Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი 30 წელი - შენთვის, შენი გულისთვის!

🎉 ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი 30 წლის საიუბილეო თარიღს გაფართოებული სერვისებითა და საერთაშორისო აღიარებით ხვდება! 🎂...
16/09/2026

🎉 ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი 30 წლის საიუბილეო თარიღს გაფართოებული სერვისებითა და საერთაშორისო აღიარებით ხვდება! 🎂🏥

🗓️💙 1996 წლის 16 სექტემბერს საქართველოში პირველი ბავშვთა კარდიოლოგიისა და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ცენტრი გაიხსნა, რომელიც დღეს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სახელს ატარებს.

🎓 2022 წლიდან ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დამფუძნებელი ევროპის უნივერსიტეტია🤝

📜 2024 წელს კლინიკამ მოიპოვა საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის უმაღლესი დასტური — „აკრედიტაცია კანადა“-ს (Accreditation Canada) სერტიფიკატი! 🇨🇦⭐

🔬 ევროპის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, ჰოსპიტალი აღიჭურვა უახლესი აპარატურით და დაინერგა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები 🩺💻

✨ დღეს ჰოსპიტალი წარმატებით აგრძელებს დასახულ მისიას და სამედიცინო სერვისების მიწოდების უმაღლეს, თანამედროვე სტანდარტებს ნერგავს! 🌟💙

#ჯოენისსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#შენთვისშენიგულისთვის
#30წლისიუბილე
#ევროპისუნივერსიტეტი

15/09/2026

✨ 🏥 ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის 30-წლიან ისტორიაში, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თამარ შუღლიაშვილს - გულის თანდაყოლილი მანკების დეპარტამენტის უძვირფასეს და ერთგულ პაციენტს, რომელიც ჰოსპიტლის დაარსების პირველივე დღიდან ჩვენ გვერდითაა! 💙

🎁 თამო საოცარი მებრძოლია - ყოჩაღი, უსაზღვროდ მადლიერი და იმ გადამდები პოზიტიური ენერგიის მატარებელი, რომელიც გარშემო ყველას ათბობს.

🎈 მადლობა თამოს სიძლიერისთვის, ამ 30-წლიანი ერთგულებისა და მეგობრობისთვის.

#ჯოენისსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#შენთვისშენიგულისთვის
#30წლისიუბილე
#თამარშუღლიაშვილი

🏥 ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს! ❓გსურს, შემოუერთდე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს?🎯 ვაცხადებთ ვაკანსიებს სანიტრისა და მო...
09/09/2026

🏥 ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს!

❓გსურს, შემოუერთდე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს?

🎯 ვაცხადებთ ვაკანსიებს სანიტრისა და მორიგე რეგისტრატორის პოზიციებზე.

💙 თუ თვლი, რომ ეს შესაძლებლობა სწორედ შენთვისაა, მოგვწერე პირად შეტყობინებაში:

✅ სახელი და გვარი
✅ საკონტაქტო ნომერი
✅ CV

ჩვენი გუნდი უახლოეს დროში დაგიკავშირდება! ✨

#ჯოენისსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#შენთვისშენიგულისთვის
#ვაკანსია
#სანიტარი
#მორიგერეგისტრატორი

04/09/2026

🏥 ინფექციის პრევენცია და კონტროლი (IPC) სამედიცინო დაწესებულებაში უსაფრთხო გარემოს შექმნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისი მიზანია ინფექციების გავრცელების რისკის შემცირება და პაციენტების, სამედიცინო პერსონალისა და ვიზიტორების დაცვა. 🛡️✨

💙 პაციენტის უსაფრთხოება მხოლოდ სამედიცინო ჩარევის სწორად შესრულებას არ გულისხმობს. მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც შესაძლო რისკები წინასწარ არის გათვალისწინებული და მათი მართვა შესაბამისი წესებისა და პროტოკოლების მიხედვით ხდება. 📋✔️

ინფექციების პრევენციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:

🧼 ხელების ჰიგიენის სწორად და დროულად შესრულებას;

🧪 ასეპტიკისა და სტერილიზაციის წესების მკაცრ დაცვას;

🗑️⚠️ სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო მართვას;

🎓 პერსონალის რეგულარულ სწავლებასა და გადამზადებას;

📊 ინფექციებთან დაკავშირებული პროცესების მუდმივ მონიტორინგს.

✨ უსაფრთხო კლინიკური გარემო იქმნება მაშინ, როდესაც ამ პრინციპებს ყოველდღიურად მთელი გუნდი - სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალი - თანმიმდევრულად იცავს! 🤝

#ჯოენისსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#შენთვისშენიგულისთვის
#ეპიდემიოლოგი
#მაიაკაშია

31/08/2026

🩺✨ ექიმთან ვიზიტი და სამედიცინო პროცედურები ბავშვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

🌿 უფროსებს შეგვიძლია არა მხოლოდ გავუადვილოთ ეს გამოცდილება, არამედ ვაქციოთ იგი მათი განვითარების ხელშემწყობად.

