მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო • M. Iashvili Children's Ce

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო • M. Iashvili Children's Ce

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო • M. Iashvili Children's Ce მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი

ჩვენი კლინიკის განვითარების ისტორია უკავშირდება ადამიანს, რომელმაც სიცოცხლეშივე მიიღო საქართველოს დამსახურებული ექიმის წოდება. მურმან იაშვილის წვლილი წარუშლელია მედიცინის განვითარებაში. ექიმი, რომლის სახელსაც დღეს ქვეყნის უმსხვილესი ბავშვთა საავადმყოფო ატარებს, პედიატრიული სერვისების დანერგვასა და განვითარებას მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურა და შექმნა პირველი მულტიდისციპლინური სტაციონარული დაწესებულება ქვეყანაში.

მურმან იაშვილი დიდ რესურსს დებდა ახალგაზრდა კადრების სწავლა-განვითარებაში და სწავლების უწყვეტი პროცესისკენ იყო ორიენტირებული. სწორედ ამ მიდგომას იზიარებს და მისდევს დღემდე ბავშვთა საავადმყოფო, რომელიც ქვეყნის სამედიცინო ბრენდად იქცა.

იაშვილის საავადმყოფო ერთადერთი პედიატრიული მრავალპროფილური, რეფერალური კლინიკაა ქვეყანაში და მრავალ უნიკალურ სამედიცინო სერვისთან ერთად, უზრუნველყოფს 24-საათიან სამედიცინო მომსახურებას პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. მათ შორისაა მე-4 დონის ტრავმატოლოგია, მე-3 დონის ბავშვთა ნევროლოგია, ნეიროქირურგია, ნეონატოლოგია, ქირურგია (მე-4 და მე-5 კატეგორიის ქირურგიული ჩარევებით), ტოქსიკოლოგია, ონკოლოგია, ონკოჰემატოლოგია, თორაკოქირურგია, ენდოსკოპიური უროლოგია, ხელოვნური თირკმელი და სხვა.

ხელოვნური თირკმლის და დიალიზის განყოფილებები ქვეყანაში სწორედ მურმან იაშვილის ინიციატივით და თავდაუზოგავი შრომით შეიქმნა. მან დააარსა ასევე პირველი ნეონატოლოგიური დეპარტამენტი, რითაც დღენაკლულ ჩვილებს მისცა სიცოცხლის გაგრძელების უნიკალური შანსი. მურმან იაშვილსვე ეკუთვნის დღეს უკვე პოპულარული და საყოველთაოდ დანერგილი ოჯახის ექიმის ინსტიტუტიც.

დღეს უკვე იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მრავალ უნიკალურ პედიატრიულ სამედიცინო მიმართულებას ნერგავს და ავითარებს. მათ შორისაა ნეიროქირურგია, ტოქსიკოლოგია, თორაკალური ქირურგია, ხერხემლის ქირურგია. კლინიკა ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური სერვისის ერთადერთ მიმწოდებლად რჩება ქვეყანაში. ასევე, აღსანიშნავია ჰოსპიტლის თანამშრომლობა ჰოლანდიაში არსებულ პათომორფოლოგიურ ლაბორატორიის ბაზასთან, სადაც ხორციელდება რთული შემთხვევების პათოლოგ-ანატომიური დიაგნოსტიკა.

კლინიკა ასევე წარმოადგენს რამდენიმე სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების ბაზას.

იაშვილის საავადმყოფო პატარა პაციენტებზე მორგებულ, კომფორტულ და სტრესისგან რაც შეიძლება თავისუფალ გარემოს ქმნის. შექმნილია გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები როგორც ბავშვებისთვის, ასევე – მათი თანმხლები პირებისთვის.

