაციის დროს, სიჩუმის დაკვირვების დროს გვაქვს წვდომა ჩვენი მე-ს ამ ნაწილთან.

💌 დღის ფრაზა:
*** ამ მომენტიდან მე ვიწვევ ჩემს ცხოვრებაში შეუზღუდავ სიუხვეს. ***

გაიმეორეთ ეს ფრაზა რაც შეიძლება ხშირად.

💥წყარო: დღიური
მოგვწერე და მიიღე ფასდაკლებით სიუხვის დღიური 💌🎉💲🎈💌

📔დღიურში მოცემულია:
21 პრაქტიკული და საწერი სავარჯიშო
21 აუდიო მედიტაცია (რომლებზეც წვდომა გექნებათ დღიურში მოცემული QR კოდის საშუალებით)

შესაძენად მოგვწერე 💌

📍აქ გაეცნობი სხვა თვითშემეცნებით დღიურებსაც https://dgiuri.shop/

ძალიან მაგარი ამბავი 🥰
15/03/2025

ძალიან მაგარი ამბავი 🥰

მთვარის მტვერი - მედიტაციური მუსიკის კონცერტი

აღწერა
მთვარის მტვერი moon dust

‘’მთვარის მტვერი’’ არის ჯგუფ სულ-ის მედიტაციური მუსიკის პროექტი, ვიზუალირი ეფექტების გამოყენებით.

მთლიანი კონცერტი სიმბოლურად გამოხატავს ღამის ფაზებს, დაწყებული ბინდიდან დამთავრებული განთიადით. ყოველი ფაზა უფრო და უფრო აღრმავებს, როგორც მუსიკას ასევე მსმენელის შესაძლებლობას, რომ მეტად ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს, უფრო სუფთად და დაუბრკოლებლად შევიდეს სიმშვიდესა და ნეტარებაში.

ყოველი ფაზის დადგომას ამცნობს მუსიკის შესაბამისი განწყობა, კომპოზიცია და ვიზუალების ცვლილება, ეს მოძრაობა, გრძელდება სიმბოლურ განთიადამდე, რომელიც კრავს მთლიან მოგზაურობას .

‘’ეს მუსიკალური პროექტი ჩვენთვის ერთგვარი საშუალებაა, რომლის წყალობითაც შეგვიძლია გავთავისუფლდეთ სამყაროს ხმაურის , ზედმეტი ფიქრების, დაღლილობისა და სტრესისგან, რათა ავივსოთ და ჩავიძიროთ უბრალო და ლამაზ სიმშვიდეში, რომელიც სავსეა ნეტარებითა და სიხარულით’’.

ხანგრძლივობა 1:30 საათნახევარი

სულ- არის მუსიკალური ჯგუფი, რომელიც თავის თავში აერთიანებს მედიტაციურ, ექსპერიმენტულ, ეკლექტიკურ, ელექტრონულ, ნიუ ეიჯ და სხვა მუსიკალურ მიმდინარეობებს. ჯგუფი იყენებს ისეთ ინსტრუმნეტებს როგორიცაა სიტარა, ბანსური, ჰენდპანი, ტაბლა, დიდჯირიდუ, საავტორო ვოკალური ტექნიკა და მრავალი სხვა.

წევრები: ნინი ფოქსი

თედო მახარაძე

გიორგი ყაველაშვილი

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით :
+995 591 30 08 94

ლოკაცია: სასტუმრო ბილტმორი. თბილისი, შოთა რუსთაველის 29.

ბილეთები: https://shorturl.at/8VcxY

I კალათა - 50 ₾

II კალათა - 60 ₾

კარზე: 60 ₾

instagram.com/sulsoundofficial/

instagram.com/didgecarnation/

Instagram.com/nini.fox.7/

Instagram.com/Init5_/

Address

Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 10:00 - 22:00
Tuesday 10:00 - 22:00
Wednesday 10:00 - 22:00
Thursday 10:00 - 22:00
Friday 10:00 - 22:00
Saturday 16:00 - 22:00
Sunday 16:00 - 22:00

Telephone

+995597997887

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when LD მედიტაციის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to LD მედიტაციის ცენტრი:

Shortcuts

Share