მაია რიჟვაძე მეან-გინეკოლოგი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მაია რიჟვაძე მეან-გინეკოლოგი

მაია რიჟვაძე მეან-გინეკოლოგი მოექეცი ადამიანების ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ შენ - ასეთი პრიციპით ყველაფერი გაცილებით ადვილია
(1)

ძუძითი კვება ნამდვილი ბუნების საოცრებაა
07/04/2026

ძუძითი კვება ნამდვილი ბუნების საოცრებაა

09/01/2026

როგორ ხდება ოვულაცია

12/11/2025

"ეს ორი ძირითადი ფაქტორი ბავშვის სიმაღლის ზრდას განსაზღვრავს..." - რას გვირჩევს ექიმი-ენდოკრინოლოგი?👇

05/10/2025

მშობლის 5 ჩვევა, რომელიც შვილს თქვენს მიმართ ნდობას სამუდამოდ განუმტკიცებს.

l ეტაპი

1.მოუსმინეთ განსჯის გარეშე.მისთვის მნიშვნელოვანია, რომ უსმენდნენ და არ გააკრიტიკონ.
2.შეასრულეთ დაპირებები – ბავშვისთვის მშობლის სიტყვა მთავარი გარანტია უსაფრთხოების და სტაბილურობის განცდის შესაქმნელად.
3.აღიარეთ შეცდომები – „მე ვცდებოდი“ ეს ფრაზა აჩვენებს გულწრფელობას და ნამდვილი ურთიერთობის მოტივაციას იძლევა.
4.გამოიჩინეთ ინტერესი – დაინტერესდით ბავშვის ყოველდღიური ამბებით, ჰობითა და ოცნებებით.
5.შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ბავშვები ენდობიან მშობლებს, როცა გრძნობენ მათ ემოციურ სტაბილურობას.

ll ეტაპი

გავიაზროთ პირველი ეტაპის ქმედებების არსი და მნიშვნელოვნება. ანუ რასაც ვაკეთებთ რა მიზანს ემსახურება და როგორი შეიძლება იყოს პოტენციური შედეგი.
რას ვაკეთებთ:
1.ვუსმენთ ღიად და გულწრფელად
2.ვასრულებთ დაპირებებს
3.ვაღიარებთ შეცდომებს
4.ვინტერესდებით ბავშვის ცხოვრებით
5.ვინარჩუნებთ სიმშვიდეს რთულ მომენტებში.
რისთვის ვაკეთებთ:
1.იმისთვის, რომ ბავშვმა იგრძნოს უსაფრთხოება და სანდოობა
2.იმისთვის, რომ მშობლის სიტყვას ჰქონდეს ფასი და ძალა
3.იმისთვის, რომ ვაჩვენოთ პატიოსნებისა და რეალურობის მაგალითი
4.იმისთვის, რომ ბავშვმა იგრძნოს საკუთარი მნიშვნელოვნება.
,,მე მისმენენ,მე მიზიარებენ,მე მიხსნიან, მე მენდობიან ე.ი მე მნიშვნელოვანი ვარ“
5.იმისთვის, რომ ოჯახში შეიქმნას მშვიდი და დაცული გარემო
რა შედეგს მივიღებთ?!
1.შვილს, რომელსაც უყალიბდება ღრმა ნდობა მშობლის მიმართ
2.ურთიერთობას, რომელიც ხდება ღია და გულწრფელი
3.ოჯახს, რომელშიც ისადგურებს სიმშვიდე და თანხმობა
4.ბავშვს, რომელიც სწავლობს ემოციების რეგულირებას და გრძნობს საკუთარი თავის ღირებულებას
4.მშობელს, რომელიც სწავლობს საკუთარ ჩვევებზე დაკვირვებას, შვილის მოსმენას, მისი ქმედებების მიღმა საკუთარი ფარული ემოციების აღმოჩენას, ამ პროცესში მეტ ემპათიას, საკუთარ პიროვნულ განვითარებას და ზრდას.

