13/06/2022
ჯანმრთელი ცხოვრების წესის კონცეფცია წარმოდგენილია როგორც ფიზიკური, მენტალური, ემოციური და სულიერი მდგომარეობის ერთობლიობა.
– გონების, სხეულის და სულის ერთიანობა ოპტიმალური ფუნქციონირებისათვის. რომელიც განსაზღვრავს პიროვნებისათვის ხუთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს: ემოციურ, სოციალურ, ინტელექტუალურ, სულიერ და ფიზიკურს. ამ ხუთი ასპექტის მიღწევის და გაერთიანების შედეგია „სიცოცხლის ინტერესი“.
ამ პუქტებს მეექვსე ფაქტორი დავამატოთ – პროფესიონალური, რომელიც აღნიშნავს კარიერის მნიშვნელოვან როლს ადამიანის პიროვნულ და სოციალურ დაკმაყოფილებაში.
ჯანმრთელი ცხოვრების წესი უფრო ფართო ცნებაა. ეს არის უნარი შეძლო განვითარება სიცოცხლის ყველა მიმართულებით. ეს არის ადამიანის კეთილდღეობის ფილოსოფია, მისი მოღვაწეობის და არსებობის ყველა სფეროში.
ეს არის არა მდგომარეობა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მიიღწევა, არამედ პროცესია, სიცოცხლის მიმართულება.
კარგი ჯანმრთელობა დიდადაა დამოკიდებული იმ ცხოვრების სტილზე და ჩვევებზე რომელსაც თავად ვირჩევთ – რითი ვიკვებებით, რამდენად აქტიური ვართ, ვეწევით სიგარეტს თუ არა, როგორ ვახდენთ სტრესების მენეჯმენტს და ა.შ.
ჯანმრთელი ცხოვრების კონცეფციის ძირითადი პრინციპებია;
მოძრაობა;
გონებრივი აქტიურობა;
ჰარმონია და სტრესებისაგან თავდაცვა;
სილამაზე და სხეულის მოვლა;
დაბალანსებული კვება.
ეს პრინციპები მოიცავს;
– ცხოვრების ჯანმრთელ წესს, სხეულის, გონების, სულის ჯანმრთელობას.
– ეს არის ბალანსი სხეულსა და გონებას შორის, სულის და ინტელექტის ჰარმონია, ფსიქოლოგიური და სოციალური წონასწორობა. ბალანსი, რომელიც შეუძლებელია მიღწეული იქნეს ცხოვრების წესში სერიოზული ცვლილებების გარეშე: კვება, ჩვევები, დამოკიდებულება საკუთარი თავის და სხვების მიმართ.
– ეს არის მავნე ჩვევებზე უარის თქმა და სწორი კვება ორგანიზმის დამანგრეველი დიეტების გარეშე.
– ეს არის პოზიტიური დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ და ჰარმონიის მიღწევა.
– ბედნიერების და სრულყოფილების შეგრძნება ჯანმრთელი ცხოვრების წესის შედეგად.
– ეს არის ზრუნვა ჯანმრთელობაზე, სწორი კვება, ფიზიკური აქტიურობა – ყველაფერი, რაც ჯანმრთელი ცხოვრების წესს უწყობს ხელს, რის შედეგადაც მიიღწევა სიცოცხლის მაღალი ხარისხი – ემოციურ, სოციალურ, ინტელექტუალურ, სულიერ, ფიზიკურ და პროფესიულ დონეზე.
პ. ს. კიდევ რა კონცეპციას დაამატებდით ჯანმრთელი ცხოვრების წესს?