ბავშვთა ფსიქოლოგი / ქეთი ქურდიანი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ბავშვთა ფსიქოლოგი / ქეთი ქურდიანი

ბავშვთა ფსიქოლოგი / ქეთი ქურდიანი ფსიქოლოგი / ქცევითი თერაპევტი

✅ბავშვთა ფსიქოლოგი

✅აუტიზმის სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტის ADOS-2 სერთიფიცირებული სპეციალისტი-“Autism Spectrum Directions”

✅ბავშვთა და მოზარდთა ინტეგრაციის აკადემია🧩

✅კლინიკა “სანმედი”🧩

📞599191793

ბავშვი ერთ წლამდე👶🏻👶🏻ზოგადი რჩევები:🟩ესაუბრეთ თქვენს ჩვილს, თქვენი ხმა მას ამშვიდებს. 🟩როცა თქვენი ჩვილი ხმებს გამოსცემს...
09/09/2026

ბავშვი ერთ წლამდე👶🏻👶🏻

ზოგადი რჩევები:

🟩ესაუბრეთ თქვენს ჩვილს, თქვენი ხმა მას ამშვიდებს.

🟩როცა თქვენი ჩვილი ხმებს გამოსცემს, უპასუხეთ იგივე ბგერების გამეორებით და დაუმატეთ სიტყვებიც.
ეს მას დაეხმარება მეტყველების დაწყებაში.

🟩წაუკითხეთ ბავშვს პატარ-პატარა ხმოვანი ზღაპრები, ეს დაეხმარება მას სამეტყველო სიტყვების გაგებასა და განვითარებაში.

🟩უმღერეთ, დაუკარით მუსიკა.

🟩შეაქეთ თქვენი ჩვილი და გამოხატეთ ყურადღება სიყვარულით.

🟩გაატარეთ დრო ბავშვთან ერთად, ჩაიხუტეთ და აიყვანეთ ხელში, ეს მას დაეხმარება თავი იგრძნოს დაცულად და უსაფრთხოდ.

🟩საუკეთესო დრო ბავშვთან სათამაშოდ არის ის პერიოდი, როცა ფხიზელია და მშვიდი. დაკვირდით ბავშვს, რომ არ გამოგრჩეთ, როდის არის დაღლილი და მოუსვენარი, რომ თქვენც დაისვენოთ.

🟩მშობლის როლი საკმაოდ რთულია და დამღლელი. იზრუნეთ საკუთარ თავზეც, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად და ემოციურად. უფრო ადვილია შვილზე ზრუნვა, როცა შენც კარგად გრძნობ თავს.

🟩რჩევები მეტყველების განვითარების ხელშეწყობისთვის:

მშობელი ბავშვს დაბადებიდანვე ხშირად უნდა ესაუბროს, მოუყვეს ზღაპრები და მოთხრობები, მოასმენინოს მუსიკა, წაუკითხოს წიგნი; მიზანშეწონილია დასურათებული წიგნების გამოყენება.
ბავშვთან საუბარი უნდა იყოს ნელი, მშვიდი, ინტონაციებით მდიდარი და ალერსიანი.

🟥მშობლემა ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთ ნიშნებს როგორიცაა, მაგალითად:

ბავშვი არ ბრუნდება ხმაურის მიმართულებით, არ რეაგირებს სახელზე, ხშირად იფარებს/იდებს ყურზე ხელს, არ გამოხატავს ემოციებს, აგრესულია, არ იძახის არც ერთ სიტყვას.. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სპეციალისტთან ვიზიტი.

🟩რჩევები მოტორული განვითარების ხელშეწყობისთვის:

მოტორული განვითარება ბავშვის უნარია, სხვადასხვა ჯგუფის კუნთების საშუალებით შეასრულოს ესა თუ ის მოძრაობა. ცალკეული აქტივობა არა მხოლოდ ერთი უნარის განვითარებას უწყობს ხელს, არამედ მოქმედებს ერთდროულად რამდენიმეს ჩამოყალიბებაზე.
ბავშვს უნდა მიეცეს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის და გაშლილ სივრცეში მოძრაობის შესაძლებლობა
მსხვილი მოტორიკის განვითარებისთვის მშობელმა უნდა მისცეს ბავშვს ცოცვის, ხოხვის, აძრომის, სიარულის საშუალება. ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვის კი – ხატვის, პლასტელინით (ცომით), კუბებით თამაშის საშუალება.
ასაკის შესაბამისად უნდა შესთავაზოთ სხვადასხვა საგანი და სათამაშო, რათა ხელი შეეწყოს მისი მოძარობების წახალისებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ბავშვთან ერთად შეასრულოს სხვადასხვა აქტივობა. ამ დროს მშობელი უნდა ესაუბროს მას, განუმარტოს თუ რას აკეთებენ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვს ისწავლოს სხვადასხვა მოქმედებისა და საგნების დასახელება. მოტორული სფეროს განვითარებისა და თვითმომსახურეობის ჩვევის ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოითხოვს ხელის მტევნებისა და თითების, ხელებისა და ფეხების აქტიურ მოქმედებას, ასევე ხელ-თვალის კოორდინაციას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩაცმა, ბანაობა, საჭმლის მომზადება, ჭამა, ხატვა, ძერწვა, წერა, სხვადასხვა თამაში, ხოხვა, ცოცვა, სირბილი, ხტუნვა.

