Jyotish - ვედური ასტროლოგია

Jyotish - ვედური ასტროლოგია სულიერი ასტროლოგია

იუპიტერის ტრანზიტი კირჩხიბში ✨შინაგანი სიმწიფის, რწმენისა და გულის გახსნის პერიოდივედურ ასტროლოგიაში იუპიტერი ცოდნის, რწ...
22/05/2026

იუპიტერის ტრანზიტი კირჩხიბში ✨

შინაგანი სიმწიფის, რწმენისა და გულის გახსნის პერიოდი

ვედურ ასტროლოგიაში იუპიტერი ცოდნის, რწმენის, სიბრძნის, მასწავლებლის, დაცვის, კეთილდღეობისა და დჰარმის პლანეტაა. კირჩხიბი კი მთვარის ნიშანია, რომელიც უკავშირდება გულს, ემოციებს, დედობრივ ენერგიას, ოჯახს, სამშობლოს, შინაგან უსაფრთხოებას და ფსიქიკურ სიმშვიდეს 🌕

იუპიტერი კირჩხიბში განსაკუთრებულად ძლიერად ითვლება, რადგან ეს მისი ამაღლების ნიშანია

ვედური ასტროლოგიის თანახმად, იუპიტერის ტრანზიტი ორ ნაწილად იყოფა: 02/06/2026-დან 31/10/2026-მდე და 24/01/2027 -დან 26/06/2027-მდე

ეს არ არის მხოლოდ „იღბლის“ ტრანზიტი. ეს არის პერიოდი, როდესაც ცხოვრება გვასწავლის:

სიბრძნე გონებიდან გულში უნდა ჩამოვიდეს ❤️

იუპიტერი კირჩხიბში ზრდის ემოციურ სიღრმეს, ოჯახური და სულიერი ღირებულებების მნიშვნელობას, შინაგანი დაცვის მოთხოვნილებას და სურვილს, რომ ცოდნა გახდეს ცოცხალი გამოცდილება და არა მხოლოდ თეორია

ამ პერიოდში ძლიერდება:

ოჯახის, სახლისა და ფესვების თემა. ბევრმა ადამიანმა შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, დაბრუნდეს ნამდვილ შინაგან საყრდენთან, მოაწესრიგოს საცხოვრებელი გარემო, გააძიეროს/გადააფასოს ოჯახური ურთიერთობები ან გაიაზროს, სად არის მისი ადგილი

სულიერი პრაქტიკის მოთხოვნილება ✨
იუპიტერი კირჩხიბში არ მუშაობს მშრალი ფილოსოფიით. მას სჭირდება ცოცხალი გამოცდილება, რწმენა, ლოცვა, მედიტაცია, მადლიერება, გულიდან წამოსული ცოდნა 🙏

ემოციური განკურნება ✨
ძველი წყენები, დედასთან, ოჯახთან, ბავშვობასთან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები შეიძლება ამოვიდეს ზედაპირზე არა დასანგრევად, არამედ გასაწმენდად

სწავლება და სულიერი განვითარება ✨
გაიზრდება ინტერესი სულიერი ცოდნის, ტრადიციების, განათლების, მენტორობისა და შინაგანი ხელმძღვანელობის მიმართ

მაგრამ ჩრდილოვანი მხარეც არსებობს: ზედმეტი ემოციურობა, ოჯახურ მიჯაჭვულობებში ჩარჩენა, საკუთარი კომფორტის ზონაში გამაგრება, „სულიერების“ გამოყენება რეალური პასუხისმგებლობისგან გასაქცევად

ნაკშატრების მიხედვით 🪷

პუნარვასუ: დაბრუნება სინათლესთან

კირჩხიბის დასაწყისში იუპიტერი პუნარვასუს ენერგიას ეხება. ეს ნაკშატრა უკავშირდება აღდგენას, დაბრუნებას, ხელახლა დაბადებას და იმ სინათლეს, რომელიც კრიზისის შემდეგ ბრუნდება

