ხერხემლის გასწორება. გასახდომი მასაჟი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ხერხემლის გასწორება. გასახდომი მასაჟი

ხერხემლის გასწორება. გასახდომი მასაჟი მანუალური თერაპია.გასახდომი მასაჟი ( ?

ტურნიკზე ჩამოკიდება და ვარჯიში ძალიან სასარგებლოა ყველა კუნთისთვის.განსაკუთრებით ზურგისთვის.ამ დროს მთელი სხეულის კუნთებ...
15/08/2026

ტურნიკზე ჩამოკიდება და ვარჯიში ძალიან სასარგებლოა ყველა კუნთისთვის.
განსაკუთრებით ზურგისთვის.

ამ დროს მთელი სხეულის კუნთები მუშაობს და ვითარდება.

თუმცა, სქოლიოზის დროს ეს საშიშია.

რადგან დაჭიმული და სპაზმში მყოფი კუნთები ცუდად ვარჯიშდება და უფრო მეტად იტვირთება.

როდესაც ადამიანი ტურნიკზე აზიდვას აკეთებს და მთელ სხეულს წევს, გამრუდებულ კუნთებზე ძალიან დიდი დატვირთვა მოდის

ხერხემლის გამრუდება თუ გასწორება არასდროს ჩერდება.ეს პროცესი მუდმივ მოძრაობაშია მთელი ცხოვრების განმავლობაში და იმაზეა დ...
04/08/2026

ხერხემლის გამრუდება თუ გასწორება არასდროს ჩერდება.

ეს პროცესი მუდმივ მოძრაობაშია მთელი ცხოვრების განმავლობაში და იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მდგომარეობაში აქვს ადამიანს სხეული.

თუ რეგულარულად ივარჯიშებთ, და
სწორ ფიზიკურ დატვირთვას მიიღებთ, ხერხემალი ყოველთვის სწორი იქნება.

ხოლო, თუ ჩვევის გამო სხეულს არასწორად დახრით, კუნთებიც იმავე მხარეს წაიყვანს ხერხემალს.

ყოველთვის სწორად დატვურთეთ ხერხემალი, რომ ის ყოველთვის სწორი იყოს

პაციენტი დიაგნოზით მე - 4 ხარისხის სქოლიოზი.სამი თვის განმავლობაში გადის ხერხემლის მკურნალობას.მკურნალობის პროცესი მიმდი...
24/07/2026

პაციენტი დიაგნოზით მე - 4 ხარისხის სქოლიოზი.

სამი თვის განმავლობაში გადის ხერხემლის მკურნალობას.

მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს წარმატებით და მიღწეული შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.

პაციენტმა ვარჯიშის დროს აიმაღლა იმუნიტეტი და გამოიმუშავა ენერგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხერხემლის მკურნალობისთვის

ამ შედეგის მიღწევა საკმაოდ რთულია

თანამედროვე მედიცინა და გამოცდილება ადასტურებს, რომ სქოლიოზის მკურნალობა და ხერხემლის გამრუდების კორექციის ყველაზე ეფექტ...
04/07/2026

თანამედროვე მედიცინა და გამოცდილება ადასტურებს, რომ სქოლიოზის მკურნალობა და ხერხემლის გამრუდების კორექციის ყველაზე ეფექტური, ბუნებრივი და უსაფრთხო გზა მიზანმიმართული ფიზიკური ვარჯიშია.

ქირურგიული ჩარევა მხოლოდ უკიდურეს, კრიტიკულ შემთხვევაშია გამართლებული.

სხვა დროს კი ოპერაცია ახალგაზრდა ორგანიზმისთვის გაუმართლებელი ტრავმაა.

უნდა გვახსოვდეს, რომ საოპერაციო ჩარევის შემდეგ ადამიანი მთელი ცხოვრება იძულებულია ატაროს ლითონის კონსტრუქციები (ფიქსატორები) და პროთეზები, რაც მკვეთრად ზღუდავს სხეულის მოქნილობას და გამორიცხავს სრულფასოვან სპორტულ აქტივობას მომავალში.

