ბავშვთა სისხლძარღვთა ქირურგია – სასიცოცხლო
მნიშვნელობის პროფესიაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ზრუნავს თავის ახალგაზრდა თაობაზე.
მედიქლაბ ქიდსის ექიმები, პროფესორ დიმიტრი კუპატაძის ხელმძღვანელობით, ბავშვებს ჩაუტარებენ აუცილებელ გამოკვლევებსა და დიაგნოსტიკას, გაუწევენ საჭირო მკურნალობას.
ჩვენ ვმკურნალობთ თანდაყოლილ და შეძენილ სისხლძარღვთა პათოლოგიებს, თანდაყოლილ მანკებს და სხვა პედიატრიულ დაავადებებს
ეს ეხება
- არასრულწლოვანთა ჰემანგიომებს
- კანის ანგიოდისპლაზიას (ტელეანგიოექტაზია, PortWein, Cutis Marmo Rada)
- ზედაპირული ვენების დისპლაზიას
- სისხლძარღვთა მალფორმაციებს
- ანგიომებს, ანგიოფიბრომებს
- პოსტ ოპერაციულ სიწითლეებსა და ნაწიბურებს
- ასევე იშვიათ თანდაყოლილ და შეძენილ სისხლძარღვთა დაავადებებს, რომელთა მკურნალობა ყველაზე ხშირად შესაძლებელია ქირურგიული ჩარევის გარეშე.
ჩვენი ცენტრი აერთიანებს მაღალკვალიფიციურ, დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალებს. აქ დაგხვდებათ კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის მშობლებსა და პატარებს.