23/06/2026
🫁 ჩვენს პაციენტებს ხშირად ესმით ისეთი დაავადებების შესახებ, როგორიცაა ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ქრონიკული ბრონქიტი, მაგრამ შედარებით ნაკლებია ცნობადობა ფილტვის ინტერსტიციული დაავადებების შესახებ.
📌 ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები მოიცავს 200-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის დაავადებას. ყველა მათგანს ახასიათებს არაინფექციური ანთებითი ცვლილებები ფილტვში, რომელიც საბოლოოდ შესაძლოა ფილტვის გაუხეშებაში - ე.წ. ფიბროზში გადაიზარდოს.
🔍 ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
• ქოშინი, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს
• პერსისტული მშრალი ხველა ან ხველა ნახველით
• ზოგადი საერთო სისუსტე
⚠️ ვინ მიეკუთვნება ამ დაავადების განვითარების რისკ-ჯგუფს?
განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მათ, ვისაც აქვთ ზ/ა ჩივილები და:
🔹 დიაგნოსტირებული აქვთ რომელიმე სისტემური დაავადება, მაგალითად, სისტემური სკლეროზი, რევმატული ართრიტი, პოლი ან დერმატომიოზიტი, წითელი მგლურა, სარკოიდოზი და სხვა.
🔹 დიაგნოსტირებული აქვთ ონკოლოგიური დაავადება და მიმდინარეობს მკურნალობა გარკვეული პრეპარატებით, რომლებიც გვერდითი მოვლენის სახით იწვევენ ფილტვის დაზიანებას; ან ონკოპაციენტებს, ვისაც უტარდება სხივური თერაპია.
🔹 უწევთ ისეთი მედიკამენტის რეგულარული და ხანგრძლივი მიღება, როგორიცაა ამიოდარონი (კორდარონი).
🔹 პროფესიულად უწევთ მუშაობა მტვრიან გარემოში, განსაკუთრებით თუ უწევთ შეხება აზბესტთან, კვარცთან და სილიკატებთან, პესტიციდებთან.
🔹 გადაიტანეს კოვიდი მძიმე მიმდინარეობით.
🫁 არის შემთხვევები, როდესაც სახეზეა ფილტვის ფიბროზი, მაგრამ მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში საუბარია ფილტვის იდიოპათიურ ფიბროზზე.
💊 მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დანერგილია ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პაციენტი უფასოდ იღებს ამ დაავადების სამკურნალოდ საერთაშორისო გაიდლაინებით მოწოდებულ ძვირადღირებულ მედიკამენტს -პირფენიდონს.
👨⚕👩⚕ თუ თქვენ გაწუხებთ აუხსნელი ქოშინი და შეუპოვარი ხველა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
📍 გახსოვდეთ, რომ დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და მკურნალობის დროული დაწყება გადამწყვეტია დაავადების სამომავლო პროგნოზისთვის. 🫶🏻🫁
ჩასაწერად დაგვიკავშირდით 📞 032 2 518 718
ვრცელი ინფორმაციის სანახავად გთხოვთ გადახვიდეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე 👇
https://diacor.ge/ka/blog/7-blogi/76-philtvis-intersticiuli-daavadebebi-da-phibrozi-simptomebi-mizezebi-da-mkurnaloba