ენდისი - ნეიროგანვითარების ცენტრი Ndc - Neurodevelopment Center

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ენდისი - ნეიროგანვითარების ცენტრი Ndc - Neurodevelopment Center

ენდისი - ნეიროგანვითარების ცენტრი  Ndc - Neurodevelopment Center Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ენდისი - ნეიროგანვითარების ცენტრი Ndc - Neurodevelopment Center, Medical Center, ლუბლიანას ქ. 2/6, Tbilisi.
(1)

ნეიროგანვითარების ცენტრი დაარსდა 1996 წელს და მთელი ამ დროის მანძილზე არის აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და ბავშვის ფიზიკური და მენტალური განვითარების ხელშეწყობის თანამედროვე მიდგომების დანერგვის ავტორი საქართველოში.

ოკუპაციური თერაპია, ფუნქციური ფიზიკური თერაპია, მეტყველების თერაპიის თანამედროვე ხედვა, ბოტულინის ტოქსინის შემცველი მედიკამენტების (ბოტოქსი, დისპორტი) გამოყენება კუნთთა სპასტიურობის მენეჯმენტში, აქვათერაპია (თერაპიული ვარჯიშები წყალში), სავარძელ-ეტლის ინდივიდუალური მორგების სერვისი, ორთეზირება, დამხმარე ავეჯი და სხვა დამხმარე საშუალებები - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მიდგომებისა, რომლებიც წარმოადგენს თანამედროვე აბილიტაცია/რეაბილიტაციის საფუძველს და დღეს ხელმისაწვდომია საქართველოში სწორედ ნეიროგანვითარების ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტებისა და ძალისხმევის შედეგად.

მდგომარეობები, რომლებიც შეიძლება საჭიროებდნენ აბილიტაცია/რეაბილიტაციის ღონისძიებებსა და სხვადასხვა სახის თერაპიას, მოიცავს: ცერებრულ დამბლას, ნერვ-კუნთოვან დაავადებებს, აუტიზმის სპექტრის დარღვევებს, ეპილეფსიას, ბავშვთა ემოციურ და ქცევით აშლილობებს და სხვ.
ამ დაავადებებისა და მდგომარეობების ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ცენტრი ფლობს შეფასების ყველაზე თანამედროვე ინსტრუმენტებს და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით.

მკურნალობა და მართვა ხდება თითოეული პაციენტისთვის შემუშავებული ინდივიდუალური გეგმის მიხედვით პროფესიონალთა გუნდის მიერ, რომლის შემადგენლობაშია ექიმი-ნევროლოგი, ფიზიკური თერაპევტი, მეტყველების და ენის თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, აქვათერაპევტი, ორთეზისტი, ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი, ფსიქიატრი, ხელოვნებით თერაპევტი.

მიზანზე ორიენტირებული გუნდური მიდგომა რეაბილიტაციაში, ასევე პირველად საქართველოში, დაინერგა ნეიროგანვითარების ცენტრში, ნიდერლანდების მოწინავე სარეაბილიტაციო ცენტრებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით.

09/07/2026

ინტერვიუ ჩვენი უცხოელი ბენეფიციარის მშობელთან 💛 დიდი მადლობა ნდობისთვის 🙏

📣 📣 ენდისი აცხადებს ვაკანსიას რუსულენოვანი ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე!📍 დიღმის ფილიალი💚 ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გ...
06/07/2026

📣 📣 ენდისი აცხადებს ვაკანსიას რუსულენოვანი ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე!

📍 დიღმის ფილიალი

💚 ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, საუკეთესო გუნდი და ხელსაყრელი პირობები პროფესიული განვითარებისასთვის!

✅ თქვენთვის მოსახერხებელი გრაფიკი და ანაზღაურება შეთანხმებით.

👀 დაინტერესებულ კვალიფიციურ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდით:

☎️ 032 252 78 89
და გამოგვიგზავნეთ CV მეილზე
📩 [email protected]
subject-ში მიუთითეთ რუსულენოვანი ქცევითი თერაპევტი

საუკეთესო სურვილებით,
ენდისი - ნეიროგანვითარების ცენტრი Ndc - Neurodevelopment Center

01/07/2026

📣 📣 ნეიროგანვითარების ცენტრი "ენდისი" აცხადებს ვაკანსიას ფიზიკური თერაპევტის პოზიციაზე 📍 გლდანის და 📍ისნის ფილიალებში!
❤️ ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, საუკეთესო გუნდი და ხელსაყრელი პირობები პროფესიული განვითარებისასთვის!

