10/09/2026
👩🔬 ასოცირებული პროფესორის ელენე პაჭკორიას მონაწილეობით სტატია გამოქვეყნდა ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალში.
✅მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო სტატია — “Advancing medicine, undermining life: a global health contradiction” —გამოქვეყნდა მსოფლიოში ერთ-ერთ მაღალი რეპუტაციის მქონე სამედიცინო ჟურნალში, Clinical Microbiology and Infection (CMI).
✅სტატიის თანაავტორი ასოცირებული პროფესორი ელენე პაჭკორია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფექციური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელია. მისი მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართველი ექიმებისა და მეცნიერების ჩართულობას თანამედროვე გლობალურ სამედიცინო დისკუსიებში.
✅სტატია ეძღვნება თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარადოქსს — მეცნიერული და ტექნოლოგიური პროგრესისა და გლობალური ჯანმრთელობისთვის არსებული მზარდი საფრთხეების წინააღმდეგობას. ავტორები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ომებისა და ჰუმანიტარული კრიზისების გავლენაზე ჯანდაცვის სისტემებზე, ინფექციური დაავადებების გავრცელებასა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) ზრდაზე.
✅ავტორების მთავარი გზავნილია, რომ მედიცინის პროგრესი მხოლოდ ახალი მკურნალობის მეთოდებისა და ტექნოლოგიების განვითარებით არ განისაზღვრება. ამ მიღწევების დასაცავად აუცილებელია ძლიერი ჯანდაცვის სისტემები, სამედიცინო ინფრასტრუქტურის დაცვა, ინფექციების კონტროლი და ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალური გამოყენება.
Clinical Microbiology and Infection არის European Society of Clinical Microbiology and Infectious Diseases (ESCMID)-ის ოფიციალური ჟურნალი, რომელსაც აქვეყნებს Elsevier. ჟურნალი არის peer-reviewed და საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი წამყვანი გამოცემაა კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების სფეროში. გამომცემლის მიმდინარე მონაცემებით, ჟურნალს აქვს Impact Factor 8.7 და CiteScore 17.1
ექიმი ელენე პაჭკორიას ამ მაღალი დონის საერთაშორისო პუბლიკაციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი პროფესიული და სამეცნიერო მიღწევაა და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს წარმომადგენლების როლს თანამედროვე საერთაშორისო მედიცინაში. ვულოცავთ მას ამ დიდ წარმატებას, თსსუ-ის პირველი საუნივერსირეტო კლინიკის ადმინისტრაცია.
Clinical Microbiology and Infection, 2026; 32(9):1377–1379.
DOI: 10.1016/j.cmi.2026.06.002