19/08/2026
ვარჯიში ორსულობის მე-13 კვირიდან დავიწყე იმისათვის რომ შემენარჩუნებინა ფორმა, გამეძლიერებინა ჩემი მენტალური მდგომარეობა და გამემარტივრბინა ორსულობის პერიოდი.
პრენატალ იოგას ვეძებდი და “ნინიოგა” ინსტაგრამზე ვიპოვე. აქაა თბილი გარემო, ინდივიდუალური მიდგომა თითოეული წევრის მიმართ. 🧘🏽♂️
🤰🏼ვარჯიში დავიწყე თუ არა შევატყვე თუ რამდენად მიჭირდა გაწელვის პროცესი, მიუხედანად იმისა, რომ ორსულობამდეც ფიზიკურად აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი. მარტივი გზა არ გამივლია, ძალიან დიდი მენატალური და ფიზიკური მუშაობის შემდგომ ახლა მაქვს ჩემთვის დიდი შედეგი, რასაც სხეული გრძნობს. ვარჯიშები მეხმარება გადავლახო ორსულობის პროცესი. იოგამ გამხადა ბევრად უფრო დისციპლინირებული და მშვიდი საკუთარ თავთან. ვისწავლე სწორად და დაბალანსებულად სუნთქვა.
🙏🏻კვირაში სამჯერ ვარჯიში ჩემი აზრით, არის ჩვეულებრივი მინიმუმი რაც შეიძლება აჩუქო თავს იმისთვის რომ გაიუმჯობესო ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა და მოემზადო შენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებებისთვის. ამ ყველაფრისთვის აუცილებელია იპოვნო შენი მასწავლებელი და თავი იგრნო კომფორტულად. ნინიოგას სწორედ ეს მიზიდულობა აქვს.
ჩემი მასწავლებელი იზა არის უპოზიტიურესი, უმხიარულესი და მამოტივირებელი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვი ესაა მისი მაქსიმალური ჩართულობა პროცესში და ყველასთან ინდივიდუალური მიდგომა.