ფსიქოლოგია, ქოუჩინგი მშობლებისთვის

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ფსიქოლოგია, ქოუჩინგი მშობლებისთვის

ფსიქოლოგია, ქოუჩინგი მშობლებისთვის ფსიქოლოგია და ქოუჩინგი მშობლებისათვ?

04/01/2022

ძვირფასო მეგობრებო,

პოზიტიური ფსიქოთერაპიის ცენტრი - IDC გილოცავთ ახალ 2022 წელს და გისურვებთ, რომ ეს წელი თქვენთვის ყოფილიყოს სურვილების შემსრულებელი, ახალი საქმეების შთამაგონებელი, ახალი ურთიერთობების საწინდარი და გასული წლის პრობლემებზე გამარჯვების მომტანი.

თქვენი ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენი ცენტრი აპირებს რამდენიმე სიახლის განხორციელებას, რომელთა შორისაც, ამ ეტაპზე გთავაზობთ ორ ახალ, საინტერესო პროექტს, ესენია:

1. პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპიის ახალი „მასტერ-კურსი“, რომელიც დაიწყება ა/წ 25-27 მარტს., და
2. პრაქტიკული ფსიქოლოგიის უახლესი „მასტერ-კურსი“, რომლის დაწყებაც იგეგმება ა/წ თებერვლის მიწურულს.

გისურვებთ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში და ბედნიერებას პირად ცხოვრებაში.

25/07/2020

1 აგვისტოდან
მშობლებს, მასწავლებლებს, პედაგოგებს და მათ ვისაც აინტერესებს ალტერბრიჯი გთავაზობთ ექსპრეს კურსს

მოზარდის ფსიქოლოგია

ჩვენი სპიკერი გესაუბრებათ:

🟡 მოზარდის ქცევის ფსიქოლოგიურ მოტივებზე
🟡 მოზარდთან ეფექტიანი ურთიერთობის საიდუმლოზე
🟡 კომუნიკაციის პოზიტიურ მოდელებზე

პროგრამის ხანგრძლივობა: 3 დღე - 6 საათი
ტრენინგები გაიმართება 1, 2 და 3 აგვისტოს 20:00 საათიდან 22:00 საათამდე

პროგრამის ღირებულება: 50 ლარი

ტრენერი: ლალი ბადრიძე - ფსიქოთერაპევტი, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, პოზიტიური და კროსკულტურული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიისა და პოზიტიური ფსიქოთერაპიის ცენტრების ევროპული ფედერაციის წარმომადგენელი საქართველოში.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

რეგისტრაცია: https://bit.ly/3fXAI1u
დამატებითი ინფორმაცია: https://bit.ly/39lcY4U

09/02/2019

მარია მონტესორის 19 მცნება (ცნობილი იტალიელი მეცნიერი, ექიმი-ანთროპოლოგი, პედაგოგი და ფსიქოლოგი):

1. ბავშვები სწავლობენ ყველაფრისგან, რაც გარს აკრავთ.

2. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, ის სხვების დადანაშაულებას -მათთვის გადაბრალებას ეჩვევა.

3. თუ ბავშვს ხშირად აქებენ — ის შეფასებას სწავლობს.

4. თუ ბავშვს მტრულად ექცევიან — ის ხელჩართულ ჩხუბს სწავლობს.

5. თუ ბავშვს არ ატყუებენ და მასთან გულწრფელები არიან — ის სამართლიანობას სწავლობს.

6. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან — ის მშიშარა, მორცხვი და მორიდებული ხდება.

7. თუ ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს — ის ნდობას სწავლობს.

8. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ — ის გამუდმებით დამნაშავედ იგრძნობს თავს.

9. თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს — ის საკუთარი თავის პატივისცემას სწავლობს.

10. თუ ბავშვის მიმართ ხშირად იჩენენ მიმტევებლობასა და გულმოწყალებას — ის მოთმინებას სწავლობს.

11. თუ ბავშვს ხშირად ამხნევებენ — ის თავდაჯერებული ხდება.

12. თუ ბავშვი მეგობრულ ატმოსფეროში ცხოვრობს და თავს საჭიროდ გრძნობს — ის სიყვარულის პოვნას სწავლობს.