🟩რჩევები სენსორული ჩვევების განვითარებისთვის:

ბავშვის გრძნობათა ორგანოების განვითარება ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში იწყება, იგი დაბადების პირველი წუთებიდანვე იწყებს სამყაროს აღქმას, ხედავს, ესმის, შეიგრძნობს სუნს, გემოს, შეხებას.

მშობელმა დაბადებიდანვე უნდა დაიწყოს ბავშვის გრძნობათა ორგანოებისა და სენსომოტორული ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და ასაკის გათვალისწინებით თანმიმდევრულად შესთავაზოს მას სხვადასხვა აქტივობები.

მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ახალშობილი ყველაზე უკეთ 20-25 სანტიმეტრის მანძილზე ხედავს. უფროსმა უნდა წაახალისოს ბავშვის მხედველობის განვითარება ხელშემწყობი გარემო პირობების შექმნით – ჩამოუკიდოს სხვადასხვა ფერის და ფორმის სათამაშო, დაათვალიერებინოს დასურათებული წიგნები და გარემო და სხვ. მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომ აუცილებელია ბავშვის მხედველობისა და სმენის პერიოდული შეფასება სპეციალისტის მიერ.
შეხება ახალშობილისთვის გარესამყაროს შესახებ ინფორაციის მიღების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. მშობელი ხშირად უნდა შეეხოს ბავშვს, მოეფეროს, აიყვანოს ხელში. არ შეიძლება ბავშვის უხეშად შენჯღრევა, რასაც შეიძლება მოყვეს სხვადასხვა სახის დაზიანება.

ახალშობილი განსაკუთრებულ ინტერესს ადამიანის ხმის მიმართ იჩენს. ამიტომ მშობელი ხშირად უნდა ესაუბროს, წაუკითხოს ბავშვს.

🟩რჩევები სოციალური და ემოციური სფეროს განვითარებისთვის:

სოციალურ-ემოციური სფერო განსაზღვრავს ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას და ადამიანებთან ურთიერთობას. იგი მოიცავს ბავშვის უნარს შეძლოს საკუთარი გრძნობების გაგება და გამოხატვა, სხვათა გრძნობების გაგება (თანაგრძნობა) და შესაფერისად რეაგირება.
მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვთან დაბადებიდანვე უნდა დაამყაროს შესაბამისი ურთიერთობა, რითაც თავად უნდა შეუწყოს ხელი მისი სოციალური ჩვევების განვითარების სწავლებას და ემოციების რეგულირებას. ბავშვის ემოციური სამყარო სრულად დამოკიდებულია ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობებზე. თუ ოჯახის წევრები გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ სითბოს და სიყვარულს, ბავშვიც ბედნიერია და პირიქით, თუ ოჯახში დაძაბულობაა, ბავშვს ხშირად უწევს სხვადასხვა პრობლემის გამო ჩხუბის და გაბრაზებული მშობლების ყურება, იგი გულჩათხრობილი და კარჩაკეტილია.

მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მშვიდი და წყნარი გარემოს უზრუნველყოფა, რაც ხელს უწყობს მათი ემოციების დარეგულირებას.

ბავშვს უნდა მიეცეს შესაძლებლობა გამოიკვლიოს გარემო. შეეხოს სხვადასხვა ნივთებს, შინაურ ცხოველებს, სხვადასხვა საგნებს….
Katy Kurdiani

✅რატომ არის ბაღი მნიშვნელოვანი ბავშვისთვის?ბაღი მხოლოდ დროის გატარების ადგილი არ არის — ის ბავშვის განვითარებისთვის ძალი...
06/09/2026

✅რატომ არის ბაღი მნიშვნელოვანი ბავშვისთვის?

ბაღი მხოლოდ დროის გატარების ადგილი არ არის — ის ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოა.

👫 სოციალური უნარები — ბავშვი სწავლობს თანატოლებთან ურთიერთობას, გაზიარებას, რიგის დაცვასა და თანამშრომლობას.

