VMC • Vojta Method Centre • ვიემსი

VMC • Vojta Method Centre • ვიემსი VMC: Vojta Therapy Center for Children with Early Development Support

👩🏻‍⚕️ თამარ ქობულაძე - VMC-ის ექიმი-პედიატრი, ნეონატოლოგი, ბავშვთა ნევროლოგი და ვოიტას სერტიფიცირებული თერაპევტი.💡 1998 ...
10/02/2026

👩🏻‍⚕️ თამარ ქობულაძე - VMC-ის ექიმი-პედიატრი, ნეონატოლოგი, ბავშვთა ნევროლოგი და ვოიტას სერტიფიცირებული თერაპევტი.

💡 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი და მიენიჭა ზოგადი პროფილის ექიმი-პედიატრის კვალიფიკაცია.
💡 2003 წელს გახდა სერტიფიცირებული ნეონატოლოგი.
💡 2005 წელს გაიარა ვოიტას საერთაშორისო სერტიფიცირების პროგრამა უშუალოდ თერაპიის ერთ-ერთ ფუძემდებელთან - ექიმ დორით ფონ აუფშნაიტერთან (Dr. Dorit von Aufschneiter). თამარი ერთ-ერთია იმ პროფესიონალთაგან, რომლებიც საქართველოში ოფიციალურად ფლობენ ვოიტას მეთოდის საერთაშორისო სერტიფიკატს.
💡 2009 წელს ჩააბარა სასერთიფიკაციო გამოცდა ბავშვთა ნევროლოგიაში და მიენიჭა ბავშვთა ნევროლოგის კვალიფიკაცია.

⭕️ თამარ ქობულაძის კარიერა მოიცავს მრავალმხრივ განათლებას და 25-წლიან პრაქტიკულ გამოცდილებას, როგორც ნევროლოგიაში, ისე პედიატრიაში. პროფესიული საქმიანობა დაიწყო ნეონატოლოგიის მიმართულებით, ხოლო შემდგომ გააგრძელა მუშაობა ბავშვთა ნევროლოგიაში.

⭕️ დღეს მისი პრაქტიკა ფოკუსირებულია განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებთან მუშაობაზე და მოიცავს ფსიქონევროლოგიური განვითარების შეფასებასა და მართვას.

👉🏻 VMC (Vojta Method Centre)-ში თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გაიაროთ ნევროლოგიური კონსულტაცია და ჩაიტაროთ ვოიტა თერაპიის სამკურნალო კურსი.

👩🏻‍⚕️ „კლინიკურმა პრაქტიკამ დამარწმუნა, რომ ფსიქო-მოტორული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებთან მუშაობა მოითხოვს არა მარტო მაღალი პროფესიული კომპეტენციის დონეს, არამედ განსაკუთრებულ მოთმინებას, თანმიმდევრულობასა და განვითარების ეტაპების სიღრმისეულ ცოდნას.

ვოიტა თერაპიის თითოეული სეანსი ჩემთვის მხოლოდ ტექნიკური პროცედურა არ არის, ეს არის მიზანმიმართული და თანმიმდევრული მუშაობა ბავშვის პოტენციალის გააქტიურებაზე, მისი ფუნქციური შესაძლებლობების განვითარებაზე და დამოუკიდებლობის ხელშეწყობაზე.

განსაკუთრებული როლი ენიჭება თერაპიის პროცესში მიღწეული დადებითი დინამიკის შეფასებას, იქნება ეს მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესება თუ პოსტურალური კონტროლის განვითარება. ამ პროცესში მშობლების ჩართულობა და მათი ინფორმირებული მხარდაჭერა თერაპიის განუყოფელი ნაწილია.

ჩემი პროფესიული მიდგომა მხოლოდ სამედიცინო ჩარევით არ შემოიფარგლება. მიმაჩნია, რომ ვოიტას თერაპევტის პასუხისმგებლობა მოიცავს პაციენტის და მისი ოჯახის ფსიქო-ემოციურ მხარდაჭერასაც.

