Space Skills Academy

Directions

Space Skills Academy Change your life.

Psychology • Education • Human Development
🎓 Professional Training & Development
🧠 Stress • Emotional Intelligence • Leadership
🏢 Corporate & Individual Programs
🌍 Tbilisi | Online & Offline
Change your mindset.

🎯 სტრესისა და ემოციების მართვა გართულებული კომუნიკაციის პირობებში🤝 ა(ა)იპ საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციისა და Space ...
20/09/2026

🎯 სტრესისა და ემოციების მართვა გართულებული კომუნიკაციის პირობებში

🤝 ა(ა)იპ საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციისა და Space Skills Academy-ის ორგანიზებით, „იმედის კლინიკის“ სამედიცინო პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სტრესისა და ემოციების მართვა გართულებული კომუნიკაციის პირობებში“.

ტრენინგს უძღვებოდა თინათინ აიწურაძე - ფსიქოლოგი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის დოქტორი, Space Skills Academy-ის დამფუძნებელი და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის პროგრამების ხელმძღვანელი.

🏥 სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური საქმიანობა მაღალ პასუხისმგებლობასთან, ემოციურ დატვირთვასთან და ხშირად, სტრესულ თუ კონფლიქტურ სიტუაციებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, საკუთარი ემოციებისა და სტრესის მართვა თანამედროვე სამედიცინო პროფესიონალის აუცილებელი კომპეტენციაა.

💡 ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს:

🔹 სტრესისა და ემოციური დაძაბულობის გამომწვევი ფაქტორები;

🔹 საკუთარი ემოციების მართვა რთულ სიტუაციებში;

🔹 ემოციური რეაქციების კონტროლი გართულებული კომუნიკაციის დროს;

🔹 სტრესის მართვის პრაქტიკული ტექნიკები;

🔹 ემოციური გადაღლისა და პროფესიული გადაწვის პრევენცია;

🔹 პაციენტებთან და კოლეგებთან ჯანსაღი კომუნიკაციის შენარჩუნება.

🌱 სამედიცინო პერსონალის ემოციური კეთილდღეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც თავად პროფესიონალებისთვის, ისე პაციენტთა უსაფრთხოებისა და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.

ემოციების ეფექტური მართვა ექიმებსა და მედპერსონალს ეხმარება, შეინარჩუნონ პროფესიული სიმშვიდე, მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილებები და თავიდან აიცილონ კონფლიქტის გაღრმავება.

✨ საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია აგრძელებს სამედიცინო დაწესებულებებთან აქტიურ თანამშრომლობას პროფესიული განვითარების, პაციენტზე ორიენტირებული კომუნიკაციისა და სამედიცინო პერსონალის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით.

ჯანსაღი პროფესიული გარემო იწყება ადამიანებზე ზრუნვით - მათზეც, ვინც ყოველდღიურად სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

#ჯანმრთელობისფედერაცია #იმედისკლინიკა #სტრესისმართვა #ემოციებისმართვა #ფსიქოლოგია #ფსიქოსოციალურიმხარდაჭერა #სამედიცინოპერსონალი #პაციენტთანკომუნიკაცია #პროფესიულიგადაწვა

ჩვენი გუნდის  მიერ  ორგანიზებული ტრენინგი ექიმებისთვის ,რომელიც აკრედიტირებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ .,,სამედიცინო...
19/08/2026

ჩვენი გუნდის მიერ ორგანიზებული ტრენინგი ექიმებისთვის ,რომელიც აკრედიტირებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ .

,,სამედიცინო ეთიკისა და პაციენტთა
ძირითადი უფლებების ზოგადი ასპექტები, პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტები,
სტრესის/ემოციების მართვა გართულებული კომუნიკაციის პირობებში“

(აკრედიტაციის №1090).
საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია

#ფსიქოლოგია
#ეთიკა
#პაციენტთაუფლებები

ქ. თბილისში 12–13 დეკემბერს ა(ა)იპ „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით წარმატებით ჩატარდა 2-დღიანი აკრედიტ...
19/08/2026

ქ. თბილისში 12–13 დეკემბერს ა(ა)იპ „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით წარმატებით ჩატარდა 2-დღიანი აკრედიტებული ტრენინგი ექიმებისთვის:

„სამედიცინო ეთიკისა და პაციენტთა ძირითადი უფლებების ზოგადი ასპექტები,
პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტები,
სტრესისა და ემოციების მართვა გართულებული კომუნიკაციის პირობებში“
(აკრედიტაცია №1090) 6 უპგ ქულა.