🗣️ კომუნიკაცია — ყოველდღიური ურთიერთობა ხელს უწყობს მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას.

🧠 კოგნიტური განვითარება — თამაშითა და სხვადასხვა აქტივობებით ბავშვი ავითარებს ყურადღებას, მეხსიერებას, აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრის უნარებს.

❤️ ემოციური განვითარება — სწავლობს საკუთარი ემოციების ამოცნობას, გამოხატვასა და რეგულაციას.

🎨 შემოქმედებითობა და დამოუკიდებლობა — სხვადასხვა აქტივობა ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, თავად სცადოს, აირჩიოს და შექმნას.

⏰ რუტინა და წესები — ბაღის ყოველდღიური რეჟიმი ბავშვს ეხმარება სტრუქტურის, წესებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში.

🤍 მზადება სკოლისათვის — ბაღი ბავშვს ეტაპობრივად აჩვევს ჯგუფურ გარემოს, მარტივი ინსტრუქციების მოსმენას, დავალების შესრულებასა და დამოუკიდებლობას.

✨ მთავარი: ყველა ბავშვისთვის ბაღთან შეგუება განსხვავებულია.
მნიშვნელოვანია, პროცესი იყოს ბავშვის საჭიროებებზე მორგებული და შეჩვევის პროცესი ბავშვისთვის იყოს სასიამოვნო🥰
Katy Kurdiani
#ბავშვთაფსიქოლოგია
#ბავშვისგანვითარება
#ბავშვისთამაში
#თამაშითსწავლა
#განვითარებისუნარები
#პოზიტიურიმშობლობა

ბავშვის ნორმალური განვითარება 2-3 წლის ასაკში👦 ✅თქვენი შვილი 2 წლის გახდა და  მან ოფიციალურად დაასრულა ჩვილობის ფაზა. ორ...
21/08/2026

ბავშვის ნორმალური განვითარება 2-3 წლის ასაკში👦

✅თქვენი შვილი 2 წლის გახდა და მან ოფიციალურად დაასრულა ჩვილობის ფაზა. ორიდან სამ წლამდე ასაკი ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდია, როდესაც საფუძველი ეყრება ბევრი ფიზიკური თუ ფსიქიკური ფუნქციის განვითარებას. აუცილებელია მშობლებს ჰქონდეს ზოგადი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ითვლება ნორმად ამ ასაკში. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვები სხვადასხვა ტემპებით ვითარდებიან. ასე რომ, თუ თქვენი შვილი ოდნავ დაგვიანებით ავითარებს ამა თუ იმ ფუნქციას, ნუ შეშინდებით 💚👌

👉მსხვილი მოტორული ფუნქციები:

✔️კარგად დადის, დარბის და ცდილობს ახტეს ორივე ფეხით
✔️სირბილის დროს არ ეცემა, მაშინაც კი როდესაც უწევს უეცრად გაჩერება
✔️უჭირავს ხელში სათამაშოები სიარული დროს🧸
✔️ისვრის ბურთს და ცდილობს დაიჭიროს ორივე ხელით🏈
✔️ადის ავეჯზე და სათამაშო მოედნის მოწყობილობებზე
✔️ადის კიბეზე მოაჯირზე ხელმოკიდებული, შესაძლოა ✔️ფეხების მონაცვლეობითაც

👉ნატიფი მოტორიკა:

✔️ივარცხნის თმას და იჭერს ხელში კბილის ჯაგრისს
✔️შეუძლია ჩაიწიოს და აიწიოს შარვალი
✔️მოუშვას ონკანი და შეუშვიროს ხელები
✔️დააწყოს ერთმანეთზე მინიმუმ 4 კუბი
✔️ცდილობს საგნის დაჭერას თითებით და არა მთლიანი ხელით
✔️ცდილობს ელვის შეკვრას
✔️იჭერს ხელში კალამს და შეუძლია ჯღაბნა 🎨
✔️აღებს კარს მტევნის მბრუნავი მოძრაობით

👉სოციალური უნარები:

✔️უზიარებს ინტერესს გარშემომყოფებს
✔️ეთამაშება თანატოლებს👧👦
✔️აქვს განვითარებული მარტივი წარმოსახვითი (ვითომ-ვითომ) თამაში
✔️უჭირს სათამაშოების გაზიარება პროტესტის გარეშე

👉ემოციური სფერო:

✔️ავლენს კარგ მიჯაჭვულობას მშობლების და ძირითადი მომვლელების მიმართ 👨‍👩‍👧‍👦
✔️გამოხატავს პროტესტს და შფოთვას მათთან განშორებისას 🥺
✔️ითხოვს უფროსების ყურადღებას
✔️უზიარებს ემოციებს გარშემომყოფებს
✔️აქვს სირცხვილის და დანაშაულის განცდის ჩანასახები ჩადენილის გამო

👉კოგნიტური უნარები:

✔️აშენებს სვეტს 5-7 კუბისგან
✔️ამწკრივებს კუბებს მატარებლის სახით
✔️ამოიცნობს ობიექტებს ნახატებზე და თითს ადებს მათ
✔️ბაძავს ცხოველებს, ახმოვანებს მათ
✔️უყვარს წყალთან, ქვიშასთან, ცომთან ან პლასტელინთან თამაში, შეისწავლის მათ
✔️შეუძლია მიანიჭოს საგანს წარმოსახვითი ფუნქცია, მაგ. ატაროს კუბი როგორც მანქანა🚙
✔️აქვს პრომიტიული წარმოდგენა გენდერული როლების შესახებ, ამოიცნობს ნახატზე გოგოს და ბიჭს👧👦
✔️აქვს წარმოსახვითი თამაში
✔️იწყებს თვლას
✔️ადგენს მსგავსებებს და განსხვავებებს

👉მეტყველების განვითარება:

✔️იგებს ორსაფეხურიან ინსტრუქციებს
✔️აერთიანებს სიტყვებს ორ-სამ სიტყვიან ფრაზებში
✔️ყოველდღიურად ამდიდრებს სიტყვათა მარაგს, იყენებს სიტყვებს გრამატიკულად სწორი ფორმით
✔️იყენებს ნაცვალსახელებს, კავშირებს, ზედსართავებს
✔️აკავშირებს საკუთარ თავს სახელთან, იყენებს სიტყვებს „მე“, „ჩემი“
✔️მოსწონს ზღაპრების და მოთხრობების მოსმენა
✔️მღერის, იმეორებს სიტყვებს 🎤

✅არის შემთხვევები, როდესაც აღნიშნული ფუნქციების განვითარება მნიშვნელოვნად ჩამორჩება ასაკს, რაც სპეციალისტების დროულ ჩარევას საჭიროებს.
რა შემთხვევებში უნდა მივმართოთ სპეციალისტს❓

❗️თუ თქვენი ბავშვი 2-3 წლის ასაკში:

▪️ხშრად ეცემა, ეჯახება ობიექტებს
▪️ვერ ადის კიბეზე დახმარებით
▪️ვერ იღებს პატარა საგნებს თითების პინცეტისებური მოძრაობით
▪️არ რეაგირებს სახელზე
▪️არ ამყარებს მზერით კონტაქტს
▪️არ უზიარებს ოჯახის წევრებს ემოციებს და ინტერესებს
▪️არ მიანიშნებს საგნებს თითით, არ იყენებს სხვა ჟესტებს ურთიერთობისათვის
▪️ვერ იგებს მარტივ ინსტრუქციებს
▪️ვერ აერთიანებს სიტყვებს ფრაზებში, აქვს მწირი სიტყვეთა მარაგი
▪️არ ინტერესდება თამაშით, საკვებით
▪️არ ავლენს ემოციურ მიჯაჭვულობას მზრუნველების
▪️იმართ და არ გამოხატავს შფოთვას მათთან განშორებისას.
▪️არ ინტერესდება გარშემომყოფებით.

👉🔎 დროულად მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც შეაფასებს ბავშვის მდგომარეობას და ზუსტად შეარჩევს მკურნალობის საჭირო კურსს 👩‍🏫
აქვე შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც დააჩქარებს განვითარებას, განავითარებს მეტყველებას ან სოციალურ უნარებს. ამიტომ, შემთხვევათა უმრავლესობაში მედიკამენტოზური მკურნალობა არ არის პირველი რიგის არჩევანი. მეტიც, ამ ასაკში მედიკამენტების დანიშვნას დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ექიმი მათ სერიოზული გვერდითი მოვლენების და ტვინზე შესაძლო მავნე ზემოქმედების გამო. არ მისცეთ ბავშვსს მედიკამენტი ანოტაციის წაკითხვის გარეშე და არ მოგერიდოთ დეტალების დაზუსტება ექიმთან.

გისურვებთ ჯანმრთელობას!☀️

Katy Kurdiani
599 19 17 93

რამხელა სიყვარულით უნდა უყვარდე ადამიანს რომ ერთადაერთი სიცოცხლის გატარება შენთან ერთად მოინდომოს ❤️
08/08/2026

რამხელა სიყვარულით უნდა უყვარდე ადამიანს რომ ერთადაერთი სიცოცხლის გატარება შენთან ერთად მოინდომოს ❤️

24/04/2026

✅✅✅რატომ არიან დღევანდელ დღეს ბავშვები უფრო უხასიათოები, გაღიზიანებულები, მოუთმენლები, თავნებები, მცირე სამეგობროთი?

