შინმოვლა-Home Care

შინმოვლა-Home Care შინმოვლა არის სამედიცინო, სარეაბილიტაციო, ფსიქოლოგიური და სოციალური მომსახურების ერთობლიობა. The service model is based on a German model.

Geo/Eng

პროექტის მიზანი: თბილისსა და გორში მცხოვრები მოსახლეობის შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარება; საექთნო განათლების განვითარების ხელშეწყობა.

პროექტ შინმოვლის ფარგლებში, პროფესიონალი სამედიცინო პერსონალი პაციენტს ბინაზე აწვდის სამედიცინო, სარეაბილიტაციო, ფსიქოლოგიურ და სოციალურ მომსახურებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

დახმარებას იღებენ ადამიანები, რომლებსაც დროებითი ან მუდმივი ფიზიკური ტრავმის ან დაავადების შედეგად, შეზღუდული აქვთ დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა; ადამიანები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადება ან გამოჯანმრთელების პროცესში არიან; ხანდაზმულები და შშმ პირები.

საქართველოში თანამედროვე შინმოვლის კონცეფცია საქართველოს კარიტასის მიერ ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში იყო წარმოდგენილი.
პროექტის განვითარება და სამედიცინო გუნდის მომზადება გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ჩეხეთისა და რუმინეთის კარიტასების მატერიალური და მეთოდური მხარდაჭერით მოხდა.

სერვისების მომსახურება დაფუძნებულია გერმანულ მოდელზე.

დონორისა და სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ მოსახურებასთან ერთად, რომელიც სოციალურად დაუცველი პირებისთვის ხორციელდება, კარიტასი მოსახლეობას ფასიან მომსახურებასაც სთავაზობს.
დეტალური ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.shinmovla.caritas.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 2 34-76-75


Project Goal: to provide Home Care services to the residents of Tbilisi and Gori; to develop the capacity of the local municipalities in the field of management of health and social programs; to develop Nursing Education. Within the Home Care project, healthcare professionals provide medical, rehabilitation, psychological and social services to patients (people, who due to their health problems can not leave the house) at their homes with the aim to stabilize their health condition and improve the quality of life. Along with donor and state-subsidized services for socially vulnerable persons, Caritas also offers paid services to the population. For detailed information please contact us: 2 34-76-75

mkurnali.geსტატია საქართველოს კარიტასის შინმოვლის პროექტის შესახებhttps://mkurnali.ge/skhvadaskhva/socialuri/26653-titoe...
12/03/2026

mkurnali.ge
სტატია საქართველოს კარიტასის შინმოვლის პროექტის შესახებ
https://mkurnali.ge/skhvadaskhva/socialuri/26653-titoeuli-adamiani-imsaxurebs-girseul-siberes.html

საქართველოს კარიტასის შინმოვლის პროექტის მიზანია, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს მიეწოდოთ ხარისხიანი ...

23/02/2026

🏠💙 შინმოვლა — როცა ხარისხიანი სამედიცინო დახმარება ბენეფიციარამდე მიდის!
2025 წელს შინმოვლის პროექტმა წარმატებით შეასრულა თავისი მთავარი მიზანი — ხარისხიანი შინმოვლის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება.
👩‍⚕️ ჩვენი გუნდის თავდადებული მუშაობის შედეგად:
🔹 528 ბენეფიციარმა თბილისში და გორში მიიღო შინმოვლის სერვისი
🔹 განხორციელდა 17,640 სამედიცინო ვიზიტი.
🔹 290 პაციენტს ჩაუტარდა ქრონიკული ჭრილობების პროფესიული მკურნალობა.
🔹 გარდაბნის პირველადი ჯანდაცვის ცენტრმა 156 ბენეფიციარს გაუწია სამედიცინო მომსახურება
📍 ფოტოზე აღბეჭდილია ქირურგის ვიზიტი პაციენტის სახლში — მაგალითი იმისა, თუ როგორ ვუზრუნველყოფთ პროფესიულ, ღირსეულ და ადამიანზე ორიენტირებულ ზრუნვას.
ჩვენ გვჯერა, რომ ჯანმრთელობის დაცვა იწყება ზრუნვით.

Address

Kurdiani Street 3
Tbilisi
01

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შინმოვლა-Home Care posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to შინმოვლა-Home Care:

Shortcuts

Share