ნინო დადვანის სტომატოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრი • Nino Dadvani Dentistry and Ae

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ნინო დადვანის სტომატოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრი • Nino Dadvani Dentistry and Ae

ნინო დადვანის სტომატოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრი • Nino Dadvani Dentistry and Ae აქ ვნერგავთ თავდაჯერებულობას, თანაც პირველივე ვიზიტიდან, იმიტომ რომ შენ ხარ მნიშვნელოვანი. ✨️
Implanting confidence since day one, because you matter 💜
(2)

ხელიდან არ გასაშვები შეთავაზება ბრეკეტებზე. 💥მხოლოდ 1 კვირით, გერმანული ბრეკეტ სისტემა ორივე ყბაზე 1100 ლარად.არ გამოტოვ...
17/09/2026

ხელიდან არ გასაშვები შეთავაზება ბრეკეტებზე. 💥

მხოლოდ 1 კვირით, გერმანული ბრეკეტ სისტემა ორივე ყბაზე 1100 ლარად.

არ გამოტოვო ეს შანსი, ისარგებლე შეთავაზებით და ასწავლე ჭკუა შენს მოუსვენარ კბილებს. 💪🦷

📩 ჩასაწერად მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

(+995) 322 060 311

---

An offer you don’t want to miss! 💥

For 1 week only, get a German braces system for both jaws for just 1,100 GEL.

Don’t miss this chance — take advantage of the offer and teach those unruly teeth a lesson. 💪🦷

📩 Message us to book your appointment.

(+995) 322 060 311

#ორთოდონტია #ბრეკეტები

აი, დაახლოებით როგორ გამოიყურება ღრძილების დაავადება ღრძილების ქვეშ 🤐ღრძილების დაავადება ხშირად ნადებით იწყება - ბაქტერი...
15/09/2026

აი, დაახლოებით როგორ გამოიყურება ღრძილების დაავადება ღრძილების ქვეშ 🤐

ღრძილების დაავადება ხშირად ნადებით იწყება - ბაქტერიებისგან შემდგარი წებოვანი აპკით, რომელიც კბილებისა და ღრძილების გასწვრივ გროვდება.

თუ ნადებისგან სათანადოდ არ გაიწმინდება, ის შეიძლება გამაგრდეს და კბილის ქვად იქცეს.
ეს ქმნის უხეშ ზედაპირს, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების კიდევ უფრო მეტად გამრავლებას.

ეს ბაქტერიები ღრძილებში ქრონიკულ ანთებას იწვევს.
დროთა განმავლობაში, ღრძილები კბილებს შორდება და წარმოიქმნება ე.წ. პაროდონტული ჯიბეები, სადაც ღრძილების ქვეშ მავნე ბაქტერიები გროვდებიან.

დაზიანების დიდი ნაწილი შეუმჩნევლად, ხშირად ძლიერი ტკივილის გარეშე მიმდინარეობს.

დაავადების პროგრესირებასთან ერთად, ანთებამ შეიძლება დააზიანოს პაროდონტული იოგები და კბილის გარშემო არსებული ძვლოვანი ქსოვილი, რომლებიც კბილებს ამაგრებს.

მკურნალობის გარეშე, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ღრძილების განლევა (რეცესია) და კბილების დაკარგვაც კი.

სასიხარულოა, რომ ღრძილების დაავადების თავიდან აცილება დიდწილად შესაძლებელია პირის ღრუს ყოველდღიური ეფექტური ჰიგიენითა და სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტებით.

ჩვენს პაროდონტოლოგთან კონსულტაციის გავლა უფასო გახლავთ და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას.

თუ გაქვთ კითხვები, დატოვეთ კომენტარებში და აუცილებლდ გიპასუხებთ. 💜

#სტომატოლოგია #პაროდონტოლოგია

14/09/2026

აი, რა ხდება პაროდონტოლოგთან ვიზიტისას 🤔

#პაროდონტოლოგია #სტომატოლოგია

14/09/2026

პირის ღრუს სკანირება დაგავიწყებთ ყველა იმ დისკომფორტს, რომელიც ანაბეჭდის კლასიკური მეთოდით აღებას ახლავს. 🤗

კბილის ჯაგრისი უნიტაზის მეგობარი არ არის. 😬კბილის ჯაგრისს აბაზანაში ვინახავთ, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა გავითვალის...
11/09/2026

კბილის ჯაგრისი უნიტაზის მეგობარი არ არის. 😬

კბილის ჯაგრისს აბაზანაში ვინახავთ, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ - ტუალეტის ჩარეცხვისას წარმოქმნილი წვეთები და აეროზოლები ირგვლივ არსებულ გარემოში ვრცელდება.