ეფექტური რეაბილიტაცია ეფუძნება ნდობას, სწორ კომუნიკაციასა და თანაგრძნობაზე დაფუძნებულ პროფესიულ ურთიერთობას. ვფიქრობ, რომ პროფესიონალიზმი იწყება ყურადღებით სპეციალური საჭიროებების მიმართ და გრძნელდება მუდმივი თავდადებითა და განვითარებით.“

👩🏻‍⚕️Tamar Kobuladze is a VMC physician specializing in pediatrics, neonatology, pediatric neurology, and a certified Vojta therapist.

💡 In 1998, she graduated from the Pediatric Faculty of Tbilisi State Medical University and was awarded the qualification of General Pediatrician.
💡 In 2003, she became a certified neonatologist.
💡 In 2005, Tamar completed the international Vojta certification program directly under one of the founders of the therapy, Dr. Dorit von Aufschneiter. She is among the few professionals in Georgia who officially hold an international certificate in the Vojta Method.
💡 In 2009, she passed the certification examination in pediatric neurology and was awarded the qualification of Pediatric Neurologist.

⭕️ Tamar Kobuladze’s career includes comprehensive education and 25 years of practical experience in both neurology and pediatrics. She began her professional practice in neonatology and later continued her work in pediatric neurology.

⭕️ Today, her practice is focused on working with children with developmental delays and includes the assessment and management of psychoneurological development.

👉🏻 At VMC (Vojta Method Centre), you have the opportunity to receive a neurological consultation and undergo a therapeutic course of Vojta therapy.

👩🏻‍⚕️ “Clinical practice has convinced me that working with children who have psychomotor developmental delays requires not only a high level of professional competence, but also exceptional patience, consistency, and in-depth knowledge of developmental stages.

Each Vojta therapy session is not merely a technical procedure for me; it is a purposeful and systematic effort to activate a child’s potential, develop functional abilities, and support independence.

A special role in the therapy process is given to evaluating positive progress—whether it is improvement in movement quality or the development of postural control. In this process, parental involvement and informed support are an integral part of therapy.

My professional approach is not limited to medical intervention alone. I believe that the responsibility of a Vojta therapist also includes providing psycho-emotional support to the patient and their family.

Effective rehabilitation is based on trust, proper communication, and a professional relationship grounded in empathy. I believe that professionalism begins with attentive care toward special needs and continues through constant dedication and growth.”

ვოიტას მეთოდის ცენტრში თერაპიის კურსის დაწყებამდე ტარდება პაციენტის კომპლექსური შეფასება და დიაგნოსტიკა, რათა მოხდეს ბავ...
20/01/2026

ვოიტას მეთოდის ცენტრში თერაპიის კურსის დაწყებამდე ტარდება პაციენტის კომპლექსური შეფასება და დიაგნოსტიკა, რათა მოხდეს ბავშვის მდგომარეობის ზუსტი ანალიზი და შემუშავდეს ინდივიდუალური, ეფექტური თერაპიული გეგმა.

👩🏻‍⚕️ შეფასების ეტაპები:

🧩 საწყისი სამედიცინო კონსულტაცია - ბავშვთა ნევროლოგის მიერ შეგროვდება ორსულობის, მშობიარობის, განვითარებისა და ოჯახური ანამნეზი.
🧩 ობიექტური გასინჯვა - მოწმდება ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციონირება. (ფასება რეფლექსები, კუნთა ტონუსი, მოძრაობის სიმეტრიულობა და ჰაბიტუსი).
🧩 მოტორული განვითარების შეფასება - ფასდება ასაკის მიხედვით ბავშვის მოტორული უნარები. (ტრიალი, ჯდომა, ხოხვა, დგომა, სიარული). ხდება შესაძლო შეფერხების, ასიმეტრიისა და უნებლიე მოძრაობების გამოვლენა.
🧩 „ვოიტას დიაგნოსტიკური სქემის“ მიხედვით შეფასება - ტარდება სპეციალური ტესტები, რომლითაც ფასდება სხვადასხვა სტიმულაციაზე ბავშვის სხეულის რეფლექსური რეაგირება.
შედეგებზე დაყრდნობით განისაზვღება, საჭიროებს თუ არა ბავშვი „ვოიტა თერაპიას“ და რა ინტენსივობით.

