01/04/2022
☀ ფსიქოთერაპიული ჯგუფი ახალგაზრდებისთვის (ვრცლად)
ახალგაზრდებს, რომელთაც გსურთ:
o დაძლიოთ ემოციური სირთულეები და შფოთვა,
o გინდათ გაუმკლავდეთ კრიზისულ
მდგომარეობას, იზოლაციას, გაუცხოებას, მარტოობას
o გსურთ გაერკვეთ საკუთარი თავში
o გსურთ იმუშაოთ ინტერპერსონალური ურთიერთობის უნარზე,
o ადამიანებთან ურთიერთბაში ხართ ჩიხში, ვერ იგებთ რა არის ამის მიზეზი და რაშია გამოსავალი,
o ხართ დემოტივირებულები, არ იცით საით მიდიხართ ცხოვრებაში, რა გსურთ, ვერ პოულობთ ძალებს
გთავაზობთ ფსიქოთერაპიულ ჯგუფს
🚩 დახმარების თხოვნა რთული პროცესია და ჩვენგან მოითხოვს გამდებაობას. თუმცა, მიმდინარე სოციალური პირობები (ომი, პანდემია და ა.შ.) ხშირად ისეთ მდგომარეობაში გვამყოფებს, რომ დამოუკიდებლად გვიჭირს გავერკვეთ ჩვენს თავში, ჩვენს ურთიერთობებში, პრობლემებში; გვირთულდება თავად გავუმკლავდეთ ჩვენს ემოციებს, ცუდად ყოფნას, გაუკრვევლობას, შიშს, შფოთვას, ცხოვრებაში წრეზე ტრიალს, აპათიას, დემოტივირებულობას, ნეგატივიზმს გარშემო თუ ჩვენში, მარტოობას, ნეგატიურ აზრებს და ა.შ; ხშირად ისიც მნიშვნელოვანია გავიგოთ რა არის ჩვენს ხოვრებაში განმეორებადი უსიამოვნო სიტუაციების საფუძველი - რატომ მეორდება ცხოვრებაში ერთი და იგივე არასასიამოვნო ისტორია?. იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ ფსიქოთერაპიის გავლას, იცოდეთ რომ თერაპიის ჯგუფური მოდალობა არის ფსიქოთერაპიული მკურნალობის ერთ ერთ ეფექტური ფორმა, რომელიც გულისხმობს მსგავსი სირთულეების მქონე ადაიანებთან შეხვედრას, მათთან გაზიარებას და ამ პროცესში, საკუთარ თავზე მუშაობას.
🚩 ჯგუფური თერაპიისას შექმნილი კონფიდენციალური და უსაფრთხო გარემო დაგეხმარებათ გამოხატოთ საკუთარი თავი სხვადასხვა მხრიდან, გაიზარდოთ პიროვნულად, შეძლოთ საკუთარი თავის უკეთ გაგება, ემოციებთან გამკლავება და იმ დისფუნქციური ქცევებისა და აზრების გაცნობიერება, რომელებიც განაპირობებენ თქვენი ცხოვრების დაბალ ხარისხს. ამავე დროს, ჯგუფი დაგეხმარებათ იპოვოთ მხარდამჭერი სივრცე, სადაც მსგავსი გამოცდილების მქონე ინდივიდები გისმენენ და შეუძლიათ თქვენი გაგება.
---------------------------------------------------------------------------
★ ჯგუფი ჩატარდება ცოცხალი შეხვედრების ფორმატში, არალიმიტირებული ხანგრძლივობით, კვირაში ერთჯერ (თითო შეხვედრა 1.30 სთ ხანგრძლივობის; საფასური დადგენილია, თუმცა მოქმედებს პაციენტზე მორგებული წესი).
ჯგუფის წევრების მაქსიმალური რაოდენობა არის 6 წევრი.
შეხვედრის დროზე გადაწყვეტილებას მივიღებთ ერთობლივად
აპრილის ჯგუფის დაკომპლექტება დაწყებულია
☎: +995 595 23 21 93; [email protected]