ფსიქოლოგი მარიამ ფაცურია - psychologist mariam patsuria

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ფსიქოლოგი მარიამ ფაცურია - psychologist mariam patsuria

ფსიქოლოგი მარიამ ფაცურია - psychologist mariam patsuria Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ფსიქოლოგი მარიამ ფაცურია - psychologist mariam patsuria, Psychologist, Tbilisi.

🔹 ამონაშვილის აკადემიის ფსიქოლოგი;
🔹 სკოლა “აისი”-ს ფსიქოლოგი და სპეცმასწავლებელი;
🔹 ფსიქოლოგიის აკადემია “solver”- ხელმძღვანელი;
🔹 სერტიფიცირებული ქცევითი თერაპევტი;
🔹ტრენერი;

01/08/2026

👥 ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია სიახლოვემ საკუთარი თავი არ შთანქთქოს.

🤍 სიყვარული სწორედ იმ ბალანსის პოვნაა, სადაც არც მარტოობის სიცივე გვყინავს და არც ზედმეტი სიახლოვე გვაკარგინებს თავს.

#სიყვარული #პარტნიორი #შეყვარებულები

👥 ურთიერთობა ვერ იქნება ნამდვილი, როცა… #სიყვარული  #შეყვარებული  #ურთიერთობა
31/07/2026

👥 ურთიერთობა ვერ იქნება ნამდვილი, როცა…

#სიყვარული #შეყვარებული #ურთიერთობა

12 წელი გაურკვეველი სახის ტკივილთან ერთად 💔ფსიქოლოგიაში არსებობს ცნება „ორაზროვანი/გაურკვეველი დანაკარგი“ (ambiguous los...
30/07/2026

12 წელი გაურკვეველი სახის ტკივილთან ერთად 💔
ფსიქოლოგიაში არსებობს ცნება „ორაზროვანი/გაურკვეველი დანაკარგი“ (ambiguous loss). ეს ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ადამიანი ფიზიკურად აღარ არის, მაგრამ არ არსებობს პასუხი, რა მოხდა.

ასეთ დროს ადამიანი განიცდის მუდმივ მერყეობას იმედსა და სასოწარკვეთილებას შორის, ვერ ხდება გლოვის პროცესის დასრულება, რადგან არ არსებობს პასუხი, წლების შემდეგაც კი შეიძლება ნებისმიერი ახალი ინფორმაცია ძველი ტკივილის მთელი სიმძაფრით დაბრუნებას იწვევდეს.

როგორ შეიძლება შედარება, თუმცა ასეთი სახის დანაკარგისგან გამოწვეული ტკივილი ხშირად ბევრად უფრო ინტენსიური და მძაფრია, ვიდრე დადასტურებული დანაკარგი.

ეს მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია ვერ იქნება, ის მთელი საზოგადოების კოლექტიური ტრავმაა.უმძიმესია ეს დღეები.

სოლიდარობა გურიკას დედას 🫂

28/07/2026

კომენტარებში გამიზიარე შენი პასუხი 👇

🌊ოკეანე ქვეცნობიერის ერთ-ერთი უძველესი სიმბოლოა.
ამ სურათში ის, თუ როგორ ურთიერთობ ოკეანესთან, შესაძლოა ასახავდეს შენს ურთიერთობას საკუთარ შინაგან სამყაროსთან.
1. ნაპირთან დგახარ და წყალი მხოლოდ ტერფებს გისველებს-შენ აცნობიერებ, რომ შენს წინ რაღაც ძალიან ღრმა და დიდია, მას პატივს სცემ, მაგრამ უფრო ღრმად შესასვლელად ჯერ არ ხარ მზად, ან ადრე უკვე ყოფილხარ სიღრმეში და ახლა განკურნების პროცესში ხარ. ნაპირი ნაკლებად სასიამოვნო ადგილი სულაც არ არის. სწორედ აქედან შეგიძლია განსაზღვრო რამდენად შეგიძლია ენდო წყლის ამ მდგომარეობას.
2. წელამდე წყალში დგახარ და ტალღებს პირისპირ უყურებ
უკვე პროცესში ხარ, უმკლავდები ყოველოვეს, რაც მოდის და ზურგსარ აქცევ. ეს პოზიცია დიდ გამბედაობას მოითხოვს, მაგრამ მუდმივად ტალღის შეჯახების მოლოდინი დამღლელი და სტრესულია.
3. ზურგზე წევხარ, ცას უყურებ და წყალს ეს მიუთითებს ნდობის დიდ სიძლიერეზე. ამისთვის საოცარი გამბედაობაა საჭირო, რადგან ადამიანების უმეტესობას ძალიან უჭირს კონტროლის დათმობა და სამყაროსადმი მინდობა.
4. 4. წყლის სიღრმეში ყვინთვაშენ შეგნებულად ირჩევ სიღრმეში ჩასვლას. არ გაშინებს ის, რაც ზედაპირის ქვემოთ იმალება. შესაძლოა, იქ უფრო შინაურულადაც კი გრძნობდე თავს, ვიდრე ზედაპირზე.
მხოლოდ ერთი რამ გახსოვდეს —
დროდადრო ამოსუნთქვაც აუცილებელია.
5. ნაპირიდან შორს ხარ და მარტო ცდილობ წყლის ზედაპირზე ცურვას
შესაძლოა, ცხოვრებაში იმაზე შორს წახვედი, ვიდრე შენს გარშემო ბევრი ადამიანი. ახლა კი იმ პოზიციის შენარჩუნებას ცდილობ, რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვს.
შეიძლება დაკარგული არ ხარ.
უბრალოდ ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავ იმისთვის, რომ თავი წყლის ზედაპირზე შეინარჩუნო ისეთ ადგილას, სადაც თავს მარტოდ გრძნობ.

