MediClubGeorgia

Call Directions Website Contact the practice

MediClubGeorgia მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი. Our mission is to keep our patients healthy. Three core principles guide us to accomplishing our mission:

Innovation. Vision.

მედიქლაბჯორჯია 1999 წელს დაფუძნდა და დღემდე რჩება ჯანდაცვის სფეროს მუდმივი განვითარების ერთგული.

კომპანია შედგება ორი სტრატეგიული ბიზნეს ერთეულისგან:

• მრავალფუნქციური კლინიკა
• სასწავლო რესურს ცენტრი


ჩვენი ამოცანა პაციენტთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა. ამ ამოცანის შესრულებისთვის კი სამი ძირითადი პრინციპით ვხელმძღვანელობთ:

ინოვაცია, ხედვა, პროფესიონალიზმი

First established in April 1999, MediClubGeorgia remains committed to the continuous improvement of all aspects of health care provision. The company consists of two strategic business units:
Multifunctional clinic
Learning resource centre


What MediClubGeorgia (MCG) strives to accomplish is easy to state but difficult to achieve. Professionalism.

კურსი: POCUS - ულტრასონოგრაფიული კვლევა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროს, საფეხური პირველი, ბაზისური (Point-of-Car...
15/09/2026

კურსი: POCUS - ულტრასონოგრაფიული კვლევა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროს, საფეხური პირველი, ბაზისური (Point-of-Care Ultrasound, Level 1).

12 კრედიტ ქულა.
📅 ტრენინგის დეტალები:
თარიღი: 24 და 25 ოქტომბერი (ორი დღე, შაბათი, კვირა)
კრედიტ ქულა: 12
ფასი: 250 ლარი

📍 კურსი ტარდება თბილისში, მედიქლაბჯორჯიას სასწავლო რესურს ცენტრში. მისამართი: ტაშკენტის ქ. 22ა.

პროგრამა შემუშავებულია გადაუდებელი მედიცინის საერთაშორისო სტანდარტებით და მიზნად ისახავს სამედიცინო სპეციალისტების მომზადებას გადაუდებელი ექოსკოპიისა და სამედიცინო მანიპულაციების ექოსკოპიური კონტროლით ჩატარების სფეროში.

კურსი მოიცავს გადაუდებელი ექოსკოპიის ძირითად პროტოკოლებს: EFAST, FATE, BLUE და RUSH. თეორიულ სწავლებასთან ერთად გათვალისწინებულია პრაქტიკული სამუშაოები.

📚 კურსის ძირითადი თემატიკა:

ულტრასონოგრაფიული კვლევის საწყისები
ტრავმული პაციენტის ულტრასონოგრაფიული შეფასება, EFAST პროტოკოლი
ფილტვის ექოსკოპია, BLUE პროტოკოლი
ცენტრალური სისხლძარღვების წვდომა ულტრასონოგრაფიული კონტროლით (ultrasound-guided vascular access)
თორაკოცენტეზი ულტრასონოგრაფიული კონტროლით
ლაპარაცენტეზი ულტრასონოგრაფიული კონტროლით

👩‍⚕️ კურსი განკუთვნილია:
- გადაუდებელი მედიცინის
- ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის
- ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის
- რადიოლოგიის ექიმებისთვის

🎓 კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი იღებს ჯანდაცვის სამინისტროს აკრედიტირებულ სერტიფიკატს (12 კრედიტ ქულა), რომელიც ძალაშია გაცემიდან 2 წლის განმავლობაში.

ინსტრუქტორები: თამარ ქურთიშვილი, დიმიტრი წვერავა.

დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია 🔗
https://mcg.ge/u/9j27

✨ TRICHONAIL 2026 ✨📅 11 ოქტომბერი, 2026📍 თბილისი | Sheraton Metekhi Palaceსაქართველოს თმის კვლევის საზოგადოება და საქართ...
15/09/2026

✨ TRICHONAIL 2026 ✨

📅 11 ოქტომბერი, 2026

📍 თბილისი | Sheraton Metekhi Palace
საქართველოს თმის კვლევის საზოგადოება და საქართველოს ფრჩხილის კვლევის საზოგადოება გიწვევთ პროფესიულ ღონისძიებაზე, რომელიც აერთიანებს დარგის სპეციალისტებს, თანამედროვე ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

🔬 უახლესი მიდგომები
🤝 პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება
💡 ახალი ცოდნა და პროფესიული კომუნიკაცია

შემოგვიერთდით TrichoNail 2026-ზე და გახდით პროფესიული საზოგადოების მნიშვნელოვანი შეხვედრის ნაწილი.

📌 დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია:
https://www.trichonail.ge



🇬🇧✨ TRICHONAIL 2026 ✨
The Joint Conference of the Georgian Hair Research Society & Georgian Nail Research Society

📅 October 11, 2026

📍 Tbilisi | Sheraton Metekhi Palace
We are delighted to invite you to TrichoNail 2026 — a professional conference bringing together specialists in hair and nail health.
🔬 Latest approaches and scientific updates
🤝 Sharing practical experience
💡 Professional networking and knowledge exchange

Join us for a day dedicated to innovation, education and the latest developments in trichology and nail research.