ამ ფაზაში ადამიანმა შეიძლება იგრძნოს, რომ რაღაც ძველი ციკლი სრულდება და იწყება უფრო სუფთა, უფრო მშვიდი, უფრო დჰარმული ეტაპი

ეს კარგი პერიოდია:

✅ რწმენის განახლებისთვის
✅ დაკარგული იმედის დაბრუნებისთვის
✅ სულიერი გზის თავიდან დაწყებისთვის
✅ ოჯახურ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად
✅ ცხოვრების მიმართულების გადაფასებისთვის

ჩრდილი: წარსულში დაბრუნების სურვილი, ძველი კომფორტის იდეალიზაცია, რეალური ცვლილების გადადება

პუშია: სულიერი კვება და დაცვა

პუშია ერთ-ერთი ყველაზე წმინდა და კეთილშობილი ნაკშატრაა. მისი ენერგია უკავშირდება კვებას, დაცვას, სწავლებას, დისციპლინას და სულიერი სისტემის გაძლიერებას

იუპიტერი პუშიაში ძალიან ძლიერ თემებს გააქტიურებს: მასწავლებლები, ტრადიცია, იაგიები, მანტრები, მედიტაცია, ოჯახური ვალდებულებები, სულიერი პასუხისმგებლობები

ამ ფაზაში შეიძლება გაძლიერდეს სურვილი, რომ ადამიანი აღარ იყოს მხოლოდ „მაძიებელი“, არამედ გახდეს უფრო პასუხისმგებლიანი პრაქტიკოსი

ეს კარგი პერიოდია:

✅ სულიერი პრაქტიკების დასაწყებად/გასაძლიერებლად
✅ მასწავლებელთან ან ტრადიციასთან კავშირის გასაღრმავებლად
✅ ოჯახის და საზოგადოების მსახურებისთვის
✅ ბავშვებთან, მოსწავლეებთან, ჯგუფებთან მუშაობისთვის
✅ სულიერი ცოდნის პრაქტიკულ ცხოვრებაში ჩამოსატანად

ჩრდილი: მორალიზება, საკუთარი რწმენის სხვებზე თავს მოხვევა, ზედმეტი კონსერვატიზმი, ოჯახურ ვალდებულებებში საკუთარი თავის დაკარგვა

აშლეშა: ემოციური კარმის გაწმენდა

აშლეშა ყველაზე რთული და ღრმა ნაწილია ამ ტრანზიტში. იგი უკავშირდება ქვეცნობიერს, ფსიქოლოგიურ კვანძებს, მიჯაჭვულობებს, კონტროლს, შიშებს, დაფარულ ემოციურ მეხსიერებას და შინაგან შხამს, რომელიც ცნობიერად უნდა გარდაიქმნას

როდესაც იუპიტერი აშლეშაში გადის, სიბრძნე უკვე აღარ არის მხოლოდ ნაზი და დამამშვიდებელი. აქ ის იწყებს ქვეცნობიერის გაშუქებას/დამუშავებას

ამ დროს შეიძლება გამოჩნდეს:

დაფარული ოჯახური კარმა
დედის ხაზთან დაკავშირებული ემოციური საკითხები
მიჯაჭვულობები ურთიერთობებში
მანიპულაციის ან კონტროლის ტენდენციები
ძველი შიშები, ეჭვები, შინაგანი დაძაბულობა

მაგრამ სწორედ აქ არის დიდი განკურნების შესაძლებლობა. იუპიტერი აშლეშაში გვასწავლის, რომ სულიერი ზრდა არ ნიშნავს მხოლოდ სინათლისკენ ყურებას. ზოგჯერ საჭიროა საკუთარ შინაგან სიბნელეში ჩასვლა, რომ იქ დაგროვილი ენერგია გარდაიქმნას

ეს კარგი პერიოდია:

