პედიატრიული პრივატ კლინიკა/Pediatric Private Clinic

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • პედიატრიული პრივატ კლინიკა/Pediatric Private Clinic

პედიატრიული პრივატ კლინიკა/Pediatric Private Clinic იმედი ცოცხლობს ჩვენთან

12/11/2025

თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკა აცხადებს მიღებას რეზიდენტურაში პროგრამით „პედიატრია“- 4 ადგილი .

დაინტერესებულმა პირებმა ელ,ფოსტაზე [email protected] უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:
• ფერადი ფოტო სურათი 3X4 2 ცალი;
• დიპლომის ასლი;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• CV (აუცილებელია საკონტაქტო ტელეფონის მონიშვნა);
• დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო (სარეზიდენტო)გამოცდის ჩაბარების
დამადასტურებელი დოკუმენტი.

საბუთები მიიღება 2025 წლის 15 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე .
მსურველებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
გადაწყვეტილება, პროგრამაში ჩარიცხვაზე მიიღება გასაუბრებისა და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვლიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით.
დეტალური ინფორმაციისთვიის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:
[email protected]
მობ: 595 221 110

უფლებამოსილების გადაცემა. წარმატებები შორენას და თამარს! ❤️❤️❤️
14/03/2025

უფლებამოსილების გადაცემა. წარმატებები შორენას და თამარს! ❤️❤️❤️

პედიატრიული პრივატ კლინიკა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, 100-ზე მეტი სამეცნიერ...
21/10/2024

პედიატრიული პრივატ კლინიკა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 30-ზე მეტი სახელმძღვანელოს ავტორის, არაერთი ჯილდოს მფლობელის და მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს მთავარი პედიატრის - ქალბატონ ქეთი ნემსაძის გარდაცვალების გამო 😔

სამცხე-ჯავახეთი ❤️ Shorena Janelidze Teo Mazanashvili Manoni  Mamisashvili Lela Eliozishvili Tea Berikishvili Nino Chkhe...
01/10/2024

სამცხე-ჯავახეთი ❤️ Shorena Janelidze Teo Mazanashvili Manoni Mamisashvili Lela Eliozishvili Tea Berikishvili Nino Chkheidze თამუნა გიქორაშვილი Natali Natali Vasili Kareli Mari Joyiladze Mariam Gogoshvili Tamar Sharabidze

ბატონო ჯემალ, პედიატრიული პრივატ კლინიკა გილოცავთ დაბადების დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, კიდევ უფრო ...
26/09/2024

ბატონო ჯემალ,
პედიატრიული პრივატ კლინიკა გილოცავთ დაბადების დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, კიდევ უფრო დიდ წარმატებებს! ღმერთმა გვიმრავლოს საქართველოში თქვენნაირი პროფესიონალები ❤️🎂🎂🎂 Jemal Chumburidze

პედიატრიულმა პრივატ კლინიკამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა ❤️❤️❤️
18/09/2024

პედიატრიულმა პრივატ კლინიკამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა ❤️❤️❤️

16/05/2023

პედიატრიულ პრივატ კლინიკას შემოუერთდა მრავალწლიანი გამოცდილების ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი მაია თორია.
ამა წლის 24 და 30 მაისს 10:00-დან 15:00 საათამდე დაგეგმილია უფასო კონსულტაციები.
კონსულტაციაზე წინასწარ ჩასაწერად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 032 2 60 24 60, შიდა ნომერი - 401.

👉 სეზონური ალერგია უკავშირდება მცენარეთა მტვერს, რომელზეც ადამიანის იმუნური სისტემა გადაჭარბებით რეაგირებს და მტვერი როგორც ალერგენი აპროვოცირებს ალერგიულ პასუხს.
🔹 ყველაზე ხშირად ალერგენული თვისებები აქვთ ქარით დამტვერვადი მცენარეების მტვერს (ხეები, ბალახები, სარეველები). მწერებით დამტვერვადი მცენარეების მტვერი შედარებით მძიმეა იმისათვის რომ დიდხანს იყოს ჰაერში შეწონილი სახით, ამიტომ ისინი ნაკლებად იწვევენ ალერგიულ რეაქციებს.
👉 ხე-მცენარეების დამტვერვა იწყება იანვრის ბოლოს, თებერვლიდან და გრძელდება მთელი გაზაფხული, შემდეგ ერთვება მარცვლოვნები და ბალახები ზაფხულის პერიოდში, ხოლო აგვისტოდან გვიან შემოდგომამდე აქტიურდებიან სარეველა მცენარეები.
სეზონური ალერგიის დროს პაციენტებს აღენიშნებათ შემდეგი კლინიკური სიმპტომები:
◽ ცემინება
◽ ცრემლდენა
◽ გამჭვირვალე გამონადენი ცხვირიდან
◽ თვალებისა და ცხვირის ქავილი
◽ ცხვირის გაჭედილობა
პრევენციული ღონისძიებები:
◽ გაანიავეთ სახლი 8:00 სთ-მდე ან 20:00 სთ-ის შემდეგ
◽ მანქანით გადაადგილებისას დახურეთ ფანჯრები
◽ მიიღეთ შხაპი გარედან სახლში დაბრუნების შემდეგ
◽ სეირნობისთვის ყველაზე კარგი პერიოდია წვიმის შემდეგ
◽ გამოიყენეთ HEPA ფილტრის მქონე კონდიციონერი და მტვერსასრუტი
☑ მკურნალობის მიზნით გამოიყენება ორალური ანტიჰისტამინები, ლეიკოტრიენული რეცეპტორების ინჰიბიტორები, დეკონგენსტანტები, ნაზალური სტეროიდები და კომბინირებული მედიკამენტები.
☑ მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად პაციენტის კლინიკური ნიშნებისა და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე.

იმედი ცოცხლობს ჩვენთან

❤️❤️❤️
12/05/2023

❤️❤️❤️

შემოუერთდით ჩვენს გუნდს. პედიატრიული პრივატ კლინიკა აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე. ფ...
04/05/2023

შემოუერთდით ჩვენს გუნდს. პედიატრიული პრივატ კლინიკა აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, სურვილის შესაბამისად, დღის საათებში ან 24 საათიანი მორიგეობის განმავლობაში კლინიკის შენობის განსაზღვრული ადგილების (პალატები, სამუშაო ოთახები, დერეფნები, სათავსოები) დალაგება-დასუფთავების სამუშაოს შესრულებას. სამუშაო ადგილის მისამართი: თბილისი, ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მ/რ, პირველი კვარტალი. დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, მობრძანდეთ ზემოაღნიშნულ მისამართზე ან დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 557 420 655 - ირინა; 599 777 838 - ხათუნა.

Address

Anapis 414 Divizionis Street
Tbilisi
0141

Telephone

0322602460

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პედიატრიული პრივატ კლინიკა/Pediatric Private Clinic posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category