❗️საჭიროების შემთხვევაში ჩასატარებელი დამატებითი კვლევები :
⭕️ ეეგ, მრტ, ნეიროსონოგრაფია, გენეტიკური ტესტირება.
⭕️ ორთოპედიული შეფასება, რაც გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში ძვალსახსროვანი სისტემის ექოსკოპიურ და რენტგენოლოგიურ კვლევას.

👩🏻‍⚕️ დიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით :

⭕️ შემუშავდება ინდივიდუალური თერაპიული გეგმა
⭕️ შეირჩევა პოზიციები და პროცედურის სიხშირე
⭕️ მშობელს ეძლევა დეტალური რეკომენდაცია ბავშვის მოვლის, ვარჯიშის და დინამიკის შეფასების შესახებ.

📞 კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე (+995 598 15 93 83)

Before initiating a course of therapy at the Vojta Method Center, a comprehensive patient assessment and diagnostic evaluation is conducted. This allows for an accurate analysis of the child’s condition and the development of an individualized and effective therapeutic plan.

👩🏻‍⚕️ Assessment Stages:

🧩 Initial medical consultation – A pediatric neurologist collects a detailed medical history, including pregnancy, birth, developmental milestones, and family history.

🧩 Objective clinical examination – Evaluation of the functioning of the central and peripheral nervous systems, including assessment of reflexes, muscle tone, movement symmetry, and overall posture (habitus).

🧩 Motor development assessment – Age-appropriate motor skills are evaluated, such as rolling, sitting, crawling, standing, and walking. Possible developmental delays, asymmetries, and involuntary movements are identified.

🧩 Assessment according to the “Vojta Diagnostic Scheme” – Specialized tests are performed to evaluate the child’s reflexive responses of the body to specific stimulations.

Based on the assessment results, it is determined whether Vojta Therapy is indicated and what level of intensity is required.

❗️Additional diagnostic examinations may be required, if necessary:

⭕️ EEG, MRI, neurosonography, genetic testing
⭕️ Orthopedic evaluation, including ultrasound and radiographic examination of the musculoskeletal system when indicated

👩🏻‍⚕️ Based on the diagnostic findings:

⭕️ An individualized therapeutic plan is developed
⭕️ Appropriate therapeutic positions and session frequency are determined
⭕️ Parents receive detailed guidance on child care, home exercises, and monitoring the child’s progress

📞 To schedule a consultation, please contact us at:
(+995 598 15 93 83)

🌟 წარმოგიდგენთ ვოიტა თერაპიას 🌟მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდს, რომლის საშუალებითაც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს ...
06/03/2024

🌟 წარმოგიდგენთ ვოიტა თერაპიას 🌟
მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდს, რომლის საშუალებითაც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს მკურნალობენ.

👩🏻‍⚕️ გსმენიათ ვოიტას თერაპიის შესახებ? ეს არის გამორჩეული თერაპიული მიდგომა, რომელიც შემუშავებულია ჩეხი ნევროლოგისა და პედიატრის, დოქტორ ვაცლავ ვოიტას მიერ. თერაპია მიზნად ისახავს მოტორული ფუნქციების გაუმჯობესებას ნევროლოგიური და ნეირომუსკულარული დარღვევების მქონე პირებში.

🔍 ვოიტა თერაპიის არსი:
ვოიტა თერაპია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც რეფლექსური ლოკომოციის თერაპია, ეფუძნება რეფლექსების როლს ადამიანის მოტორულ განვითარებაში. დოქტორ ვოიტას კვლევებმა გამოავლინა კონკრეტული რეფლექსური ზონების გააქტიურების შედეგად კუნთების კოორდინირებული მოძრაობის ნიმუშები.

👉🏻 როგორ მუშაობს:
თერაპია გულისხმობს სხეულზე რეფლექსური ზონების ხელით ზუსტ სტიმულაციას, რის შედეგადაც ვღებულობთ ავტომატურ მოტორულ პასუხებს. ამ რეფლექსების მიზანმიმართული გამოწვევა ხდება ღრმად მდებარე პროპრიოცეპტული რეცეპტორების გაღიზიანებით. საპასუხოდ კი ვიღებთ კუნთების აქტივაციას, კოორდინაციისა და ზოგადი მოტორული ფუნქციების გაუმჯობესებას.

