პროფ. ივანე მგალობლიშვილის ცენტრი რეპროდუქციულ-გინეკოლოგიური ცენტრია.
ცენტრის ხელმძღვანელი პროფ. ივანე მგალობლიშვილი რამდენიმე ათეული წელია რაც ადამიანის რეპროდუქციულ პრობლემებზე მუაშაობს. მის მიერ გინეკოლოგიაში, არა ერთი მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდი დაინერგა საქართველოში, როგორიცაა ტრანსვაგინალური ჰიდროლაპაროსკოპია, რეკონსტრუქციული ფერტილოსკოპია, საშვილოსნოს მიომატოზური კვანძის დევასკულარიზაცია (კვანძის მოცილება ქირურგიული ჩარევის გარეშე) საკვერცხის კისტის სკლეროთერაპია (საკვერცხის კისტის მოცილება ქირურგიული ჩარევის გარეშე) და ა.შ. იგი გახლავთ 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
2000 წელს, პირველად საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში, სწორედ ივანე მგალობლიშვილის მიერ ჩატარდა პირველი ფერტილოსკოპია და მას შემდეგ დღემდე ის რჩება ყველაზე ეფექტურ და შედეგიან პროცედურად, უშვილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.
ცენტრში დანერგილია უახლესი ტექნოლოგიები, გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე სქემები, შემუშავებულია განსაკუთრებული მიდგომა ყოველ პაციენტთან, რომელიც თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს ეყრდნობა.
2000 წლიდან დღემდე 5000-ზე მეტი ფერტილოსკოპია ჩატარდა. მრავალი ოპერაცია, რომელიც ჩვეულებრივ ტარდება მუცლის გაჭრით, ან უკეთეს შემთხვევაში ლაპარასკოპიურად, სტაციონარულ პირობებში, ზოგადი ნარკოზით, ჩვენ ვატარებთ ადგილობრივი გაუტკივარებით ამბულატორიულ პირობებში, მიკროინვაზიურად (უსისხლოდ) რომლის შემდგომ პაციენტი მაშინვე უბრუნდება ჩვეულ ცხოვრების რითმს.