15/08/2026
🏵 18 აგვისტოდან ვიწყებთ 21 დღიან ონლაინ მანდალათერაპიის კურსს დახურულ ჯგუფში
თუ გსურთ, დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, უკეთ შეიცნოთ თქვენი შინაგანი სამყარო და გააძლიეროთ ემოციური ბალანსი, ეს კურსი სწორედ თქვენთვისაა
✨ რას მიიღებთ კურსის განმავლობაში?
🏵 21 დღის განმავლობაში შეძლებთ იმუშაოთ საკუთარ თავზე, მოიპოვოთ და გააძლიეროთ შინაგანი მთლიანობა, აღმოაჩინოთ ახალი რესურსები და მეტი ჰარმონია შემოიტანოთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ პროცესში ჩვენი გუნდი ეტაპობრივად გაგიწევთ მხარდაჭერას
🏵 21 დღე ხშირად განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი პერიოდი ახალი ჩვევების ჩამოყალიბებისა და შინაგანი ცვლილებების დასაწყებად. სწორედ ამიტომ, ყოველდღიური პრაქტიკა დაგეხმარებათ ცვლილებების უფრო გაცნობიერებულად და თანმიმდევრულად გავლაში
🏵 მანდალათერაპია საკუთარ თავში მოგზაურობის უნიკალური პროცესია. ხატვისას ადამიანი ინტუიციურად ირჩევს ფერებს, ფორმებსა და ხაზებს, რომლებიც მის შინაგან მდგომარეობას ასახავს. შემდგომ კი, თერაპევტის მინიმალური ჩართულობით, მანდალა ეხმარება საკუთარი ემოციების, განცდებისა და რესურსების უკეთ გააზრებაში
🎈 როგორ ჩატარდება კურსი?
ყოველდღიურად შექმნით თქვენს მანდალას და ატვირთავთ დახურულ ჯგუფში. ჰარტის არტთერაპევტი ვერიკო გოჯიაშვილი იმავე საღამოს ან არაუგვიანეს მეორე დილისა თითოეულ მანდალაზე გააკეთებს მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვან ინდივიდუალურ კომენტარს, რომელიც დაგეხმარებათ პროცესის სიღრმისეულად გააზრებაში
🔒 დახურულ ჯგუფში დამატება მოხდება მხოლოდ კურსის საფასურის ჩარიცხვის შემდეგ, ჩარიცხვის ქვითრის ან გადახდის დამადასტურებელი სქრინშოთის წარმოდგენის საფუძველზე
💰 კურსის ღირებულება - 250 ლარი
🏵 გისურვებთ საინტერესო, შემოქმედებით და შთამაგონებელ 21 დღიან მოგზაურობას საკუთარ თავთან
💫 დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
📲 ან დაგვირეკეთ: 599 18 00 04; 599 512 512