✅დღევანდელ დღეს ბავშვები თითქოს ემოციურად მოუმზადებლები არიან სწავლისთვის. თავისი ემოციური მდგომარეობა ბავშვებს სწავლის საშუალებას არ აძლევს. მათი ემოციები გარშემომყოფთათვის მიუწვდომელია. მინდა გითხრათ, რომ თანამედროვე ცხოვრების სტილი ამ პრობლემას პირდაპირ კვებავს და ყველა მხრივ ხელს უწყობს.

✅უნდა ვაღიაროთ, რომ ბავშვების სოციალური, ემოციური და აკადემიური ფუნქციონირების ხარისხი იკლებს, ხოლო მის პარალელურად იზრდება სწავლის უუნარობისა და სხვა მრავალი სახის დარღვევის დიაგნოზები.

✅თუ ჯერ არ ვიცით, მოდით შევიმეცნოთ და მეხსიერებაშიც გამოვუყოთ მნიშვნელოვანი ადგილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტვინი, რამდენადმე მოქნილი-ცვლილებებისადმი მგრძნობიარე ორგანოა. თქვენ წარმოიდგინეთ გარემოს ზემოქმედებით ის შეიძლება გაძლიერდეს ან შესუსტდეს კიდეც. დარწმუნებული ვარ, რომ მშობლებს საუკეთესო სურთ თავისი შვილებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, თავისდაუნებურად, მშობლები ბავშვების ტვინს, გონებას არასწორ გეზს აძლევენ, (ხანდახან)

✅მოდით ახლა ყველასთვის საყვარელი, დანომრილი და გამუქებული მოკლე სათაურებით ჩამოვთვალოთ და გამოვყოთ ის თემები, სადაც შეიძლება შეცდომა გაიპაროს. ვნახოთ როგორ და რატომ იპარება.

🟩1. TECHNOLOGY - ტექნოლოგიები

თანამედროვე ციფრული (საკომუნიკაციო) ტექნოლოგიების (ტელევიზორი, კომპიუტერი, სმარტფონი, ნოუთბუქი, პლანშეტი და ა.შ.) გამოყენება ე.წ. „უფასო ძიძად“, სინამდვილეში სულაც არ გვიჯდება უფასო. ჩვენ მის საფასურს ჩვენი შვილების ნერვული სისტემით, ჩვენი შვილების ყურადღებითა და ჩვენი შვილების სურვილების გადავადების უნარით ვიხდით.

უფროსებიც დამეთანხმებიან, რომ ვირტუალურ სამყაროსთან შედარებით ჩვენი რეალური ყოველდღიური ცხოვრება მოსაწყენია.
ნაცვლად გრაფიკული და სპეციალური ეფექტების სიჭარბისა, რომელსაც ბავშვები ეკრანებზე აწყდებიან, საკლასო ოთახში, ისინი ცოცხალ (რეალურ) ხმებს ისმენენ, რეალურ და ადეკვატურ ვიზუალურ სტიმულაციებს იღებენ. ვირტუალურ რეალობაში გატარებული რამდენიმე საათის შემდეგ საგრძნობლად რთული ხდება ბავშვისთვის საკლასო გარემოში მიღებული ინფორმაციის გადამუშავება. ეს იმიტომ, რომ მათი ტვინი უკვე შეჩვეულია ძლიერ ვიზუალურ სტიმულანტებს, რომელსაც ეკრანი სთავაზობს. სუსტი სტიმულაციის გადამუშავების უუნარობა კი დაუცველს და მოწყვლადს ხდის ბავშვს აკადემიური გამოწვევების წინაშე.

ტექნოლოგიები ემოციურად გვაშორებს ბავშვებისგან და ოჯახის სხვა წევრებისგან. მშობლის ემოციური მისაწვდომობა კი მთავარი საკვებია ბავშის ტვინისთვის. სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ თანდათანობით საკუთარ ბავშვებს ამ საკვებს ვაცლით.

🟩2.ბავშვები ყველაფერს, რაც სურთ, დაუყოვნებლივ იღებენ

თუ კი ბავშვს მოშივდა, სულ ერთ წუთში ყველაფერი ცხელია და ყველაფერი მზად არის;
თუკი მოსწყურდა, გამაგრილებელი სასმელების გასაყიდი აპარატი თუ მაღაზია ერთი წუთის მანძილზეა; თუ მოიწყინეს, სმარტფონი იქვეა.