👶 თამაშითა და მხარდამჭერი კომუნიკაციით ჩვენ ვახერხებთ:

🩺 გავაცნოთ ბავშვებს სამედიცინო აღჭურვილობა და გარემო
💡 დავეხმაროთ პროცესების გააზრებაში
🌈 დავეხმაროთ შიშის და შფოთვის დაძლევაში
💬 გავიგოთ მათი წუხილები და წარმოდგენები
🤍 გავაძლიეროთ მშობლისა და შვილის კავშირი და ნდობა
🤝 ხელი შევუწყოთ პაციენტებსა და სამედიცინო პერსონალს შორის სანდო კომუნიკაც

👉 რაც მთავარია, ამ პროცესში გავარჯიშებული გამკლავების უნარები ბავშვებს უადვილებს სირთულეების დაძლევას მომავალში — სულ უფრო იზრდება მათი თვითშეფასება და ნდობა! 🚀⭐

#ჯოენისსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#შენთვისშენიგულისთვის
#ფსიქოლოგი
#თამთამჭედლიშვილი

18/08/2026

მტკივნეული სამედიცინო პროცედურის დროს ბავშვის სწორ მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 🏥✨

🫂💬 ემპათიით, ბავშვის ემოციების მიღებითა და მხარდამჭერი კომუნიკაციით ჩვენ შეგვიძლია ისე გარდავქმნათ ეს გამოცდილება, რომ არა მხოლოდ სტრესი შევამციროთ 📉, არამედ ბავშვის გამკლავების უნარების განვითარებასაც კი შევუწყოთ ხელი!

🩺💙 ამ მიდგომით ყოველი შემდეგი პროცედურა გაცილებით ადვილი გახდება ბავშვების 👶, მათი ოჯახებისა 👨‍👩‍👧‍👦 და სამედიცინო პერსონალისთვის.

#ჯოენისსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#შენთვისშენიგულისთვის
#ფსიქოლოგი
#ლელაჩკვეტაძე
#მხარდაჭერა

12/08/2026

🗣️👨‍⚕️ წარმატებული TAVI-ს პროცედურა ღია ქირურგიული მაღალი რისკის პაციენტში.

🛑🏥 67 წლის ქალბატონი ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში შემოვიდა შემდეგი სიმპტომებით: 👇

✅ სუნთქვის გაძნელება და ძლიერი ქოშინი მცირე ფიზიკური დატვირთვისას;
✅ ქვედა კიდურების შეშუპება;
✅ მოძრაობისა და გადაადგილების მკვეთრი შეზღუდვა (პრაქტიკულად ვერ გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად).

👨‍⚕️🫀 📜ანამნეზი: პაციენტს წარსულში ჩატარებული ჰქონდა კორონარული სტენტირება. ამასთანავე, მას აღენიშნება თანმხლები მძიმე პათოლოგია — მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ე.წ. ბეხტერევის დაავადება), რაც განაპირობებდა მოძრაობის მკვეთრ შეზღუდვას.

🔍👨‍⚕️🫀 დიაგნოსტიკა და რისკების შეფასება: 👇

🫀 გულის ულტრაბგერითი გამოკვლევით დადგინდა აორტის სარქვლის კრიტიკული სტენოზი (შევიწროება).
ვინაიდან პაციენტს აღენიშნებოდა მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა, შეფასდა Frailty Index score, რაც იყო მაღალი (Frailty Index score-ის მაღალი მაჩვენებელი წარმოადგენს ადრეული პოსტოპერაციული გართულებების მაღალ რისკს).

🫀💡👨‍⚕️👩‍⚕️ გულის გუნდის (Heart Team) გადაწყვეტილება:👇

❗️ ვინაიდან ღია ქირურგიული ჩარევა პაციენტისთვის სასიცოცხლო რისკს შეიცავდა, კლინიკის გულის გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩატარებულიყო TAVI — ტრანსკათეტერული აორტის სარქვლის იმპლანტაცია.

❓ რა არის TAVI? ეს არის თანამედროვე, მინიმალურად ინვაზიური (არაქირურგიული) მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა გულის აორტის სარქველი შეიცვალოს გულმკერდის გახსნისა და გულის გაჩერების გარეშე, კათეტერის მეშვეობით.

🫀 TAVI ჩატარდა ქირურგიული განაკვეთისა და ზოგადი ანესთეზიის (ნარკოზის) გარეშე.

🎉 ინტერვენციამ ჩაიარა ყოველგვარი გართულებების გარეშე. მინიმალურად ინვაზიური მიდგომის წყალობით, პაციენტმა სწრაფი რეაბილიტაცია გაიარა და სულ რაღაც 3 დღეში, სრულიად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, ჩივილების გარეშე გაეწერა ბინაზე.

👨‍⚕️🫀 ინტერვენციული კარდიოლოგი - სპარტაკ ლეკვეიშვილი
👨‍⚕️ინტერვენციული კარდიოლოგის ასისტენტი - ერეკლე ტურაბელიძე
👨‍⚕️🫀 მკურნალი ექიმი - დავით გაბელაია
👨‍⚕️💉ანესთეზიოლოგი - ალექსანდრე რევაზიშვილი
👩‍⚕️👩‍⚕️საოპერაციო მედდები - სოფიო კოსიაშვილი, ნინო პირველი

#შენთვისშნიგულისთვის
#ჯოენისსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#ინტერვენციულიკარდიოლოგია
#სპარტაკლეკვეიშვილი

07/08/2026

🫀 სპორტი და ბავშვის გულის ჯანმრთელობა? ⚽🏊‍♂️

💙 გსურთ, თქვენი პატარა სპორტით დაკავდეს, მაგრამ გარკვეული კითხვები გაქვთ?

