Nino Gagnidze's Handmade

Nino Gagnidze's Handmade handcraft

14/02/2026

➖ „ქალაქი, რომლისკენაც ერთაოზი დაიძრა, დღესაც არ აღინიშნება ყველა რუკაზე და ჩვენს დროშიაც „სხვადასხვა დასახლებულ პუნქტად“ ასახელებენ. ამ ქალაქს შუაში პატარა მდინარე ჩაუდიოდა, რომლისთვისაც უფრო სწორი იქნებოდა, მოსიარულე წყალი გვეწოდებინა. ეკლარის ქვით ნაშენი სახლებიდან მუდამჟამს გიტარის სევდის მომგვრელი კვნესა ისმოდა. ღორები ქუჩაში სამყურას გლეჯდნენ. ვენახებით დატყვევებულ ქალაქში ნახევარი მოსახლეობა მთვრალი იყო, მეორე ნახევარი კი უფრო მთვრალი, ანდა პირიქით.

გუბერნატორს ჭიშკარს ჰპარავდნენ და ნალებს ჭედავდნენ. ღამღამობით მგლები ტყიდან ტყეში ქალაქის ქუჩებით გადადიოდნენ მოკლეზე. სახელგანთქმულ ტრაგიკოსს, უბადლო ჰამლეტს დუქნებიდან წამოყოლილი ღვინის მწერები დასდევდნენ სცენაზე, ტაშის დროს კი ჭერიდან კეტეტილები ცვიოდნენ. ცხენოსნები ტროტუარზე დასეირნობდნენ. უყვარდათ სიტყვები: „გენიოზი“, „გრადუზი“, „ბალზაკი“. სწამდათ სიზმრების, ჭიამაიების, მარჩიელების, ჭინკების, სწამდათ, რომ ხოჯავა მეთულუხჩეს ორი გული აქვს და სრიალა კუდი წინიდან. ოქროთი სავსე თასით მთელ ქალაქს მოივლიდა კაცი შუა ღამით უშიშრად, ლობიო მესამე წყალში იხარშებოდა. მოქალაქეთა ფიქრები და აზროვნება დაბურული იყო, დამოკიდებულებანი კი ტკბილი, როგორც გაჩენის პირველ დღეს. ვაჭრობდნენ მტკნარად, ღიმილით.

ოცდასამი თერძი, ოცდაორი მეთოფე, სამასი გიტარა, ბერუჩევის ბაღი, ქინაქინა, ბანოჯის წურბელები, საპონი იარმურკის, თევზი რებეცი, ჩაი კონტონის, სახლი ღვთისშვილის, სახლი საჯდომად - ორას სამი, სახლი გირაოთი - ორმოცდათორმეტი. დროშის მტვირთველი - ერთი.

უბედურ შემთხვევათა რიცხვი: მეხდაცემულობა - 3 კაცი, 0 ქალი. მკრეხელობა - 7 კაცი, 29 ქალი. გაყინვა - 1 კაცი, 0 ქალი. ჩინოვნიკთა უპატივცემულობა - 0 კაცი, 0 ქალი. ქამასოკოთი მოწამვლა - 78 კაცი, 78 ქალი. კბილების დაგდებინება - 25 კაცი, 0 ქალი. კბილების ჩაგდებინება - 57 კაცი, 0 ქალი. გარეული ცხოველებისგან დაკბენა - 2 კაცი, 1 ქალი.

ქუჩებში ისეთი სიჩუმე იდგა, რომ პეპელას ფრთების ფრთქიალს გაიგონებდით და ყველა დღე უქმეს მოგაგონებდათ“.

📖 რეზო გაბრიაძე, „უცხო ჩიტი“ | გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, ქუთაისის ფილიალი, 1978წ.

14/02/2026

Some paintings just don’t give up easily.

This 24 x 24” acrylic painting on canvas pushed me, resisted me, and made me question every move… and honestly, I’m still not 100% sure it’s finished. Sometimes the best thing an artist can do is step away and let the painting breathe. So for now, it sits — quietly deciding what it wants to be.

Texture, layers, history, hesitation, instinct — it’s all in here. And sometimes… that’s exactly where the magic lives.

24 x 24” original abstract painting
Acrylic on canvas
Currently in the studio — resting, not rushed

23/11/2025
წვიმს დღეს...
22/06/2025

წვიმს დღეს...

Mood!🌦
12/06/2025

Mood!🌦

Address

Tbilisi
0177

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Nino Gagnidze's Handmade posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Nino Gagnidze's Handmade:

Shortcuts

Share

Category