სურვილის გადავადების უნარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასაღებია მომავალი წარმატებისთვის. ჩვენ გვაქვს საუკეთესო განზრახვები - გვინდა, ჩვენი შვილები ბედნიერები იყვნენ - მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩვენ მათ ვაბედნიერებთ მხოლოდ მოცემულ მომენტში და ამით ვერ ვუქმნით ბედნიერების გრძელვადიან პერსპექტივას.

სურვილის გადავადების უნარი, ეს ნიშნავს სტრესორის ქვეშ ფუნქციონირების უნარს. ჩვენი ბავშვები თანდათან სულ უფრო და უფრო ნაკლებად აღჭურვილნი არიან თუნდაც მეორად სტრესორებთან გამკლავების შესაძლებლობებით. საბოლოოდ ეს ცხოვრებაში ნებისმიერი ნაბიჯის წარმატებით განხორციელებისთვის უდიდეს დაბრკოლებად იქცევა.

სურვილის გადავადების უუნარობა თავს იჩენს საკლასო ოთახში, სავაჭრო ცენტრში, რესტორანში, მაღაზიებში, ნებისმიერ მომენტში, როდესაც ბავშვი იღებს „არა“-ს, ანუ მაშინ, როდესაც ბავშვის ტვინს სთხოვენ სურვილის გადავადებას.

🟩3. სამყაროს ბავშვები მართავენ

„ჩემს ვაჟს არ უყვარს ბოსტნეული“ , „ჩემს გოგონას არ უყვარს ადრე დაძინება“ , „ჩემი ვაჟი არ ჭამს საუზმეს“ , „ჩემს გოგონას არ უყვარს სათამაშოები, სამაგიეროდ ძალიან კარგად ერთობა iPad-ით“ , „ჩემს ვაჟს არ უნდა თვითონ ჩაიცვას“ , „ჩემი გოგონა ძალიან ზარმაცია და არ ჭამს თავისით“.

ამას ვისმენთ მაშინ, როდესაც ბავშვებს ნებას ვაძლევთ გვიკარნახონ, როგორ მოვექცეთ მათ. ჰოდა, ასე თუ გავაგრძელებთ, ბავშვები გაიზრდებიან ყველიან მაკარონზე, მდნარი ყველის სენდვიჩებზე, ტელევიზორის წინ და არასოდეს წავლენ დასაძინებლად. მაგრამ... ერთი წუთით... ვის არ უყვარს ყველიანი მაკარონი ან სენდვიჩები, ტელევიზორის წინ მოკალათება და ღამეების თენება? რა არის ამაში ცუდი? პასუხი მარტივია: სათანადო კვებისა და მოწესრიგებული ძილის რეჟიმის გარეშე ჩვენი ბავშვები (და იქნებ უფროსებიც) გაღიზიანებულები, შეწუხებულებულები, აღელვებულები და უყურადღებოები ხდებიან.

ისინი სწავლობენ, რომ მათ შეუძლიათ აკეთონ, რაც უნდათ და არ აკეთონ რაც არ უნდათ. ცნება - „ეს საჭიროა“ - სრულიადაც გამქრალია სასაუბრო ლექსიკონებიდან. სამწუხაროდ, იმისათვის, რომ ცხოვრებაში რაიმე მიზნებს მივაღწიოთ, ჩვენ ის უნდა გავაკეთოთ, რაც უბრალოდ საჭიროა, მიუხედავად იმისა, რომ ის, სულაც არ არის ჩვენი სურვილი. დღეს ბავშებმა ძალიან კარგად იციან რა სურთ, თუმცა არ შეუძლიათ აკეთონ ის რაც საჭიროა ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად. ეს მოცემულობა წარმოშობს უამრავ მიუღწეველ მიზანს და იმედგაცრუებებს.

🟩4. უსასრულო გართობა

ჩვენ ბავშვებისთვის სრული გასართობი სამყარო შევქმენით. ეს ხელოვნური სამყარო უშეცდომოა. როდესაც ბავშვები მშვიდად არიან, გვგონია, მოიწყინეს და მაშინვე ვიწყებთ მათ „გამხიარულებას“ ამ გამოგონილი ხელოვნური სამყაროთი. თუ ასე არ მოვიქცევით, გვეფიქრება, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, კარგი მშობლები არ ვართ.

