Bright Academy • ბრაით აკადემი

Bright Academy • ბრაით აკადემი “ბრაით აკადემი” ქმნის გარემოს,რომელიც მორგებულია თქვენი შვილის ინდივიდუალურ საჭიროებებზე

04/08/2026

☀️🌿 ზაფხული ბავშვისთვის დასვენების, თავისუფალი თამაშისა და ახალი გამოცდილებების დროა. მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი დატვირთვის შემდეგ მას სჭირდება დრო, რომ ითამაშოს, მოიწყინოს, იკვლიოს გარემო, მეტი დრო გაატაროს ოჯახთან და აღიდგინოს ემოციური რესურსი. სწორედ ასეთ გარემოში ვითარდება ცნობისმოყვარეობა, დამოუკიდებლობა და თავდაჯერებულობა, რაც სკოლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საფუძველია.

🎒 თუ თქვენი შვილი პირველ კლასში მიდის, ნუ ეცდებით ზაფხულის სასწავლო პერიოდად გადაქცევას. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ბავშვმა სკოლა დადებით ემოციებთან და უსაფრთხოების განცდასთან დააკავშიროს. ესაუბრეთ, როგორი იქნება სკოლა, უპასუხეთ მის შეკითხვებს, თუ შესაძლებელია, წინასწარ დაათვალიერეთ სკოლა, ერთად წაიკითხეთ წიგნები და ყოველდღიურ საქმიანობაში წაახალისეთ დამოუკიდებლობა.

💛 გახსოვდეთ, სკოლისთვის მზადყოფნა მხოლოდ ასოების, ციფრებისა და კითხვის ცოდნას არ ნიშნავს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბავშვს შეეძლოს ყურადღების კონცენტრირება, მარტივი ინსტრუქციების შესრულება, საკუთარი აზრის გამოხატვა, თანატოლებთან ურთიერთობა, დახმარების თხოვნა საჭიროების შემთხვევაში და მცირე სირთულეებთან გამკლავება. სწორედ ეს უნარები ეხმარება მას, პირველ კლასში ადაპტაცია უფრო მშვიდად, თავდაჯერებულად და წარმატებით გაიაროს.

🌿 ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი ის მომენტებია, რომლებსაც ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ.👨‍👩‍👧 ყველა მშობელს სურს, რომ ზაფხული ...
18/07/2026

🌿 ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი ის მომენტებია, რომლებსაც ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ.

👨‍👩‍👧 ყველა მშობელს სურს, რომ ზაფხული შვილისთვის სასარგებლო და ბედნიერი პერიოდი იყოს, ამიტომ ხშირად ვცდილობთ დღეები სხვადასხვა აქტივობით შევავსოთ, თუმცა ბავშვს სჭირდება დრო დასვენებისთვის, თამაშისთვის, მოწყენისთვის, აღმოჩენებისთვის და უბრალოდ ბავშვობისთვის.

🧠 ნეიროფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თავისუფალი თამაში, ახალი გამოცდილებები და ემოციურად უსაფრთხო გარემო ბავშვის ტვინის განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ასეთ დროს მყარდება ნერვული კავშირები, მუშავდება მიღებული გამოცდილება და ვითარდება კრეატიულობა, დამოუკიდებლობა, ემოციური რეგულაცია და სხვა მნიშვნელოვანი უნარები.

💚თუმცა ზაფხულის ყველაზე ძვირფასი ნაწილი მხოლოდ განვითარება არ არის. ეს არის დრო, როცა ოჯახებს შეუძლიათ ერთად ყოფნის ბედნიერებით დატკბნენ, შეამცირონ ყოველდღიური შფოთვა და შექმნან მოგონებები, რომლებიც ბავშვს მთელი ცხოვრება გაჰყვება. რადგან ყველაზე თბილ მოგონებებს ხშირად არა ადგილები, არამედ საყვარელი ადამიანებთან გატარებული დრო ქმნის.

☀️ ამ პოსტში გიზიარებთ, როგორ შევქმნათ ბავშვისთვის ისეთი ზაფხული, რომელიც დასვენებასთან ერთად მის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

13/06/2026

გიზიარებთ ბავშვთა დღის აღნიშვნის ემოციურ კადრებს. 💚
ბავშვების ბედნიერმა ღიმილმა, გულწრფელმა სიხარულმა და დაუვიწყარმა შთაბეჭდილებებმა ეს დღე პატარა სასწაულად აქცია. ✨🌈

გიზიარებთ საქართველოს ნეიროფსიქოლოგიის ასოციაციის განცხადებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს სფეროსთვის, პროფესიული ეთიკისა დ...
27/05/2026

გიზიარებთ საქართველოს ნეიროფსიქოლოგიის ასოციაციის განცხადებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს სფეროსთვის, პროფესიული ეთიკისა და ხარისხიანი სერვისის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა

🌟 აუტიზმის ცნობიერების ამაღლებასთან  დაკავშირებით, “ბრაით აკადემი”-ში რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა აქტივობები:1️⃣...
07/04/2026

🌟 აუტიზმის ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით, “ბრაით აკადემი”-ში რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა აქტივობები:

1️⃣ სპეციალისტების პროფესიული გაძლიერება

🌐 ჩვენი სუპერვაიზორების გუნდი დაესწრო ორდღიან კონფერენციას ქ. ბერლინში თემაზე:
“Autism Awareness and Research”,
საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით.