🏆 იაშვილის ჰოსპიტალი გახდა პირველი ჰოსპიტალი საქართველოში, რომელმაც „Reliable Hospital“-ის სტატუსი მიიღო!ეს მნიშვნელოვან...
26/08/2026

🏆 იაშვილის ჰოსპიტალი გახდა პირველი ჰოსპიტალი საქართველოში, რომელმაც „Reliable Hospital“-ის სტატუსი მიიღო!

ეს მნიშვნელოვანი აღიარება ადასტურებს, რომ იაშვილის ჰოსპიტალი არის სანდო, ხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. 💙

ამასთან, იაშვილის ჰოსპიტალმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მეორე ციკლი და მიიღო AACI-ის აკრედიტაცია და ISO-ს სერტიფიკატები! 🎉

ეს წარმატება თითოეული ჩვენი თანამშრომლის ყოველდღიური შრომის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისკენ სწრაფვის შედეგია.

ვულოცავთ იაშვილის ჰოსპიტალის მთელ გუნდს ამ მნიშვნელოვან მიღწევას!

ერთად ვქმნით კიდევ უფრო უსაფრთხო, ხარისხიან და სანდო გარემოს ჩვენი პაციენტებისთვის. 💙

📅 იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსა და პედიატრიული გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით, 2...
25/08/2026

📅 იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსა და პედიატრიული გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით, 2026 წლის 28–29 სექტემბერს, თბილისში გაიმართება ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

🤝 კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. ღონისძიების მიზანია ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის სფეროში ცოდნის, საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარება.

🔷 კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები, მათ შორის:
🔹 ბავშვთა პოლიტრავმის მართვა
🔹 PECARN-ის განახლებული რეკომენდაციები
🔹 კატასტროფების მედიცინა
🔹 პროცედურული სედაცია
🔹 PALS-ის თანამედროვე პროტოკოლები
🔹 ბავშვთა ნეიროქირურგიული გადაუდებელი მდგომარეობების საწყისი მართვის პრინციპები

📚 კონფერენციის პროგრამა - https://shorturl.at/9cxyp
დღე I - ლექციები და თეორიული სწავლება
დღე II - პრაქტიკული სამუშაო სესიები მცირე ჯგუფებში

🔍 კონფერენცია აკრედიტებული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

📝 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/s4yfn

🧬 გენეტიკური კვლევების სრული სპექტრი უკვე ხელმისაწვდომია იაშვილის კლინიკაშიზუსტი დიაგნოზი სწორი მკურნალობის პირველი და ყ...
24/08/2026

🧬 გენეტიკური კვლევების სრული სპექტრი უკვე ხელმისაწვდომია იაშვილის კლინიკაში

ზუსტი დიაგნოზი სწორი მკურნალობის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

🏥 იაშვილის კლინიკაში შესაძლებელია თანამედროვე გენეტიკური კვლევების სრული სპექტრის ჩატარება, რომელიც მემკვიდრეობითი, იშვიათი და გენეტიკურად განპირობებული დაავადებების დროულ და ზუსტ დიაგნოსტირებას უზრუნველყოფს.

🔷 ხელმისაწვდომია:
🔹 სრული გენომის სექვენირება (WGS) – პრობანდი, დუო, ტრიო
🔹 სრული ეგზომის სექვენირება (WES) – პრობანდი, დუო, ტრიო
🔹 ნაყოფის სრული ეგზომის სექვენირება (Prenatal WES)
🔹 SMN1 და SMN2 გენების ასლების რაოდენობის განსაზღვრა (SMA დიაგნოსტიკისთვის)

გენეტიკური კვლევები ხელს უწყობს დაავადებების ადრეულ გამოვლენას, ზუსტ დიაგნოზს და თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას.