ამით ჩვენ ვქმნით ორ სხვადასხვა სამყაროს. ბავშვებს აქვთ თავისი სათამაშო სამყარო და ჩვენ გვაქვს ჩვენი სამუშაო სამყარო. და მაინც, რატომ არ ვახედებთ მათ ჩვენს სამყაროში, რატომ ვცდილობთ ჩვენგან შორს იყვნენ? რატომ არ გვეხმარებიან ბავშვები სამზარეულოში ფუსფუსისას ან სახლის დალაგებაში? რეცხვაში? რატომ არ ალაგებენ ისინი თავის სათამაშოებს თავად? რატომ არ ვასწავლით ამას ჩვენ?

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობა საბაზისო სავარჯიშოებია მოწყენილობის ჟამს (სტრესორისას) ტვინის ფუნქციონირების განსავითარებლად; ტვინის, ზუსტად იმ „კუნთის“, რომელიც სკოლაში სწავლისთვის გვჭირდება და რომელიც მზად უნდა იყოს სწავლისთვის.

ჰოდა ნუ გაგიკვირდებათ თუ სკოლაში მისული ბავშვები უარს იტყვიან წერაზე, კითხვაზე და მოსაწყენი და რთული მოეჩვენებათ ეს ყველაფერი.

პატარების ტვინი დაუსრულებელი სათამაშოების გარემოცვაში ვერ გავარჯიშდა და გამკვრივდა, ისე როგორც ძლიერ, სწავლისთვის მომზადებულ კუნთს შეეფერება. ასეთი ტვინი მხოლოდ სათანადო გავარჯიშებით გვეძლევა.

🟩5. ლიმიტირებული სოციალური ინტერაქციები

ჩვენ ყველანი დაკავებულები ვართ და არ გვცალია. ამიტომ ვაძლევთ ბავშვებს ციფრულ ტექნიკას და მათაც ვუჩენთ ამით „საქმეს“ და „ვაკავებთ“. სინამდვილეში ბავშვები ეზოში უნდა თამაშობდნენ, არასტრუქტურირებულ და ბუნებრივ გარემოში, ისინი უნდა სწავლობდნენ და ივითარებდნენ სოციალურ უნარებს.

სამწუხაროდ ტექნოლოგიები ანაცვლებს ეზოს. ტექნოლოგიები ხელს უშლის მშობლისა და შვილის სოციალურ ინტერაქციას (კავშირს) და რა გასაკვირია თუ ბავშვების განვითარება ფერხდება. ციფრული ტექნიკა ვერ დაეხმარება ბავშვს სოცილური უნარების განვითარებაში. სოციალური უნარები კი ყველაზე უფრო საჭირო და პრიორიტეტულია წარმატებისთვის.

ტვინი კუნთია, რომელიც შეიძლება გავარჯიშდეს. თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილმა ველოსიპედი ატაროს, თქვენ ასწავლით მას ტარებას. თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა ისწავლოს მოცდა, უნდა ასწავლოთ მოთმინება. თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი სოციალიზდეს, თქვენ უნდა განუვითაროთ მას სოციალური უნარები. ესე მუშაობს ყველა უნარი, ქცევა თუ სხვ.

🟢🟢🟢რეკომენდაციები:

🟠როგორ ვავარჯიშოთ პატარების ტვინი

🟢1. შეზღუდეთ ციფრული ტექნიკის მოხმარება და განაახლეთ ბავშვთან ემოციური კავშირები

• აჩუქეთ ყვავილები, ოთახის მცენარეები, გაუღიმეთ ხშირად, უღიტინეთ (დიახ უღიტინეთ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშნელობით, ოღონდ ნუ ჩააბჟირებთ), დაუტოვეთ ბარათები და სტიკერები მოკლე, თბილი და გამამხნევებელი წარწერებით, გაუკეთეთ სიურპრიზები, ერთად იარეთ (ხანდახან მაინც) ლანჩზე, მასთან ერთად იცეკვეთ, იხოხეთ, „იჩხუბეთ“ ბალიშებით;

• მოაწყვეთ ოჯახური სადილები, სადაც აუცილებად ყველა ოჯახის წევრი უნდა იყოს. ითამაშეთ ბავშებთან ერთად სამაგიდო თამაშები, ველოსიპედით ისეირნეთ ერთად ან უბრალოდ ერთად ისეირნეთ ბუნებაში და ისაუბრეთ ერთმანეთზე.

🟢2. ივარჯიშეთ სურვილების გადავადებაში

• როცა ბავშვი რაიმეს გთხოვთ, თუ კი ეს მის სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას არ ემუქრება, სთხოვეთ ცოტა ხნით დაგელოდოთ. არაუშავს თუ ცოტა ხნით მოიწყენს. მოწყენილობა პირველი ნაბიჯია შემოქმედებითობისკენ.

• თანდათანობით გაზარდეთ დრო სურვილის მოთხოვნასა და ამ სურვილის შესრულებას შორის.

