რუსა სრესელი • Rusa Sreseli

რუსა სრესელი • Rusa Sreseli გიზიარებთ ცოდნას, რომელიც ბავშვების ცნობისმოყვარეობას კიდევ უფრო აღვივებს 👀 🧠
დიდებს კი ახსენებს, რა საინტერესოა ყველაფერი ჩვენ გარშემო 🌍 ✨

🛍️ დეე, აბა ფული არ მაქვსო?! — მითხრა ნუცამ, როცა სათამაშოს ყიდვაზე უარი ვუთხარი, მისი თანდასწრებით კი სალაროსთან ბარათი...
03/12/2025

🛍️ დეე, აბა ფული არ მაქვსო?! — მითხრა ნუცამ, როცა სათამაშოს ყიდვაზე უარი ვუთხარი, მისი თანდასწრებით კი სალაროსთან ბარათი გავატარე და მაღაზიიდან სავსე პარკებით გამოვედი.

მივხვდი, რომ მისთვის გაუგებარ სიტუაციაში ვიყავით. ეგონა, რაღაცას ვატყუებდი და ცოტა იმედგაცრუებული მიყურებდა. 🤷‍♀️💭

❌ რასაც კატეგორიულად არ ვაკეთებ, მისი მოტყუებაა და ამ სიტუაციიდანაც როგორმე უნდა გამოვმძვრალიყავი — მისთვის უნდა ამეხსნა, რომ ფული შეიძლება გქონდეს, მაგრამ ყველაფრისთვის არ გყოფნიდეს.

იმავე საღამოს, როცა ბალეტიდან ვბრუნდებოდით, ნუცამ ნაყინი მთხოვა. უარი არ მითქვამს და მარკეტში შევედით. კართან ჩვენთვის კარგად ნაცნობი აპარატი იდგა, რომელიც რკინის ლარიანის სანაცვლოდ რეზინის ფერად ბურთს აგდებს. ნუცამ ბურთიც მოინდომა. მე კი ჯიბიდან ლარიანი ამოვიღე, ვაჩვენე და ვუთხარი:
— უი, ნახე, მხოლოდ ერთი ლარი მქონია. ან ნაყინი უნდა ვიყიდოთ, ან ბურთი. — ცოტა მოიწყინა, თუმცა არჩევანი ნაყინზე გააკეთა.🍦✨

მეორე დღეს ქუჩაში მოხუცი ქალბატონი შეგვხვდა, მოწყალებას ითხოვდა. ჯიბიდან კიდევ ამოვიღე ერთი ლარი, ნუცას მივეცი და ვთხოვე, ბებიასთვის მიეცა. სიხარულით მიურბენინა 💛 ისე დაემთხვა, რომ გზად კიდევ შემოგვხვდა ჩვენი ნაცნობი აპარატი და ნუცამაც, რა თქმა უნდა, კიდევ მთხოვა ბურთის ჩამოგდება. მე კი ვუთხარი:

— ნუცი, მხოლოდ ერთი ცალი ლარიანი მქონდა და ისიც იმ საყვარელ ბებიას მივეცით. ალბათ პურს ან ნაყინს იყიდის-მეთქი.
— რა, პურიც 1 ლარი ღირს? — გაოცდა ის.
— კი, 1 ლარით ბევრი რამის ყიდვა შეიძლება და ამ ლარიანებს თუ შეაგროვებ, კიდევ უფრო ბევრი რამის ყიდვას შეძლებ-მეთქი.
— მოდი, შევაგროვოთ! — გაუბრწყინდა თვალები.💖

ჰოდა, იმისთვის, რომ კარგად დაგვენახა, როგორ იზრდებოდა ჩვენი ლარიანების რაოდენობა, შეგროვება მინის ქილაში დავიწყეთ. 🪙

ამის შემდეგ, რამდენჯერაც თვალს ბურთების აპარატისკენ გააპარებს, ვეკითხები: — ჰა აბა, კიდევ ერთი ბურთი, რომელიც მალევე გეკარგება ხოლმე, თუ კიდევ ერთი ლარი ყულაბაში? ხშირად თუ ჩაყრი, მალე გაივსება და უფრო კარგ რამეს იყიდი ხო იცი.

😇 მართალია, ზოგჯერ ცდუნებას ვერ უძლებს, მაგრამ შემთხვევების 70-80%-ში არჩევანს დაზოგვის სასარგებლოდ აკეთებს ხოლმე.

⭐️ ეს მიდგომა სკოლამდელი ასაკისთვის იდეალური აღმოჩნდა, თუმცა ბავშვის ზრდასთან ერთად ფინანსური გამოწვევებიც იცვლება. ამიტომ, მომდევნო პოსტებში ამ თემას ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაც აუცილებლად ჩავშლი.

მანამდე კი გამიზიარეთ — თქვენ როგორ უხსნით შვილებს, რომ ჩვენს ხელთ არსებული ფული ულიმიტო არ არის? 👇

#ფინანსურიგანათლება #მშობლობა #დაზოგვა #ფულისმართვა

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რუსა სრესელი • Rusa Sreseli posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share