პედიატრიული კლინიკა ბეიბიმედი/Babymed

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • პედიატრიული კლინიკა ბეიბიმედი/Babymed

პედიატრიული კლინიკა ბეიბიმედი/Babymed 995 032 2 18 57 18 | 995 599 51 40 03

პედიატრიული კლინიკა "ბეიბიმედი" გთავაზობთ შემდეგ მომსახურეობებს:

• ამბულატორიული მომსახურეობა
• პროფილაქტიკური აცრები
• სტაციონარული მომსახურეობა
• ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები
• პაციენტებისათვის საჭირო მანიპულაციების (ინჰალაცია, ინფუზია და სხვა) ჩატარება.

☀️🌴 ზაფხული თამაშის, მოგზაურობისა და გართობის დროა! 🏖️🚲⚽იმისთვის, რომ ზაფხულის არდადეგები მხოლოდ სასიამოვნო მოგონებებით ...
06/07/2026

☀️🌴 ზაფხული თამაშის, მოგზაურობისა და გართობის დროა! 🏖️🚲⚽

იმისთვის, რომ ზაფხულის არდადეგები მხოლოდ სასიამოვნო მოგონებებით დაგამახსოვრდეთ, აუცილებელია გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება 💛👨‍👩‍👧‍👦

🌞 მზისგან დაცვა:

🧴 გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი SPF 30 ან მეტი დაცვით (UVA და UVB სხივების წინააღმდეგ)
⏰ წაისვით გარეთ გასვლამდე 15–30 წუთით ადრე და განაახლეთ ყოველ 2 საათში, ასევე ცურვის 🏊‍♂️ ან ძლიერი ოფლიანობის 💦 შემდეგ
👶 6 თვემდე ასაკის ბავშვები შეძლებისდაგვარად მოარიდეთ პირდაპირ მზეს
👕 ჩააცვით ღია ფერის, მსუბუქი და გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი
👒 არ დაგავიწყდეთ ფართოფარფლიანი ქუდი და 🕶️ UV-დაცვითი სათვალე
🌤️ მზის სხივები ყველაზე ინტენსიურია 10:00–16:00 საათებში — ამ პერიოდში ეცადეთ ჩრდილში ყოფნას🌳

💧 სიცხე და გაუწყლოება:

🥤 ბავშვებს ხშირად შესთავაზეთ წყალი, მაშინაც კი, თუ წყურვილს არ უჩივიან
🌡️ მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის დროს შეზღუდეთ ხანგრძლივი ფიზიკური აქტივობა
🌿 ხშირად შეასვენეთ ბავშვები ჩრდილში და გრილ გარემოში.

☀️დამწვრობის შემთხვევაში :

🧊 გადაიყვანეთ ჩრდილში ან გრილ გარემოში
🚿 დაადეთ გრილი (არა ყინულიანი) კომპრესები ან მიაღებინეთ გრილი შხაპი 10–15 წუთის განმავლობაში
🧴 ადამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი
💧 შესთავაზეთ მეტი სითხე, რათა თავიდან აიცილოთ გაუწყლოება
👕 მოარიდეთ მზის სხივებს სრულ შეხორცებამდე და ჩააცვით მსუბუქი, გრილი ტანსაცმელი
🚫 არ გახეთქოთ გაჩენილი ბუშტუკები და არ გამოიყენოთ ყინული პირდაპირ კანზე.
💊 ძლიერი ტკივილის შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია ასაკისა და წონის შესაბამისი პარაცეტამოლი ან იბუპროფენი

⚠️ არ გამოიყენოთ კარაქი, ზეთი, კბილის პასტა ან სხვა ხალხური საშუალებები — მათ შეიძლება გააუარესონ კანის დაზიანება

🚑 აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:

* დამწვრობა ფართო არეს მოიცავს;
* გაჩნდა მრავლობითი ბუშტუკები;
* ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ტკივილი, გამოხატული სისუსტე, ღებინება ან თავბრუსხვევა;
* დამწვარია 1 წლამდე ასაკის ბავშვი;
* არსებობს ინფექციის ნიშნები (გაძლიერებული სიწითლე, ჩირქი, მზარდი ტკივილი)

💙 ბეიბიმედი გისურვებთ ჯანმრთელ, უსაფრთხო და ბედნიერ ზაფხულს! ☀️🏖️👶✨

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! 🧡💛🥳ყველა ბავშვს ვუსურვებთ ჯანმრთელ, ბედნიერ და ფერად ბავშვობას, სითბოთი, სიყვ...
01/06/2026