ℹ️ დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 2 05 15 15
📍 ლუბლიანას N13

14/08/2026

ბავშვისთვის სამედიცინო სივრცე მხოლოდ ფუნქციური ადგილი არ უნდა იყოს - ის უნდა იყოს გარემო, სადაც შიში მცირდება და ნდობა იზრდება. 💙

🏥 იაშვილის კლინიკის ლაბორატორიაში ბავშვებზე მორგებული გარემო ლაბორატორიული კვლევის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

🧸 მეგობრული ინტერიერი
🔬 თანამედროვე ლაბორატორიული შესაძლებლობები
👩‍⚕️ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების მქონე გუნდი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კვლევა ბავშვისთვის მაქსიმალურად მშვიდი და კომფორტული გამოცდილება იყოს.

☎️ ლაბორატორიულ კვლევაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 2 05 15 15
📍ლუბლიანას N13

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი

🤱🏻 აგვისტოში მსოფლიოში ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული აღინიშნება, რომლის 2026 წლის მთავარი გზავნილია:„ძუძუთი კვება ცხოვრ...
10/08/2026

🤱🏻 აგვისტოში მსოფლიოში ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული აღინიშნება, რომლის 2026 წლის მთავარი გზავნილია:
„ძუძუთი კვება ცხოვრების მდგრადი დასაწყისისთვის: გავაძლიეროთ ის, რაც მუშაობს!“

🗓️ კვირეულის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ძუძუთი კვების მნიშვნელობასა და საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დღენაკლული და მაღალი რისკის ახალშობილების უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობას, მათი ოპტიმალური ზრდა-განვითარების ხელშეწყობასა და დედის რძის ბანკის მნიშვნელობას.

ღონისძიების მომხსენებელთა შორის იყო იაშვილის ჰოსპიტლის ჩვილ ბავშვთა და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსი, ნინო სოლომონია, რომელმაც შეხვედრაზე ახალშობილთა მოვლისა და დედის რძით უზრუნველყოფის მიმართულებით კლინიკური გამოცდილება და პრაქტიკული მიდგომები გააზიარა.

💙 დედის რძე ახალშობილისთვის საუკეთესო კვებაა, განსაკუთრებით კი სიცოცხლის პირველ ეტაპზე, როდესაც სათანადო კვება მისი ჯანმრთელობისა და განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) იაშვილის კლინიკაში - ზუსტი დიაგნოსტიკა ბავშვებისთვის!🏥 იაშვილის ჰოსპიტალში მრტ კვლ...
10/08/2026

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) იაშვილის კლინიკაში - ზუსტი დიაგნოსტიკა ბავშვებისთვის!

🏥 იაშვილის ჰოსპიტალში მრტ კვლევა სრულად მორგებულია პედიატრიული პაციენტების საჭიროებებზე და ტარდება უახლესი თაობის, ხელოვნური ინტელექტის ფუნქციით აღჭურვილი აპარატის გამოყენებით მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ.

🔷 ჩვენთან შესაძლებელია კვლევის ჩატარება:

🔹 ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის, მათ შორის ახალშობილებში
🔹 მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში, მათ შორის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ ბავშვებისთვის
🔹 საჭიროების შემთხვევაში - ინჰალაციური სედაციის ან ზოგადი ანესთეზიის პირობებში

მრტ-თან ინტეგრირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატი საშუალებას გვაძლევს კვლევა უსაფრთხოდ ჩავატაროთ იმ შემთხვევებშიც, როდესაც პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს.

MRI (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) განსაკუთრებით ღირებულია ბავშვებში, რადგან რადიოლოგიური კვლევის ეს მეთოდი უსაფრთხოა და კომპიუტერული ტომოგრაფიისაგან განსხვავებით არ იყენებს მაიონიზირებელ გამოსხივებას.

🔷 მრტ-კვლევის ძირითადი ჩვენებებია: სიმსივნეები, ინსულტზე ეჭვი, თანდაყოლილი ანომალიები, თავის ტკივილები, ეპილეფსია, კრუნჩხვები, ტრავმის შემდგომი მდგომარეობები, ორთოპედიული პრობლემები, ღვიძლის, თირკმლის, პანკრეასის პათოლოგიები. მრტ კონტრასტით განსაკუთრებით გამოსადეგია სიმსივნეების, ანთებითი პროცესებისა და სისხლძარღვოვანი პათოლოგიების დროს.