2️⃣ მშობლების ემოციური მხარდაჭერა

👫 ჩატარდა შეხვედრა ჩვენი ბენეფიციართა მშობლებისთვის, რომლის მთავარი მესიჯი იყო:
„მშობელი – მთავარი და ხშირად უხილავი მხარდამჭერი ბავშვის ცხოვრებაში?
ჩვენ თქვენ გხედავთ!“ 💚

3️⃣ ადრეული ინტერვენციის პროექტი

💚 წინა წლების მსგავსად, მხარდამჭერი ორგანიზაციის დაფინანსებით ადრეული ასაკის ბავშვებს, რომლებსაც აღენიშნებათ აუტიზმის სპექტრის აშლილობის ნიშნები, შეუძლიათ უფასოდ მიიღონ მულტიდისციპლინური გუნდის შეფასება და თერაპიული სერვისი.

📥განაცხადის მიღება დაწყებულია
და გაგრძელდება 22აპრილამდე.

🔗 დეტალებისთვის იხილეთ ბმული:
https://bit.ly/41XmQxv

📣ბრაით აკადემიში სიახლეა❗️აქტუალურობიდან გამომიდნარე  დაგვემატა  Bright kids club💕ჯგუფური თერაპიის სერვისი, სადაც უსაფრთ...
07/03/2026

📣ბრაით აკადემიში სიახლეა❗️
აქტუალურობიდან გამომიდნარე დაგვემატა Bright kids club💕
ჯგუფური თერაპიის სერვისი, სადაც უსაფრთხო, მხარდამჭერ და ნახევრად სტრუქტურირებულ გარემოში ბავშვები სწავლობენ თამაშის, ურთიერთობისა და თვითრეგულაციის უნარებს.

🏡როცა, ბავშვებს ვუქმნით სწორ გარემოს, ისინი ერთმანეთისგან ბუნებრივად სწავლობენ როგორ გაუზიარონ ეთმანეთს სათამაშო, როგორ დაელოდონ რიგს, როგორ გამოხატონ სურვილი ან ემოცია ისე, რომ სხვამაც გაიგოს.

🎯ასეთი პატარა გამოცდილებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე და ქმნის იმ საფუძველს, რომელიც მას მომავალში თავდაჯერებულ, კომუნიკაბელურ და ემოციურად მდგრად პიროვნებად აყალიბებს. 🫂🌱

🌟თერაპიულ პროცესს წარმართავს ბავშვებთან და მოზარდებთან 20 წლიანი მუშაობის გამოცდილების მქონე თერაპევტი-ნინო ვაშაკიძე.

📩მეტი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე:
☎️ +995 32 2 185 258

გიცდია გაიხსენო, რა ემოციები ხდის შენი ბავშვობის წლებს განსაკუთრებულს?💭👀ნუთუ გახსოვს, რამდენი სათამაშო გქონდა ან რამდენა...
11/02/2026

გიცდია გაიხსენო, რა ემოციები ხდის შენი ბავშვობის წლებს განსაკუთრებულს?💭👀

ნუთუ გახსოვს, რამდენი სათამაშო გქონდა ან რამდენად იდეალურად იყო მოწყობილი შენი ოთახი? 🤔🚂
თუ გახსენდება ის მომენტები, ვინ გისმენდა როცა შენს განცდებს აზიარებდი, ვინ გამშვიდებდა როცა გეშინოდა, ვისი იმედი გქონდა როცა ახალ ბარიერებს ეჭიდებოდი..🌱🫂
სწორედ ეს ყოველდღიური, ცოცხალი ურთიერთობები რჩება ხანგრძლივად მეხსიერებაში და ქმნის იმ შეგრძნებას, რაც ბავშვობის წლებს განსაკუთრებულს ხდის.✨

🤱მიჯაჭვულობის ფაზა არის ბავშვის ფუნდამენტური საყრდენი იმ ემოციური კავშირის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც მსგავს მოგონებებს მთელი ცხოვრება გვინახავს.

🤝თუ გინდა იცოდე, როგორ შეგიძლია ხელი შეუწყო ბავშვს უსაფრთხო ემოციური კავშირის ჩამოყალიბებაში, გაეცანით სტატიას მიჯაჭვულობის შესახებ.
🖇️ https://bit.ly/4kvpEdG

ბრაით აკადემი გილოცავთ შობა-ახალ წელს! 🎄💚
01/01/2026

ბრაით აკადემი გილოცავთ შობა-ახალ წელს! 🎄💚

🌟ზაფხულის დასვენების შემდეგ, სასიამოვნო სიახლეებით დაგიბრუნდით!🏡 დიღომში, ბრაით აკადემიის კიდევ ერთი ახალი სივრცე შეიქმნ...
19/09/2025

🌟ზაფხულის დასვენების შემდეგ, სასიამოვნო სიახლეებით დაგიბრუნდით!

🏡 დიღომში, ბრაით აკადემიის კიდევ ერთი ახალი სივრცე შეიქმნა, რომელიც ბავშვის განვითარებასა და საჭიროებებზეა მორგებული.
აღნიშნულ ფილიალში 13 და 14 სექტემბერს, მარიამ ხვადაგიანის მენტორობით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე:

„რა ემოციური, სოციალური, კოგნიტური და წინააკადემიური უნარების მხარდაჭერა ესაჭიროება ბავშვს სასკოლო მზაობის ფორმირებისთვის“

💭 სამუშაო შეხვედრა მოიცავდა, როგორც თეორიას, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და დისკუსიებს

✨ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ ჩვენი სივრცე გავაძლიეროთ, არამედ მხარი დავუჭიროთ თითოეულ სპეციალისტს და ყველა იმ სივრცესა თუ ორგანიზაციას, რომელიც ბავშვების განვითარებაზე ზრუნავს.⭐️

17/06/2025

ჩვენ უკვე 2 წლის ვართ 💚🎉

Address

ო. ონიაშვილის ქ. N33
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00
Saturday 09:00 - 19:00

Telephone

+995322185258

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Bright Academy • ბრაით აკადემი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Bright Academy • ბრაით აკადემი:

Shortcuts

Share