კლინიკა სერაფიტი

კლინიკა სერაფიტი მასაჟის და ფიზიოთერაპიის საუკეთესო ცენტრი თბილისში! the best Massage and physiotherapy center in Tbilisi !

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი მასაჟების, ფიზიოთერაპიული პროცედურების ფართო არჩევანი! კლინიკა "სერაფიტის" (ჯანო ბაგრატიონის N5) ექსკლუზიური შეთავაზებები თბილისელებს და ქალაქის სტუმრებს! ყველაფერი აქ, ჩვენს გვერდზე! დაგვიკავშირდით: 558-212-755

თანამედროვე ფიზიოთერაპიაში ლაზეროთერაპიას უდავოდ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. მისი სწორი გამოყენება ნიშნავს დაავადე...
17/09/2026

თანამედროვე ფიზიოთერაპიაში ლაზეროთერაპიას უდავოდ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. მისი სწორი გამოყენება ნიშნავს დაავადების განკურნებისკენ გადადგმულ ყველაზე ეფექტურ, პარალელურად- არამედიკამენტოზურ ნაბიჯს. ფიზიოთერაპიაში გამოიყენება როგორც დიათერმული (ე.წ. თბილი), ასევე- ქვანტური (ე.წ. ცივი) ლაზერი. ანთებების და ტკივილის მოსახსნელად სწორედ ეს უკანასკნელი გამოიყენება. ჩვენს რეაბილიტაციის (მასაჟის და ფიზიოთერაპიის) ცენტრში პრაქტიკულად მკურნალი ექიმის მიერ შერჩეული ნებისმიერი დანიშნულების შესრულებაა შესაძლებელი. ეს ეხება ლაზეროთერაპიასაც. გვაქვს შემდეგი სახეობის აპარატები: თერმოლაზერები (გამოიყენება ძირითადად კუნთოვანი და რბილი ქსოვილების დაავადებებისას) , მაგნიტური ლაზერი (იდეალურია სახსრების და ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიებისას), იმპულსური ქვანტური ლაზერის აპარატი “რიქტა 04” (საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის აკუპუნქტურული და მობილური დასხივებისთვის პრაქტიკულად ყველა დაავადებების დროს) და უნივერსალური ლაზეროთერაპიის აპარატი (2024 წლის გამოშვება)- რომელიც გარდა ძვალ-სახსროვანი სისტემისა წარმატებით გამოიყენება სპეციალური სეგმენტებისთვის: ყური, ცხვირი, ყელი- მოჰყვება რა სპეციალური თავაკები (დამსხივებლები)…

ქვანტური (ცივი) ლაზერი პრაქტიკულად მოიცავს მზის გამის თითქმის ყველა ხილულ თუ უხილავ სხივს და აკეთებს ორგანიზმისთვის უჯრედების დონეზე იმას, რასაც მზე – დედამიწისთვის: აღადგენს, რეგენერირებს, ქმნის, ჰბადებს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. დაავადებულ სეგმენტში არა მარტო ტკივილს ამცირებს, არამედ მობილიზებას უკეთებს სასიცოცხლო ძალებს, თავად ებრძოლოს ამ ტკივილს და დაიწყოს თვითგაჯანსაღება. ბოლო წლებში აქტიურად დაიწყეს ლაზეროთერაპიის გამოყენება ცხოველებშიც სახსრების და ტრავმირებული ძვლების სამკურნალოდ.

ჩვენს ცენტრში ლაზეროთერაპია გამოიყენება როგორც მონოპროცედურის სახით (ანუ მაშინ, როცა მკურნალი ნერვოლოგი ან რევმატოლოგი მის მიერ ჩატარებული მედიკამენტოზური თერაპიის შემდეგ უნიშნავს მხოლოდ ლაზეროთერაპიას), ასევე- კომპლექსურ მკურნალობაში სხვა ფიზიოთერაპიულ პროცედურებთან ერთად.

ლაზერის უნივერსალურმა აპარატმა დადებითი შედეგები მოგვცა იმ მიმართულებითაც, რაც არ წარმოადგენდა ჩვენს ძირითად სფეროს: რინიტის, სინუსიტის, ტინიტუსის, ფარისებრი ჯირყვალის – ჩიყვის და სხვა სპეციფიკური დაავადებების სამკურნალოდ.

ქვანტური ლაზერის ერთადერთი უკუჩვენება არის სიმსივნური წარმონაქმნის არსებობა უშუალოდ დასახივებელ ზონაში. ამიტომ ამ პროცედური ჩატარება სავსებით სასარგებლოა აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანებისთვის: შემოუშვით მზე თქვენს სხეულში! 🙂

ლაზეროთერაპიის პროცედურის ფასი ერთ სეგმენტში 20 ლარია, 2 სეგმენტში- მხოლოდ 30 ლარი!

