ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი OPEN HEART- UNIVERSITY HOSPITAL

�მრავალპროფილურ კლინიკა ღია გულში მოსულ პაციენტებს შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი სახის მომსახურებები:

• გადაუდებელი მედიცინა (ემერჯენსი)
• კარდიოლოგია:
-თერაპია
-კარდიოინტერვენცია
-არითმოლოგია
-მოზრდილთა და ბავშვთა კარდიო-ქირურგია
-კარდიოინტენსიური თერაპია
-სისხლძარღვთა ქირურგია

• ზოგადი ქირურგია
• ორთოპედია ტრავმატოლოგია
• ნეიროქირურგია
• ყბა-სახის ქირურგია
• პროქტოლოგია
• ზოგადი რეანიმაცია
• ინტენსიური თერაპია
• ანესთეზიოლოგია
• ნევროლოგია
• დიალიზის ცენტრი (20 საწოლზე)
• რეპროდუქციული და ხელოვნური განაყოფიერების კლინიკა
• ამბულატორია
•ენდოკრინოლოგია
•ალერგოლოგია
•ოტორინოლარინგოლოგია
• ლაბორატორია
• თერაპია
• ფსიქიატრია
• ენდოსკოპია
• III დონის მეან-გინეკოლოგიური სამსახური
•ახალშობილთა რეანიმაცია
• ფიზიოთერაპია
•რადიოლოგიური დიაგნოსტიკა
• სტომატოლოგია
• აფთიაქი

ჩვენ ვზრუნავთ, თქვენი ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებაზე�

16/09/2026

პაციენტის გამოჯანმრთელების კიდევ ერთი წარმატებული ისტორია! 🏥✨

პაციენტი ჩვენს კლინიკაში გადმოვიდა სხვა სამედიცინო დაწესებულებიდან იშემიური ინსულტის დიაგნოზით, რომელსაც ახლდა ჰემორაგიული ტრანსფორმაცია. 🧠⚠️ ეს მძიმე გართულება პრეოპერაციულად აორტული სარქვლის ვეგეტაციის ემბოლიამ გამოიწვია. 💔
რადგან აორტულ სარქველზე კვლავ რჩებოდა დიდი ზომის ვეგეტაციები, განმეორებითი ემბოლიისა და ინსულტის განვითარების რისკი ძალიან მაღალი იყო. 🚨 სწორედ ამიტომ, დაუყოვნებლივ დაიგეგმა კარდიოქირურგებისა და ნეიროქირურგების ერთობლივი კონსილიუმი. 👨‍⚕️🤝👩‍⚕️

მულტიდისციპლინური გუნდის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად:

🎯 არჩეულ იქნა მკურნალობის სწორი ტაქტიკა

⏱️ განისაზღვრა ოპერაციული ჩარევის ოპტიმალური დრო ჩატარებული რთული ოპერაციის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა სრულად სტაბილიზდა და იგი ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა! 👏🎉

ჩვენი გუნდი ეფექტური, შეთანხმებული და პროფესიონალური მუშაობით განაგრძობს პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგომას! ❤️🩺

☎️ ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ ცხელ ხაზზე 032 2 52 05 25

#ღიაგული
#საუნივერსიტეტოჰოსპიტალი

👨‍⚕️🫀კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახაბერ ლაცუზბაია საოპერაციოში 🏥🫀ჩატარდა გადაუდებელი კორონარული შუნტირე...
25/08/2026

👨‍⚕️🫀კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახაბერ ლაცუზბაია საოპერაციოში 🏥

🫀ჩატარდა გადაუდებელი კორონარული შუნტირება

🏥 პაციენტი 65 წლის

👨‍⚕️🫀 ოპერატორის ასისტენტი კარდიოქირურგი - ლევან მიხელიძე
👨‍⚕️🫀მეორე ასისტენტი - ნიკა გიგინეიშვილი
👨‍⚕️💉ანესთეზიოლოგები - გიორგი გრიგოლია, ნატო ლობჟანიძე
👩‍⚕️🩸პერფუზიოლოგი - ნინო არქანია
👩‍⚕️🫀მკურნალი ექიმი კარდიოლოგი - ნინო კუპატაძე
👩‍⚕️საოპერაციო მედდა - მარინა კალანიდი
👩‍⚕️ანესთეზიის მედდა - ლია ბეჟანიშვილი

#ღიაგულისაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#კარდიოქირურგია
#კახაბერლაცუზბაია

21/08/2026

🫀 წარმატებული კორონარული შუნტირება მომუშავე გულზე - ყოველდღიური რითმი ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარდიოქირურგიულ განყოფილებაში.