ეტაპი III

5 ტრანსფორმაციული თამაში
1. მოსმენის ბარათი
ბარათი: „ბავშვი გიყვებათ იმ ამბავს, რაშიც არ ეთანხმებით.რას უპასუხებთ ისე, რომ მხოლოდ მოუსმინოთ და არ უარყოთ მისი სურვილი ?!
ვარჯიში: დაახლოებით 2 წუთი მხოლოდ დამადასტურებელი ფრაზები უნდა გაიმეოროთ(,,მესმის“, „მაინტერესებს შენი აზრი“)
შედეგი: მშობელი სწავლობს კრიტიკის გარეშე მოსმენას.ზოგადად მოსმენას და თანაგანცდას.
2. დაპირების ბარათი
ბარათი: „დაპირდით შვილს ისეთ რამეს,რასაც ნამდვილად შეასრულებთ"
ვარჯიში: დაწერეთ 3 დაპირება და უთხარით ბავშვს,რომ აუცილებლად შეასრულებთ.
შედეგი: ბავშვი სწავლობს, რომ მშობლის სიტყვა სანდოა.ასევე თქვენს მაგალითზე სწავლობს სიტყვის ფასს და მნიშვნელოვნებას.
3. შეცდომის ბარათი
ბარათი: „გაიხსენეთ ბოლო შეცდომა, რომელიც შვილთან ურთიერთობის დროს დაუშვით. რას ეტყოდით ახლა?“
ვარჯიში: ხმამაღლა უთხარით,,მე ვცდებოდი, ბოდიში“. და აუხსენით,რომ შეცდომები ყველას მოსდის და ეს ზრდის და განვითარების თანმდევი პროცესია. თქვენთვის დაწერეთ როგორ ეხმარება ეს სავარჯიშო სანდო გარემოს შექმნას. წერის პროცესში მიღებული გაცნობიერებები უკეთ დაგანახებთ ამ პროცესის და სავარჯიშოს მნიშვნელოვნებას.
შედეგი: ბავშვი ხედავს, რომ შეცდომა = სწავლა, რომ დიდებიც სწავლობენ, მათაც ეშლებათ, რომ შეცდომა არ ნიშნავს სიყვარულის დაკარგვას და არც უშეცდომობა მის დამსახურებას.
4.ინტერესის ბარათი
ბარათი: „კითხვა, რომლითაც გამოხატავ ბავშვის ცხოვრების და მისი მისწრაფებების მიმართ შენს გულწრფელ ინტერესს:მაგ: ,,რა გაგიხარდა დღეს?" როგორი იყო შენი დღევანდელი დღე?!" ,,ხომ არ გინდა რამე გამიზიარო შენი დღევანდელი დღიდან?!"...
ვარჯიში: ყოველდღე დაწერე ერთი განსხვავებული კითხვა 7 დღის განმავლობაში. მთავარია კითხვა იყოს მიმართული ბავშვის სამყაროს უკეთესად აღქმისკენ და არ შეიცავდეს დაჟინებული ჩაკითხვის ელემენტებს.
შედეგი: ბავშვი გრძნობს, რომ მისი ცხოვრება მშობლისთვის ღირებულია. ხვდება რომ მისით დაინტერესებული არიან. საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნება კი ყოველთვის ზრდის თვითშეფასებას.
5. სიმშვიდის ბარათი
ბარათი: „ბავშვი ყვირის. ბრაზობს, აგრესიულად გამოხატავს ემოციას. როგორია თქვენი რეაქცია?!"
ვარჯიში: ღრმა სუნთქვა (4-4-6 რიტმით ანუ 4 თვლაზე ჩასუნთქვა, მე-4 შეყოვნება და 6-ზე ამოსუნთქვა) აკეთებთ მაქსიმუმ სამჯერ. სუნთქვითი ვარჯიშის შემდეგ მშვიდად და მტკიცედ ამბობთ ფრაზას: ,,ახლა მზად ვარ გესაუბრო“.
შედეგი: ბავშვი სწავლობს, რომ მშობელი არის ემოციურად გაწონასწორებული, სტაბილური და მისი სიმშვიდის გარანტი.