✅ ღრმა შინაგანი მუშაობისთვის
✅ თერაპიისთვის
✅ მედიტაციის გასაღრმავებლად
✅ ოჯახური კარმის გაცნობიერებისთვის
✅ ემოციური დამოკიდებულებებისგან გათავისუფლებისთვის

ჩრდილი: ეჭვიანობა, ფსიქოლოგიური კონტროლი, სულიერი თემების გამოყენება გავლენის მოსაპოვებლად, შიშებით ცხოვრება

ინდივიდუალურ დონეზე 🧘🏼‍♂️

იუპიტერის კირჩხიბში ტრანზიტი თითოეულ ადამიანზე განსხვავებულად იმოქმედებს, რადგან შედეგი დამოკიდებულია პირად რუკაზე, ასცენდენტზე, მთვარეზე, იუპიტერის მდგომარეობაზე და მიმდინარე ტრანზიტებზე

ზოგადად, ეს ტრანზიტი გააძლიერებს შემდეგ თემებს:

შინაგანი სიმშვიდის ძიება
ოჯახური ურთიერთობების გადაფასება
სულიერი გზის გაღრმავება
ბავშვების, სწავლების და მენტორობის თემა
საცხოვრებელი ადგილის, სახლის ან ქონების საკითხები
ემოციური ინტელექტის ზრდა
საკუთარი გულის ხმის უკეთ გაგება

ადამიანმა შეიძლება უფრო მკაფიოდ იგრძნოს, სად არის მისთვის ნამდვილი უსაფრთხოება. გარეგნული წარმატება აღარ იქნება საკმარისი, თუ შიგნით სიცარიელეა

ეს ტრანზიტი გვკითხავს:

სად არის შენი ნამდვილი სახლი?
რა გაძლევს შინაგან სიმშვიდეს?
ვის ან რას ემსახურება შენი ცოდნა?
შენი რწმენა რეალურია თუ მხოლოდ იდეაა?
შეგიძლია იყო ძლიერი და თან რბილი?

საზოგადოებრივ დონეზე

საზოგადოებაში შეიძლება გაძლიერდეს ყურადღება ოჯახის, ბავშვების, განათლების, ტრადიციების, სამშობლოს, მიწის, საკვების, საცხოვრებელი სივრცის და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების თემებზე

შესაძლოა უფრო აქტუალური გახდეს:

ოჯახური ღირებულებების დაბრუნება
განათლებისა და სულიერი ცოდნის მიმართ ინტერესი
ქალების, დედების და ბავშვების დაცვის საკითხები
ეროვნული იდენტობისა და ფესვების თემა
საზოგადოებრივი ემოციურობის მატება
ტრადიციებისა და სულიერი სისტემების გადაფასება

მაგრამ აქაც არის რისკი: საზოგადოება შეიძლება გახდეს უფრო მგრძნობიარე, ემოციურად რეაქტიული, წარსულზე მიჯაჭვული ან ზედმეტად დამცველობითი

იუპიტერი კირჩხიბში აძლიერებს კოლექტიურ სურვილს, რომ საზოგადოებამ იპოვოს არა მხოლოდ ეკონომიკური ან პოლიტიკური სტაბილურობა, არამედ შინაგანი, კულტურული და სულიერი საყრდენი ☀️

ეს ტრანზიტი გონებიდან გულში გადასვლას ჰგავს 🤍

ცნობიერება უფრო მგრძნობიარე ხდება. ადამიანი უკეთ გრძნობს ატმოსფეროს, ადამიანების განწყობას, სივრცის ენერგიას, შინაგან ხმას. მაგრამ ამავე დროს, ვინც საკუთარ ემოციებს ვერ მართავს, შეიძლება უფრო ადვილად ჩაიძიროს შიშში, წარსულში ან ზედმეტ სენტიმენტალურობაში

სწორად გამოყენების შემთხვევაში, ეს არის ძალიან ძლიერი პერიოდი:

მედიტაციისთვის
ლოცვისთვის
მადლიერების პრაქტიკისთვის
მასწავლებელთან კავშირის გასაღრმავებლად
ოჯახური განკურნებისთვის
გულის გახსნისთვის
სიბრძნის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩამოსატანად

იუპიტერი კირჩხიბში გვასწავლის, რომ ნამდვილი ცოდნა არ უნდა დარჩეს თავში. ის უნდა გახდეს ქცევა, მზრუნველობა, სითბო, დაცვა და კეთილშობილება ❤️

ყოველდღიურობაზე როგორ აისახება?