🏥🪪 65 წლის პაციენტს აღენიშნებოდა მაღალი კარდიოვასკულური რისკის კომორბიდული ფონი: არტერიული ჰიპერტენზია და ტიპი-2 შაქრიანი დიაბეტი. 2019 წელს გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი (ჩატარებული იყო 3 სტენტის იმპლანტაცია).
კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის მიზეზი გახდა რეტროსტერნალური, მოჭერითი ხასიათის მწვავე ტკივილი. სასწრაფო კორონაროგრაფიული კვლევით გამოვლინდა კორონარული არტერიების მრავლობითი კრიტიკული დაზიანება.
👨‍⚕️ 🫀კარდიოქირურგმა ლევან მიხელიძემ კორონარული შუნტირება ჩაატარა მომუშავე გულზე (Off-Pump CABG), ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატის გამოყენების გარეშე. აღნიშნული მეთოდოლოგია მკვეთრად ამცირებს პოსტოპერაციულ გართულებებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის. ოპერაციამ ჩაარა სტაბილური ჰემოდინამიკის პირობებში და მიღწეულ იქნა მიოკარდიუმის სრული რევასკულარიზაცია.
საოპერაციო ბრიგადა:
👨‍⚕️ ოპერატორი: კარდიოქირურგი ლევან მიხელიძე
👨‍⚕️👨‍⚕️ ასისტენტები: კარდიოქირურგი ამირან ფრანგიშვილი, კარდიოქირურგიის რეზიდენტი ლევან დათიაშვილი
👨‍⚕️💉 ანესთეზიოლოგი: გიორგი გრიგოლია
👩‍⚕️🩸 პერფუზიოლოგი: ნინო არქანია
👩‍⚕️ საოპერაციო მედდა: მარინა კალანიდი
👩‍⚕️ ანესთეზიის მედდა: ლია ბეჟანიშვილი

☎️ ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ ცხელ ხაზზე 032 2 52 05 25

#კარდიოქირურგია #კლინიკურიშემთხვევა #კორონარულიშუნტირება #ღიაგული #მედიცინა
🫀

👨‍⚕️🫀კარდიოქირურგი ამირან ფრანგიშვილი საოპერაციოში 🏥🫀აორტული სარქვლის პროთეზირების ოპერაცია. 🏥 პაციენტი გადმოვიდა სხვა კ...
18/08/2026

👨‍⚕️🫀კარდიოქირურგი ამირან ფრანგიშვილი საოპერაციოში 🏥

🫀აორტული სარქვლის პროთეზირების ოპერაცია.

🏥 პაციენტი გადმოვიდა სხვა კლინიკიდან იშემიური ინსულტით, ჰემორაგიული ტრანსფორმაციით, რომელიც გამოწვეული იყო პრეოპერაციულად აორტული სარქვლის ვეგეტაციის ემბოლიით.

👨‍⚕️🫀 ოპერატორი კარდიოქირურგი - ამირან ფრანგიშვილი
👨‍⚕️🫀ასისტენტი კარდიოქირურგი - ნიკა გიგინეიშვილი
👨‍⚕️🫀კარდიოქირურგიის ექიმი რეზიდენტი - ლევან დათიაშვილი
👨‍⚕️💉ანესთეზიოლოგები - გიორგი გრიგოლია, ნატო ლობჟანიძე
👩‍⚕️🩸პერფუზიოლოგი - ნინო არქანია
👩‍⚕️🫀მკურნალი ექიმი კარდიოლოგი - ნინო კუპატაძე
👩‍⚕️საოპერაციო მედდა - მარინა კალანიდი
👩‍⚕️ანესთეზიის მედდა - ლია ბეჟანიშვილი

#ღიაგულისაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#კარდიოქირურგია
#ამირანფრანგიშვილი

👨‍⚕️🫀კარდიოქირურგი ლევან მიხელიძე საოპერაციოში 🏥🫀კორონარული შუნტირების ოპერაცია ჩატარდა მომუშავე გულზე სტაბილური ჰემოდინ...
14/08/2026

👨‍⚕️🫀კარდიოქირურგი ლევან მიხელიძე საოპერაციოში 🏥

🫀კორონარული შუნტირების ოპერაცია ჩატარდა მომუშავე გულზე სტაბილური ჰემოდინამიკის პირობებში. მოხდა სრული რევასკულარიზაცია.