🥼 ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბავშვთა კარდიოლოგი ნიკოლოზ ლაბარტყავა ვიდეოში პასუხობს ყველაზე მნიშვნელოვან და ხშირად დასმულ კითხვებს:

❓ სჭირდება თუ არა ყველა ბავშვს ბავშვთა კარდიოლოგის შემოწმება სპორტზე შესვლამდე?
❓ აკრძალულია თუ არა სპორტი, თუ ბავშვს გულის დაავადება აქვს?
❓ რომელი სიმპტომებია საყურადღებო და რას უნდა მიაქციონ ყურადღება სპორტული აქტივობით დაკავებული ბავშვების შემთხვევაში?
❓ რა გამოკვლევები შეიძლება გახდეს საჭირო?

👇 გაქვთ დამატებითი კითხვები?

მოგვწერეთ კომენტარებში და ჩვენი კარდიოლოგი აუცილებლად გიპასუხებთ! 💬✨

#ჯოენისსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#შენთვისშენიგულისთვის
#კარდიოლოგი
#ნიკოლოზლაბარტყავა
#სპორტი

29/07/2026

💥 კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბავშვთა კარდიოქირურგიულ განყოფილებაში კარდიოქირურგ თენგიზ შირიაევის ხელმძღვანელობით.

‼️5 წლის პატარას დიაგნოზი - მაგისტრალურ სისხლძარღვთა სრული ტრანსპოზიცია, მრავლობითი პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი, მარცხენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის მკვეთრი სტენოზი, წინაგულების იუქსტაპოზიცია.

✅ ნიკაიდოს ოპერაციისთვის ფილტვის არტერიის სარქველი მკვეთრად ჰიპოპლაზიური იყო, ამიტომ ჩატარდა რასტელის ოპერაცია contegra- ს კონდუიტით. მოხდა დამატებითი აპიკალური პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის ინტრაოპერაციული ჰიბრიდული დახურვა amplatzer septal occluder-ით.

ბავშვთა კარდიოქირურგი - #თენგიზშირიაევი
ბავშვთა კარდიოქირურგი - #ომარგოგია
ანესთეზიოლოგი - #ალექსანდრერევაზიშვილი
პერფუზიოლოგი - #ნინოდანელიშვილი
საოპერაციოს ექთანი - #ლიკაგიგაური

#ჯოენისსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#შენთვისშენიგულისთვის
#ბავშვთაკარდიოქირურგია
#ნიკაიდო

🌍 28 ივლისი — მსოფლიო ჰეპატიტების დღე! 🗓️💡ამ დღის მთავარი მიზანი ვირუსული ჰეპატიტების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ა...
28/07/2026

🌍 28 ივლისი — მსოფლიო ჰეპატიტების დღე! 🗓️

💡ამ დღის მთავარი მიზანი ვირუსული ჰეპატიტების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დროული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და მკურნალობის მნიშვნელობის ხაზგასმაა.

⚠️ ვირუსული ჰეპატიტები კვლავ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რის გამოც მრავალმა ადამიანმა ინფიცირების შესახებ წლების განმავლობაში არ იცის.

სწორედ ამიტომ:

🔍 დროული სკრინინგი
🩺 ადრეული დიაგნოსტიკა
💊 მკურნალობაში ჩართვა

გადამწყვეტ როლს ასრულებს დაავადების გართულებებისა და გავრცელების პრევენციაში. ✨

🇬🇪 საქართველო ვირუსული ჰეპატიტების წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო ლიდერთა შორის გამორჩეულ ადგილს იკავებს. 2026 წელს ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო ვალიდაციის ახალ ეტაპზე გადავიდა.

🤝 ვირუსული ჰეპატიტების ეფექტური კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების აქტიური ჩართულობით.

მთავარი ნაბიჯები, რომლებიც თითოეულ ადამიანს საკუთარი და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაში ეხმარება:

✅ ტესტირება
💉 ვაქცინაცია (B ჰეპატიტის წინააღმდეგ)
🏥 უსაფრთხო სამედიცინო პრაქტიკა
❤️ დროული მკურნალობა

🌟 28 ივლისი გვახსენებს, რომ ჰეპატიტის ელიმინაცია რეალური და მიღწევადი მიზანია, თუ დროულად ვიცით ჩვენი სტატუსი და ვზრუნავთ ჯანმრთელობაზე!

#ჯოენისსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#შენთვისშენიგულისთვის
#მსოფლიოჰეპატიტებისდღე
#ჰეპატიტისელიმინაცია
#28ივლისი

Address

გივი ჟვანიას 17 Givi Zhvania Str. 17
Tbilisi
0159

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი:

Shortcuts

Share

Category