Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა

Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში ლგბტქ ადამიანების უფლებების დასაცავად. ჩაგვრის წინააღმდეგ!

21/06/2026

👩‍⚕️👩‍⚕️ ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი და ეპიდემიოლოგი სოფიო ადამია B ჰეპატიტისა და პაპილომა ვირუსის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს სცემენ პასუხს.

🦠 B ჰეპატიტი ღვიძლის ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია B ჰეპატიტის ვირუსით (HBV). მას შეუძლია გამოიწვიოს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ინფექცია, რაც ზრდის ღვიძლის ციროზისა და ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს.

🦠 ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ზოგიერთი შტამი ონკოგენურია და სხვადასხვა სახის სიმსივნის განვითარებას უკავშირდება, ხოლო დანარჩენი შტამები კანისა და ლორწოვანი გარსების ზედაპირზე მეჭეჭებისა და კონდილომების წარმოქმნას იწვევს. ვირუსი ძირითადად გადაეცემა უშუალო კონტაქტით, მათ შორის, სქესობრივი გზით.

საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, პარტნიორ კლინიკაში „ნეოლაბი” უფასოდ ჩაიტაროს B ჰეპატიტისა და ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

📽️ ვიდეო მომზადებულია „თანასწორობის მოძრაობის” მიერ აივ ინფექციის პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის (PrEP) პროგრამის ფარგლებში.

07/06/2026

👩‍⚕️ ექიმი-ინფექციონისტი ნინო რუხაძე და ექიმი-ინფექციონისტი ქეთი მშვიდობაძე პეპ-ის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობენ.

პეპ-ი, იგივე პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა, აივ/შიდსის პრევენციის მეთოდია. პეპ-ი (PEP) ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსთან დაკავშირებული სარისკო ქცევიდან მაქსიმუმ 72 საათის ვადაში აივ-ის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებას გულისხმობს.

პეპ-ის მიღება შეგიძლიათ უფასოდ და ანონიმურად 24 საათის განმავლობაში. მედიკამენტის მისაღებად უნდა მიმართოთ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს.

📽️ ვიდეო მომზადებულია „თანასწორობის მოძრაობის” მიერ, აივ ინფექციის პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის (PrEP) პროგრამის ფარგლებში.

„ჰომოფობია ახშობს ადამიანების ხმას და თავისუფლებას უზღუდავს მთელ საზოგადოებას”. ქართველი ენათმეცნიერის და აკადემიკოსის, ...
17/05/2026

„ჰომოფობია ახშობს ადამიანების ხმას და თავისუფლებას უზღუდავს მთელ საზოგადოებას”.

ქართველი ენათმეცნიერის და აკადემიკოსის, მზექალა შანიძის, კომენტარს ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ონლაინ გამოცემა, Netgazeti ავრცელებს.

17 მაისს ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე აღინიშნება. საქართველოში კი უკვე მრავალი წელია, აღნიშნული თარიღი ჩაგვრისა და უსამართლობის სიმბოლოდ იქცა.

🏳️‍🌈 17 მაისს ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე აღინიშნება. საქართველოში კი უკვე მრავალი წელია, აღნ...
17/05/2026

🏳️‍🌈 17 მაისს ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე აღინიშნება. საქართველოში კი უკვე მრავალი წელია, აღნიშნული თარიღი ჩაგვრისა და უსამართლობის სიმბოლოდ იქცა.

ოჯახი ყველასთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი დასაყრდენია, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც სახელმწიფოს არ შეუძლია საკუთარ მოქალაქეებისთვის სოციალური დაცვისა და უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება. ამის ნაცვლად, თვალთმაქცურად წაქეზებული სიძულვილის გამო, ლგბტ+ თემის წევრები ხშირად სწორედ ოჯახური ზრუნვის, მხარდაჭერის და თანადგომის პრივილეგიას ვართ მოკლებული.

