ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი"/Drug addiction treatment clinic Libertas

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი"/Drug addiction treatment clinic Libertas

ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი"/Drug addiction treatment clinic Libertas ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი"


საკონტაქტო ნომრები:0 32 2 051 959, +995 599 56 32 96

ნარკოლოგიური კლინიკა „ლიბერტასი“ გთავაზობთ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე (ალკოჰოლი, სხვადასხვა ჯგუფის ნარკოტიკები, საძილე და სედაციური საშუალებები ) დამოკიდებულების, ფხიზლად ცხოვრებაზე ორიენტირებული, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის სრულ
კურსს დეტოქსიკაციიდან რეაბილიტაციამდე. კლინიკა ევროპული სტანდარტების დაცვით არის აშენებული, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი, მაღალკვალიფიციური მედ-პერსონალით უზრუნველყოფილი. მკურნალობა მიმდინარეობს მულტიპროფილურად. ჩვენთვის ყველაზე
პრიორიტეტული საკითხი სანდო, კვალიფიციური მომსახურეობის უზრუნველყოფაა. კლინიკის მიზანია შეუქმნას პაციენტს კომფორტული და დაცული გარემო, რაც დაეხმარება მას ორიენტირდეს მკურნალობის პროცესზე და მიაღწიოს სასურველ შედეგს.
კლინიკა „ლიბერტასის“ გუნდი გამოირჩევა ნარკოლოგიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით და წარმატებული შემთხვევების სიმრავლით,
რაც თანამედროვე ტექნოლოგიების, მედიკამენტოზური და ფსიქოთერაპიული მიდგომების სინთეზითაა განპირობებული . კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ექიმი ნარკოლოგი, ფსიქიატრი, თსსუ დოქტორანტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი - თათა
ასათიანი;
ექიმი ნარკოლოგები: თამარ სხიერელი, ნინო კერესელიძე.
ფსიქოთერაპევტი - მაია მინაშვილი; არტთერაპევტი - გიორგი
ჭანტურია.
ფიზიოთერაპევტი - მაკა სალუქვაძე.

30/07/2026

🛑"ყოფილი ნარკომანი არ არსებობს, მითია თუ რეალობა?"
პოდკასტში ამ თემაზე საუბრობს ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასის" ფსიქოთერაპევტი - მაია მინაშვილი.👇👇

23/07/2026

📢📢📢"ნორმა ხდება დისკომფორტი ფსიქოაქტიური ნივთიერება მისი მოხსნის ერთადერთი საშუალება."
ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასის" სამედიცინო დირექტორი, ექიმი - ნარკოლოგი თათა ასათიანი პოდკასტში საუბრობს ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებულების ნეიროფიზიოლოგიურ მექანიზმზე. 👇👇

https://www.facebook.com/share/r/1L543tPUfK/

16/07/2026

🎺🎺კლინიკა "ლიბერტასის" ექიმი-ნარკოლოგი ნინო კერესელიძე ვიდეოში საუბრობს რეციდივის პრევენციის მნიშვნელობაზე.👇👇

09/07/2026

ჩვენი კლინიკის ფსიქოთერაპევტი - მაია მინაშვილი საუბრობს აქტუალურ თემაზე "არის თუ არა მკურნალობა დაგვიანებული" 👇👇

08/07/2026

წარმატებით დასრულდა ჩვენი პროექტი "P-S" სკრინინგი, რომელიც ერთი თვის მანძილზე განხორციელდა.