ადამიანებს მეტად მოუნდებათ მშვიდი გარემო, სახლში ყოფნა, ოჯახთან სიახლოვე, ბუნებასთან კავშირი, წყლის პირას დასვენება, სუფთა საკვები, სულიერი საუბრები და ემოციურად უსაფრთხო ურთიერთობები

კარგი იქნება:

სახლში სისუფთავის და ჰარმონიის შექმნა
სულიერი კუთხის ან მედიტაციის ადგილის მოწყობა
ოჯახთან გულწრფელი საუბრები
ძველი წყენების გაშვება
ყოველდღიური მადლიერების პრაქტიკა
მასწავლებლის, ცოდნის და ტრადიციის პატივისცემა
წყალთან, ბუნებასთან და სიჩუმესთან მეტი კონტაქტი

მთავარი გზავნილი

იუპიტერის კირჩხიბში ტრანზიტი გვახსენებს:

ნამდვილი სიძლიერე არ არის მხოლოდ კონტროლი

ნამდვილი სიბრძნე არ არის მხოლოდ ცოდნა

ნამდვილი სულიერება არ არის მხოლოდ იდეები

ნამდვილი ზრდა იწყება მაშინ, როდესაც გული მშვიდდება, ემოცია იწმინდება და ცოდნა სიყვარულად გარდაიქმნება ❤️

ეს არის პერიოდი, როდესაც სამყაროს მთავარი კითხვა იქნება:

შეგიძლია გახდე უფრო ბრძენი, უფრო თბილი და უფრო დაცული შინაგანად ისე, რომ ეს სითბო სხვებსაც გადაეცეს?

სამშაბათს 3 მარტს არის მთვარის დაბნელება 🌕 ვედური ასტროლოგიის თანახმად მთვარე წარმოადგენს გონებას: ემოციებს, ჩვევებს, უს...
02/03/2026

სამშაბათს 3 მარტს არის მთვარის დაბნელება 🌕 ვედური ასტროლოგიის თანახმად მთვარე წარმოადგენს გონებას: ემოციებს, ჩვევებს, უსაფრთხოების განცდას, შინაგან რეაქციებს, ფსიქიკას

მთვარის დაბნელების დროს გონება დროებით „ითიშება“
ძველი ემოციური პროგრამები, მიჯაჭვულობები და ილუზიები ზედაპირზე ამოდის 💡

ეს შეიძლება იგრძნობოდეს როგორც შფოთვა, გაღიზიანება, სიცარიელე ან გადატვირთვა. სინამდვილეში კი ეს არის რესტარტი

დაბნელება არ ქმნის პრობლემას, ის აჩენს იმას, რაც უკვე არსებობს 😇

თან დაბნელება ხდება ვენერასთან დაკავშირებულ ნაკშატრაში, ეს იმას ნიშნავს რომ ემოციური საკითხები განსაკუთრებით ძლიერდება

ის ნაკშატრა სადაც ხდება მთვარის დაბნელება დაკავშირებულია ურთიერთობებთან, სოციალურ ემოციებთან, კოლექტიურ ველთან

ეს იმას ნიშნავს რომ ეს დაბნელება ეხება პირად ურთიერთობებს, მეგობრობას, ერთიანობას, სიამოვნებასა (ვნებას) და ეგოს

