10/06/2017
დღეს New Rehab-ში მომღიმარი ანდრიასთვის ინდივიდუალური ორთეზების S.W.A.S.H.-ის რეგულაციით ვიყავით დაკავებულები. მისი დახმარებით ჩვენს ბიჭუნას ახალი შესაძლებლობები ეძლევა. აპარატი იძლევა ფეხების გაშლის საშუალებას და ხელს უშლის კუნთებისა და მყესების შემოკლებას. მისი დახმარებით შესაძლებელი ხდება პოზის გასწორება და სტაბილიზაცია. ის ხელს უწყობს ბარძაყის უკანა ზედა ნაწილის კუნთების დაჭიმვას და აუმჯომესებს მოძროაობას, რაც ბავშვს აძლევს იმის საშუალებას, რომ იყოს უფრო თავდაჯერებული, აქტიურად ითამაშოს და თერაპევტის დახმარებით გააუმჯობესოს წონასწორობა, ავარჯიშოს კოორდინაცია და აითვისოს ახალი უნარები, ახალი მოძრაობები.
ორთეზებით ანდრია უფრო კარგად ზის და ხელებით მანიპულირებას ახდენს, უკეთ იკავებს წონასწორობას, ასევე სწავლობს სიარულს სწორი მოძრაობების ფორმირებით. ვიდეოზე ჩანს რამდენად გაიზარდა ბავშვის შესაძლებლობები. ჩვენ გვაბედნიერებს ჩვენი პაციენტების ღიმილი და ახალი მიღწევები. 😁👦💪
Сегодня в New Rehab занимались регулировкой индивидуального ортеза S.W.A.S.H. для улыбчивого Андрии. С его помощью у нашего мальчика открываются новые возможности. Аппарат позволяет развести ноги и предотвращает укорочению мышц и связок. Способствует выравниванию и стабилизации позы. Помогает в растяжении мышц задней поверхности бедра и улучшает мобильность, что позволяет расслабится, быть более уверенным, активно играть при помощи терапевта улучшать равновесие, тренировать координацию и обучатся новым навыкам, новым движениям.
В ортезе Андрия хорошо сидит манипулируя руками, улучшилось стояние, а также учится ходить формируя правильный стереотип движений. На видео видно на сколько расширились способности ребенка.Мы очень рады видеть улыбки и новые достижения наших пациентов.
https://www.facebook.com/NewRehabTbilisi/