09/09/2026
ბავშვი ერთ წლამდე👶🏻👶🏻
ზოგადი რჩევები:
🟩ესაუბრეთ თქვენს ჩვილს, თქვენი ხმა მას ამშვიდებს.
🟩როცა თქვენი ჩვილი ხმებს გამოსცემს, უპასუხეთ იგივე ბგერების გამეორებით და დაუმატეთ სიტყვებიც.
ეს მას დაეხმარება მეტყველების დაწყებაში.
🟩წაუკითხეთ ბავშვს პატარ-პატარა ხმოვანი ზღაპრები, ეს დაეხმარება მას სამეტყველო სიტყვების გაგებასა და განვითარებაში.
🟩უმღერეთ, დაუკარით მუსიკა.
🟩შეაქეთ თქვენი ჩვილი და გამოხატეთ ყურადღება სიყვარულით.
🟩გაატარეთ დრო ბავშვთან ერთად, ჩაიხუტეთ და აიყვანეთ ხელში, ეს მას დაეხმარება თავი იგრძნოს დაცულად და უსაფრთხოდ.
🟩საუკეთესო დრო ბავშვთან სათამაშოდ არის ის პერიოდი, როცა ფხიზელია და მშვიდი. დაკვირდით ბავშვს, რომ არ გამოგრჩეთ, როდის არის დაღლილი და მოუსვენარი, რომ თქვენც დაისვენოთ.
🟩მშობლის როლი საკმაოდ რთულია და დამღლელი. იზრუნეთ საკუთარ თავზეც, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად და ემოციურად. უფრო ადვილია შვილზე ზრუნვა, როცა შენც კარგად გრძნობ თავს.
🟩რჩევები მეტყველების განვითარების ხელშეწყობისთვის:
მშობელი ბავშვს დაბადებიდანვე ხშირად უნდა ესაუბროს, მოუყვეს ზღაპრები და მოთხრობები, მოასმენინოს მუსიკა, წაუკითხოს წიგნი; მიზანშეწონილია დასურათებული წიგნების გამოყენება.
ბავშვთან საუბარი უნდა იყოს ნელი, მშვიდი, ინტონაციებით მდიდარი და ალერსიანი.
🟥მშობლემა ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთ ნიშნებს როგორიცაა, მაგალითად:
ბავშვი არ ბრუნდება ხმაურის მიმართულებით, არ რეაგირებს სახელზე, ხშირად იფარებს/იდებს ყურზე ხელს, არ გამოხატავს ემოციებს, აგრესულია, არ იძახის არც ერთ სიტყვას.. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სპეციალისტთან ვიზიტი.
🟩რჩევები მოტორული განვითარების ხელშეწყობისთვის:
მოტორული განვითარება ბავშვის უნარია, სხვადასხვა ჯგუფის კუნთების საშუალებით შეასრულოს ესა თუ ის მოძრაობა. ცალკეული აქტივობა არა მხოლოდ ერთი უნარის განვითარებას უწყობს ხელს, არამედ მოქმედებს ერთდროულად რამდენიმეს ჩამოყალიბებაზე.
ბავშვს უნდა მიეცეს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის და გაშლილ სივრცეში მოძრაობის შესაძლებლობა
მსხვილი მოტორიკის განვითარებისთვის მშობელმა უნდა მისცეს ბავშვს ცოცვის, ხოხვის, აძრომის, სიარულის საშუალება. ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვის კი – ხატვის, პლასტელინით (ცომით), კუბებით თამაშის საშუალება.
