ბოჭორიშვილის კლინიკა • Bochorishvili Clinic

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ბოჭორიშვილის კლინიკა • Bochorishvili Clinic

ბოჭორიშვილის კლინიკა • Bochorishvili Clinic With high engagement of experienced doctors the mortality rate due to sepsis in Georgia was decreased from 65% to 5%.
(436)

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა 1979 წელს დაარსდა, თავდაპირველად სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის სახელით, რაც იმ დროისთვის ინოვატორული იყო მთელს საბჭოთა კავშირში.
გამოცდილ ექიმთა კონსულტაციით მოხერხდა ის, რომ საქართველოში სეფსისით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 65%-დან 5%-მდე შემცირდა.
გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის 1984 წელს, ცენტრის დამაარსებლებმა მიიღეს სახელმწიფო პრემია, ხოლო 1987 წელს კლინიკა განთავსდა სპეციალურად აშენებულ ხუთსართულიან შენობაში.

დღეს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა განახლებული სახით კვლავ იმავე შენობაში, ალექსანდრე ყაზბეგის 16 ნომერში მდებარეობს.
მრავალპროფილური, სრულიად განახლებული და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა 24 საათის განმავლობაში მოემსახურება პაციენტებს.

ბოჭორიშვილის მაღალპროფილურ კლინიკაში წარმოდგენილია:

• ბავშვთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტი;
• მოზრდილთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების
დეპარტამენტი;
• პედიატრიული დეპარტამენტი;
• თერაპიული დეპარტამენტი;
• ქირურგიული დეპარტამენტი;
• გინეკოლოგიური დეპარტამენტი;
• ბავშვთა რეანიმაცია;
• მოზრდილთა რეანიმაცია;
• კლინიკური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია;
• რადიოლოგიური დეპარტამენტი. Academician Vakhtang Bochorishvili Clinic was founded in 1979, initially it was named as Anti-sepsis and Infectious Diseases Center and was innovative throughout Soviet Union. In 1984 founders of the Center received a state prize for successful and significant work and in 1987 clinic was placed in five-storey building which was constructed for Anti-sepsis and Infectious Diseases Center. Today totally renewed clinic of Vakhtang Bochorishvili is located in same address, 16 Alexander Kazbegi Avenue. Fully refurbished, multi-profile clinic is equipped with modern and latest techniques and is ready to serve patients 24/7

In Bochorishvili Clinic is presented:

• Children’s Emergency and medical care;
• Adult Emergency and medical care;
• Department of Pediatrics;
• Therapeutic Department;
• Department of Surgery;
• Gynecological Department;
• Child Reanimation
• Adult Reanimation
• Clinical and microbiological laboratory;
• Radiological Department.

🎈 კუჭის ბალონირება წონის კლების არაქირურგიული მეთოდია, რომელიც ხელს უწყობს საკვების რაოდენობის შემცირებას და დანაყრების ...
16/09/2026

🎈 კუჭის ბალონირება წონის კლების არაქირურგიული მეთოდია, რომელიც ხელს უწყობს საკვების რაოდენობის შემცირებას და დანაყრების შეგრძნებას უფრო სწრაფად.

✨ პროცედურა არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, ხანგრძლივ ჰოსპიტალიზაციასა და სარეაბილიტაციო პერიოდს, პაციენტი იმავე დღეს ბრუნდება სახლში და მალევე უბრუნდება ყოველდღიურ რუტინას.

⚖️ კუჭის ბალონი ხელს უწყობს წონის ეტაპობრივ კლებას და ამავდროულად ქმნის შესაძლებლობას, ჩამოაყალიბოთ კვების ახალი, ჯანსაღი ჩვევები, რაც მიღებული შედეგის გრძელვადიანად შენარჩუნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

👨‍⚕️ პროცედურის ჩატარებამდე აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია, რათა შეფასდეს, რამდენად შეესაბამება კუჭის ბალონირება თქვენს ინდივიდუალურ მდგომარეობასა და მიზნებს.