👨‍⚕️ რადიოლოგიის სამსახურს ხელმძღვანელობს ნიკოლოზ საინიშვილი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმ-რადიოლოგებისა და სპეციალისტების გუნდთან ერთად.

ℹ️ დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 2 05 15 15
📍 ლუბლიანას N13

ზაფხული მშვიდი გულით ❤️☀️ ზაფხული ბავშვებისთვის ყველაზე აქტიური დროა - ცურვა, ფეხბურთი, კალათბურთი, ველოსიპედი, ლაშქრობე...
05/08/2026

ზაფხული მშვიდი გულით ❤️

☀️ ზაფხული ბავშვებისთვის ყველაზე აქტიური დროა - ცურვა, ფეხბურთი, კალათბურთი, ველოსიპედი, ლაშქრობები, ეზოში თამაშები...
აქტიური ცხოვრება და სპორტი ბავშვის ჯანსაღი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

თუმცა, ზოგ შემთხვევაში, სპორტული დატვირთვის დაწყებამდე გულის შეფასებაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თუ ბავშვს აღენიშნება ხშირი დაღლა, გულის ფრიალი, გულმკერდის ტკივილი, გონების დაკარგვის ეპიზოდი ან ოჯახის ისტორიაში გვხვდება გულის დაავადებები.

🏥 იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კარდიოლოგიური ცენტრი 0–18 წლამდე ასაკის პაციენტებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სთავაზობს გულის დაავადებების სრულ დიაგნოსტიკას, ამბულატორიულ მეთვალყურეობასა და მკურნალობას.

🔹 გულის ულტრასონოგრაფია (ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია)
🔹 ნაყოფის გულის ულტრასონოგრაფია
🔹 ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ)
🔹 24-საათიანი ეკგ მონიტორინგი (ჰოლტერის მონიტორირება)

👩‍⚕️👨‍⚕️ ცენტრში პაციენტებზე ზრუნავენ მაღალკვალიფიციური კარდიოლოგები: მერაბ მათიაშვილი, თამარ დევდარიანი და ქეთევან მათიაშვილი.

გუნდი ახორციელებს გულის თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიების, არითმიების, კარდიომიოპათიების, გულის უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიისა და სხვა კარდიოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მართვას.

❤️ იზრუნეთ თქვენი პატარას გულზე, რათა ზაფხულის ყოველი დღე ენერგიით, მოძრაობითა და სასიამოვნო ემოციებით იყოს სავსე.

☎️ ექიმთან კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 05 15 15
ან დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ: https://shorturl.at/vJRmH

04/08/2026
03/08/2026

მემორანდუმი მიზნად ისახავს სამეცნიერო და კლინიკური თანამშრომლობის გაძლიერებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და პედიატრიულ მედიცინაში ახალი კვლევითი და საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებას. თანამშრომლობა მოიცავს მიკრობიოლოგიის, ბაქტერიოფაგიისა და სამედიცინო მეცნიერებების მიმართულებებს.

აღნიშნული პარტნიორობა ხელს შეუწყობს სამეცნიერო ცოდნისა და კლინიკური გამოცდილების გაერთიანებას, ერთობლივი კვლევითი მიმართულებების განვითარებას და პედიატრიულ მედიცინაში თანამედროვე მიდგომების დანერგვას.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინიციატივებს, მათ შორის სემინარებს, ვორკშოფებს, ტრენინგებსა და კონფერენციებს, რაც ხელს შეუწყობს სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას და გამოცდილების გაზიარებას.

🔗 სტატიის ბმული იხილეთ პირველ კომენტარში.

Address

თბილისი. ლუბლიანას 13/6
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო • M. Iashvili Children's Ce posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო • M. Iashvili Children's Ce:

Shortcuts

Share

Category