📌 For more information and registration:
https://www.trichonail.ge

📅 19 სექტემბერს MediClubGeorgia მასპინძლობს პროფ. კლარა ვან კარნეებეკს- Amsterdam UMC-ის პედიატრს, მეტაბოლური დაავადებებ...
09/09/2026

📅 19 სექტემბერს MediClubGeorgia მასპინძლობს პროფ. კლარა ვან კარნეებეკს- Amsterdam UMC-ის პედიატრს, მეტაბოლური დაავადებებისა და ბიოქიმიური გენეტიკის სპეციალისტს, Emma Center for Personalized Medicine-ისა და United for Metabolic Diseases (UMD)-ის დირექტორს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სამუშაო შეხვედრა:

📌 „იფიქრე მეტაბოლურ დაავადებებზე!“- Think Metabolic!

🔻 სამუშაო შეხვედრა დაეთმობა კლინიკური შემთხვევებისა და სიმპტომზე ორიენტირებული მიდგომის განხილვას. მონაწილეები პრაქტიკულად გაეცნობიან საძიებო სისტემებს, კლინიკურ ალგორითმებსა და სპეციალიზებულ აპლიკაციებს, რომლებიც დაეხმარება შესაძლო დიაგნოზის ამოცნობაში, დიფერენციული დიაგნოსტიკის დაგეგმვასა და შემდგომი კვლევებისა და მკურნალობის მეთოდების სწორად შერჩევაში.

🔻 შეხვედრა საინტერესო იქნება ყველა სპეციალობის ექიმისთვის, რადგან გენეტიკური მეტაბოლური დაავადებები ხშირად მრავალფეროვანი და არასპეციფიკური სიმპტომებით ვლინდება. თემა განსაკუთრებით აქტუალურია პედიატრებისა და ნევროლოგებისთვის, რომლებიც ასეთ პაციენტებს ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში ხშირად ხვდებიან.

დეტალური ინფორმაცია ჩვენი სტუმრისა და სამუშაო შეხვედრის შესახებ იხილეთ დანართში 🔗 https://www.mcg.ge/u/nssp

📅 19 სექტემბერი, 2026
🕰️ 11:00 სთ
📍 ადნაი ადნაევის დარბაზი

02/09/2026

🔬დერმატოლოგი ასმათი ნარსია მითებსა და რეალობაზე

For english scroll down 🔻✨ TRICHONAIL 2026 ✨📅 11 ოქტომბერი, 2026📍 თბილისი | Sheraton Metekhi Palaceსაქართველოს თმის კვლე...
01/09/2026

For english scroll down 🔻

✨ TRICHONAIL 2026 ✨

📅 11 ოქტომბერი, 2026

📍 თბილისი | Sheraton Metekhi Palace

საქართველოს თმის კვლევის საზოგადოება და საქართველოს ფრჩხილის კვლევის საზოგადოება გიწვევთ პროფესიულ ღონისძიებაზე, რომელიც აერთიანებს დარგის სპეციალისტებს, თანამედროვე ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

🔬 უახლესი მიდგომები

🤝 პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება

💡 ახალი ცოდნა და პროფესიული კომუნიკაცია
შემოგვიერთდით TrichoNail 2026-ზე და გახდით პროფესიული საზოგადოების მნიშვნელოვანი შეხვედრის ნაწილი.

📌 დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია:
https://www.trichonail.ge



🇬🇧✨ TRICHONAIL 2026 ✨
The Joint Conference of the Georgian Hair Research Society & Georgian Nail Research Society

📅 October 11, 2026

📍 Tbilisi | Sheraton Metekhi Palace

We are delighted to invite you to TrichoNail 2026 — a professional conference bringing together specialists in hair and nail health.

🔬 Latest approaches and scientific updates

🤝 Sharing practical experience

💡 Professional networking and knowledge exchange
Join us for a day dedicated to innovation, education and the latest developments in trichology and nail research.

📌 For more information and registration:
https://www.trichonail.ge

10/08/2026

📌 ენდოსკოპიური ბარიატრიის პროცედურა ტარდება პირველად საქართველოში და გამოიყენება წონის ეფექტური მართვისას, თანაც მინიმალური ინვაზიით.

🧑‍⚕️ პაციენტის პირის ღრუდან, სპეციალური მოწყობილობის და ენდოსკოპის მეშვეობით, ორმაგი გამძლე ნაკერით კუჭი შიგნიდან იკერება, ეძლევა მილის ფორმა და მისი მოცულობა მცირდება 75-80%-ით.
🔴 ამის შემდეგ პაციენტი სწრაფად ნაყრდება, მცირდება მიღებული საკვების ოდენობა და წონაში კლება ხდება თავდაპირველი მასის 20-25 პროცენტით.

📌 პროცედურა არის შედარებით ხანმოკლე, ვიდრე ქირურგიული ბარიატრია. კეთდება ზოგადი ანესთეზიით, გრძელდება საშუალოდ 30 წუთი და პროცედურის შემდეგაც მალევე ხდება პაციენტის გაწერა.
წინასარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე 🔗 https://bit.ly/4bwhLSJ

მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი.