ახალგაზრდებს აქვთ უდიდესი ენერგია და რეგენერაციის უნარი. სიზარმაცის, თუ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ამ რესურსის უარყოფა დანაშაულია საკუთარი სხეულის წინაშე.

ნაცვლად იმის, რომ ორგანიზმი მუდმივი ტკივილის და შეზღუდვებისთვის გავწიროთ, ეს ენერგია სხეულის გადასარჩენად უნდა მივმართოთ.

სქოლიოზი იკურნება შრომით, დისციპლინით და და სწორი ვარჯიშით.

ნუ აწამებთ ახალგაზრდა ორგანიზმს ოპერაციით - მიეცით მას შანსი, იყოს ჯანმრთელი , ძლიერი და თავისუფალი.

ხერხემლის გადარჩენის ერთადერთი გზა ვარჯიშია

პაციენტი დიაგნოზით მე 2-3 ხარისხის სქოლიოზიხერხემალი პირველივე კურსზე გასწორდაადრეულ ასაკში ხერხემალი სწრაფად სწორდებახე...
28/06/2026

პაციენტი დიაგნოზით მე 2-3 ხარისხის სქოლიოზი

ხერხემალი პირველივე კურსზე გასწორდა

ადრეულ ასაკში ხერხემალი სწრაფად სწორდება

ხერხემლის მკურნალობა გრძელვადიანი და ეტაპობრივი პროცესია

თერაპიის რამდენიმე კურსის დასრულების შემდეგ, სრული შედეგის არარსებობა არ უნდა გახდეს იმედგაცრუების მიზეზი

დინამიკაში მიღწეული გაუმჯობესება ადასტურებს მკურნალობის ეფექტურობას

თუმცა, სრული შედეგი დიდ დროს მოითხოვს

აუცილებელია ორგანიზმისთვის დასვენება

პროცედურების შორის ინტერვალში რეკომენდებულია სახლის პირობებში ფიზიკური დატვირთვის და ინტენსიური ვარჯისიგან თავის შეკავება

ამავდროულად, კატეგორიულად დაუშვებელია სრული უმოძრაობა

ადამიანის ორგანიზმი ანატომიურად ადაპტირებულია მუდმივი ზომიერი აქტივობისტვის

ეს არის მკურნალობის პირველი ათდღიანი კურსი.მცირეწლოვანი ბავშვის ასაკში ხერხემალი მკურნალობის შემდეგ ხშირად სწორდება.თუმც...
28/05/2026

ეს არის მკურნალობის პირველი ათდღიანი კურსი.

მცირეწლოვანი ბავშვის ასაკში ხერხემალი მკურნალობის შემდეგ ხშირად სწორდება.

თუმცა რისკი, რომ გამრუდება გამეორდეს, მაინც დიდია.

ამის თავიდან ასაცილებლად და შედეგის შესანარჩუნებლად, მკურნალობის დასრულებისთანავე აუცილებელია ბავშვის სპორტზე შეყვანა.

განსაკუთრებით ეფექტური ტანვარჯიშია. ის საუკეთესო შედეგს იძლევა ხერხემლის გასამაგრებლად

ყოველთვის აკონტროლეთ თქვენი ტანდეგობა და რეგულარულად შეამოწმეთ ზურგის ჯანმრთელობა. ხშირად მიაქციეთ ყურადღება, როგორ დადი...
26/05/2026

ყოველთვის აკონტროლეთ თქვენი ტანდეგობა და რეგულარულად შეამოწმეთ ზურგის ჯანმრთელობა.

ხშირად მიაქციეთ ყურადღება, როგორ დადიხართ, რომ დროულად აიცილოთ თავიდან რთული სქოლიოზის განვითარება.