• სრულიად შეზღუდეთ ტექნიკის გამოყენება რესტორანსა და მანქანაში. სმართფონის მაგივრად შესთავაზეთ რაიმე თამაში ან საუბარი.

• შეზღუდეთ სასუსნავებით პირის მუდმივი ცმაცუნი.

🟢3. ნუ შეგეშინდებათ ჩარჩოების დაწესების. ბავშებს სჭირდება საზღვრები, რათა ბედნიერები და ჯანმრთელები გაიზარდონ

• გააკეთეთ ცხრილი სადაც ჩამოწერთ კვების საათებს, ძილისა და ტექსნიკის მოხმარების დროს;

• იფიქრეთ, თუ რა არის მათთვის კარგი და არა იმაზე მათ რა სურთ ან არ სურთ. ისინი ამისათვის მოგვიანებით მადლობას გადაგიხდიან. მშობლობა რთულია, კრეატიულობა გმართებთ, რათა ბავშვს ის გააკეთებინოთ, რაც მათთვის სასარგებლოა. სამწუხაროდ, ხშირად ეს სასარგებლო მათი სურვილის საწინააღმდეგოა, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოთ და შეგაფერხოთ. საქმე ხომ თქვენს შვილებს ეხება.

• იმისათვის, რომ დღის განმავლობაში სწავლა შეძლონ, ბავშვებს სჭირდებათ საუზმე და ჯანსაღი კვება, სჭირდებათ სუფთა ჰაერზე დროის გატარება, სრულფასოვანი ძილის რეჟიმი.

• ის აქტივობები რისი შესრულება ან მოსინჯვაც არ სურთ, გადააქციეთ მხიარულ, გასართობ, ემოციურად აქტიურ თამაშად

🟢4. ადრეული წლებიდან ჩართეთ ბავშვი საოჯახო, ერთი შეხედვით ერთფეროვან საქმიანობებში.

• სარეცხის დაკეცვა/დახარისხება, სათამაშოების ალაგება, ტანსაცმლის ჩამოკიდება, საყიდლების/სურსათის ამოლაგება, საკუთარი საჭმლის გადმოღება, მირთმევა, საკუთარი ლოგინის მომზადება დასაძინებლად და ალაგება დილით.

• ამ საქმინობების დროს იყავით მხიარული და კრეატიული. ასე ბავშვები, ერთი შეხედვით მოსაწყენს საქმეს პოზიტიურად აღიქვამენ.

🟢5. განუვითარეთ სოციალური უნარები

• ასწავლეთ მონაცვლეობა, გაზიარება, რიგირს დაცვა, წაგება/მოგება, დათმობა (კომპრომისი), სხვისთვის კომპლიმენტის თქმა, თხოვნა და მადლობის თქმა.

გამოცდილებამ აჩვენა, რომ ბავშვები მაშინვე იცვლებიან, როგორც კი მშობლები ბავშვების მიმართ თავის მიმართულებებს ცვლიან. დაეხმარეთ თქვენს შვილებს ტვინის გაძლიერებასა და გავარჯიშებაში, რათა მათ გაიადვილონ საკუთარი ცხოვრება. გააკეთეთ ეს ახლავე, ადრეული ასაკიდან ან მაშინ, როცა ამის კითხვას დაასრულებთ.
#ფსიქოლოგია
#ბავშვისგანვითერება
#მშობლები
#აუტიზმი
#თბილისი
Katy Kurdiani

01/04/2026

Part-II
✅რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, კომუნუკაციის ნაწილში?
#ფსიქოლოგია #შეფასება #აუტიზმი #თბილისი
Katy Kurdianiკლინიკა "სანმედი"ბავშვთა და მოზარდთა ინტეგრაციის აკადემია

31/03/2026

✔️Part- I
✅რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ერთ წლამდე ბავშვის განვითარებაში?
#ფსიქოლოგია #აუტიზმი #თბილისი
Katy Kurdiani
ბავშვთა და მოზარდთა ინტეგრაციის აკადემია
კლინიკა "სანმედი"

08/03/2026

ვის მივმართოთ აუტიზმის ნიშნების არსებობის შემთხვებაში🧩🧩

25/01/2026

ბავშვი ერთ წლამდე💫💫

31/12/2025

ყველას გილოცავთ ახალ 2026 წელს💫💫

Address

ისანი, ნავთლუღის 10
Tbilisi

Telephone

+995599191793

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბავშვთა ფსიქოლოგი / ქეთი ქურდიანი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ბავშვთა ფსიქოლოგი / ქეთი ქურდიანი:

Shortcuts

Share

Category