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! 🧡💛🥳
ყველა ბავშვს ვუსურვებთ ჯანმრთელ, ბედნიერ და ფერად ბავშვობას, სითბოთი, სიყვარულითა და უსაზღვრო ღიმილით სავსე დღეებს✨🌞

ჩვენთვის, როგორც პედიატრიული კლინიკისთვის, ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მთავარი დანიშნულებაა 🎈ბეიბიმედი უერთდება დიუშე...
23/05/2026

ჩვენთვის, როგორც პედიატრიული კლინიკისთვის, ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მთავარი დანიშნულებაა 🎈

ბეიბიმედი უერთდება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერ მარათონს და ჩვენი წვლილი შეგვაქვს თანხის მოგროვებაში🧡💛🎈🎈

ერთად მივცეთ ძალა და შესაძლებლობა ამ შესანიშნავ ბავშვებს, ებრძოლონ დაავადებას 🎈✨

08/04/2026

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა🌼🌞

სინდრომის სამედიცინო და სოციალურ ასპექტებთან დაკავშირებით ვმსჯელობთ ტრადიციულად ქალბატონ მარი მალაზონიასთან ერთად
💛

21/03/2026

ეს ჩვენი კლინიკის მეგობარი ჰელენია🌞მისი სახელი მბრწყინავს , სინათლის მომტანს ნიშნავს და თავისი პოზიტივით ამართლებს კიდევაც სახელს ✨🌼

🌼21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა 🎗️💙💛

✨უნდა გვახსოვდეს, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები განსაკუთრებულ სიყვარულთან ერთად განსაკუთრებულ პედიატრიულ მეთვალყურეობასაც საჭიროებენ 👩🏻‍⚕️ 💙

06/03/2026

ჩვენი მეგობარი რუთი ხომ გახსოვთ? 😊🥰✨

დღეს მის მაგალითზე მოგიყვებით, როგორ ვითარდება პატარას თითები და ნელ-ნელა როგორ სწავლობს ისეთი ნატიფი საქმის შესრულებას, როგორიც მზესუმზირის მარცვლის გარჩევაა🌻🤗

პატარა ხელებს დიდი გზა აქვთ გასავლელი — პირველი უხეში მოძრაობებიდან, თითების კოორდინაციამდე და ზუსტ, ფრთხილ მოქმედებამდე. სწორედ ამ პროცესში ყალიბდება ის უნარები, რომლებიც მოგვიანებით ბევრ ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარება ბავშვს🌞

გახსოვდეთ, რომ ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა არის პასუხისმგებლობა, რომელიც იწყება რეგულარული პედიატრიული შეფასებით✨❤️

05/02/2026

პედიატრთან რეგულარული ვიზიტი მხოლოდ დაავადების მართვას არ ემსახურება. ბავშვის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ნაწილი არის მისი განვითარების შეფასება, რომელიც მოიცავს ფიზიკურ, კოგნიტურ და სოციალურ უნარებს.

დროული შეფასება საშუალებას იძლევა ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს შესაძლო შეფერხებები და საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმოს შესაბამისი მხარდაჭერა. ეს პროცესი ხელს უწყობს ბავშვის პოტენციალის სრულფასოვან განვითარებას და ქმნის საფუძველს ჯანმრთელი მომავლისთვის.

ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა არის პასუხისმგებლობა, რომელიც იწყება რეგულარული პედიატრიული შეფასებით

თქვენი პოზიტივის დღიურ დოზაზე ჩვენი უსაყვარლესი პაციენტები იზრუნებენ 🫶🥳
09/01/2026

თქვენი პოზიტივის დღიურ დოზაზე ჩვენი უსაყვარლესი პაციენტები იზრუნებენ 🫶🥳

ექიმობანა თუ მომავალი ექიმი? 🩺👨‍⚕️გაიცანით დათუნა შავგულიძე 🫶
08/01/2026

ექიმობანა თუ მომავალი ექიმი? 🩺👨‍⚕️

გაიცანით დათუნა შავგულიძე 🫶

ჩვენს უსაყვარლეს პაციენტებთან ერთად გილოცავთ შობა-ახალ წელს ❄️
07/01/2026

ჩვენს უსაყვარლეს პაციენტებთან ერთად გილოცავთ შობა-ახალ წელს ❄️

Address

ნ. ყიფშიძის N7, თბილისი, საქართველო
Tbilisi
0162

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00

Telephone

995599514003

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პედიატრიული კლინიკა ბეიბიმედი/Babymed posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to პედიატრიული კლინიკა ბეიბიმედი/Babymed:

Shortcuts

Share

Category