16/07/2026
🇬🇧 ლონდონში, ESHRE 2026-ის კონგრესზე, წარვადგინეთ საქართველოში ჩატარებული პირველი მტარებლობის სკრინინგის Expanded Carrier Screening (ECS) კვლევის შედეგები.
კვლევა 864 ქართველი პაციენტის მონაცემებს მოიცავდა და მისმა წინასწარმა შედეგებმა აჩვენა:
🧬 პათოგენური მტარებლობის მაღალი სიხშირე ქართულ პოპულაციაში;
🧬 ჩვენი პოპულაციისთვის დამახასიათებელი გენების განაწილება;
🧬 Expanded Carrier Screening-ის მნიშვნელოვანი როლი რეპროდუქციულ მედიცინაში და ოჯახის დაგეგმვაში.
ვიმედოვნებთ, რომ ეს კვლევა საქართველოში მტარებლობის სკრინინგის ფართო დანერგვისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება.
იხილეთ ვრცლად: https://www.eshre.eu/ESHRE2026/Programme/ESHRE-2026-Searchable-scientific-programme #/cmcore/abstractdetails/config/lon2026normal/3d37cc02ced76658f0246bfe684b35e217daa85ace212a2027fa808f2adfa05a