ბუკიას ლაბორატორია • BUKIA's Laboratory

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ბუკიას ლაბორატორია • BUKIA's Laboratory

ბუკიას ლაბორატორია • BUKIA's Laboratory Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ბუკიას ლაბორატორია • BUKIA's Laboratory, Diagnostic Center, შარტავას ქ. 16, Tbilisi.

გილოცავთ მარიამობას!ბუკიას ლაბორატორია გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, სიყვარულსა და კეთილდღეობას. ❤️📌 გაცნობებთ სამუ...
28/08/2026

გილოცავთ მარიამობას!

ბუკიას ლაბორატორია გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, სიყვარულსა და კეთილდღეობას. ❤️

📌 გაცნობებთ სამუშაო რეჟიმს:
28, 29 და 30 აგვისტოს ლაბორატორია ისვენებს.
31 აგვისტოდან მუშაობა განახლდება ჩვეულ რეჟიმში.

მადლობა ნდობისთვის
ბუკიას ლაბორატორია - დროში გამოცდილი ნდობა♥️

ერთი პატარა დეტალი, რომელსაც შეუძლია სპერმოგრამის შედეგი შეცვალოს 🔬სპერმოგრამის სიზუსტე მხოლოდ ლაბორატორიულ კვლევაზე არ ...
27/08/2026

ერთი პატარა დეტალი, რომელსაც შეუძლია სპერმოგრამის შედეგი შეცვალოს 🔬

სპერმოგრამის სიზუსტე მხოლოდ ლაბორატორიულ კვლევაზე არ არის დამოკიდებული - მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორ არის ნიმუში შეგროვებული.

ეაკულატის პირველი ნაწილი განსაკუთრებით მდიდარია სპერმატოზოიდებით. ამიტომ, თუ ნიმუშის ნაწილი დაიკარგა, შეიძლება შეიცვალოს ეაკულატის მოცულობა, სპერმატოზოიდების კონცენტრაცია, საერთო რაოდენობა და სხვა მაჩვენებლებიც.

📌 მნიშვნელოვანია: კვლევისთვის საჭიროა ეაკულატის სრული მოცულობის შეგროვება.

თუ ნიმუშის ნაწილი დაიკარგა, ამის შესახებ აუცილებლად უნდა ეცნობოს ლაბორატორიას - ეს ინფორმაცია შედეგის სწორად შეფასებისთვის მნიშვნელოვანია.

ბუკიას ლაბორატორია - დროში გამოცდილი ნდობა. ♥️

#ბუკიასლაბორატორია
#სპერმოგრამა
#მამაკაცისფერტილობა

რეფერენტული მაჩვენებლების ევოლუცია სპერმოგრამაში - ციფრების ცვლილებიდან ინტერპრეტაციის ცვლილებამდეერთი ფრაგმენტი ლექციიდ...
22/08/2026

რეფერენტული მაჩვენებლების ევოლუცია სპერმოგრამაში - ციფრების ცვლილებიდან ინტერპრეტაციის ცვლილებამდე

ერთი ფრაგმენტი ლექციიდან
ლ. შანიძე

WHO-ს სპერმის კვლევის ლაბორატორიული სახელმძღვანელოს ექვსი გამოცემა - სამეცნიერო ცოდნისა და მუდმივად დახვეწილი ლაბორატორიული სტანდარტების გზა.

1980 • 1987 • 1992 • 1999 • 2010 • 2021

პირველი, 1980 წლის გამოცემა მხოლოდ 43 გვერდს მოიცავდა.

2010 წლის მე-5 გამოცემაში რეფერენტული მონაცემები პირველად დაეფუძნა დაახლოებით 1900 ფერტილური მამაკაცის კვლევას, რომელთა პარტნიორებთან ორსულობა 12 თვის განმავლობაში დადგა.

2021 წლის მე-6 გამოცემა უკვე 276-გვერდიანი თანამედროვე ლაბორატორიული სახელმძღვანელოა, ხოლო რეფერენტული მონაცემების ბაზა გაფართოვდა დაახლოებით 3500 ფერტილურ მამაკაცამდე - 12 ქვეყნიდან და 5 კონტინენტიდან.

ეს ზრდა მხოლოდ გვერდებისა და მონაცემთა რაოდენობას არ ასახავს - მასთან ერთად გაფართოვდა მტკიცებულებათა ბაზა და შეიცვალა შედეგების ინტერპრეტაციის მიდგომაც.

ამ ექვსი გამოცემის ისტორია მხოლოდ ახალი მეთოდებისა და შეცვლილი ციფრების ისტორია არ არის. თანდათან იცვლებოდა თავად სპერმოგრამის შეფასების პრინციპებიც.