👨‍⚕️🫀 ოპერატორი კარდიოქირურგი - ლევან მიხელიძე
👨‍⚕️🫀ასისტენტი კარდიოქირურგი - ამირან ფრანგიშვილი
👨‍⚕️🫀კარდიოქირურგიის ექიმი რეზიდენტი - ლევან დათიაშვილი
👨‍⚕️💉ანესთეზიოლოგი - გიორგი გრიგოლია
👩‍⚕️🩸პერფუზიოლოგი - ნინო არქანია
👩‍⚕️🫀მკურნალი ექიმი კარდიოლოგი - ნინო კუპატაძე
👩‍⚕️საოპერაციო მედდა - მარინა კალანიდი
👩‍⚕️ანესთეზიის მედდა - ლია ბეჟანიშვილი

#ღიაგულისაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#კარდიოქირურგია
#ლევანმიხელიძე

05/08/2026

👨🏻‍⚕️🫀 კარდიოქირურგმა, ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა - თორნიკე სოლოღაშვილმა, კლინიკის კარდიოქირურგიულ გუნდთან ერთად კიდევ ერთი მაღალტექნოლოგიური და სიცოცხლისთვის საშიში შემთხვევა წარმატებით მართა 🫀👏🏻🏥

🫀 26 წლის პაციენტს, რომელსაც წარსულში ჩატარებული ჰქონდა ბენტალის პროცედურა, დაუდგინდა მწვავე პათოლოგია – აორტის რკალის და მხარ-თავის ღეროს განშრევება (დისექცია). დიაგნოსტიკით დაფიქსირდა, რომ განშრევების პროცესი ვრცელდებოდა დაღმავალ აორტაზე (მარცხენა ლავიწქვეშა არტერიიდან დისტალურად 3-4 სმ-ზე), ასევე მხარ-თავის ღეროსა და მარჯვენა საერთო საძილე არტერიაში, რაც კრიტიკულ საფრთხეს უქმნიდა თავის ტვინისა და ორგანიზმის სისხლმომარაგებას.

🩺🩻👩🏻‍⚕️👨🏻‍⚕️🥼🫀🏥 ქირურგიულმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, უმცირეს დროში ჩაეტარებინა ურთულესი რეკონსტრუქციული ჩარევა მომუშავე გულის პირობებში.

🫀 წარმატებით განხორციელდა:
✅ აორტის რკალის რეკონსტრუქცია;
✅ სისხლძარღვების დებრანჩინგი (Debranching);
✅ სასიცოცხლო მნიშვნელობის განშტოებების რეიმპლანტაცია.

❗ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და იგი იმყოფება მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 🩺🩻👩🏻‍⚕️👨🏻‍⚕️🥼🫀🏥

👨‍⚕👨‍⚕👨‍⚕კარდიოქირურგები: თორნიკე სოლოღაშვილი, ლევან მიხელიძე და ნიკა გიგინეიშვილი;
👨‍⚕👨‍⚕ანესთეზიოლოგები: გიორგი გრიგოლია და იოსებ ბეგაშვილი;
👩‍⚕პერფუზიოლოგი: ნინო არქანია;
👩‍⚕👩‍⚕საოპერაციო მედები: მარინა კალანიდი, ლეილა ნარიმანიძე
👩‍⚕👩‍⚕ანესთეზიის მედდა: ანა კახნიაშვილი
👩‍⚕პერფუზიის მედდა: ლია ბეჟანიშვილი

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის, ან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:
0322 520 525
591 20 74 73
577 66 21 31

🤝 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, მთელი მსოფლიო ერთიანდება! 🌍 ამ დღის საერთო მიზანია საზოგადოების ცნობ...
28/07/2026

🤝 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, მთელი მსოფლიო ერთიანდება!

🌍 ამ დღის საერთო მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის, პრევენციისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ.

👨‍🔬 28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღედ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ნობელის პრემიის ლაურეატისა და B ჰეპატიტის ვირუსის აღმომჩენის, ბარუხ სამუელ ბლუმბერგის დაბადების დღის პატივსაცემად შეარჩია (მან ვირუსი 1967 წელს აღმოაჩინა).

💥ვაკანსია 👩‍⚕️👨‍⚕️მორიგე ექიმი -კარდიოლოგი, კარდიო-ინტენსიური დეპარტამენტი.✅სავალდებულო მოთხოვნები:* საექიმო საქმიანობის...
23/07/2026

💥ვაკანსია

👩‍⚕️👨‍⚕️მორიგე ექიმი -კარდიოლოგი, კარდიო-ინტენსიური დეპარტამენტი.

✅სავალდებულო მოთხოვნები:

* საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
* პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში;
* კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე;
* სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა.

⏰ სამუშაო საათები: მორიგეობა - 17:00სთ-დან 09:00სთ-მდე ან/და 09:00სთ-დან 09:00სთ-მდე.

📍მის: ქ.თბილისი, ანაპის 414-ე დივიზიის ქ. 47

📧 [email protected]

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურში.

#ღიაგული
#საუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#ვაკანსია

Address

ანაპის 414-ე დივიზიის ქ. N47
Tbilisi
0191

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი:

Shortcuts

Share

Category