6. სანაპიროდან უყურებ ოკეანეს
რაღაც ხელს გიშლის წყალში შესვლაში.ეს შეიძლება იყოს წარსულის გამოცდილება, ცხოვრების მიმდინარე ეტაპი ან უბრალოდ შენი თავდაცვის მექანიზმი.ნაპირზე დარჩენა ყოველთვის თავის არიდებას არ ნიშნავს.მაგრამ ღირს საკუთარ თავს ჰკითხო:”ისვენებ… თუ ჯერ კიდევ ელოდები, რომ ვიღაცამ „ნებართვა“ მოგცეს წყალში შესასვლელად?”

ეს არ აეია აბსოლუტური რეალობა, ესაა თვითრეფლექსიისთვის ძალიან საინტერესო მეტაფორული ინტერპრეტაციები. ზუსტი პასუხი კი მხოლოდ თქვენშია, ამიტომ დაუსვით საკუთარ თავს კითხვები, რატომ ვარ აქ?… ❤️

#ფსიქოლოგია #ფსიქოლოგიურიტესტი #ადამიანი #რომელიხარშენ #ცხოვრება #ზღვა #ოკეანე

27/07/2026

👉 მელ რობინსის “5 წამის წესი” წიგნიდან: “ნება მიეცი მათ”.

#მოტივაცია #ფსიქოლოგია #ხრიკი #ქმედება #სიზარმაცე

26/07/2026

👉 ვერასოდეს მიგიყვანს სხვისი გავლილი გზა იმ წერტილამდე, სადაც შენ გინდა მისვლა, თუ მას იგივე ცხოვრებით არასოდეს უცხოვრია.

#ცხოვრება #ფსიქოლოგია

23/07/2026

👣 სცადე დღეს რამდენიმე წუთით ფეხშიშველი სიარული. იგრძენი მიწის შეხება, ყურადღება გადაიტანე სხეულზე და უბრალოდ იყავი აქ და ახლა. ზოგჯერ სიმშვიდე სწორედ ასეთ პატარა მომენტებში იწყება. 🌿🤍

#ზღვა #სანაპირო #სტრესი #სიმშვიდე #ზღვა #სოფელი #სანაპირო

19/07/2026

👉🏻 შენი გრძნობები ყოველთვის არ ასახავს იმას, რაც რეალურად ხდება.

შფოთვა იმდენად ახლოდან გაჩვენებს საკითხს, რომ ზოგჯერ შეუძლებელს ხდის აღიქვა მთლიანი სურათი. გრძნობა ნამდვილია, რეალურია, მაგრამ ინტერპრეტაციები, რომლებიც მას მოჰყვება ყოველთვის არ ასახავს ობიექტურ რეალობას. მნიშვნელოვანია ასეთ დროს უკან დაიხიო და დაიწყო სრული სურათის აღქმა.

#შფოთვა #სტრესი #ფსიქოლოგი #ფსიქოლოგია psychologist #სტრესი

👉🏻 “ჯერ განვიკურნები და მერე დავიწყებ ურთიერთობას” 👉🏻 მე ძალიან ხშირად მსმენია ფრაზები: “ჯერ არ ვარ ურთიერთობისთვის მზად...
14/07/2026

👉🏻 “ჯერ განვიკურნები და მერე დავიწყებ ურთიერთობას”

👉🏻 მე ძალიან ხშირად მსმენია ფრაზები: “ჯერ არ ვარ ურთიერთობისთვის მზად”, “ ჯერ ისევ მტკივა გული და ახალ ურთიერთობას ვერ დავიწყებ”, “ჯერ უნდა განვიკურნო სულიერად და მხოლოდ შემდგომ”.