ხერხემლის დროული მკურნალობა თქვენი ჯანმრთელობის გარანტიაა

ამ პაციენტს მე - 4 - ხარისხის სქოლიოზი ქონდა. პროცედურებზე ძალიან კარგი შედეგი მიიღო როცა პაციენტები ხერხემლის მკურნალობ...
19/05/2026

ამ პაციენტს მე - 4 - ხარისხის სქოლიოზი ქონდა. პროცედურებზე ძალიან კარგი შედეგი მიიღო

როცა პაციენტები ხერხემლის მკურნალობისას კარგ შედეგს ხედავენ, ან რამდენიმე კურსისგან იღლებიან, თერაპიას წყვეტენ

მესმის, რომ მკურნალობის პროცესი დამღლელია, მაგრამ, სრული და გრძელვადიანი შედეგისთვის აუცილებელია კურსის ბოლომდე მიყვანა

ჩემი მიზანია არა მხოლოდ პაციენტის განკურნება, არამედ იმის სწავლებაა, თუ როგორ იზრუნონ ხერხემალზე სწორად

მკურნალობის პროცესში აუცილებლად აგიხსნით, როგორ შეინარჩუნოთ სწორი აღნაგობა და ჯანსაღი ზურგი

როცა ხერხემლის სამკურნალო პროცედურებს იტარებთ, შედეგი 4-5 თვე გინარჩუბდებათ, და ტკივილი ქრება. შემდეგ, როცა ეფექტი გადის...
01/05/2026

როცა ხერხემლის სამკურნალო პროცედურებს იტარებთ, შედეგი 4-5 თვე გინარჩუბდებათ, და ტკივილი ქრება. შემდეგ, როცა ეფექტი გადის და თიაქარი ისევ აწვება ნერვს, უმჯობესია ისევ პროცედურებს მიმართოთ და არა ნემსებს

გამაყუჩებელი ნემსები მხოლოდ დროებით აქრობს ტკივილს. სინამდვილეში კი ორგანიზმისთვის საზიანოა. მათ ისეთი ძლიერი შემადგენლობა აქვთ, რომ სხვა ორგანოებს აზიანებენ

თუ მანუალური თერაპიით კმაყოფილი ხართ, ნუ ჩაანაცვლებთ მას წამლებით - გააგრძელეთ პროცედურები, რადგან ეს თქვენი ხერხემლისთვის ბევრად უსაფრთხო და ეფექტურია

პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ჩამოყალიბებული სქოლიოზი და ფიზიკურ აქტივობას არ ეწევიან, თავისუფალი სტილის (Oversize) ტა...
14/04/2026

პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ჩამოყალიბებული სქოლიოზი და ფიზიკურ აქტივობას არ ეწევიან, თავისუფალი სტილის (Oversize) ტანსაცმელს და რბილი ფეხსაცმლის ტარება კატეგორიულად დაუშვებელია

აუცილებელია სწორად შერჩეული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რადგან მთელი სხეული და ხერხემალი მიყვება ფორმას, რომელსაც თქვენი ჩაცმულობა კარნახობს

სპორტული დატვირთვის გარეშე კუნთოვანი კორსეტი დუნდება, რის გამოც ფართო ტანსაცმელი სხეულზე დამატებით "ტვირთად" იქცევა, რაც იწვევს ხერხემლის კიდევ უფრო მეტ დეფორმაციას და დაავადების პროგრესირებას

ძირითადი რისკფაქტორები:

მძიმე ზეგავლენა: ფართო ტანსაცმელი არღვევს სიმძიმის ცენტრს, რაც არასპორტული ადამიანისთვის ხერხემლის გამრუდების პირდაპირი მიზეზია

არასწორი ფეხსაცმელი:

რბილი და არა ფიქსირებული ძირი აუარესებს ტანდეგობას და მატებს დატვირთვას მალებზე

პროგრესირებადი დიაგნოზი:

ფიზიკური ვარჯიშის გარეშე, თავისუფალი სტილის სამოსი ოფიციალურად აჩქარებს სქოლიოზის დამძიმებას

Address

თბილისი, კოსტავას ქ. 76. საბურთალო
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 22:00
Tuesday 10:00 - 22:00
Wednesday 10:00 - 22:00
Thursday 10:00 - 22:00
Friday 10:00 - 22:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხერხემლის გასწორება. გასახდომი მასაჟი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share