ამიტომ, კბილის ჯაგრისი:

• შეინახე ვერტიკალურ პოზიციაში, რომ გაშრობა შეძლოს;
• არ შეინახო მუდმივად დახურულ, ნესტიან კონტეინერში;
• შეძლებისდაგვარად, შეინახე უნიტაზისგან მოშორებით;
• და ყველაზე მარტივი ჩვევა - ჩარეცხვის წინ, უნიტაზის თავსახური დახურე.

კბილის ჯაგრისი კბილებს უნდა ასუფთავებდეს და არა აბაზანის მიკროორგანიზმების კოლექციას აგროვებდეს. 🪥

პატარა ჩვევას დიდი მნიშვნელობა აქვს.

#კვირისრჩევა

სუფთა. თეთრი. კაშკაშა. - 350₾ერთ ვიზიტში მიიღე:🦷 პროფესიონალური წმენდა;✨ სწრაფი გათეთრება - სხივის გარეშე;🏠 გათეთრების გ...
09/09/2026

სუფთა. თეთრი. კაშკაშა. - 350₾

ერთ ვიზიტში მიიღე:

🦷 პროფესიონალური წმენდა;
✨ სწრაფი გათეთრება - სხივის გარეშე;
🏠 გათეთრების გელი სახლში გამოსაყენებლად, რათა ეფექტი უფრო ხანგრძლივი იყოს.

სამივე პროცედურა/პროდუქტი - მხოლოდ 350₾.

მეტი სიკაშკაშე, ზედმეტი ხარჯის გარეშე. 🤍

📩 ჩასაწერად მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

(+995) 322 060 311

---

Clean. White. Brilliant. - 350₾

Get everything you need for a brighter smile in one visit:

🦷 Professional dental cleaning;
✨ Quick whitening - without light activation;
🏠 Take-home whitening gel to help maintain the results for longer.

All three services/products - only 350₾.

More brightness, without the extra cost. 🤍

📩 Message us to book your appointment.

(+995) 322 060 311

#კბილებისწმენდა #გათეთრება

ზოგჯერ, ღიმილის შესაცვლელად მხოლოდ რამდენიმე კბილის აღდგენაა საჭირო. ✨ამ შემთხვევაში, განხორციელდა 6 კბილის რესტავრირება...
07/09/2026

ზოგჯერ, ღიმილის შესაცვლელად მხოლოდ რამდენიმე კბილის აღდგენაა საჭირო. ✨

ამ შემთხვევაში, განხორციელდა 6 კბილის რესტავრირება და მივიღეთ უფრო ჰარმონიული, ბუნებრივი და ესთეტიური ღიმილი.

სამუშაო შეასრულა ჩვენმა თერაპევტმა, მარიამ ქლიბაძემ. 🦸‍♀️

ჩვენს სპეციალისტებთან კონსულტაცია უფასო გახლავთ.
ვიზიტის ჩასანიშნად მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ნომერზე:

📞 (+995) 322 060 311

---

Sometimes, all it takes to transform a smile is restoring a few teeth. ✨

In this case, we restored 6 teeth, achieving a more harmonious, natural, and aesthetic smile.

The treatment was performed by our therapist, Mariam Klibadze. 🦸‍♀️

Consultations with our specialists are free of charge.
To book an appointment, send us a message or call:

📞 (+995) 322 060 311

სნუსი სიგარეტის უსაფრთხო ალტერნატივა არ არის.აი, კიდევ რა დანაშაულს სჩადის იგი 👇არღვევს ღრძილებში სისხლის მიწოდებას; ანე...
05/09/2026

სნუსი სიგარეტის უსაფრთხო ალტერნატივა არ არის.

აი, კიდევ რა დანაშაულს სჩადის იგი 👇

არღვევს ღრძილებში სისხლის მიწოდებას; ანელებს შეხორცებას კბილის ამოღების და ოპერაციის შემდეგ; ზრდის ღრძილების ანთების რისკს; ხელს უწყობს პირის ღრუში უსიამოვნო სუნის წარმოქმნას; ზრდის კბილის დაკარგვის რისკს პაროდონტიტის განვითარების გამო.

ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ ნიშნავს ერთი ცუდი ჩვევის მეორეთი ჩანაცვლებას.

ამიტომ, გონივრულობა უპირველესყოვლისა. ☝️

#სტომატოლოგია #სნუსი

ეს ის შემთხვევაა, ეშვი რომ ყოველთვის იქ არ არის, სადაც უნდა იყოს. 🦷ზოგჯერ, მუდმივი ეშვი ვერ ახერხებს ღრძილიდან ამოჭრას დ...
03/09/2026

ეს ის შემთხვევაა, ეშვი რომ ყოველთვის იქ არ არის, სადაც უნდა იყოს. 🦷

ზოგჯერ, მუდმივი ეშვი ვერ ახერხებს ღრძილიდან ამოჭრას და რჩება მასში ან ყბის ძვალში.

ასეთ კბილს რეტენციული ეშვი ეწოდება.

ბევრმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ ასეთი კბილი გააჩნია — ზოგ შემთხვევაშიც კი ამ პრობლემას მხოლოდ რენტგენოლოგიური კვლევის დროს აღმოაჩენენ.

რეტენციული ეშვის არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მისი ამოღებაა საჭირო.

თუ კბილის მდებარეობა და მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, შესაძლებელია ორთოდონტიული ჩარევის შედეგად ჩამოქაჩვაც.

პროცედურის დროს, ქირურგიული გზით ხდება კბილთან წვდომის შექმნა და მასზე სპეციალური ელემენტის დაფიქსირება, რის შემდეგაც ეშვი ეტაპობრივად თავის სწორ პოზიციაზე გადადის.

ეს პროცესი დროსა და სწორ დაგეგმვას მოითხოვს, თუმცა მთავარი მიზანი ერთია - შეძლებისდაგვარად შევინარჩუნოთ პაციენტის ბუნებრივი კბილი. 🦷

ამ კონკრეტულ პროცედურაზე იმუშავეს (მუშაობენ) ჩვენმა ორთოდონტმა, თამარ ბერიძემ, და ჩვენმა პაროდონტოლოგმა / პირის ღრუს ქირურგმა, მეგი ფუტკარაძემ.

#სტომატოლოგია #ორთოდონტია

სკოლა იწყება! 🏫🔔სკოლის მოსწავლეებისთვის სპეციალური შეთავაზება გვაქვს. 💜-20% ფასდაკლება კბილების წმენდასა და კარიესების მ...
02/09/2026

სკოლა იწყება! 🏫🔔

სკოლის მოსწავლეებისთვის სპეციალური შეთავაზება გვაქვს. 💜

-20% ფასდაკლება კბილების წმენდასა და კარიესების მკურნალობაზე.

კვლევის თანახმად, კარიესი ბავშვის სწავლების ხარისხზე და აკადემიურ მოსწრებაზე დიდ უარყოფით გავლენას ახდენს, ამიტომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე პრიორიტეტულია პირის ღრუს პრობლემების მოგვარება. 🦷✨

📍მოინიშნე ლოკაცია: Dadvani Center-ი, მიცკევიჩის 25ბ, საბურთალო.
📞 ჩასაწერად მოგვწერე პირად შეტყობინებაში ან დაგვირეკეთ ნომერზე: (+995) 322 060 311

---
School is starting! 🏫🔔

We have a special offer for school students. 💜

20% OFF teeth cleaning and cavity treatment.

According to research, dental caries can have a significant negative impact on a child’s learning and academic performance.
That’s why addressing oral health problems before the new school year begins should be a priority. 🦷✨

📍 Dadvani Center — 25B Mitskevichi St., Saburtalo.
📞 To book an appointment, send us a direct message or call: (+995) 322 060 311

#სტომატოლოგია #სკოლა #ბავშვები #კარიესი #კბილებისწმენდა

Address

ადამ მიცკევიჩის 25 ბ
Tbilisi
0194

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 20:00

Telephone

+995598300311

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნინო დადვანის სტომატოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრი • Nino Dadvani Dentistry and Ae posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ნინო დადვანის სტომატოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრი • Nino Dadvani Dentistry and Ae:

Shortcuts

Share