28/12/2025
,,სხეულის ფიზიკურ შეგრძნებებში თავის მოტყუებით ჩვენ ვახერხებთ საკუთარი ემოციების დათრგუნვას, მაგრამ ამ დათრგუნული გრძნობების სხეულებრივი მნიშვნელობა კვლავ აგრძელებს არსებობას. დათრგუნული გრძნობების ფიზიკურ გამოვლინებებზე ყურადღების მიქცევით, ჩვენ შეგვწევს უნარი კვლავ გავხსნათ ჩვენში წინათ დაბლოკილი ემოციები. თუ კი მივყვებით ამ პროცესს ჩვენ შევძლებთ აღვიდგინოთ ძველი მოგონებები.’’
ყველა ემოციას სხეულებრივი გამოვლინება ახასიათებს, წარმოვიდგინოთ რომ ადამიანმა განიცადა რაღაც სახის ემოცია რასაც სხეულიც განიცდის ავტომატურად, მაგრამ ადამიანი ამ ემოციას აკავებს, რა ემართება სხეულს, რომელიც ემოციას ისევე განიცდის, როგორც თავად პიროვნება?! რაღაც სახის შეკავება, რომელსაც სხეულიც განიცდის და იმახსოვრებს ამას. ემოციის ასეთი შეკავება თუ ხშირია, სხეული გრძნობს გარკვეულ დაძაბულობას სწორედ იმ ადგილას და იმ ორგანოზე, სადაც ემოცია სხეულებრივად გამოიხატებოდა. შესაძლებელია თუ არა ამ ორგანომ ადრე თუ გვიან დაკარგოს თავისი ფუნქცია და დაავადდეს? რა თქმა უნდა შეიძლება, იმიტომ რომ ადამიანი თუ მუდმივად თრგუნავს გარკვეულ ემოციას და სხეულის გარკვეული ნაწილზე ეს აისახება, საქმეში გარკვეული სახის ჰორმონებიც ერთვებიან, იგი დაძაბულ რეჟიმზე გადადის, სხეული ეჩვევა ამ მდგომარეობას, სხეულის გარკვეული ორგანო თუ გამუდმებით მოჭიმულია და სტრესში იმყოფება, თავის ფუნქციას როდის შეასრულებს? სხვათაშორის, ადამიანი თუ სტრესს და ტოქსიკურ გარემოს არის მიჩვეული, ხშირად გაუცნობიერებლად ეძებს ან თავად ქმნის ასეთ გარემოს, რათა განიცადოს ის შეგრძნებები რაც მისთვის და მისი სხეულისთვის ნაცნობია.