☎️ ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
032 2 312 112 | 577 22 21 12

📍 თბილისი, ალ. ყაზბეგის 16

🚫 სეფსისი არ არის იშვიათი დაავადება - ის ორგანიზმის უკიდურესი რეაქციაა ინფექციაზე!ყოველწლიურად, მსოფლიოში სეფსისი მილიონ...
13/09/2026

🚫 სეფსისი არ არის იშვიათი დაავადება - ის ორგანიზმის უკიდურესი რეაქციაა ინფექციაზე!

ყოველწლიურად, მსოფლიოში სეფსისი მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. თუმცა, დროული რეაგირებითა და
სწორი სამედიცინო ჩარევით შესაძლებელია სიკვდილიანობის რისკის შემცირება.

სეფსისი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი, თუნდაც ბანალური ინფექციიდან (მაგ.
ფილტვების ანთება, კანის და კანქვეშა ქსოვილის ინფექცია, შარდსასქესო სისტემის ინფექცია).

🛑 როდის უნდა
მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ? შეამოწმეთ ეს
ნიშნები:

· 🥶 ძლიერი შემცივნება, ცხელება

· კუნთების ტკივილი

· 🫁 სუნთქვის გაძნელება

· 🩺 ძლიერი საერთო სისუსტე

· 🧼 გულისცემის გახშირება

· ზოგადი ინტოქსიკაცია

ბოჭორიშვილის კლინიკის გუნდი ყოველდღიურად ებრძვის მძიმე ინფექციურ პათოლოგიებს და შეგახსენებთ: სეფსისის დროს ყოველი წუთი მნიშვნელოვანია!

https://bochorishvili.ge/ka/news/sefsisis-msoflio-dge

რეალურად, ორივე კვლევა  მაღალი სიზუსტის დიაგნოსტიკური მეთოდიამაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) არის არაინვაზიური კვლ...
12/09/2026

რეალურად, ორივე კვლევა მაღალი სიზუსტის დიაგნოსტიკური მეთოდია

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) არის არაინვაზიური კვლევის მეთოდი, რომელიც არ არის დაკავშირებული მაიონიზირებელ დასხივებასთან. საჭიროების შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციით, კვლევა შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ბავშვებში, ასევე ორსულობის პერიოდში.

🔹 კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) განსაკუთრებით ეფექტურია ძვლებისა და მოტეხილობების, ფილტვების, თირკმლის კენჭებისა და მუცლის ღრუს მწვავე პათოლოგიების შეფასებისას. კვლევა სწრაფად ტარდება, ამიტომ ხშირად გამოიყენება ტრავმისა და გადაუდებელი მდგომარეობების დროს.

👉 შესაბამისად, მთავარია ვიცოდეთ რისი შეფასება გვჭირდება?

სწორედ კლინიკური საჭიროების მიხედვით განსაზღვრავს ექიმი, რომელი კვლევა იქნება კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე ინფორმაციული.

#ბოჭორიშვილისკლინიკა #ტომოგრაფია #რადიოლოგია

🫁 ფილტვის  დროული დიაგნოსტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც რისკ ჯგუფს მიეკუთვნება.სკრინინგის პროგრამის ფარ...
11/09/2026

🫁 ფილტვის დროული დიაგნოსტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც რისკ ჯგუფს მიეკუთვნება.

სკრინინგის პროგრამის ფარგლებში შეგიძლიათ უფასოდ ჩაიტაროთ ფილტვის დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფია.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:

✅ 45–75 წლის ქალებსა და მამაკაცებს
✅ ქ. თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს
✅ მოქმედ მწეველებს ან მათ, ვინც მოწევას ბოლო 15 წლის განმავლობაში დაანება თავი

🏥 ბოჭორიშვილის კლინიკაში კვლევა ტარდება Canon Aquilion Lightning-ის 160-შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე, რომელიც დაბალი დოზის რადიაციული დასხივებით მაღალი ხარისხის გამოსახულების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

პროგრამა ხორციელდება თბილისის მერიის დაფინანსებით.

☎️ ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
032 2 312 112 | 577 22 21 12

📍 თბილისი, ალ. ყაზბეგის 16

🫁 ფილტვის კიბოს ადრეული გამოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის.პროგრამის ფარგლებში შეგ...
08/09/2026

🫁 ფილტვის კიბოს ადრეული გამოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის.