გასული პერიოდის განმავლობაში არაერთმა პაციენტმა ისარგებლა უფასო კონსულტაციებითა და გამოკვლევებით. ჩვენი მიზანი იყო ზრუნვა როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
გულითად მადლობას ვუხდით თითოეულ თქვენგანს ნდობისთვის. გვჯერა, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი ცხოვრებისკენ.
ჩვენთვის დიდი მოტივაციაა თქვენი მხარდაჭერა და მომავალშიც აუცილებლად შევეცდებით, მსგავსი აქციები უფრო ხშირად განვახორციელოთ, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივაწოდოთ საჭირო დახმარება და ზრუნვა.
გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმშვიდესა და კეთილდღეობას! 💙

01/07/2026

🎷🎷ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასის" ექიმი-ნარკოლოგი თამარ სხიერელი ვიდეოში საუბრობს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე. 👇👇

🎓 ნარკოლოგიური კლინიკა „ლიბერტასი“  აცხადებს მიღებას სარეზიდენტო  დიპლომის შემდგომ  საგანმანათლებლო პროგრამაზე-  „ნარკოლ...
26/06/2026

🎓 ნარკოლოგიური კლინიკა „ლიბერტასი“ აცხადებს მიღებას სარეზიდენტო დიპლომის შემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე- „ნარკოლოგია“

➡️ განსაზღვრული ადგილების რაოდენობა - 4

📢 კლინიკა „ლიბერტასის“ რეზიდენტურის პროგრამების უპირატესობა:
• საუკეთესო შედეგების მქონე რეზიდენტების სწავლის დაფინანსება 30 % - იანი, ან 50% - იანი გრანტით;
• სწავლების პროცესში უმცროსი ექიმის პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა;
• სწავლების დასრულებისა და სერთიფიკატის მიღების შემდეგ ნარკოლოგიურ კლინიკა „ლიბერტასში“ დასაქმების შესაძლებლობა

➡️პროგრამაში ჩარიცხვის მსურველები აუცილებელია აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმს:
• უმაღლესი სამედიცინო განათლება;
• ჩაბარებული ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა.
• პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატს რომელიც ფლობს უცხოურ ენებს.

➡️ პროგრამაში მონაწილეთა მსურველებს ჩაუტარდებათ ტესტირება - ნარკოლოგიის და ფსიქიატრიის საბაზისო თეორიული საფუძლები და გასაუბრება.

➡️გამოსაგზავნი აუცილებელი დოკუმენტაცია:
-ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი
-უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
-პირადობის მოწმობის ასლი.
-CV/რეზუმე (რომელშიც მითითებულია საკონტაქტო მონაცემები: ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი)
-სამოტივაციო წერილი

📆 საბუთების მიღება მიმდინარეობს 2026 წლის 20 ივლისის 15:00 საათამდე.
დაინტერესებული კანდიდატები დოკუმენტების ასატვირთად მიჰყევით ბმულს https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf_SG-uk0qY0uzKyJqGdGdVUn4keTZJXxL4EuZQ0n--ISGI-Q/viewform?pli=1

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ნარკოლოგიური კლინიკა „ლიბერტასის“ ფეისბუქ გვერდის პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 5-99-56-32-96.

25/06/2026

📢📢რა არის ის შეცდომა, რომელსაც ნარკოდამოკიდებულების მკურნალობისას უშვებენ და რატომ უნდა აირჩიო კლინიკა შედეგებით და არა დაპირებებით, ამ საკითხზე ისაუბრებს კლინიკის ექიმი-ნარკოლოგი თეონა ძნელაძე.👇

16/06/2026

🎺🎺ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია. ამ გზაზე ზოგჯერ შეიძლება მოხდეს რეციდივი — ნივთიერების მოხმარების განახლება. თუმცა, რეციდივი არ ნიშნავს, რომ ადამიანი დამარცხდა. გამოჯანმრთელება არის პროცესი და არა ერთი მოვლენა.
🛑ნინო კერესელიძე "ლიბერტასის" ნარკოლოგი ვიდეოში საუბრობს რეციდივზე და გამოჯანრმთელების პროცესზე.👇👇

09/06/2026

რატომ ვერ მუშაობს სწრაფი შედეგის დაპირებები გრძელვადიან პრაქტიკაში? 📢📢📢

Address

Vaja-Pshavela 83/11
Tbilisi
0186

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი"/Drug addiction treatment clinic Libertas posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ნარკოლოგიური კლინიკა "ლიბერტასი"/Drug addiction treatment clinic Libertas:

Shortcuts

Share