რატომ არ გჭირდება ეს:

პირველი იმიტომ, რომ არც ერთი ჩვენგანი არასოდეს არის ბოლომდე “განკურნებული”.

თუ ვინმე გეტყვის, რომ ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიყვარო სრულად, უნდა განვითარდე ბოლომდე, სრულყოფილად იმუშავო საკუთარ თავზე და მხოლოდ ამის მერე დაიწყო ურთიერთობა, გახსოვდეს, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება.

რადგან ადამიანები მუდმივი განვითარების პროცესში ვართ. სრულად “განკურნებული” მდგომარეობა, სადაც აღარანაირი შიში, ტკივილი ან დაუმუშავებელი გამოცდილება არ არის, რეალურად არ არსებობს.

ამავდროულად სიყვარულისა და ახლო კავშირის სურვილი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა.

მთავარი განკურნება უსაფრთხო და ჯანსაღ ურთიერთობებში ხდება და არა იზოლაციაში 🫶🏻

და თუ დღეს შენ სიყვარული გწყურია, მაგრამ სრულყოფილ განკურნებას ელოდები, მინდა გითხრა, რომ შენ ამისთვის მზად ხარ და უკვე საკმარისი ხარ

#სიყვარული #პარტნიორი #ურთიერთობა #შეყვარებულები

12/07/2026

1. საკუთარი თავის მიძღვნა ურთიერთობებისთვის - როცა მთელი შენი დრო, ენერგია და პრიორიტეტები პარტნიორის, შვილების ან ოჯახის გარშემო ტრიალებს, შენთვის კი აღარაფერი რჩება.

2. ქალებთან ურთიერთობა
როცა შენს ცხოვრებაში არ არის სივრცე სხვა ქალებთან ურთიერთობისთვის — საერთო სიცილისთვის, გულწრფელი საუბრებისთვის, ემოციური მხარდაჭერისა და იმ განცდისთვის, რომ ვიღაცას ახსნა არ სჭირდება, რადგან ისედაც ესმის შენი.

3. თვიტკრიტიკა - მუდმივად მკაცრი საუბარი საკუთარ თავთან, ანგრევს მისადმი ნდობას და თვუთშეფასებას;

4. მუდმივი ადრენალინი
როცა სტრესი ყოველდღიურ მდგომარეობად იქცევა, სხეულს ავიწყდება, რას ნიშნავს სიმშვიდე და მოდუნება.

5. გადაჭარბებული ვარჯიში სხეულზე ზრუნვის ნაცვლად - როცა აღდგენის საშუალებას არ აძლევ ეს უფრო მეტად ქმნის დაძაბულობას

6. ქაოსური კვება- ორგანიზმს, რომელიც საკმარისად არ იკვებება, უჭირს თავი უსაფრთხოდ, სტაბილურად და ენერგიულად იგრძნოს.

7. ემოციების ჩახშობა-გამოუთქმელი ემოციები ხშირად სხეულში გროვდება და შეიძლება დაძაბულობის, დაღლილობისა და სხვადასხვა ფიზიკური სიმპტომის სახით გამოვლინდეს.

8. დასვენება დანაშაულის განცდით- დასვენება მხოლოდ მაშინ აღადგენს ძალებს, როცა საკუთარ თავს ამის უფლებას რეალურად აძლევ.

9. სხეულთან კავშირის დაკარგვა- როცა აღარ უსმენ შენი სხეულის სიგნალებს, ნელ-ნელა შორდები საკუთარ საჭიროებებსა და შინაგან ხმას.

10. დროისა და ენერგიის საზღვრების არქონა- თუ მუდმივად ყველასთვის ხელმისაწვდომი ხარ, საკუთარი თავისთვის ადგილი აღარ რჩება;

11. საკუთარი თავის შეცვლის მცდელობა, მისი მოსმენის ნაცვლად - ზოგჯერ “გამოსწორება” კი არა მოსმენა, თანაგრძნობა და მიღება გჭირდება საკუთარი თავისგან.

#ქალი #ქალურობა #ფემინურობა #სილამაზე

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფსიქოლოგი მარიამ ფაცურია - psychologist mariam patsuria posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category