პროგრამის ფარგლებში შეგიძლიათ უფასოდ ჩაიტაროთ ფილტვის დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფია.

სკრინინგის პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ:

✅ 45–75 წლის ქალებსა და მამაკაცებს
✅ ქ. თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს
✅ მოქმედ მწეველებს ან მათ, ვინც მოწევას ბოლო 15 წლის განმავლობაში დაანება თავი

🏥 ბოჭორიშვილის კლინიკაში კვლევა ტარდება Canon Aquilion Lightning-ის 160-შრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე, რომელიც მაღალი ხარისხის გამოსახულებას დაბალი დოზის რადიაციული დასხივებით იძლევა.

პროგრამა ხორციელდება თბილისის მერიის დაფინანსებით.

☎️ ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
032 2 312 112 | 577 22 21 12

📍 თბილისი, ალ. ყაზბეგის 16

🔹 ნაწილობრივ სიმართლეა. მცირე ზომის კენჭი შესაძლოა ორგანიზმიდან ბუნებრივად გამოიდევნოს, თუმცა რაც უფრო დიდია მისი ზომა, ...
07/09/2026

🔹 ნაწილობრივ სიმართლეა. მცირე ზომის კენჭი შესაძლოა ორგანიზმიდან ბუნებრივად გამოიდევნოს, თუმცა რაც უფრო დიდია მისი ზომა, მით ნაკლებია ამის ალბათობა და იზრდება შარდსაწვეთის დახშობის რისკიც.

♦️ რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი თუ:

• ტკივილი რამდენიმე დღეზე მეტხანს გრძელდება
• აღინიშნება სისხლი შარდში
• გაქვთ სიცხე და შემცივნება
• ტკივილს თან ახლავს გულისრევა და ღებინება

დაბლოკილმა შარდსაწვეთმა შესაძლოა თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს, ამიტომ მნიშვნელოვანია კენჭის ზომისა და მდებარეობის დროული განსაზღვრა.

🔎 ამის შეფასება შესაძლებელია ექოსკოპიით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით, რის საფუძველზეც ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის საჭირო მეთოდს

👨‍⚕️ უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ნიკოლოზ გოგოლაძე

კონსულტაციის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:

📞 032 2 312 112 | 577 22 21 12

📍 თბილისი, ალ. ყაზბეგის 16

💬 ვისთვის შეიძლება იყოს კუჭის ბალონირება ეფექტური მეთოდი?მათთვის, ვინც:🔹 წონის კლებას მხოლოდ ცხოვრების წესის ცვლილებით ვ...
04/09/2026

💬 ვისთვის შეიძლება იყოს კუჭის ბალონირება ეფექტური მეთოდი?

მათთვის, ვინც:

🔹 წონის კლებას მხოლოდ ცხოვრების წესის ცვლილებით ვერ ახერხებს
🔹 ეძებს წონის მართვის არაქირურგიულ მეთოდს
🔹 მზად არის შეცვალოს კვებითი ჩვევები და ეტაპობრივად გადავიდეს ჯანსაღ რეჟიმზე

🎈კუჭის ბალონირების ჩატარება ინდივიდუალურად, ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღება.

შეფასებისას გათვალისწინებულია სხეულის მასის ინდექსი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, თანმხლები დაავადებები და საჭირო წინასწარი გასტროენტეროლოგიური კვლევები.

ბოჭორიშვილის კლინიკაში კუჭის ბალონირება ტარდება უახლესი იაპონური ენდოსკოპიური აპარატით - Olympus EVIS X1 CV-1500.

☎️ ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
032 2 312 112 | 577 22 21 12

📍 ალ. ყაზბეგის 16, თბილისი

🔹 ჰემოროიდი, ანალური ნაპრალი თუ სხვა პროქტოლოგიური პრობლემა, როგორ განვასხვავოთ?ანალურ მიდამოში ტკივილი, სისხლდენა, ქავი...
03/09/2026

🔹 ჰემოროიდი, ანალური ნაპრალი თუ სხვა პროქტოლოგიური პრობლემა, როგორ განვასხვავოთ?