ოჯახური და საზოგადოებრივი თანადგომის დანაკლისის ამოვსებას ლგბტ+ სათემო ორგანიზაციები წლებია, ვცდილობთ. დაარსების დღიდან „თანასწორობის მოძრაობამ” ათასობით ადამიანს გაუწია სამედიცინო, ფსიქო-სოციალური და სამართლებრივი დახმარება. დაბრკოლებების მიუხედავად, მოვახერხეთ, დაგვენერგა და შეგვენარჩუნებინა ზრუნვისა და მხარდაჭერის კულტურა, რომელიც შრომას, სიყვარულს და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.

სამწუხაროდ, ლგბტ+ ადამიანების უფლებების, ფიზიკური უსაფრთხოების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შემსუბუქების შესაძლებლობები ბოლო წლებში სწრაფი ტემპით უჩინარდება. 2024 წელს მიღებული „ანტი-ლგბტ+” კანონის მიღებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში ანტი-დასავლური და რეპრესიული სამართლებრივი სისტემის მშენებლობაში, რითაც საქართველოს გეოგრაფიული კონტურები პრორუსული ავტორიტარიზმის რუკაზე მკაფიოდ გამოკვეთა, ხოლო ჩვენს ნაშენებ ზრუნვის სერვისებზე მსუსხავი ეფექტი იქონია.

სირთულეების მიუხედავად, ღირებულებებისადმი ერთგულებით და ერთმანეთის სიყვარულით კვლავ გავაგრძელებთ ერთმანეთის მხარდაჭერას.

აქვე, სოლიდარობას ვუცხადებთ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ პროტესტში მყოფ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებსა და ოჯახებს, რომელთა მხარდაჭერა უნდა იყოს ოჯახების კეთილდღეობაზე მზრუნველი სახელმწიფოს თუ ეკლესიის უპირველესი მიზანი.

სოლიდარობას ვუცხადებთ უკანონოდ დატყვევებულ სინდისის პატიმრებს და უსამართლობასთან მებრძოლ ყველა ადამიანს.

გვჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება ჩვენთან ერთად შეძლებს პოლიტიკური არენიდან გააძევოს საქართველოსთვის არაორგანული ჰომო, ბი, ტრანსფობიური ზიზღი და სიძულვილი!

26 აპრილი ლესბოსელთა ხილვადობის დღეა.ქვეყანაში ლგბტქ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების ფონზე, ლბტ...
26/04/2026

26 აპრილი ლესბოსელთა ხილვადობის დღეა.

ქვეყანაში ლგბტქ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების ფონზე, ლბტ ქალებისთვის კიდევ უფრო შეზღუდულია სივრცე თვითგამოხატვისთვის, პრობლემების თანაგანცდისა და ერთმანეთის კეთიდლდღეობაზე ზრუნვისთვის.

მიუხედავად ამისა, თანასწორობისა და თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე, ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანს ქალები მუდამ წინა ხაზზე დგანან და მძიმე ფასს იხდიან უსამართლო იერარქიების მიერ დამკვიდრებული რეალობის შესაცვლელად.

ლესბოსელთა ხილვადობის დღე კიდევ ერთი შესაძლებლობაა, შეგახსენოთ, რომ ლბტ ქალების წინააღმდეგ მიმართული ავტორიტარული ვექტორი, ვერ დააკნინებს მათი ბრძოლისა და სისტემის მიმართ დაუმორჩილებლობის ისტორიას. გაიმარჯვებს საზოგადოება, სადაც უპირატესია ზრუნვა, სიყვარული და თავისუფლება.

🏳️‍⚧️ 31 მარტი ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის საერთაშორისო დღეა!უკვე მეორე წელია, საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდე...
31/03/2026

🏳️‍⚧️ 31 მარტი ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის საერთაშორისო დღეა!

უკვე მეორე წელია, საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანები მოკლებული არიან შესაძლებლობას, მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო მომსახურება. 2024 წელს ოჯახური ღირებულებების დაცვის მოტივით მიღებულმა კანონმა ტრანსსპეციფიკური ჯანმრთელობის სერვისების კრიმინალიზება და არაერთი ტრანსგენდერი ადამიანის იძულებითი მიგრაცია გამოიწვია.