ამ 5 პუნქტის გააზრება და დაცვა დაგეხმარებათ თავად გახდეთ თქვენი და თქვენი შვილების საუკეთესო ,,ფსიქოთერაპევტი".
შეძლოთ მუდმივ რეჟიმში წვრთნათ და სრულყოთ თქვენი უმნიშვნელოვანესი როლი- მშობლობა.
შექმნათ მენტალური სიჯანსაღის ატმოსფერო და ჰარმონია თქვენს ურთიერთობებში შვილებთან და შესაბამისად, თქვენს ოჯახებში.
მათ, ვისაც დაგაინტერესებთ უფრო დეტალურად ტრანსფორმაციული თამაშების სტრუქტურა მომწერეთ პოსტის ქვეშ სიტყვა ,,ნდობა" და პირად შეტყობინებაში გამოგიგზავნით ამ ხუთი სავარჯიშოს დეტალურ ვერსიას.
გახსოვდეთ:

თქვენ ხართ საუკეთესო შვილების საუკეთესო მშობლები და ეს სივრცე, ფსიქოთერაპია ეკა ჩემიასთან - Psychotherapy with eka chemia თქვენი შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.

სიყვარულით და პატივისცემით: თქვენი ფსიქოთერაპევტი: ეკა ჩემია❤️

09/09/2025
05/06/2025
01/06/2025
06/02/2025

გიტარ-ლაბი / Guitar Lab თუ ვინმეს გსურთ შვილს შეასწავლოთ გიტარაზე დაკვრა ჩემი დიდი რეკომენდაცია ამ არაჩვეულებრივი ადამიანების მიერ შექმნილ სკოლას. საკუთარი გამოცდილებაზე დაყრდნობით ❤️⭐️❤️⭐️❤️

🎸 გიტარ-ლაბი 🫶🏻

📣ისწავლე გიტარაზე დაკვრა ყველაზე სწრაფად! 😊🎶

კლასიკური, ელექტრო, ბას გიტარა და უკულელე – აირჩიე შენი სტილი და შეასრულე საყვარელი სიმღერები! 🌟

📩 შემოგვიერთდი და დაიწყე მუსიკალური მოგზაურობა დღესვე! 🚀🎵

ბაქტერიული ვაგინიტი - ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია, საშოს მიკლოფლორის ცვლილებით.⠀❗️ ბაქტერიული ვაგინიტი არ...
29/08/2024

ბაქტერიული ვაგინიტი - ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია, საშოს მიკლოფლორის ცვლილებით.

❗️ ბაქტერიული ვაგინიტი არ მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს.

➡️მისთვის დამახასიათებელია გაძლიერებული გამონადენი საშოდან, ასევე წვა და ქავილი.

⤵️ბაქტერიული ვაგინიტის განვითარების მიზეზები:
- დაბალი იმუნიტეტი
- ყოველდღიური ჰიგიენური საშუალებების გამოყენება: გელი, სველი სალფეთქი და საფენები.
- ქრონიკული დაავადებები
- სპერმიციდური ლუბრიკამტების გამოყენება

❗️ქალთა 50%-ში ეს დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც ხელს უშლის ადრეულ დიაგნოსტირებას.
✅პროფილაქტიკური გამოკვლევა დაგეხმარებათ მის დადგენაში და დროულად მკურნალობის დაწყებაში

💙გისურვებთ ჯანმრთელობას!

Address

გუდამაყარის 4/gudamakari Street N 4
Tbilisi

Telephone

+995599800183

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მაია რიჟვაძე მეან-გინეკოლოგი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to მაია რიჟვაძე მეან-გინეკოლოგი:

Shortcuts

Share