თან ამ დროს ვენერა თავად ძალიან ძლიერ პოზიციაზეა რაც უფრო აძლიერებს მის ენერგის. მას არ უხდება სიმკაცრე/სიხისტე და გვთავაზობს სხვა გზას:
სიყვარულს შიშის ნაცვლად, თანაგრძნობას კონტროლის ნაცვლად, შინაგან სიმშვიდეს ემოციური ქაოსის ნაცვლად

პირად ურთიერთობებში ძლიერდება გულწრფელი კავშირი ხოლო ილუზიაზე დაფუძნებული ურთიერთობები იშლება

შესაბამისად მარტი იქნება გადატვირთვისა და გადალაგების თვე, არა „დამშვიდების“.
ეს არის ძველი ემოციური კონსტრუქციების დაშლა. ვინც თებერვალში ძალისხმევით ცდილობდა სიტუაციის "დაჭერას" / "კონტროლს" მარტში იძულებული იქნება გაუშვას

მთვარის დაბნელების დღეს რეკომენდირებულია დროის მშვიდად გატარება, სიჩუმე მედიტაცია, დასვენება, სულიერი პრაქტიკები

არ მიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და თავი აარიდეთ კომფლიქტებს. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით იმპულსურ რეაქციებთან, თავი შეიკავეთ ხალხმრავალი ადგილებისგან, არაა რეკომენდირებული ალკოჰოლი ან სხვა რაიმე ნივთიერებები რომლებიც მოქმედებენ ცნობიერებაზე

შემდეგ დღეებში დააკვირდით განმეორებად ემოციებს. სწორედ იქ არის კარმული კვანძი რომელიც ახლა ითხოვს გაცნობიერებას

ეს არ არის "ცუდი" პერიოდი,
არამედ გარდამავალი ფაზა ☀️
დაბნელება გვაჩვენებს სად დაგვრჩა კიდევ სამუშაო 🙏🏻✨

17/02/2026

მზის დაბნელება

2026 წლის პირველი მზის დაბნელება 17 თებერვალს თბილისის დროით 15:13 საათზეა ☀️

მზის დაბნელება ხდება ახალმთვარეობაზე, როდესაც მზე და მთვარე ერთიანდებიან რაჰუსა და კეტუს ღერძზე.
ჯიოტიშის მიხედვით ეს ხდება მერწყულში, დჰანიშტა ნაკშატრაში

ვედურ ასტროლოგიაში ეს მდგომარეობა განიხილება როგორც ცნობიერების დროებითი „დაბნელება“,
სადაც გარე სინათლე სუსტდება და უფრო მკაფიოდ ჩანს შიდა პროცესები

ეს არის პერიოდი როდესაც აქტიურებს იმ თემებს რომლებიც მნიშვნელოვანია ტრანსფორმაციისთვის და საჭიროებს გადახედვას,
ეს არ არის „კარგი“ ან „ცუდი“ მოვლენა, ეს არის ტრანზიტული ფაზა

თავად დჰანიშტა ნაკშატრა ასოცირდება რიტმთთან, წესრიგთან, დისციპლინასთან,
კოლექტიურ სივრცეში პასუხისმგებლობასთან და რესურსების მართვასთან

მისი არსი არ არის ემოციური აფეთქება, არამედ სტრუქტურული კორექცია.
დჰანიშტა გვახსენებს, რომ განვითარება ხდება არა ქაოსით, არამედ სწორი რიტმით

ამ ნაკშატრაში მზის დაბნელება ნიშნავს რომ ეს არის დრო როდესაც ინდივიდი უფრო მკაფიოდ ხედავს,
სად ცხოვრობს ინერციით (მექანიკურად) და სად შეგნებულად (ცნობიერად)

ის რაც აღარ ეწყობა შინაგან ტემპს,
და არ ემსახურება ევულუციას ბუნებრივად იწყებს დაშლას 🙏

ეს არ არის ძლიერიი ემოციური იმპულსების დრო,
ეხლა მნიშვნელოვანია რამდენად თანხვედრაშია შენი ქმედება შინაგან გაგებასთან