ანალურ მიდამოში ტკივილი, სისხლდენა, ქავილი, წვა ან დისკომფორტი ყოველთვის ჰემოროიდულ დაავადებას არ ნიშნავს. მსგავსი სიმპტომები შესაძლოა ანალურ ნაპრალს ან სხვა პროქტოლოგიურ პრობლემასაც ახლდეს.

🔵 ჰემოროიდული დაავადებისთვის დამახასიათებელია:
• ნათელი წითელი სისხლდენა დეფეკაციის დროს ან მის შემდეგ
• ქავილი და დისკომფორტი
• შეშუპება
• ჰემოროიდული კვანძების გამოვლენა ან პროლაფსი

🔴 ანალური ნაპრალისთვის დამახასიათებელია:
• მკვეთრი, წვის ან „გაჭრის“ მსგავსი ტკივილი
• ტკივილი დეფეკაციის დროს ან მის შემდეგ
• მცირე რაოდენობით ნათელი წითელი სისხლდენა

❗ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მსგავსი ჩივილები შესაძლოა სხვა პროქტოლოგიურ დაავადებებსაც უკავშირდებოდეს, ამიტომ განმეორებითი ან ხანგრძლივი სიმპტომების შემთხვევაში მნიშვნელოვანია მიზეზის დროული დადგენა.

☎️ ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით :
032 2 312 112 | 577 22 21 12
📍 თბილისი, ალ. ყაზბეგის 16

დიაბეტის დროს ფეხზე გაჩენილი ჭრილობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.დიაბეტის ფონზე ნერვული მგრძნობელობის დაქვეითებამ...
02/09/2026

დიაბეტის დროს ფეხზე გაჩენილი ჭრილობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

დიაბეტის ფონზე ნერვული მგრძნობელობის დაქვეითებამ და სისხლის მიმოქცევის დარღვევამ შესაძლოა ჭრილობის შეხორცება გაართულოს და ინფექციის განვითარების რისკი გაზარდოს.

განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ:

🔹 ჭრილობა დიდხანს არ ხორცდება
🔹 აღინიშნება სიწითლე ან შეშუპება
🔹 იცვლება კანის ფერი ან ტემპერატურა
🔹 ჩნდება გამონადენი ან უსიამოვნო სუნი
🔹 მცირდება მგრძნობელობა ან ვითარდება ტკივილი

ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ექიმთან დროული მიმართვა და მდგომარეობის სწორად შეფასება.

დიაბეტური ტერფის დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა გართულებების პრევენციის მნიშვნელოვანი ნაწილია.

☎️ ვიზიტის დასაჯავშნად:
032 2 312 112 | 577 22 21 12

📍 თბილისი, ალ. ყაზბეგის 16

ხერხემლის არეში ტკივილი ან სხვა ნევროლოგიური სიმპტომები გაწუხებთ?ზუსტი დიაგნოსტიკა სწორი მკურნალობის დაგეგმვის ერთ-ერთი ...
01/09/2026

ხერხემლის არეში ტკივილი ან სხვა ნევროლოგიური სიმპტომები გაწუხებთ?

ზუსტი დიაგნოსტიკა სწორი მკურნალობის დაგეგმვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.

MRI კვლევით შესაძლებელია შეფასდეს:

🔹 მალთაშუა დისკების დეგენერაციული ცვლილებები, პროტრუზია და თიაქარი
🔹 ნერვული ფესვებისა და ზურგის ტვინის კომპრესია
🔹 ტრავმული დაზიანებები და მათი გართულებები
🔹 ხერხემლისა და ზურგის ტვინის პირველადი სიმსივნური და მეტასტაზური დაზიანებები
🔹 ზურგის ტვინის დაზიანებები გაფანტული სკლეროზისა და სხვა დემიელინიზაციური დაავადებების დროს
🔹 ანთებითი და ინფექციური პროცესები

კვლევა ტარდება უახლესი თაობის Siemens MAGNETOM Vida 3T მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფზე.

☎️ ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
032 2 312 112 | 577 22 21 12

📍 თბილისი, ალ. ყაზბეგის 16

Address

A. Kazbegis 16
Tbilisi
0160

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბოჭორიშვილის კლინიკა • Bochorishvili Clinic posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ბოჭორიშვილის კლინიკა • Bochorishvili Clinic:

Shortcuts

Share

Category