ZenDental

ZenDental ✨ ZenDental - შენი სრულყოფილი ღიმილის ავტორი ✨

❌ არა! ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია.🦷 რეალურად, ორთოდონტიული მკურნალობა ნებისმიერ ასაკში ეფექტურია, თუ კბილები...
14/08/2026

❌ არა! ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია.

🦷 რეალურად, ორთოდონტიული მკურნალობა ნებისმიერ ასაკში ეფექტურია, თუ კბილები და ღრძილები ჯანმრთელია.

✨ ბრეკეტები მხოლოდ ღიმილის გასალამაზებლად არ გამოიყენება - ისინი აუმჯობესებს თანკბილვას, ამარტივებს პირის ღრუს ჰიგიენას, ამცირებს კბილების არათანაბარ დატვირთვას და გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს უწყობს კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

👩‍⚕️ გახსოვდეს, ღიმილის გარდასახვა არასდროსაა გვიანი. მთავარია, მკურნალობა სწორად და ინდივიდუალურად დაიგეგმოს.

📩 ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

📲 ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 𝟱𝟱𝟱 𝟳𝟬𝟮 𝟳𝟯𝟳

📍 მერაბ კოსტავას #𝟲𝟯 | თბილისი

🦷✨ არ უსმინო მსგავს მითებს - უსმინე სპეციალისტს!🙅‍♀️ სტომატოლოგიაში ჯერ კიდევ ბევრი მითია, რომლებმაც შესაძლოა არასწორი გ...
11/08/2026

🦷✨ არ უსმინო მსგავს მითებს - უსმინე სპეციალისტს!

🙅‍♀️ სტომატოლოგიაში ჯერ კიდევ ბევრი მითია, რომლებმაც შესაძლოა არასწორი გადაწყვეტილება მიგაღებინოს.

🔎 ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია თუ სხვისი გამოცდილება პროფესიონალურ დიაგნოსტიკას ვერ შეცვლის - რადგან ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია.

👩‍⚕️ ენდე მხოლოდ სპეციალისტს, მიიღე პროფესიონალური რეკომენდაცია და იზრუნე კბილების ჯანმრთელობაზე სწორად.

📩 კონსულტაციაზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

📲 ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 𝟱𝟱𝟱 𝟳𝟬𝟮 𝟳𝟯𝟳

📍 მერაბ კოსტავას #𝟲𝟯 | თბილისი

07/08/2026

🦷 ბრუქსიზმი - კბილების უნებლიე კრაჭუნი ან ძლიერი მოჭერა.

💤 ბრუქსიზმი ძირითადად ძილის დროს ვითარდება. მისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს სტრესი, შფოთვა, თანკბილვის გარკვეული დარღვევები, ძილის პრობლემები და სხვა ფაქტორები.

⚠️ მკურნალობის გარეშე ბრუქსიზმმა შესაძლოა გამოიწვიოს:

- ⁠კბილების ცვეთა და ბზარები;
- კბილის მომატებული მგრძნობელობა;
- ბჟენებისა და გვირგვინების დაზიანება;
- ყბის ტკივილი და დაჭიმულობა;
- საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის (TMJ) პრობლემები;
- ხშირი თავის ტკივილი.

👩‍⚕️ ბრუქსიზმის მკურნალობა ყოველთვის ინდივიდუალურად იგეგმება პრობლემის მიზეზიდან გამომდინარე - შესაძლოა საჭირო იყოს სტომატოლოგის, ორთოდონტის, გნათოლოგის ან სხვა შესაბამისი სპეციალისტის ჩართულობა.

🥼 თუ დილით ყბის დაღლილობით იღვიძებთ, გაწუხებთ თავის ტკივილი ან შეამჩნიეთ, რომ კბილებს ხშირად აკრაჭუნებთ, ნუ გადადებთ ვიზიტს სტომატოლოგთან.

✔️ დროული დიაგნოსტიკა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ უფრო სერიოზული გართულებები.

📩 თუ გსურს, შენი ღიმილი კიდევ უფრო ლამაზი და სრულყოფილი გახდეს, მოგვწერე პირად შეტყობინებაში

📲 ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 𝟱𝟱𝟱 𝟳𝟬𝟮 𝟳𝟯𝟳

📍 მერაბ კოსტავას #𝟲𝟯 | თბილისი

🦷 თანკბილვა და სხეულის მდგომარეობა - არსებობს თუ არა მათ შორის კავშირი?▪️ თანკბილვა მხოლოდ კბილების სწორ განლაგებას არ გ...
04/08/2026

🦷 თანკბილვა და სხეულის მდგომარეობა - არსებობს თუ არა მათ შორის კავშირი?

▪️ თანკბილვა მხოლოდ კბილების სწორ განლაგებას არ გულისხმობს. მნიშვნელოვანია ზედა და ქვედა ყბების ურთიერთმდებარეობა და ისიც, თუ როგორ ფუნქციონირებს მთლიანობაში ყბა-სახის სისტემა.