მერწყულის გავლენით შეიძლება გამოიკვეთოს სოციალური, პროფესიული ან ჯგუფური პასუხისმგებლობის საკითხები,
სად არის ინდივიდის ადგილი სისტემაში და რა როლს ასრულებს იგი რეალურად

ეს პერიოდი ხელსაყრელია თვითშემეცნებისთვის, თვითჩაღრმავებისთვის, მედიტაციისთვის და სხვადასხვა სულიერი პრაკტიკისთვის,
ძველი ჩვევების და ავტომატური რეაქციების გაცნობიერებისთვის, შიდა სტრუქტურის დისციპლინით გამყარებისთვის

დჰანიშტას ენერგია მხარს უჭერს მარტივ, მაგრამ სტაბილურ პრაქტიკას, ვიდრე ერთჯერად ემოციურ აქტივობას

ამ ღერძზე მომხდარი მზის დაბნელება გამოიწვევს მომდევნო თვეების განმავლობაში ამ საკითხების წამოწევას და გაატიურებას

დაბნელების კორიდორი(მზის დაბნელებიდან 5 დღით ადრე და მთვარის დაბნელებიდან კიდევ 5 დღე) დაკავშირებულია ცნობიერების და გონების დროებით არასტაბილურ ფუნქციონირებასთან, შესაბამისად არ არის რეკომენდირებული:

მნიშვნელოვანი ახალი გადაწყვეტილებების მიღება

ემოციურ ფონზე ურთიერთობების დალაგება ან გაწყვეტა

გრძელვადიანი პროექტების დაწყება

17 თებერვლის მზის დაბნელება დჰანიშტა ნაკშატრაში არ არის არის რიტმის,
წესრიგისა და პასუხისმგებლობის გადახედვის მომენტი

რაც ამ პერიოდში ბუნებრივად შორდება ადამიანის როგორც წესი,
უკვე აღარ ემსახურებოდა მის ევოლუციას

დაბნელების კორიდორში არ ჩნდება ახალი გზები,
არამედ ვლინდება ის რაც უკვე დიდი ხანია ელოდება გამოვლენას 🙏

🌑 2026 წლის თებერვალი  "რესტარტი და კარმული წმენდვა"15 თებერვალი: მაჰაშივარატრი17 თებერვალი: მზის დაბნელება3 მარტი: მთვა...
05/02/2026

🌑 2026 წლის თებერვალი "რესტარტი და კარმული წმენდვა"

15 თებერვალი: მაჰაშივარატრი
17 თებერვალი: მზის დაბნელება
3 მარტი: მთვარის დაბნელება
პლანეტების ძლიერი კონცენტრაცია მერწყულში

ვედური ასტროლოგიის მიხედვით, მზე წარმოადგენს ცნობიერებას, თვითშეფასებასა და ეგოს,
ხოლო მთვარე კი გონებას, ფსიქიკას და ემოციურ სხეულს

როდესაც მზისა და მთვარის ენერგიები დაბნელებით იფარება, ბუნებრივია, რომ ადამიანი შეიძლება გახდეს უფრო გაღიზიანებული, ემოციურად არასტაბილური ან შინაგანად დაბნეული

ამ პროცესს კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ მერკური, ვენერა, მზე, მთვარე და რაჰუ ერთ სივრცეში, მერწყულში იკრიბება

ეს ყველაფერი ამ თვეს აქცევს ცნობიერების ჰიგიენის პერიოდად

მერწყული აძლიერებს კოლექტიურ ველს:
იცვლება შიდა და გარე სტრუქტურები, შეხედულებები, დამოკიდებულებები, ურთიერთობები, ქვეცნობიერი მექანიკური პატერნები.
მსგავსი ცვლილებები მოსალოდნელია როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე

🔱 15 თებერვალი: მაჰაშივარატრი (შივას დიდი ღამე)

მაჰაშივარატრი არის ღამე, რომელიც ემსახურება სიბნელისა და უმეცრების გაფანტვას, ილუზიის დაშლას