13. არასდროს თქვათ ბავშვზე ცუდი — არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.

14. ყურადღება გაამახვილეთ ბავშვში კარგი თვისებების განვითარებაზე და ცუდისთვის ადგილი აღარ დარჩება.

15. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, როდესაც ის მოგმართავთ.

16. პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და ცდილობს მის გამოსწორებას დღესვე ან ცოტა მოგვიანებით.

17. ყოველთვის დაეხმარეთ ბავშვს, რომელიც ძიებაშია და დარჩით შეუმჩნეველი იმ ბავშვისთვის, რომელმაც უკვე იპოვა ის, რასაც თავისთვის ეძებდა.

18. დაეხმარეთ ბავშვს იმის ათვისებაში, რაც აქამდე არ აუთვისებია. გააკეთეთ ეს მზრუნველობით, თავშეკავებით, ჩუმად და სიყვარულით.

19. ბავშვთან ურთიერთობაში ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება კარგ მანერებს და დაანახეთ მას ყველაფერი საუკეთესო, რაც თქვენშია.

შვილის წერილი მშობლებს ნუ მანებივრებთ, რადგან ეს ჩემზე ცუდად მოქმედებს. ნუ  მომცემთ ყველაფერს, რასაც ვითხოვ. ზოგჯერ უბრ...
16/01/2019

შვილის წერილი მშობლებს

 ნუ მანებივრებთ, რადგან ეს ჩემზე ცუდად მოქმედებს. ნუ მომცემთ ყველაფერს, რასაც ვითხოვ. ზოგჯერ უბრალოდ გამოცდას გიწყობთ;
 ჩემთან ურთიერთობისას შეინარჩუნეთ სიმტკიცე. ასე უფრო ადვილად ვიპოვი საკუთარ ადგილს;
 ჩემთან ძალას ნუ გამოიყენებთ, რადგან ასე ვისწავლი იმას, რომ ანგარიში მხოლოდ ძლიერებს გავუწიო;
 ნუ დამპირდებით იმას, რასაც ვერ შემისრულებთ, რომ თქვენს მიმართ ნდობა არ დავკარგო;
 როცა ვამბობ, რომ „ვერ გიტანთ“, არ მიწყინოთ, რადგან სულაც არ ვგულისხმობ ამას;
 მინდა, რომ მოინანიოთ საკუთარი საქციელი, რამაც მე გული მატკინა;
 ნუ მაიძულებთ, რომ თავი იმაზე პატარად ვიგრძნო, ვიდრე სინამდვილეში ვარ, თუ არ გსურთ, რომ „მტირალა“ და „წუწუნა“ გავხდე;
 ნუ აკეთებთ ჩემთვის და ჩემს ნაცვლად იმას, რისი გაკეთება თავადაც შემიძლია. ასე მუდამ მსახურივით გამოგიყენებთ;
 ნუ მაძლევთ შენიშვნას სხვების თანდასწრებით - თქვენს შენიშვნას უფრო მეტად გავითვალისწინებ, თუ სათქმელს ცალკე მეტყვით;
 ნუ ეცდებით ჩემი საქციელის განხილვას ცხარე კონფლიქტისას. ამ დროს სმენა მეხშობა და თქვენთან ურთიერთობის სურვილი მიქრება. უკეთესი იქნება, თუ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ;
 ნუ ცდილობთ ჩემთვის ჭკუის დარიგებას. რომ იცოდეთ, რა კარგად ვიცი ავ-კარგის გარჩევა, გაგიკვირდებოდათ;
 ნუ აცხადებთ ჩემს საქციელს საშინელ ცოდვად. მე შეცდომების დაშვება ისე უნდა ვისწავლო, რომ თავი დამცირებულად არ ვიგრძნო;
 ნუ მდებთ შარს და ნუ მიღრენთ. თუ ასე გააგრძელებთ, იძულებული ვიქნები თავი ისე მოგაჩვენოთ, თითქოს არაფერი მესმის;
 ნურასოდეს გადაკრულადაც კი ნუ მეტყვით იმას, რომ სრულყოფილი ხართ. ასე, მუდმივად მექნება იმის განცდა, რომ თქვენნაირი ვერასოდეს გავხდები;
 ნუ ღელავთ იმაზე, რომ ერთად ცოტა დროს ვატარებთ. მთავარია როგორ ვატარებთ ამ დროს;
 ნუ გაღელვებთ ჩემი შიში და გაუბედაობა, თორემ უფრო მეტად შემეშინდება. თავად მომეცით ვაჟკაცობის მაგალითი.
 ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩემი განვითარებისათვის აუცილებელია თქვენი ყურადღება და გამხნევება;
 მომექეცით ისე, როგორც ექცევით თქვენს მეგობრებს. მაშინ მეც თქვენი მეგობარი გავხდები;
 მიუხედავად ყველაფრისა, მე ორივე ძალიან მიყვარხართ. ჰოდა, თქვენც ამითვე მიპასუხეთ;
 ჩემს წესიერებას დიდ გამოცდას ნუ მოუწყობთ. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა მატყუარად ვიქცე.
 ნუ გავიწყდებათ, რომ ექსპერიმენტები მიყვარს. სწორედ ასე შევიმეცნებ სამყაროს, ამიტომ შეეგუეთ ამას;
 ნუ მიცავთ საკუთარი შეცდომების შედეგისაგან. მე საკუთარი გამოცდილებით ვსწავლობ;
 ნუ უთმობთ დიდ ყურადღებას ჩემს პატარა ავადმყოფობებს. მე შემიძლია ცუდად ყოფნისაგან სიამოვნება მივიღო, რადგან ეს დიდ ყურადღებას იპყრობს;
 ნუ გაურბიხართ ჩემს მიამიტურ კითხვებს. თუ არ მიპასუხებთ, აღარაფერს გკითხავთ და პასუხს სხვაგან მოვძებნი.