დღევანდელი დღე შეგვახსენებს გენდერის სამართლებრივი აღიარების აკრძალვის შესახებ სახელმწიფოს არაჰუმანურ გადაწყვეტილებასაც, რაც ტრანსგენდერი ადამიანების იდენტობის წაშლას, მათ უხილავ ჯგუფად გადაქცევასა და მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად წარმოჩენას ისახავს მიზნად.

2025 წელს კანონმდებლობიდან გენდერთან დაკავშირებული ჩანაწერების გაქრობით სახელმწიფომ ფაქტობრივად ღიად განაცხადა უარი, ებრძოლოს გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანების ჩაგვრასა და დისკრიმინაციას.

მიუხედავად გაუსაძლისი რეალობისა, ქვეყანაში შექმნილი ადამიანის უფლებათა კრიზისის პირისპირ, ტრანსგენდერი თემი ავლენს გამორჩეულ ბრძოლისუნარიანობას, სიმტკიცეს და სიმამაცეს. საკანონმდებლო აკრძალვებითა და ადამიანების იდენტობის აღმნიშვნელი ცნებების გაქრობით, ვერ დაკნინდება მათი არსებობის მნიშვნელობა და თვითმყოფადობისთვის შეურიგებელი ბრძოლის მრავალწლიანი ისტორია!

სამართლიანობისა და თანასწორობისთვის ბრძოლაში ყოველთვის ერთად ვიქნებით!

* PLEASE SCROLL DOWN FOR ENGLISH🎄 ინფორმაცია საახალწლო  არდადეგებთან დაკავშირებით: „თანასწორობის მოძრაობის” გუნდი  გილოც...
24/12/2025

* PLEASE SCROLL DOWN FOR ENGLISH

🎄 ინფორმაცია საახალწლო არდადეგებთან დაკავშირებით:

„თანასწორობის მოძრაობის” გუნდი გილოცავთ შობა-ახალ წელს! საახალწლო არდადეგების გამო, ორგანიზაციის ოფისი არ იმუშავებს 25 დეკემბრიდან 12 იანვრამდე. დროის ამ მონაკვეთში შეიზღუდება ყველა სერვისის გაცემა.

🎄 Holiday Schedule Update

Please note that the Equality Movement office will be closed from December 25 to January 12. Services will resume after this period.

Have a happy holiday!

„თანასწორობის მოძრაობის” ორგანიზებით, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია — ჯანმრთელობის ახალი პარადი...
08/12/2025

„თანასწორობის მოძრაობის” ორგანიზებით, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია — ჯანმრთელობის ახალი პარადიგმა: თანასწორობა, ინოვაცია, ინკლუზიურობა — გაიმართა.

კონფერენცია 4 პანელისგან შედგებოდა და მასში მონაწილეობდნენ ლგბტქ+ თემის წევრები, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი-ინფექციონისტები, ეპიდემიოლოგები, სერვისის მიმწოდებელი, სათემო და ლგბტქ+ ორგანიზაციები.

კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს აივ/შიდსთან დაკავშირებული რეაგირების სოციალურ განზომილებაზე და სათემო ორგანიზაციების როლზე საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში. მომხსენებლებმა ასევე განიხილეს აივ ინფექციის პრევენციის ინოვაციური მეთოდები და მასთან დაკავშირებული ადგილობრივი გამოცდილება. კონფერენციის მსვლელობისას განსაკუთრებით აღინიშნა ისეთი მტკივნეულ საკითხები, როგორიცაა ანტი-ლგბტ კანონმდებლობის „მსუსხავი ეფექტი” და ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ახალი ბარიერები. ამასთან, ქვიარ მიგრაციის საგანგაშო ტემპი და ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გაზრდილი რისკები.

„თანასწორობის მოძრაობა” შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან კავშირში კონფერენციას ყოველწლიურად ატარებს. მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა, როგორც პროგრესის შესაფასებლად და თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, ასევე გამოწვევებზე, მომავალ სტრატეგიასა და მიზნებზე სასაუბროდ.

Address

Ia Kargareteli Street 2
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 12:00 - 19:00
Tuesday 12:00 - 19:00
Wednesday 12:00 - 19:00
Thursday 12:00 - 19:00
Friday 12:00 - 19:00

Telephone

+995322479748

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა:

Shortcuts

Share