ჯაბა კოხრეიძე. ჯანმრთელობის და სილამაზის ცენტრის “სერაფიტის” მთავარი სპეციალისტი, ტელ.558.212.755. მისამართი: თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 5.
https://massagetbilissi.wordpress.com/2024/01/07/ლაზეროთერაპია/

🙏 თავის ტკივილი, მხრების დისკომფორტი, ტკივილი კისერში, ხელების დაბრუჟება, ყურებში შუილი, დეპრესია (ნერვოზი)... იცოდეთ:👀 ...
12/09/2026

🙏 თავის ტკივილი, მხრების დისკომფორტი, ტკივილი კისერში, ხელების დაბრუჟება, ყურებში შუილი, დეპრესია (ნერვოზი)... იცოდეთ:
👀 🧠პირველ რიგში გამოიკვლიეთ თავი: ტვინი, სისხლ-ძარღვები, რათა გამოირიცხოს სერიოზული პათოლოგია იქ (მათ შორის- სიმსივნე).
👀👀 მეორე რიგში გამოიკვლიეთ ფარისებრი ჯირყვალი! აქ ენდოკრინული სისტემის პრობლემას შეუძლია იგივე სიმპტომების გამოვლენა!
👀👀👀თუ ორივე ვარიანტში გამოკვლევა ადასტურებს ჯანმრთელობას, მაშინ დიდი ალბათობით პრობლემის სათავე ხერხემალია, კერძოდ- კისრის სეგმენტი. აუცილებელია ზუსტი დიაგნოზი, რაც მხოლოდ მრტ კვლევითაა შესაძლებელი!
☝️☝️კისრის ოსტეოქონდროზი, თიაქარი, პროტრუზიო, პროლაფსი... ეს იდენტური დაავადების მხოლოდ განსხვავებული დონეებია (სტადიებია) და ყველა ვარიანტში სერიოზულ, ხანგრძლივ, ქრონიკულ მკურნალობას საჭიროებს!
👋 ყველაზე ეფექტურია: კომპლექსური მკურნალობა: მასაჟი, ფიზიოთერაპია, კინეზოთერაპია! კონკრეტული პროცედურები გვერდითი ფაქტორების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს სერიოზული ანამნეზით!
👉👉 აქ ნახავთ საინტერესო მასალებს ოსტეოქონდროზის მკურნალობის შესახებ: www.serafiti.wordpress.com
⏰ დრო არ უნდა დაკარგო!
☎️ 558 212 755, ჯაბა კოხრეიძე (რეაბილიტოლოგი-ფიზიოთერაპევტი)

"კოსმეტოლოგიის სრული კურსი"- პროგრამა იხილეთ ქვემოთ👇🏿👇🏿✳️ ამ მიმართულებით უკვე 600-მდე სერთიფიკატი გავეცით და აბსოლუტური...
11/09/2026

"კოსმეტოლოგიის სრული კურსი"- პროგრამა იხილეთ ქვემოთ👇🏿👇🏿
✳️ ამ მიმართულებით უკვე 600-მდე სერთიფიკატი გავეცით და აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებული სპეციალისტია, რომლებიც მუშაობენ არამარტო საქართველოში, არამედ-ევროპასა და აშშ-შიც. ჩვენ ვამაყობთ მათით.
🟢 კლინიკა “სერაფიტში” პრაქტიკული კოსმეტოლოგიის კურსს დასაწყისიდანვე უძღვება კლინიკის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, ქალბატონი მარინა ჩხობაძე (ტელ.555-374-842).
შეისწავლება:
1. კოსმეტიკური კაბინეტის მოწყობილობა და ავეჯი
2. პირისახის კანი
3. კანის ტიპები
4. სახის დეფექტები
5.სახის ზედაპირული წმენდა
6. სახის ღრმა წმენდა
7. პილინგი
8. ძვირფასი კოსმეტიკა – ოქროს ნიღბები
9. სკრაბერით წმენდა
(ულტრაბგერითი წმენდა) და ლიფთინგი – მასაჟი
10. მედიკამენტები
11. მკვებავი ყველა ტიპის კანისათვის
12.სახის მასაჟი
13.ელექტროეპილაცია
14. ბიოეპილაცია.
👌 სწავლის საფასური- 2000 ლარი (გადახდა ეტაპობრივად).
🤟 ხანგრძლივობა-3 თვე!
☎️ დაჯავშნეთ თქვენი წარმატება: 555-374-842. მისამართი: ჯანო ბაგრატიონის 5 (მეტრო სამედიცინოსთან).
www.massagetbilissi.wordpress.com/about

08/09/2026

კომპლექსურ მკურნალობას ძირითადად - ალტერნატივა არ გააჩნია!

Address

ჯანო ბაგრატიონის N5
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 17:00

Telephone

+995558212755

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კლინიკა სერაფიტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to კლინიკა სერაფიტი:

Shortcuts

Share