სალომე ფანჩვიძე-ექიმი ენდოკრინოლოგი. Salome Phanchvidze- Endocrinologists

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სალომე ფანჩვიძე-ექიმი ენდოკრინოლოგი. Salome Phanchvidze- Endocrinologists

სალომე ფანჩვიძე-ექიმი ენდოკრინოლოგი. Salome Phanchvidze- Endocrinologists ✅️ექიმი ენდოკრინოლოგი/ნუტრიციოლოგი
🏥კლინიკა ენმედიცი. მანაგაძის 3, ყოფილი წინანდლის 9 ნომერი.

☎️ 0322774000
31/08/2026

☎️ 0322774000

გილოცავთ ✨️
28/08/2026

გილოცავთ ✨️

ინსულინრეზისტენტობის დროს ნახშირწყლები სრულად უნდა ამოვიღოთ? ❌ არა!ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა რა და როგორ მივიღოთ. პ...
25/08/2026

ინსულინრეზისტენტობის დროს ნახშირწყლები სრულად უნდა ამოვიღოთ? ❌ არა!
ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა რა და როგორ მივიღოთ. პასუხი იხილეთ 👇
✅️მთავარია რომელი ნახშირწყალი ავირჩიოთ, რა რაოდენობით მივირთვათ და რას შევუხამოთ. ხარისხიანი ნახშირწყლები შეიძლება იყოს ჯანსაღი კვების მნიშვნელოვანი ნაწილი.
🥣 სასურველი არჩევანი:
• შვრია-მთლიანმარცვლოვანი
• წიწიბურა
• ბულგური
• ქინოა
• მთლიანმარცვლოვანი პური
• ყავისფერი/მთლიანი მარცვლის ბრინჯი
• ოსპი, ლობიო, მუხუდო
• მთლიანი ხილი და კენკრა
• ბოსტნეული, ნაკლებად კარტოფილი, ჭარხალი და სტაფილო(თუმცა, სრულად არ გეკრძალებათ)
🍎 ხილი შეიძლება!
უპირატესობა მიანიჭეთ მთლიან ხილს და არა წვენს — ასე უფრო მეტ ბოჭკოს მიიღებთ.
🍽️ მნიშვნელოვანია კომბინაცია:
ნახშირწყალი მიირთვით ცილასთან, ბოჭკოსთან და ჯანსაღ ცხიმთან ერთად. მაგალითად:
წიწიბურა + ქათამი + დიდი თეფშით ბოსტნეულის სალათი
ან
ვაშლი + უშაქრო ბერძნული იოგურტი + ხელის გულზე რაც დაგეტევათ ის რაოდენობა თხილეული
📌 მარტივი პრინციპი:
½ თეფში — არასახამებლიანი ბოსტნეული
¼ — ცილა
¼ — ბოჭკოვანი ნახშირწყალი.
❌ ნაკლებად სასურველია: ტკბილი სასმელები, წვენები, ტკბილეული, თეთრი ფქვილის ნაწარმი და ძლიერ დამუშავებული ნახშირწყლები.
ინსულინრეზისტენტობა არ ნიშნავს „ნახშირწყლების აკრძალვას“.
ის ნიშნავს, რომ ვისწავლოთ სწორი ნახშირწყლების სწორად არჩევა და პორციების კონტროლი. ❤️
#ინსულინრეზისტენტობა #ჯანსაღიკვება #ნახშირწყლები #პრედიაბეტი #დიაბეტი #ენდოკრინოლოგია

🔥 ინსულინრეზისტენტობა გაქვთ? პრობლემა მხოლოდ შაქარი არ არის.თუ ფიქრობთ, რომ ინსულინრეზისტენტობის დროს უბრალოდ ტკბილეული ...
24/08/2026