ტრენინგი მიზნად ისახავდა ექიმების პროფესიული უნარების გაძლიერებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა:

📍 სამედიცინო ეთიკა და სამართლებრივი პასუხისმგებლობა

📍პაციენტზე ორიენტირებული კომუნიკაცია

📍რთულ და ემოციურად დატვირთულ სიტუაციებში სტრესის მართვა

პროგრამას უძღვებოდნენ დარგის წამყვანი ექსპერტები მრავალწლიანი პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილებით:

• ნინო ლიპარტია – სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

• მეგი საჯაია – საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, კომუნიკაციის ექსპერტი

• თინათინ აიწურაძე – ფსიქოლოგი, სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი

პროგრამის ავტორები ყოველდღიურად მუშაობენ:

✔️ პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტების დანერგვაზე

✔️ პაციენტთა და სამედიცინო პერსონალის კმაყოფილების კვლევაზე

✔️ სამედიცინო ეთიკის რეალურ გამოწვევებზე

✔️ სამართლებრივ რისკებსა და პასუხისმგებლობებზე

✔️ პაციენტებთან ეფექტიანი კომუნიკაციის ჩამოყალიბებასა და სტრესის დაძლევაზე

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპეციალობის სერტიფიცირებულმა ექიმებმა, რომლებმაც დააგროვეს სავალდებულო ქულები და მიიღეს პრაქტიკულად გამოყენებადი ცოდნა ყოველდღიური სამედიცინო საქმიანობისთვის.

ა(ა)იპ "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია" მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს სწავლებაში აქტიური ჩართულობისთვის და განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის საკუთარი პროფესიისა და პაციენტების მიმართ!

#სამედიცინოსამართალი
#პაციენტთანკომუნიკაცია
#სტრესისმართვა

✨ 5 ენერგიის წყარო ქალისთვისქალის ენერგია მხოლოდ დასვენებით არ აღდგება.ის იქმნება მაშინ, როდესაც სხეული, გონება, ურთიერთ...
16/08/2026

✨ 5 ენერგიის წყარო ქალისთვის

ქალის ენერგია მხოლოდ დასვენებით არ აღდგება.
ის იქმნება მაშინ, როდესაც სხეული, გონება, ურთიერთობები და შინაგანი სამყარო ერთმანეთთან ბალანსშია.

1. სპორტი — ენერგიის წყარო 🏃‍♀️
ფიზიკური აქტივობა არა მხოლოდ სხეულს აძლიერებს, არამედ გვეხმარება დისციპლინის გამომუშავებაში, განწყობის გაუმჯობესებასა და საკუთარ თავთან კავშირის აღდგენაში.
როდესაც სხეული აქტიურია, ხშირად შინაგანადაც უფრო „სავსედ“ ვგრძნობთ თავს.

2. საქმე, რომელიც გიყვარს — და შემოსავალიც მოაქვს 💼
როდესაც ის, რაც სიამოვნებას გვანიჭებს, ჩვენი პროფესიული განვითარების ნაწილიც ხდება, ეს გვაძლევს არა მხოლოდ ფინანსურ სტაბილურობას, არამედ თავდაჯერებულობისა და თვითღირებულების განცდასაც.

3. სწორი გარემოცვა 🤍
ადამიანები, რომლებთანაც ყოველდღიურად ვურთიერთობთ, გავლენას ახდენენ ჩვენს ემოციურ მდგომარეობასა და მოტივაციაზე.
იყავი მათთან, ვინც შენს ზრდას ხედავს, გაძლიერებს და წინსვლისკენ გიბიძგებს.

4. საკუთარ თავზე ზრუნვა ✨
მოწესრიგებულობა არ ნიშნავს აუცილებლად ძვირადღირებულ SPA-ს, პროცედურებს ან ფუფუნებას.
ზოგჯერ ეს უბრალოდ არის მოვლილი თმა, სუფთა კანი, სასიამოვნო ტანსაცმელი, ძილი და საკუთარ თავზე ყურადღების მიქცევა.

5. სულიერი სიმშვიდე 🕊️
ლოცვა, მსუბუქი მედიტაცია, იოგა, სუნთქვითი პრაქტიკა, რელაქსაცია, ბუნებაში ყოფნა ან უბრალოდ რამდენიმე წუთით გაჩერება — ყველაფერი, რაც გვეხმარება გონების განტვირთვასა და საკუთარ თავთან დაბრუნებაში.

#ფსიქოლოგია #ფსიქოლოგისდღიური #თიკააიწურაძე

ბავშვებს სიტყვები არ ავიწყდებათ.ისინი იჯერებენ იმას,რასაც ჩვენ ვეუბნებითდა ისე უყურებენ საკუთარ თავს,როგორც ჩვენ ვუყურებ...
23/03/2026

ბავშვებს სიტყვები არ ავიწყდებათ.

ისინი იჯერებენ იმას,
რასაც ჩვენ ვეუბნებით
და ისე უყურებენ საკუთარ თავს,
როგორც ჩვენ ვუყურებთ მათ.

„არ შეგიძლია“
„გაჩუმდი“
„შენი საქმე არაა“

ეს ფრაზები უბრალოდ სიტყვები არ არის —
ეს ხდება მათი შინაგანი ხმა მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ბავშვი, რომელსაც უსმენენ,
ვისიც სჯერათ,
რომელსაც შეცდომის დროს არ ამცირებენ,
არამედ უხსნიან და გვერდში უდგანან —

იზრდება ბედნიერ და თავდაჯერებულ ადამიანად.

მას არ ეშინია ისევ სცადოს,
არ ეშინია შეცდომის,
არ ეშინია საკუთარი თავის.

მოდი ვიყოთ ფრთხილად.

