11/02/2026
📌საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია „პერსონა“ წარმოგიდგენთ „ათწლეულის პერსონას“ მედიცინის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის — ქალბატონ მაკა გოგიაშვილს.
🔹 მაკა გოგიაშვილი — მეცნიერი და გამომგონებელი, მედიცინის დოქტორი, საერთაშორისო პატენტებით დაცული 12 სამეცნიერო გამოგონების ავტორი და უნიკალური მეთოდის — მაგოთერაპიის (მაკა გოგიაშვილის თერაპიის) შემქმნელი.
🔶ქალბატონი მაკა არის ევროპელ ოფთალმოლოგთა საბჭოს წევრი, ამერიკული სამეცნიერო და ოფთალმოლოგიური აკადემიების ქმედითი წევრი. მიღებული აქვს ევროპული აკრედიტაციის საბჭოს უწყვეტი განათლების სერტიფიკატი (EACCME) და ამერიკული აკადემიის (AMA) აღიარება. იგი ასევე გახლავთ კლინიკა „ახალი ტექნოლოგიები – MaGo“-ს კლინიკური ხელმძღვანელი.
მაკა გოგიშვილი მრავალწლიანი სამეცნიერო და კლინიკური გამოცდილების მქონე ექიმი-მეცნიერია. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ხოლო სტუდენტობის წლებში მისი სამეცნიერო ნაშრომები და მოხსენებები საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციებზე ორი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
სამეცნიერო საქმიანობის გასაგრძელებლად მან წარმატებით დაიცვა როგორც საკანდიდატო, ასევე სადოქტორო ხარისხი მოსკოვის თვალის მიკროქირურგიის ინსტიტუტში, აკადემიკოს სვიატოსლავ ფიოდოროვის ხელმძღვანელობით. იგი ასევე მუშაობდა გამოჩენილ ნეიროფიზიოლოგთან, აკადემიკოს ნატალია ბეხტერევასთან, ადამიანის ტვინის ინსტიტუტში, სადაც მიიღო უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო და კლინიკური გამოცდილება.
სწორედ ამ გამოცდილებამ ჩაუყარა საფუძველი მის მრავალ გამოგონებასა და ინოვაციურ მეთოდს — მაგოთერაპიას, რომელიც ორგანიზმის შინაგანი რესურსების გააქტიურებით, მხოლოდ აპარატურის გამოყენებით, ქირურგიული ჩარევის, მედიკამენტებისა და გართულებების გარეშე, ბუნებრივი ფიზიოლოგიური მეთოდით ახდენს მხედველობის აღდგენას. მეთოდი ეფექტურია როგორც თვალის გავრცელებული დაავადებების, ასევე იმ პათოლოგიების დროს, რომლებიც ხშირად „განუკურნებელ“ დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ შედეგები ხშირ შემთხვევაში უკვე მეორე გამოკვლევიდან ერთ საათში შეიმჩნევა.
მაგოთერაპიის უნიკალური შესაძლებლობების გამო, კლინიკა „ახალი ტექნოლოგიები – MaGo“ პაციენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მასპინძლობს. მკურნალობის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი არის პერსონიფიცირებული მიდგომა — თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური სამკურნალო სქემის შემუშავება, რადგან თითოეული ადამიანი უნიკალურია.
მაკა გოგიაშვილის პროფესიონალიზმი, მეცნიერული ხედვა და ინოვაციური მიდგომები მნიშვნელოვან წვლილს შეადგენს თანამედროვე მედიცინის განვითარებაში და მაგალითს წარმოადგენს მომავალი თაობებისთვის.
Შეგიძლიათ იხილოთ ლინკები:
https://www.youtube.com//videos
https://mago.ge/catpage.php?lang=ka&catpage_id=12