🔥 ინსულინრეზისტენტობა გაქვთ? პრობლემა მხოლოდ შაქარი არ არის.
თუ ფიქრობთ, რომ ინსულინრეზისტენტობის დროს უბრალოდ ტკბილეული უნდა ამოიღოთ — ეს საკმარისი არ არის.
❌ მნიშვნელოვნად უნდა შეზღუდოთ:
🚩• ტკბილეული, შოკოლადი, ნამცხვარი, ორცხობილა
🚩 • ტკბილი გაზიანი სასმელები და ე.წ ნატურალური წვენები
🚩 • თეთრი პური და ფუნთუშეული
🚩 • დიდი რაოდენობით თეთრი ბრინჯი და სხვა სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლები
🚩 • ჩიფსები, კრეკერები და ულტრა-პროცესირებული სნექები
🚩• შაქრიანი საუზმის ფანტელები
🚩 • ხშირი „წახემსება“ მთელი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით ტკბილეულით
⚠️ მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა ეს არის:
„ნახშირწყლები არ შეიძლება, ამიტომ პურს საერთოდ აღარ შევჭამ.“
ინსულინრეზისტენტობის დროს მთავარი მხოლოდ ერთი პროდუქტის აკრძალვა არ არის. მნიშვნელოვანია ნახშირწყლების რაოდენობა, მათი ხარისხი, ცილისა და ბოჭკოს შემცველობა, ულუფა და კვების საერთო რეჟიმი.
🥗 უკეთესი არჩევანია: ბოსტნეული + ცილა + ხარისხიანი ნახშირწყალი + ჯანსაღი ცხიმი.
და დაიმახსოვრეთ:
🚩ინსულინრეზისტენტობა არ ნიშნავს, საკვების შიშს.
✅️ეს ნიშნავს, რომ უნდა იცოდე — რას, რამდენს და რასთან ერთად ჭამ.
💬 თქვენთვის ყველაზე რთული, რომელი პროდუქტის შეზღუდვაა? — ტკბილეული, პური თუ საღამოს წახემსება?

🍓 რომელია ხილი, რომელსაც „სუპერფუდს“ ნამდვილად ვუწოდებთ?🫐 მოცვი • მდიდარია ანტიოქსიდანტებით, განსაკუთრებით ანთოციანინები...
20/08/2026

🍓 რომელია ხილი, რომელსაც „სუპერფუდს“ ნამდვილად ვუწოდებთ?

🫐 მოცვი • მდიდარია ანტიოქსიდანტებით, განსაკუთრებით ანთოციანინებით
• შეიცავს ბოჭკოს
• აქვს შედარებით დაბალი კალორიულობა
• ხელს უწყობს დაბალანსებულ კვებას და ნაწლავების ჯანმრთელობას
• მისი რეგულარული მიღება დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლურ ჯანმრთელობასთან

🍓 მარწყვი — ბევრი C ვიტამინი, ბოჭკო და ანტიოქსიდანტები, თან დაბალი კალორიულობა.

🥝 კივი — C ვიტამინის, ბოჭკოსა და კალიუმის კარგი წყაროა.

🍊 ფორთოხალი — C ვიტამინი + ბოჭკო, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთლიან ნაყოფს მიირთმევთ და არა წვენს.

🍎 ვაშლი — პექტინისა და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებების კარგი წყაროა და საკმაოდ კარგად ანაყრებს.

🍇 ყურძენი — შეიცავს პოლიფენოლებს, თუმცა შაქრის შემცველობა უფრო მაღალი აქვს, ამიტომ რაოდენობას მნიშვნელობა აქვს.

👉 მთავარი: არ არსებობს ერთი „ჯადოსნური“ ხილი. საუკეთესო შედეგს იძლევა სხვადასხვა ხილის მონაცვლეობა.

და თუ არჩევანი გაქვთ მთლიან ხილსა და წვენს შორის — აირჩიეთ მთლიანი ხილი. 🍎

📌 სუპერფუდი არ ნიშნავს სასწაულმოქმედ საკვებს — ნიშნავს საკვებს, რომელიც მაღალია სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით და კარგად ჯდება ჯანსაღ რაციონში.