კვალიფიციურ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) მეილზე 📩 [email protected]
Subject-ში მიუთითეთ ფიზიკური თერაპევტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ:
☎️ 0322527889
საუკეთესო სურვილებით,
NDC - ენდისი

ნეიროგანვითარების ცენტრი დაარსდა 1996 წელს და მთელი ამ დროის მანძილზე არის აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და ბავშვის ფიზიკური და მენტალური განვითარების ხელშეწყობის თანამედროვე მიდგომების დანერგვის ავტორი საქართველოში.

ოკუპაციური თერაპია, ფუნქციური ფიზიკური თერაპია, მეტყველების თერაპიის თანამედროვე ხედვა, ბოტულინის ტოქსინის შემცველი მედიკამენტების (ბოტოქსი, დისპორტი) გამოყენება კუნთთა სპასტიურობის მენეჯმენტში, აქვათერაპია (თერაპიული ვარჯიშები წყალში), სავარძელ-ეტლის ინდივიდუალური მორგების სერვისი, ორთეზირება, დამხმარე ავეჯი და სხვა დამხმარე საშუალებები - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მიდგომებისა, რომლებიც წარმოადგენს თანამედროვე აბილიტაცია/რეაბილიტაციის საფუძველს და დღეს ხელმისაწვდომია საქართველოში სწორედ ნეიროგანვითარების ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტებისა და ძალისხმევის შედეგად.

მდგომარეობები, რომლებიც შეიძლება საჭიროებდნენ აბილიტაცია/რეაბილიტაციის ღონისძიებებსა და სხვადასხვა სახის თერაპიას, მოიცავს: ცერებრულ დამბლას, ნერვ-კუნთოვან დაავადებებს, აუტიზმის სპექტრის დარღვევებს, ეპილეფსიას, ბავშვთა ემოციურ და ქცევით აშლილობებს და სხვ.
ამ დაავადებებისა და მდგომარეობების ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ცენტრი ფლობს შეფასების ყველაზე თანამედროვე ინსტრუმენტებს და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით.

მკურნალობა და მართვა ხდება თითოეული პაციენტისთვის შემუშავებული ინდივიდუალური გეგმის მიხედვით პროფესიონალთა გუნდის მიერ, რომლის შემადგენლობაშია ექიმი-ნევროლოგი, ფიზიკური თერაპევტი, მეტყველების და ენის თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, აქვათერაპევტი, ორთეზისტი, ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი, ფსიქიატრი, ხელოვნებით თერაპევტი.

მიზანზე ორიენტირებული გუნდური მიდგომა რეაბილიტაციაში, ასევე პირველად საქართველოში, დაინერგა ნეიროგანვითარების ცენტრში, ნიდერლანდების მოწინავე სარეაბილიტაციო ცენტრებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით.

📍 ირლანდიის ქალაქ გალვეიში, ჩატარდა ბავშვთა ასაკში დაწყებული შეზღუდული შესაძლებლობის ევროპული აკადემიის (EACD) ყოველწლიუ...
16/06/2026

📍 ირლანდიის ქალაქ გალვეიში, ჩატარდა ბავშვთა ასაკში დაწყებული შეზღუდული შესაძლებლობის ევროპული აკადემიის (EACD) ყოველწლიურ კონფერენცია. 🧩
🟥🟩
👩‍🏫 ამ კონფერენციის ფარგლებში ნეიროგანვითარების ცენტრის თანამშრომლებმა (სოფიო ტატიშვილმა, ანა ბედოშვილმა და ნათია თვარაძემ), წარადგინეს სამეცნიერო მოხსენებები, საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებას გაუზიარეს საქართველოს გამოცდილება და გაეცნენ არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და კვლევებს.
🟥🟩
ვულოცავთ ჩვენს გუნდს ამ მნიშვნელოვან პროფესიულ მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ საქმიანობაში! 🤩

