30/01/2024
🔷საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, შესაბამისი კატეგორიის/სტატუსის მქონე მოქალაქეები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, სრული დაფინანსებით, მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ;
🔷პროგრამა მოიცავს შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას:
-გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
-ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
-ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები;
-დიაბეტი ტიპი 2;
-პარკინსონი;
-ეპილეფსია;
🔷საჭირო მედიკამენტებს, მთელი წლის განმავლობაში სრულად მიიღებენ:
-სოციალურად დაუცველი პირები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს);
-პენსიონრები;
-ვეტერანები;
-შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე
პირები);
-გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის,
მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა;
🔷მედიკამენტის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს.
#ჯანდაცვა2024