დაბნელებამდე ეს დღე იდეალურია როგორც შიდა წმენდის ტრიგერი

შივა წარმოადგენს იმ ცნობიერებას, რომელიც:

ჭრის ზედმეტს

ამთავრებს მოძველებულ ურთიერთობებსა და ჩვევებს

გვათავისუფლებს ილუზიისგან და თვითმოტყუებისგან

ეს არის დრო სიჩუმისთვის, სიმარტივისთვის და შინაგანით ჩახედვისთვის

🌞 17 თებერვალი: მზის დაბნელება დჰანიშტა ნაკშატრაში

დჰანიშტა უკავშირდება რიტმს, სტატუსს, სოციალურ აღიარებას და დისციპლინას.

მისი ჩრდილოვანი მხარეა:

შედარება

შური

სოციალური წნეხი

„უნდა დავამტკიცო“ მდგომარეობა

ხოლო ნათელი მხარე:

სწორი რიტმის პოვნა

დისციპლინის არჩევა

პასუხისმგებლობის გაცნობიერება

ამ პერიოდში განსაკუთრებით მწვავდება კითხვა:
სად ვეძებთ ჩემ თავს გარეთ თუ შიგნით?

🌗 დაბნელებების კორიდორის ფსიქოლოგიური ეფექტი:

ინფორმაციული ტოქსიკურობა, გონება ცდილობს პასუხები გარედან მიიღოს (რაჰუს ეფექტი) გარეთ კი მართალი და ტყული ერთმანეთსი ირევა

გონების გადატვირთვა და გულის ხმის ჩახშობა

შიდა არასტაბილურობა და კონცენტრაციის დაქვეითება

ამ დროს რეკომენდირებულია ბალანსის შენარჩუნება:

განმარტოებით

სულიერი პრაქტიკებით

მედიტაციით

ინფორმაციის შეზღუდვით

ამ დროს პარალელურქად

მარსი თხის რქაშია, რაც აძლიერებს სტრუქტურას და დისციპლინას

სატურნი კი თევზებში, ამძაფრებს სულიერ პასუხისმგებლობას და არღვევს ძველ საზღვრებს

ეს კომბინაცია იდეალურია სწორი რუტინის შერჩევისთვის და სულიერი პრაქტიკების დისციპლინირებულად დასაწყებად ან განსანახლებლად

⚠️ კორიდორის პერიოდში არ არის რეკომენდებული:

ახალი ხელშეკრულებების გაფორმება

ახალი საქმის ან ურთიერთობის დაწყება

ფინანსური რისკები

ხმაური, ქაოსი, ზედმეტი სოციალური აქტივობა

✨ ეს პერიოდი არის დრო საკუთარი თავისთვის.
დრო კონტროლის გაშვებისთვის, სამყაროს მიმართ ნდობის გასაძლიერებლად და „სწორ რელსებზე დაბრუნებისთვის“

სწორი დისციპლინა და რუტინა დაგვეხმარება:

გავაცნობიეროთ მოძველებული პროგრამები

მშვიდად გავუშვათ ისინი

და ფეხი ავუწყოთ სამყაროს ცვლილებებს

სტუმრად კაცმანის სხვა პოდკასტში ✨ საუბარია ვედურ ასტროლოგიაზე, კარმაზე, ინკარნაციაზე და ბევრ საინტერესო თემაზე 🙏🏻🤍 Jyoti...
27/01/2026

სტუმრად კაცმანის სხვა პოდკასტში ✨

საუბარია ვედურ ასტროლოგიაზე, კარმაზე, ინკარნაციაზე და ბევრ საინტერესო თემაზე 🙏🏻🤍

Jyotish - ვედური ასტროლოგია

რა გაწუხებს და გიშლის ხელს, რომ ბოლომდე რეალიზდე?შინაგან გამორკვევაში და გაცნობიერებაში დაგეხმარება ჩემი აუდიო...

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Jyotish - ვედური ასტროლოგია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share