იცვლებოდა რეფერენტული მაჩვენებლებიც:

🔹 მოცულობა - 2.0 → 1.5 → 1.4 მლ
🔹 კონცენტრაცია - 20 → 15 → 16 მლნ/მლ
🔹 მორფოლოგია - 50% → 30% → 4%

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უბრალოდ „ნორმა შემცირდა“. შეიცვალა შეფასების კრიტერიუმები, კვლევის მეთოდოლოგია და თავად რეფერენტული ზღვრის ინტერპრეტაცია.

თანამედროვე მიდგომით, ერთი რიცხვი ფერტილობასა და ინფერტილობას შორის მკაცრ საზღვარს ვერ ავლებს.

ექვსი წიგნი - ერთი მეცნიერების უწყვეტი განვითარება. 🔬📚

17/08/2026
ერთი ნიმუში  -  სამი განსხვავებული ხედვა 🔬🧬⚡სპერმოგრამა მამაკაცის ფერტილობის შეფასების ძირითადი კვლევაა. თუმცა ზოგჯერ უფ...
13/08/2026

ერთი ნიმუში - სამი განსხვავებული ხედვა 🔬🧬⚡

სპერმოგრამა მამაკაცის ფერტილობის შეფასების ძირითადი კვლევაა. თუმცა ზოგჯერ უფრო ღრმა შეფასებაა საჭირო - რადგან სპერმოგრამის ნორმალური მაჩვენებლების შემთხვევაშიც შეიძლება არსებობდეს ცვლილებები, რომლებსაც მიკროსკოპიული შეფასება ვერ აფიქსირებს.

ერთი ნიმუშიდან, სხვადასხვა მეთოდით, შესაძლებელია მამაკაცის რეპროდუქციული პოტენციალის სამი მიმართულებით შეფასება:

🔬 სპერმოგრამა - განსაზღვრავს სპერმატოზოიდების რაოდენობას და აფასებს მათ მოძრაობასა და მორფოლოგიას.

🧬 სპერმის დნმ ფრაგმენტაცია (DFI) - გვაძლევს ინფორმაციას გენეტიკური მასალის - დნმ-ის მთლიანობისა და დაზიანების ხარისხის შესახებ.

⚡ ოქსიდაციური სტრესი (ROS) - გვეხმარება შევაფასოთ ოქსიდაციური დისბალანსი, რომელმაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს სპერმატოზოიდის ფუნქციაზე და ხელი შეუწყოს დნმ-ის დაზიანებას.

📌 როდის შეიძლება დაგვჭირდეს უფრო ღრმა შეფასება?

• როდესაც ორსულობა არ დგება, მიუხედავად სპერმოგრამის ნორმალური მაჩვენებლებისა;
• გაურკვეველი მიზეზის მამაკაცის უნაყოფობის დროს;
• განმეორებითი რეპროდუქციული წარუმატებლობისას;
• IVF/ICSI-ის წარუმატებელი მცდელობებისას;
• ვარიკოცელეს, ანთებითი პროცესებისა და სხვა რისკ-ფაქტორების არსებობისას.

როცა მიკროსკოპიული შეფასება ყველა კითხვას ვერ პასუხობს, დამატებითი კვლევები მამაკაცის რეპროდუქციული პოტენციალის უკეთ შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს.

📅 კვლევები სრულდება ყოველდღიურად.

ბუკიას ლაბორატორია - დროში გამოცდილი ნდობა♥️

#ბუკიასლაბორატორია #სპერმოგრამა #დნმფრაგმენტაცია #ოქსიდაციურისტრესი #მამაკაცისფერტილობა #მამაკაცისრეპროდუქციულიჯანმრთელობა

საინტერესო შეხვედრა და გამოცდილების გაზიარებათსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკაში.
29/07/2026

საინტერესო შეხვედრა და გამოცდილების გაზიარება
თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

13/07/2026

🔬 ერთი წუთი ლაბორატორიიდან

ჩვენმა კოლეგამ გადაწყვიტა მეორე კოლეგის დაღლილი სახე ჩუმად გადაეღო და შემდეგ მისთვის ეჩვენებინა. 😊
ამ ვიდეომ კი ახალი იდეა გააჩინა - გაჩვენოთ ის, რასაც პაციენტები ჩვეულებრივ ვერ ხედავენ: რეალური ისტორიები და ყოველდღიური სამუშაო ჩვენი ლაბორატორიიდან.