📣 მოხარული ვართ გაგიზიაროთ ჩვენი გუნდის ახალი სტატია, რომელიც  გამოქვეყნდა საერთაშორისო მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურ...
12/06/2026

📣 მოხარული ვართ გაგიზიაროთ ჩვენი გუნდის ახალი სტატია, რომელიც გამოქვეყნდა საერთაშორისო მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალში -“Developmental Medicine & Child Neurology” (DMCN). 📰

🕵️👁️ აღნიშნული პუბლიკაცია ეხება ადრეული მოტორული და მხედველობითი ბიომარკერების ამოცნობას ცერებრული დამბლის და მხედველობის ქერქული დარღვევების დროს.

👩‍💼 ეს მნიშვნელოვანი მიღწევა არის ჩვენი გუნდის და საერთაშორისო პარტნიორების წარმატებული კოლაბორაციის და ასევე ამ სფეროში არსებული კვლევითი საქმიანობის შედეგი.

⬇️ ბმული იხილეთ კომენტარებში ⬇️

📣 📣 ნეიროგანვითარების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას აკადემიური უნარების თერაპევტის პოზიციაზე 📍ისნის ფილიალში!💚 ჩვენთან დაგხვ...
02/06/2026

📣 📣 ნეიროგანვითარების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას აკადემიური უნარების თერაპევტის პოზიციაზე

📍ისნის ფილიალში!

💚 ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, საუკეთესო გუნდი და ხელსაყრელი პირობები პროფესიული განვითარებისასთვის!

✅ თქვენთვის მოსახერხებელი გრაფიკი და ანაზღაურება შეთანხმებით.

👀 დაინტერესებულ კვალიფიციურ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდით:

☎️ 032 252 78 89
და გამოგვიგზავნეთ CV მეილზე
📩 [email protected]

ნეიროგანვითარების ცენტრი გთავაზობთ საბაზისო კურსს ქცევის გამოყენებით ანალიზში! 📚 კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:🟢 აუტიზმის ...
22/05/2026

ნეიროგანვითარების ცენტრი გთავაზობთ საბაზისო კურსს ქცევის გამოყენებით ანალიზში!

📚 კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
🟢 აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების ძირითადი მახასიათებლები
🟢 ქცევის თერაპევტის პროფესიული ეთიკა
🟢 ქცევის გამოყენებითი ანალიზი: ძირითადი ცნებები
🟢 ქცევის შეფასება, ინტერვენციის შერჩევისა და დაგეგმვის სტრატეგიები
🟢 ქცევის გაზომვა, მონაცემთა შეგროვება, მათი ინტერპრეტაცია
🟢 ქცევის შეცვლის სტრატეგიები
🟢 ახალი უნარის/ქცევის სწავლების ძირითადი პრინციპები
🟢 გენერალიზაცია
🟢 ვერბალური ქცევა

📆 - 15 ივნისიდან

ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაცისთვის დაგვიკავშირდით:
☎️ 568 013399

🔊 საქართველოს ქცევით ანალიტიკოსთა ასოციაციის რიგით მესამე კონფერენციას დაესწრნენ ენდისის ქცევითი თერაპევტები და სხვა მიმ...
07/05/2026

🔊 საქართველოს ქცევით ანალიტიკოსთა ასოციაციის რიგით მესამე კონფერენციას დაესწრნენ ენდისის ქცევითი თერაპევტები და სხვა მიმართულების სპეციალისტები. 💚❤️

👨‍⚕️📑 საპატიო სტუმარი და ვორკშოპის ტრენერი გახლდათ საერთაშორისო ორგანიზაციის (IBAO) ერთ-ერთი დამფუძნებელი Michael M. Mueller, Ph.D, BCBA-D, IBA

საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაცია

✅ ზუგდიდში, ენდისის მეორე ფილიალი გაიხსნა 💫🥳
04/05/2026

✅ ზუგდიდში, ენდისის მეორე ფილიალი გაიხსნა 💫🥳

Address

ლუბლიანას ქ. 2/6
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322527889

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ენდისი - ნეიროგანვითარების ცენტრი Ndc - Neurodevelopment Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ენდისი - ნეიროგანვითარების ცენტრი Ndc - Neurodevelopment Center:

Shortcuts

Share

Category