28/03/2017
პარასკევს საღამოს 1895 წლის 8 დეკემბერს , როდესაც ყველა თანამშრომლები წავიდნენ ლაბორატორიიდან, ვილჰელმ კონრად რენტგენმა კათოდური მილთან განაგრძო ექსპერიმენტი. მან ისევ დაფარა მილი შავი მუყაოთი და შემთხვევით შენიშნა, რომ კათოდურ მილთან(რენტგენის მილი) მდებარე ბარიუმის(II) ტეტრაციანოპლატინატმა დაიწყო მომწვანო-მოყვითალო ფერით ნათება(ამ მოვლენას ფლუორესცირება ეწოდება). როდესაც მან გამორთო კათოდური მილი, ფლუორესცირება შეწყდა.მეცნიერი მივიდა შემდეგ დასკვნამდე, რომ თვალით უხილავი ნათება ზოგ საგნებს შორის აღწევდა.
პირველი რენტგენის ფოტო 1895 წლის 22 დეკემბერს ანა ბერტა ლუდვიგს გადაუღეს, ის გახლავთ ვილჰელმის მეუღლე.
მან ამ გამოსხივებას X-Ray დაარქვა და მისი დაპატენტებაზე ყოველთვის უარზე იყო, რადგან არ თვლიდა ამ გომოგონებას შემოსავლის წყაროდ.
რაც შეეხება რენტგენის სხივებს, მისი შესწავლა ნიკოლა ტესლას ეკუთვნის 1887წ , მან აღნიშნა ექსპერიმენტები ამ სხივებთან და მის ხანგრძლივ ზემოქმედების დამაზიანებელ ფაქტორზეც . მეცნიერი ამ სხივების მოქმედებით მეტჯერ არ დაინტერესებულა და გამოგონება 8 წლით, 1895 წლამდე მიივიწყეს.
რენტგენის მილი , რომელიც რენტგენმა გამოიყენა შემუშავებული იყო იოჰან ჰიტორფისა და უილიამ კრუკსის მიერ, ექსპერიმენტები "რენტგენის" სხივებთან 1892 წელს ჰენრი ჰერცსაც და მის მოწაფეს ფილიპ რენალდს აქვს ჩატარებული, თუ როგორ ამუქებდა ფოტოფირს ეს სხივი, თუმცა არცერთმა მათგანმა არ გაანალიზა ამ გამოგონების მნიშვნელობა .
ვილჰელმ კონრად რენტგენი 1901 წელს ნობელის პრემიით დააჯოლდოვეს, თუმცა იგი არ მივიდა დაჯოლდოვებაზე იმ მიზეზით , რომ იგი დაკავებული იყო. მას ჯილდო შემდეგ ფოსტით გადაუგზავნეს.