თუ მოგეწონებათ, „ერთი წუთი ლაბორატორიიდან“ აუცილებლად გაგრძელდება. 🔬

P.S. ვიდეო სპონტანურად გადაიღეს, ამიტომ მცირე ხარვეზებისთვის ბოდიშს გიხდით. 😊
#ბუკიასლაბორატორია #

🎉 ბუკიას ლაბორატორიის სახელით გულითადად ვულოცავთ დაბადების დღეს ჩვენი ლაბორატორიის კონსულტანტს, გამორჩეულ უროლოგს, საუკე...
02/07/2026

🎉 ბუკიას ლაბორატორიის სახელით გულითადად ვულოცავთ დაბადების დღეს ჩვენი ლაბორატორიის კონსულტანტს, გამორჩეულ უროლოგს, საუკეთესო ექიმს, საიმედო მეგობარს და ულამაზესი ოჯახის ღირსეულ მამას - ალიკო კაკონაშვილს!

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და პროფესიულ წარმატებებს. ბედნიერ დაბადების დღეს! 🎂🎉
პატივისცემით,
ბუკიას ლაბორატორიის გუნდი ♥️

📌 სპერმოგრამა - მამაკაცის ფერტილობის შეფასების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ლაბორატორიული კვლევა.სპერმოგრამა გვაძლევ...
29/06/2026

📌 სპერმოგრამა - მამაკაცის ფერტილობის შეფასების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ლაბორატორიული კვლევა.
სპერმოგრამა გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას:

✅სპერმატოზოიდების რაოდენობის შესახებ
✅მოძრაობისა და სიცოცხლისუნარიანობის შესახებ
✅ მორფოლოგიის შესახებ (კრიუგერის მკაცრი კრიტერიუმებით)
✅ ანთებითი პროცესის შესაძლო ნიშნების შესახებ

🔬 საჭიროების შემთხვევაში კვლევა შეიძლება შეივსოს დამატებითი ტესტებით - MAR ტესტით, სპერმატოზოიდების DNA-ის ფრაგმენტაციის კვლევით,ოქსიდაციური სტრესით და სხვა.

ბუკიას ლაბორატორია - დროში გამოცდილი ნდობა მამაკაცის ფერტილობის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში.

📍 მისამართი: შარტავას 16 (GAMC)
☎️ 599 42 30 10
#ბუკიასლაბორატორია
#სპერმოგრამა
#მამაკაცისფერტილობა #მამაკაცებისჯანმრთელობა

🔬 პასუხები ლაბორატორიიდან💬 კითხვა:„დანიშნული მაქვს ეაკულაციის შემდეგ შარდის გამოკვლევა. რას მომცემს ეს კვლევა, თუ ეაკულა...
26/06/2026

🔬 პასუხები ლაბორატორიიდან

💬 კითხვა:
„დანიშნული მაქვს ეაკულაციის შემდეგ შარდის გამოკვლევა. რას მომცემს ეს კვლევა, თუ ეაკულაციის დროს მასალა საერთოდ არ გამომეყოფა?“

📍 პასუხი:

სწორედ ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ეს კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

თუ ეაკულაციის დროს სპერმა გარეთ არ გამოიყოფა ან მისი რაოდენობა ძალიან მცირეა, ერთ-ერთი შესაძლო მიზეზია რეტროგრადული ეაკულაცია - მდგომარეობა, როდესაც ეაკულატი, შარდსადენიდან გარეთ გამოსვლის ნაცვლად, შარდის ბუშტში ხვდება.

ამიტომ ეაკულაციის შემდეგ აღებული შარდის ნალექის მიკროსკოპიული კვლევა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, შეიცავს თუ არა შარდი სპერმატოზოიდებს.

📍 რას გვაძლევს ეს ინფორმაცია?

თუ შარდის ნალექში სპერმატოზოიდები აღმოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ მათი წარმოქმნა შენარჩუნებულია და პრობლემა უფრო ეაკულაციის მექანიზმს უკავშირდება.

თუ სპერმატოზოიდები არც ეაკულატში და არც ეაკულაციის შემდგომ შარდში არ ფიქსირდება, საჭირო გახდეს დამატებითი კვლევები მიზეზის დასადგენად.

ამიტომ, როდესაც ეაკულატი არ გამოიყოფა ან მისი მოცულობა ძალიან მცირეა, ექიმმა შესაძლოა დამატებით სწორედ ეაკულაციის შემდგომი შარდის კვლევა დანიშნოს.

#ბუკიასლაბორატორია #პასუხებილაბორატორიიდან #სპერმოგრამა #რეტროგრადულიეაკულაცია #მამაკაცისფერტილობა

Address

შარტავას ქ. 16
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 11:00 - 17:00

Telephone

0322 37 61 50

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბუკიას ლაბორატორია • BUKIA's Laboratory posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ბუკიას ლაბორატორია • BUKIA's Laboratory:

Shortcuts

Share