🔎 თანამედროვე კვლევები მიუთითებს, რომ თანკბილვის გარკვეულ დარღვევებს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს თავისა და კისრის მდგომარეობასა და სხეულის ბალანსთან.

👧🧒 განსაკუთრებით საინტერესოა ეს საკითხი ბავშვებსა და მოზარდებში, როდესაც ყბა-სახისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია.

☝️ თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს კავშირი კომპლექსურია - თანკბილვის დარღვევა არ უნდა განვიხილოთ ხერხემლის ან სხეულის მდგომარეობის ცვლილების პირდაპირ მიზეზად.

▪️ სწორედ ამიტომ, თითოეული პაციენტის მდგომარეობა ინდივიდუალურ და კომპლექსურ შეფასებას საჭიროებს.

👩‍⚕️ ორთოდონტიული დიაგნოსტიკა მხოლოდ კბილების სისწორის შეფასება არ არის.
მისი მიზანია თანკბილვის, ყბების ურთიერთმდებარეობისა და ყბა-სახის სისტემის ფუნქციის სრულყოფილი შეფასება, რათა საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა სწორად და ინდივიდუალურად დაიგეგმოს.

📩 ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

📲 ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 𝟱𝟱𝟱 𝟳𝟬𝟮 𝟳𝟯𝟳

📍 მერაბ კოსტავას #𝟲𝟯 | თბილისი

🦷✨ 5 რჩევა, თუ როგორ შევინარჩუნოთ თეთრი კბილები 👇🏼📩 ჩასაწერად მოგვწერე პირად შეტყობინებაში📲 ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 𝟱𝟱...
01/08/2026

🦷✨ 5 რჩევა, თუ როგორ შევინარჩუნოთ თეთრი კბილები 👇🏼

📩 ჩასაწერად მოგვწერე პირად შეტყობინებაში

📲 ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 𝟱𝟱𝟱 𝟳𝟬𝟮 𝟳𝟯𝟳

📍 მერაბ კოსტავას #𝟲𝟯 | თბილისი

✨😁 უფრო ნათელი ღიმილი - მეტი თავდაჯერებულობისთვის!☕🦷 ყავა, ჩაი და სხვა ყოველდღიური ჩვევები დროთა განმავლობაში კბილების ბ...
29/07/2026

✨😁 უფრო ნათელი ღიმილი - მეტი თავდაჯერებულობისთვის!

☕🦷 ყავა, ჩაი და სხვა ყოველდღიური ჩვევები დროთა განმავლობაში კბილების ბუნებრივ ფერზე აისახება და ღიმილიც თანდათან კარგავს პირვანდელ სითეთრეს.

✨ კბილების გათეთრება კი შესაძლებლობას გაძლევს, მიიღო უფრო ნათელი, ბუნებრივი ღიმილი პროფესიონალის მეთვალყურეობის ქვეშ.

🤍 პროცედურა ინდივიდუალურად, კბილების მდგომარეობის შეფასების შემდეგ იგეგმება, რათა სასურველ შედეგს უსაფრთხოდ და ეფექტურად მივაღწიოთ.

💎 ნათელი, თავდაჯერებული ღიმილი
✨ უსაფრთხო პროცედურა
🤍 ბუნებრივი შედეგი

🩷 გაიღიმე თამამად და მიანდე შენი ღიმილი ზენდენტალის პროფესიონალებს!

📩 ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

📲 ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 𝟱𝟱𝟱 𝟳𝟬𝟮 𝟳𝟯𝟳

📍 მერაბ კოსტავას #𝟲𝟯 | თბილისი

26/07/2026

🦷✨ მხატვრული რესტავრაცია - როდესაც ლამაზი ღიმილის შექმნა შესაძლებელია მინიმალური ჩარევით.

▪️ მხატვრული (ესთეტიკური) რესტავრაცია კომპოზიტური მასალით კბილის ფორმის, ზომის, ფერისა და ესთეტიკის აღდგენის თანამედროვე მეთოდია.

✔️ მისი საშუალებით შესაძლებელია:

- კბილებს შორის სივრცის შევსება;
- ჩამოტეხილი ან გაბზარული კბილის აღდგენა;
- კბილის ფორმისა და პროპორციების კორექცია;
- ღიმილის ესთეტიკის გაუმჯობესება;

✨ პროცედურა ტარდება მინიმალური ინვაზიურობით, ხშირ შემთხვევაში კბილის ქსოვილის მაქსიმალური შენარჩუნებით, ხოლო შედეგი ბუნებრივი და ჰარმონიულია.

📩 თუ გსურს, შენი ღიმილი კიდევ უფრო ლამაზი და სრულყოფილი გახდეს, მოგვწერე პირად შეტყობინებაში

📲 ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 𝟱𝟱𝟱 𝟳𝟬𝟮 𝟳𝟯𝟳

📍 მერაბ კოსტავას #𝟲𝟯 | თბილისი

🦠 პრობლემა, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს!🦷 პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის (ჰალიტოზის) მიზეზი ყოველთვის კუჭი არ არის...
23/07/2026

🦠 პრობლემა, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს!