ასაკის შესაბამისად უნდა შესთავაზოთ სხვადასხვა საგანი და სათამაშო, რათა ხელი შეეწყოს მისი მოძარობების წახალისებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ბავშვთან ერთად შეასრულოს სხვადასხვა აქტივობა. ამ დროს მშობელი უნდა ესაუბროს მას, განუმარტოს თუ რას აკეთებენ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვს ისწავლოს სხვადასხვა მოქმედებისა და საგნების დასახელება. მოტორული სფეროს განვითარებისა და თვითმომსახურეობის ჩვევის ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოითხოვს ხელის მტევნებისა და თითების, ხელებისა და ფეხების აქტიურ მოქმედებას, ასევე ხელ-თვალის კოორდინაციას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩაცმა, ბანაობა, საჭმლის მომზადება, ჭამა, ხატვა, ძერწვა, წერა, სხვადასხვა თამაში, ხოხვა, ცოცვა, სირბილი, ხტუნვა.
🟩რჩევები სენსორული ჩვევების განვითარებისთვის:
ბავშვის გრძნობათა ორგანოების განვითარება ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში იწყება, იგი დაბადების პირველი წუთებიდანვე იწყებს სამყაროს აღქმას, ხედავს, ესმის, შეიგრძნობს სუნს, გემოს, შეხებას.
მშობელმა დაბადებიდანვე უნდა დაიწყოს ბავშვის გრძნობათა ორგანოებისა და სენსომოტორული ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და ასაკის გათვალისწინებით თანმიმდევრულად შესთავაზოს მას სხვადასხვა აქტივობები.
მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ახალშობილი ყველაზე უკეთ 20-25 სანტიმეტრის მანძილზე ხედავს. უფროსმა უნდა წაახალისოს ბავშვის მხედველობის განვითარება ხელშემწყობი გარემო პირობების შექმნით – ჩამოუკიდოს სხვადასხვა ფერის და ფორმის სათამაშო, დაათვალიერებინოს დასურათებული წიგნები და გარემო და სხვ. მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომ აუცილებელია ბავშვის მხედველობისა და სმენის პერიოდული შეფასება სპეციალისტის მიერ.
შეხება ახალშობილისთვის გარესამყაროს შესახებ ინფორაციის მიღების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. მშობელი ხშირად უნდა შეეხოს ბავშვს, მოეფეროს, აიყვანოს ხელში. არ შეიძლება ბავშვის უხეშად შენჯღრევა, რასაც შეიძლება მოყვეს სხვადასხვა სახის დაზიანება.
ახალშობილი განსაკუთრებულ ინტერესს ადამიანის ხმის მიმართ იჩენს. ამიტომ მშობელი ხშირად უნდა ესაუბროს, წაუკითხოს ბავშვს.
🟩რჩევები სოციალური და ემოციური სფეროს განვითარებისთვის:
სოციალურ-ემოციური სფერო განსაზღვრავს ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას და ადამიანებთან ურთიერთობას. იგი მოიცავს ბავშვის უნარს შეძლოს საკუთარი გრძნობების გაგება და გამოხატვა, სხვათა გრძნობების გაგება (თანაგრძნობა) და შესაფერისად რეაგირება.
მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვთან დაბადებიდანვე უნდა დაამყაროს შესაბამისი ურთიერთობა, რითაც თავად უნდა შეუწყოს ხელი მისი სოციალური ჩვევების განვითარების სწავლებას და ემოციების რეგულირებას. ბავშვის ემოციური სამყარო სრულად დამოკიდებულია ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობებზე. თუ ოჯახის წევრები გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ სითბოს და სიყვარულს, ბავშვიც ბედნიერია და პირიქით, თუ ოჯახში დაძაბულობაა, ბავშვს ხშირად უწევს სხვადასხვა პრობლემის გამო ჩხუბის და გაბრაზებული მშობლების ყურება, იგი გულჩათხრობილი და კარჩაკეტილია.
მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მშვიდი და წყნარი გარემოს უზრუნველყოფა, რაც ხელს უწყობს მათი ემოციების დარეგულირებას.
ბავშვს უნდა მიეცეს შესაძლებლობა გამოიკვლიოს გარემო. შეეხოს სხვადასხვა ნივთებს, შინაურ ცხოველებს, სხვადასხვა საგნებს….
Katy Kurdiani