03/08/2026

MediClubGeorgia 27 წლისაა! ❤

ჩვენს თანამშრომლებს- მათ, ვინც ამ წლების განმავლობაში ქმნიდა ჩვენი კლინიკის ხარისხს- ვთხოვეთ ეთქვათ ერთი სიტყვა, რომელთანაც ყველაზე მეტად ასოცირდება MediClubGeorgia

გვიხარია, რომ ჩვენი პაციენტების მსგავსად, თითოეული თანამშრომლისთვისაც MediClubGeorgia პროფესიონალიზმის, ხარისხის, ინოვაციის, თავისუფლებისა და საყვარელი საქმის განსახიერებაა.

14/07/2026

📌 მოხარული ვართ გაგიზიაროთ, რომ ჩვენი კლინიკის ექიმი, ირაკლი ლაშხი, საქართველოს ბარიატრიული ქირურგიის, მინიინვაზიური და რობოტული ქირურგიის მეორე საერთაშორისო სამიტს ესწრებოდა.

🔴 სამიტზე ექიმმა ირაკლი ლაშხმა წარადგინა მოხსენება თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და ინოვაციურ მიმართულებაზე- ენდოსკოპიურ ბარიატრიაზე.

🔻 კერძოდ, მოხსენება შეეხებოდა:

POSE-2 პროცედურას - კუჭის მოცულობის შემცირების მინიმალურად ინვაზიურ მეთოდს, რომელიც ოპერაციული განაკვეთების გარეშე სრულდება.

ჩვენი კლინიკის პაციენტების რეალურ შედეგებსა და მათ პოსტ-პროცედურულ მდგომარეობას.

🌐 MediClubGeorgia-ს გუნდისთვის პრიორიტეტია მუდმივი განვითარება და მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკის დანერგვა, რათა ჩვენს პაციენტებს ყოველთვის საუკეთესო და უსაფრთხო გადაწყვეტილებები შევთავაზოთ.

📅 8–12 ივლისს MediClubGeorgia-ს საერთაშორისო დონეზე აღიარებული წამყვანი სპეციალისტები-პროფესორი მარკ ეიდელმანი და დოქტორ...
06/07/2026

📅 8–12 ივლისს MediClubGeorgia-ს საერთაშორისო დონეზე აღიარებული წამყვანი სპეციალისტები-პროფესორი მარკ ეიდელმანი და დოქტორი სკოტ ნელსონი (აშშ, Loma Linda University Health) ეწვევიან.

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ უმაღლესი ამერიკული და საერთაშორისო სტანდარტების კონსულტაცია და ქირურგიული მკურნალობა.

📍 წამყვანი მიმართულებები:
🔹 კიდურების დაგრძელება და რთული რეკონსტრუქციული ქირურგია;
🔹 მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია და თანდაყოლილი ანომალიები;
🔹 ძვალ-სახსროვანი სისტემის სხვადასხვა სირთულის პათოლოგიები.

ვიზიტის ფარგლებში ექიმები ჩაატარებენ:
✔️ პაციენტების სიღრმისეულ კონსულტაციებს;
✔️ მკურნალობის ინდივიდუალური, თანამედროვე გეგმების შედგენას;
✔️ დაგეგმილ მაღალტექნოლოგიურ ოპერაციებს.

📍 ადგილი: კლინიკა "MediClubGeorgia"
📅 თარიღი: 8–12 ივლისი

🚨 გთხოვთ გაითვალისწინოთ, ადგილების რაოდენობა მკაცრად შეზღუდულია და საჭიროა წინასწარი ჩაწერა.

📩 ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით კლინიკის ცხელ ხაზზე:
032 225 19 91

MediClubGeorgia – ზრუნვისა და განვითარების 26-წლიანი ისტორია ❤️
02/07/2026

MediClubGeorgia – ზრუნვისა და განვითარების 26-წლიანი ისტორია ❤️

პაციენტის მიმართ ერთგულება სიტყვებით არ იზომება.
ის იზომება პრინციპებით, რომელთა ერთგულიც წლების განმავლობაში რჩები.

MediClubGeorgia-ს 26-წლიანი ისტორია სწორედ ასეთი ერთგულების ისტორიაა. ისტორია კლინიკის, რომელმაც რეგიონში პირველმა მიიღო JCI-ის საერთაშორისო აკრედიტაცია.

როგორ შეიქმნა MediClubGeorgia, საიდან დაიწყო მისი გზა, რა ღირებულებებზე დგას დღეს და რა შეცვალა მისმა არსებობამ ჯანდაცვის სისტემაში?

ინტერვიუ მის დამფუძნებლებთან: დიმიტრი მახათაძესთან და საბირ ადნაევთან.

ავტორი: მარიამ სპარსიაშვილი ფოტო: ანა-ბოკო ლორთქიფანიძე

🔗 სტატიის ბმული იხილეთ პირველ კომენტარში.

Address

22a Tashkenti Street
Tbilisi
0160

Telephone

+995322251991

Alerts

Be the first to know and let us send you an email when MediClubGeorgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to MediClubGeorgia:

Shortcuts

Share

Category