🦷 პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის (ჰალიტოზის) მიზეზი ყოველთვის კუჭი არ არის - ხშირად მიზეზი სწორედ პირის ღრუში იმალება.

⚠️ ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური მიზეზებია:

- ღრძილების ანთება და პაროდონტის დაავადებები;
- კბილებზე დაგროვილი ნადები და ქვა;
- კარიესი;
- ენის ზედაპირზე დაგროვილი ბაქტერიები;
- პირის სიმშრალე და არასაკმარისი ნერწყვის გამოყოფა;
- პირის ღრუს არასრულყოფილი ჰიგიენა.

ჰალიტოზი საშიშია❓

▪️ თავად უსიამოვნო სუნი დაავადება არ არის, თუმცა ხშირად არსებული პრობლემის სიმპტომია.

▪️ თუ ის ყოველდღიური ჰიგიენის მიუხედავად არ ქრება, შესაძლოა საჭირო იყოს გამოკვლევა, რათა დადგინდეს მიზეზი და დროულად მოგვარდეს პრობლემა.

✔️ როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან?

- ჩაიტარეთ კბილების პროფესიული 6 თვეში ერთხელ;
- დროულად იმკურნალეთ კარიესი და ღრძილების დაავადებები;
- გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ და არ დაგავიწყდეთ ენისა და კბილთაშორისი სივრცეების გაწმენდა;
- რეგულარულად ეწვიეთ სტომატოლოგს პროფილაქტიკურ ვიზიტებზე.

📩 ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

📲 ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 𝟱𝟱𝟱 𝟳𝟬𝟮 𝟳𝟯𝟳

📍 მერაბ კოსტავას #𝟲𝟯 | თბილისი

🦷 არა. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია.⚠️ სიბრძნის კბილის ამოღება მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როდესაც:▫️ იწვევს ტკი...
20/07/2026

🦷 არა. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია.

⚠️ სიბრძნის კბილის ამოღება მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როდესაც:

▫️ იწვევს ტკივილს ან ანთებას;

▫️ ვერ ამოდის ბოლომდე ან იზრდება ჰორიზონტალურად, რაც აწვება და აზიანებს მეზობელ კბილს;

▫️ არასწორი პოზიციის გამო არღვევს თანკბილვას და აფერხებს ორთოდონტიულ მკურნალობას;

▫️ მდებარეობის გამო რთულდება სრულყოფილი ჰიგიენა, რაც ზრდის კარიესისა და ღრძილების დაავადებების რისკს;

🦷 თუ სიბრძნის კბილი სწორად არის ამოსული, არ გაწუხებთ და ჯანმრთელია - მისი ამოღება შესაძლოა საერთოდ არ იყოს საჭირო.

🥼 ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და გადაწყვეტილება მიიღება კლინიკური დათვალიერებისა და რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე.

📩 ჩასაწერად მოგვწერე პირად შეტყობინებაში

📲 ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 𝟱𝟱𝟱 𝟳𝟬𝟮 𝟳𝟯𝟳

📍 მერაბ კოსტავას #𝟲𝟯 | თბილისი

🦷☀️ მოგზაურობის სეზონი უკვე დაიწყო - კბილის ტკივილი კი ნამდვილად არ არის ის, რაც მოგზაურობისას გჭირდება!🧳 ბილეთები ნაყიდ...
17/07/2026

🦷☀️ მოგზაურობის სეზონი უკვე დაიწყო - კბილის ტკივილი კი ნამდვილად არ არის ის, რაც მოგზაურობისას გჭირდება!

🧳 ბილეთები ნაყიდია, სასტუმრო დაჯავშნილია, ბარგიც თითქმის მზადაა...

🥼 მაგრამ დასვენების დაგეგმვისას სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტიც აუცილებლად გაითვალისწინე.

🤯 კბილის ტკივილმა და სხვა სტომატოლოგიურმა პრობლემებმა შეიძლება ყველაზე მოულოდნელ დროს შეგვახსენოს თავი.

👩‍⚕️ პროფილაქტიკური ვიზიტი საშუალებას გაძლევს

▪️ წინასწარ შევაფასოთ პირის ღრუს მდგომარეობა
▪️ დროულად აღმოვაჩინოთ არსებული პრობლემები
▪️ და საჭიროების შემთხვევაში მოვაგვაროთ ისინი.

☀️ ამიტომ, თუ გსურს, მოულოდნელობებმა შენი დასვენება არ გააფუჭოს:

🦷 შეამოწმე
🦷 იმკურნალე
✈️ იმოგზაურე მშვიდად

📩 ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

📲 ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 𝟱𝟱𝟱 𝟳𝟬𝟮 𝟳𝟯𝟳

📍 მერაბ კოსტავას #𝟲𝟯 | თბილისი

Address

Merab Kostava Str. 63
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 19:00

Telephone

+995 555 70 27 37

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ZenDental posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ZenDental:

Shortcuts

Share