სერტიფიკატიევროპის აკრედიტაციის საბჭო უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის (EACCME®)კლინიკური ენდოკრინოლოგიის მე-8 ყოველწლი...
19/08/2026

სერტიფიკატი
ევროპის აკრედიტაციის საბჭო უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის (EACCME®)
კლინიკური ენდოკრინოლოგიის მე-8 ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი
თბილისი, საქართველო, 26/06/2026 – 28/06/2026
კონგრესი ორგანიზებულია საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM) მიერ.
ღონისძიება აკრედიტებულია ევროპის აკრედიტაციის საბჭოს მიერ უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის (EACCME®) მაქსიმუმ 20.0 ევროპული CME კრედიტით (ECMEC®).

ფერისცვალებას გილოცავთ, სიკეთისკენ გვეცვალოს ფერი ♥️🍇🍉🍐
19/08/2026

ფერისცვალებას გილოცავთ, სიკეთისკენ გვეცვალოს ფერი ♥️🍇🍉🍐

ჰიპოთირეოზი და ორსულობა 🤰🦋ჰიპოთირეოზი ორსულობის დროს განსაკუთრებით საყურადღებო მდგომარეობაა, თუმცა სწორად მართული ჰიპოთი...
18/08/2026

ჰიპოთირეოზი და ორსულობა 🤰🦋

ჰიპოთირეოზი ორსულობის დროს განსაკუთრებით საყურადღებო მდგომარეობაა, თუმცა სწორად მართული ჰიპოთირეოზის დროს ჯანმრთელი ორსულობა და მშობიარობა სრულიად შესაძლებელია.

🔹 ორსულობის დაგეგმვისას სასურველია TSH-ის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ლევოთიროქსინის დოზის კორექცია.

🔹 ორსულობის დადგომის შემდეგ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე მოთხოვნილება ხშირად იზრდება, ამიტომ ლევოთიროქსინის დოზა შესაძლოა გახდეს შესაცვლელი.

🔹 ორსულობის დროს TSH-ის მიზნობრივი მნიშვნელობები განსხვავდება არაორსული ქალისგან და დამოკიდებულია ორსულობის ტრიმესტრსა და ლაბორატორიულ ნორმებზე.

🔹 ლევოთიროქსინი ორსულობის დროს უსაფრთხოდ ითვლება და მისი თვითნებურად შეწყვეტა არ შეიძლება.

🔹 დაურეგულირებელმა ჰიპოთირეოზმა შეიძლება გაზარდოს ორსულობის გართულებების, მათ შორის ნაყოფის ზრდისა და ნეიროგანვითარების პრობლემების რისკი.

📌 ამიტომ, თუ გაქვთ ჰიპოთირეოზი და გეგმავთ ორსულობას, ორსულობამდე შეამოწმეთ TSH და FT4 და ორსულობის დადასტურებისთანავე მიმართეთ ექიმს დოზის გადასახედად.

💙 ერთი მარტივი ანალიზი და სწორი კონტროლი — მნიშვნელოვანი ნაბიჯია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

Radio Fortuna FM 106,9
18/08/2026

Radio Fortuna FM 106,9

📌💬 „პაციენტები ხშირად მთხოვენ, კორტიზოლის ანალიზის ჩატარებას წონის მატების, განსაკუთრებით მუცლის მიდამოზე და კლების გაძნელების გამო!“ – საჭიროა თუ არა სიმსუქნის დროს კორტიზოლის ანალიზის ჩატარება? ენდოკრინოლოგი, სალომე ფანჩვიძე ხშირად დასმულ კითხვას პასუხობს
🔻👉 ამბავი ვრცლად იხილეთ კოემენტარში⤵

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სალომე ფანჩვიძე-ექიმი ენდოკრინოლოგი. Salome Phanchvidze- Endocrinologists posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share