რას ამბობენ მშობლები და რა ესმით ბავშვებს?მშობლები ამბობენ:  „იჩქარე“, „გაჩუმდი“, „გაჩერდი“, „მიპასუხე“.ბავშვს ესმის:  „...
08/01/2019

რას ამბობენ მშობლები და რა ესმით ბავშვებს?

მშობლები ამბობენ: „იჩქარე“, „გაჩუმდი“, „გაჩერდი“, „მიპასუხე“.
ბავშვს ესმის: „შენ უმნიშვნელო ხარ“, „უარი თქვი შენს სურვილებზე ჩემს გამო.“
უთხარით ასე: „ჩვენ გვაქვს 10 წუთი, რა დრო გჭირდება თამაშის დასამთავრებლად?“

მშობლები ამბობენ: „ძაღლს არ მოეკარო, გიკბენს!“
ბავშვს ესმის: „სამყარო სახიფათოა, ჯობს არაფერი გააკეთო.“
უთხარით ასე: „თავს გაუფრთხილდი, ყურადღებით იყავი.“

მშობლები ამბობენ: „რამდენჯერ გაგიმეორო?“
ბავშვს ესმის: „სულელი ხარ და უნიჭო.“
უთხარით ასე: „შენ ამას შეძლებ, მე დაგეხმარები, მოდი ერთად ვცადოთ.“

მშობლები ამბობენ: „ნუ ტირი“, „ნუ იცინი“, „ნუ ყვირი“.
ბავშვს ესმის: „არ გამოხატო შენი ემოციები.“
უთხარით ასე: „ალბათ დაიღალე, რამემ ხომ არ შეგაშინა?“

მშობლები ამბობენ: „ბიჭებს არ უნდა ეშინოდეთ და არ უნდა ტიროდნენ.“
ბავშვს ესმის: „კაცს არ აქვს გრძნობებისა და ემოციების უფლება.“
უთხარით ასე: „ემოციისა და გრძნობის გამოხატვა - ნორმალურია.“

მშობლები ამბობენ: „არ გრცხვენია?“
ბავშვს ესმის: „შენ ცუდი ხარ, რაღაც არ გაქვს წესრიგში.“
უთხარით ასე: „შეცდომა გაგების დასაწყისია, ყველა ცდება.“

