09/09/2026
💡მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა აცხადებს მიღებას ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსზე, რომელიც აღიარებულია ქცევის ანალიზის საერთაშორისო ორგანიზაციის - IBAO-ს - მიერ.
📚ტრენინგ კურსს წარუძღვებიან მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამმას საერთაშორისო ქცევის ანალიტიკოსები:
ელენე გურგენიძე - MA, IBA
ია ლომინაშვილი - MA, IBA
თეონა ქარუმიძე - MA, IBA
🔍 კურსი მოიცავს თეორიულ 40 და პრაქტიკის 25 სთ;
🔍 შედგება ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითადი საკითხებისგან, რომლებიც განსაზღვრულია ქცევის საერთაშორისო ორგანიზაციის IBAO-ს მიერ.
კურსი განკუთვნილია ქცევის გამოყენებითი ანალიზით დაინტერესებული პირებისთვის (სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი), რომლებიც მუშაობენ ან გეგმავენ მუშაობას აუტიზმისა და სხვა ნეიროგანვითარებითი დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებთან.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ შეძლებთ:
📍გაიაროთ პრაქტიკა და იმუშაოთ სუპერვიზის ქვეშ ქცევის თერაპევტად/ტექნიკოსად.
📍გამოიყენოთ ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითადი პრინციპები სხვადასხვა სირთულეების მქონე ბავშვებთან მუშაობისას.
📍გამოიყენოთ ახალი უნარების სწავლებისა და არასასურველი ქცევის შემცირების სტრატეგიები.
📍ასევე, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, გექნებათ შესაძლებლობა ჩააბაროთ საერთაშორისო გამოცდა და გახდეთ სერტიფიცირებული ქცევის თერაპევტი/ტექნიკოსი/IBT.
სწავლება ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში - დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც პირისპირ, ასევე დისტანციურად (ზუმის პლატფორმის მეშვეობით)
💡კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
• ნეიროგანვითარებითი დარღვევები და მათი მახასიათებლები
• ქცევის გაოყენებითი ანალიზის (ქგა-ს) ძირითადი პრინციპები
• ქცევა და გარემო
• ქცევის გამოვლენაზე მოქმედი ფაქტორები
• ქცევის შეფასება
• დაკვირვება და მონაცემების შეგროვება
• ახალი უნარების სწავლების ტექნიკები
• ქცევის ფუნქციური ანალიზი
• არასასურველი ქცევის შემცირების პროცედურები
• პროფესიონალიზმი და ეთიკის საკითები.
⏳კურსის ხანგრძლივობა: 12 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, სამუშაო დღეებში 16:00-დან 19:00-მდე, შაბათს - 11:00-დან 16:00-მდე (დასვენების დღე - კვირა).
კურსის ბოლოს ჩატარდება თეორიული გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაშიც, შესაძლებლობა გექნებათ პრაქტიკის 25 საათი გაიაროთ ცენტრის ბაზაზე.
რეგისტრაციის ბმული (რეგისტრაციის ბოლო ვადა 5 ოქტომბერი):
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf5U_DlZCNNkNFybyBziynirI4nWk_BQMnCkxdVoMqIlPhNKA/viewform?usp=header
რეგისტრაციამდე აუცილებელია კურსის საფასურის გადახდა უნაღდო ანგარიშსწორებით გამმას საქართველოს ბანკის ანგარიშზე: GE58BG0000000609653787.
დანიშნულებაში მიუთითეთ: ტრენინგის საფასური და თქვენი სახელი და გვარი.
კურსის საფასურია 400 ლარი, სტუდენტებისთვის - 350 ლარი (ფასდაკლების მისაღებად აუცილებელია სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობის გამოგზავნა მისამართზე: [email protected]).
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
📩 [email protected]
☎️ 558999985