მეტი სითბო,
მეტი მხარდაჭერა,
მეტი რწმენა.

რადგან ბავშვი, რომელსაც სჯეროდა საკუთარი თავის —
ერთ დღეს ხდება ძლიერი ,ბედნიერი და წარმატებული ადამიანი.

შენ რა სიტყვებით ამხნევებ შენს შვილს?✨

#ფსიქოლოგია
#თვითშემეცნება

#ფსიქოლოგი
#თიკააიწურაძე

რატომ ავირჩიე ფსიქოლოგია…ბავშვობიდან ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანები —მათი ქცევები, ემოციები, არჩევანი…რატომ ფიქრობენ...
21/03/2026

რატომ ავირჩიე ფსიქოლოგია…

ბავშვობიდან ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანები —
მათი ქცევები, ემოციები, არჩევანი…
რატომ ფიქრობენ ისე, როგორც ფიქრობენ
და რატომ მოქმედებენ ისე, როგორც მოქმედებენ.

დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ
ყოველი ადამიანის უკან დგას ისტორია —
ხანდახან გაუცნობიერებელი,
ხანდახან დაუმუშავებელი,
მაგრამ ყოველთვის მნიშვნელოვანი.

💠 ფსიქოლოგია ჩემთვის არ არის უბრალოდ პროფესია —
ეს არის გზა,
რომლითაც შეგიძლია დაეხმარო ადამიანს
საკუთარი თავისა და ქცევების გაცნობიერებაში,
ჩამოყალიბებული რწმენების გააზრებასა
და მათ გარდაქმნაში.

💠 ხშირად ადამიანები მოდიან კითხვებით,
მაგრამ პასუხები უკვე მათშია —
უბრალოდ სჭირდებათ სივრცე,
სადაც ეს პასუხები გაჟღერდება.

✨ სწორედ ამიტომ ავირჩიე ფსიქოლოგია —
რათა შემექმნა ასეთი სივრცე.

სივრცე, სადაც ადამიანი თავს იგრძნობს
უსაფრთხოდ, დაცულად, კომფორტულად
და მიღებულად.

თუ გრძნობ, რომ ასეთი სივრცე გჭირდება — შეგიძლია მომწერო .

ფსიქოლოგი თიკა აიწურაძე ✨

Why did I choose psychology…

Since childhood, I’ve always been curious about people —
their behaviors, emotions, and choices…
why they think the way they do
and why they act the way they act.

Over time, I realized that
behind every person there is a story —
sometimes unconscious,
sometimes unprocessed,
but always meaningful.

💠 Psychology, for me, is not just a profession —
it is a path.
A way to help a person
become aware of themselves and their behavior,
understand their beliefs
and transform them.

💠 Often, people come with questions,
but the answers already exist within them —
they simply need a space
where those answers can be heard.

✨ That is why I chose psychology —
to create such a space.

A space where a person feels
safe, supported, comfortable
and truly accepted.

The answers are already within you.✨

#ფსიქოლოგია #ფსიქოლოგისდღიური #პიროვნულიზრდა #თვითგანვითარება #ემოციურიინტელექტი #მენტალურიჯანმრთელობა #ცვლილება

ხანდახან საჭიროა უბრალოდ გაჩერდე.არა იმიტომ, რომ დანებდი —არამედ იმიტომ, რომ ჩაუღრმავდე საკუთარ თავს.ამ დროის განმავლობა...
20/03/2026

ხანდახან საჭიროა უბრალოდ გაჩერდე.

არა იმიტომ, რომ დანებდი —
არამედ იმიტომ, რომ ჩაუღრმავდე საკუთარ თავს.

ამ დროის განმავლობაში კიდევ უფრო დავრწმუნდი ერთ რამეში:

ყველაფერი იწყება შიგნიდან.

თუ შიგნით ქაოსია —
გარეთ სიმშვიდეს ვერ შექმნი.

და თუ მზად ხარ,
რომ საკუთარ თავთან გულწრფელი იყო
და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა —
ცვლილება უკვე დაწყებულია.

მე აქ ვარ, შენს გვერდით.✨

#ფსიქოლოგი
#ფსიქოლოგია
#თვითგანვითარება

#ემოციები
#ცვლილება
#თვითშემეცნება

2026 წელს ვიწყებთ 💝🎉💜 ახალი ტრენინგით. 📶კურსზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე👇: https://forms.gle/Dg1B5Hh8X2gjcJXw6📄გაი...
03/01/2026

2026 წელს ვიწყებთ 💝🎉💜 ახალი ტრენინგით.
📶კურსზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე👇:
https://forms.gle/Dg1B5Hh8X2gjcJXw6
📄გაიცემა ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.
⏰ დასაწყისი: - 21 იანვარი, 19:30 სთ.
🔗 შეხვედრის ხანგრძლივობა: 2.30 საათი.
🔗 შეხვედრების რაოდენობა: 48 შეხვედრა
🔗 შეხვედრების ფორმატი- ჰიბრიდულად: ადგილზე დასწრებით და ონლაინ ZOOM
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
📞 599 86 24 26

Address

ვაჟა-ფშაველას 45
Tbilisi
0160

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Space Skills Academy posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share