მშობლები ამბობენ: „ნახე რა კარგად აკეთებს, შენც შეძლებ ასე?“
ბავშვს ესმის: „შენ სხვაზე უარესი ხარ.“
უთხარით ასე: „მე მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ.“

01/12/2018

❤🤗🤗

💡👉55 პოზიტიური ფრაზა, რომელიც ბავშვს უნდა ვუთხრათ👇1. შენ შეგიძლია სასარგებლო იყო.2. შენ მართალი იყავი.3. მე ვიცი რომ შენ...
30/11/2018

💡👉55 პოზიტიური ფრაზა, რომელიც ბავშვს უნდა ვუთხრათ👇
1. შენ შეგიძლია სასარგებლო იყო.
2. შენ მართალი იყავი.
3. მე ვიცი რომ შენ მაქსიმუმი გააკეთე.
4. მე მადლობელი ვარ რომ მყავხარ.
5. შენ არაჩვეულებრივი იდეები გაქვს.
6. ბედნიერი ვარ რომ შენი დედა (მამა) ვარ.
7. მე შემიძლია გენდო.
8. შენ მნიშვნელოვანი ხარ.
9. მე შენით ვამაყობ.
10. შენ ადამიანებს უყვარხარ.
11. სრულყოფილება აუცილებელი არ არის, იმისათვის რომ სასურველი იყო.
12. მე შენი მჯერა.
13. შენ ამას იმსახურებ.
14. ნუ შეშინდები. იყავი, როგორიც ხარ.
15. უიმორის გრძნობა კარგია.
16. ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს. არაფერია...
17. მე შენი მესმის.
18. შენ შეგიძლია უარის თქმა..
19. ჩვენი ოჯახი შენს გარეშე ასეთი ბედნიერი არ იქნებოდა.
20. ვცადოთ, გავაკეთოთ ისე როგორც შენ გსურს...
21. მე შენ პატივს გცემ.
22. მე ვიცი, რომ შენ ყველაფერი გააკეთე შედეგისთვის.
23. მე შენ გპატიობ.
24. ბედნიერი ვარ, რომ აქ ხარ.
25. შენი საქციელი ნამდვილი სიმამაცე იყო.
26. შენით აღფრთოვენებული ვარ.
27. ეს შენი გადაწყვეტილებაა...
28. თუ შენ ნამდვილად გჯერა, მაშინ ჩემთვისაც მნიშვნელოვანია.
29. არ დანებდე.
30. მე ყოველთვის მეყვარები.
31. შენ შეგიძლია კიდევ სცადო.
32. არასოდეს შეადარო თავი სხვას.
33. შენ ყველაფერი გაქვს.
34. თუ რამის გეშინია, ეს ნორმალურია.
35. როდესაც შეცდომებს უშვებ, აღიარების არ შეგეშინდეს.
36. სიკეთე სისუსტე არ არის.
37. შენ საოცარი იდეები გაქვს.
38. ვალდებული არ ხარ ისე მოიქცე, როგორც სხვები იქცევიან.
39. ყველაფერი შესაძლებელია.
40. შენ შეგიძლია განასხვავო (ავი და კარგი).
41. მომწონს შენი აზრები.
42. მე შენ ყურადღებით გისმენ.
43. შესანიშნავად გაართვი თავი.
44. შენ ჩემი გული სიხარულით აავსე.
45. ყველას ვერ მოეწონები. – ამაში უჩვეულო არაფერია...
46. შენ გაქვს არჩევანი.
47. მე მჯერა შენი.
48. შენთან დროის გატარება ერთი სიამოვნებაა.
49. ნამდვილად კარგი არჩევანი იყო.
50. მე შენში დარწმუნებული ვარ.
51. მე შენ გისმენ.
52. შენს განწყობას, ნებისმიერი სიტუაციის შეცვლა შეუძლია.
53. შენ საუკეთესო მეგობარი ხარ.
54. მცდელობა არ შეწყვიტო (კიდევ ბევრჯერ სცადე)
55. მე შენ ყველანაირი მეყვარები.

💡

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

579970965

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფსიქოლოგია, ქოუჩინგი მშობლებისთვის posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ფსიქოლოგია, ქოუჩინგი მშობლებისთვის:

Shortcuts

Share