💬 გამოიყენება:
ვოიტა თერაპია იყენებს ნევროლოგიური და ნეირომუსკულური დარღვევების მქონე პირებში. მათ შორის ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა : ბავშვთა ცერებრული დამბლა, სპინა ბიფიდა, კუნთოვანი დისტროფია, განვითარების შეფერხება და სხვა. თერაპია განსაკუთრებით ეფექტურია მოტორული დარღვრვების მქონე ბავშვებისთვის.

🌈 უპირატესობები:
მკვეთრად გაუმჯობესებული მოტორული უნარები: ვოიტა თერაპია ეხმარება ინდივიდებს გაიადვილონ ყოველდღიური მოტორული აქტივობების შესრულება კუნთთა ტონუსის ნორმალიზების გზით. პოსტურალური კუნთების მიზანმიმართული სტიმულაციის საშუალებით, ვოიტა- თერაპია ხელს უწყობს კოორდინაციისა და ბალანსის გაუმჯობესებას. პაციენტებში მიიღწევა თვალსაჩინო გაუმჯობესება ჯდომის, დგომის, სიარულისა და სხვადასხვა ფუნქციური ამოცანების შესრულების კუთხით.

🤝 ინტეგრაცია სხვა თერაპიებთან:
ვოიტა თერაპია ხშირად ინტეგრირებულია მულტიდისციპლინარულ სარეაბილიტაციო პროგრამებში, ავსებს სხვა თერაპიულ მოდელებს, როგორიცაა ფიზიოთერაპია, ოკუპაციური თერაპია და მეტყველების თერაპია. ეს მულტიდისციპლინარული მიდგომა უზრუნველყოფს ჰოლისტიკური და
პერსონალიზებული მკურნალობის გეგმას, რომელიც მორგებულია თითოეული ინდივიდის საჭიროებებზე.

🌟 გამოიყენე პროგრესის პოტენციალი ვოიტა თერაპიის საშუალებით! 🌟

🌟 Introducing Vojta Therapy 🌟
A globally recognized method designed for specialized treatment.

👩🏻‍⚕️ Have you heard of Vojta treatment? It's a unique therapeutic approach developed by Czech neurologist and pediatrician Dr. Vaclav Vojta, aimed at enhancing motor functions in individuals with neurological and neuromuscular disorders.

🔍 Essence of Vojta treatment:
Vojta therapy, also known as reflex locomotion therapy, is grounded in the role of reflexes in human motor development. Dr. Vojta’s research identified specific reflex zones that lead to coordinated movement patterns.

👉🏻 How it works:
Therapeutic exercises involve precise manual stimulation of the body's reflex zones, triggering automatic motor responses. This targeted elicitation of reflexes is achieved through deep proprioceptive receptors. The result is enhanced activation, coordination, and overall motor function improvement.

💬 Uses:
Voyta therapy is utilized in neurological and neuromuscular specialties, including conditions such as children's cerebral palsy, spina bifida, muscular dystrophy, developmental delay, and others. It specializes in treating children with motor disorders.

🌈 Advantages:
Significant enhancement in motor skills: Vojta therapy is personalized, enhancing coordination and balance through targeted stimulation. Patients experience noticeable improvements in sitting, standing, and various functional walking tasks.

🤝 Integration with other therapies:
Vojta therapy is often integrated into comprehensive, long-term rehabilitation programs, complementing other therapeutic modalities like physical therapy, occupational therapy, and speech therapy. This multidisciplinary approach ensures a holistic and personalized plan tailored to each individual's needs.

🌟 Unlock your potential with Vojta Therapy! 🌟

22/05/2019

👉🏻 ვოიტა თერაპია: გერმანული ნეირორეაბილიტაციის მეთოდი, რომლის მიზანია ფსიქო-მოტორული განვითარების შეფერხებისა და აშლილობების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ბავშვებში.

სტუმრები:
🟣 თამარ ქობულაძე - ვოიტა თერაპევტი, პედიატრი, ნეონატოლოგი და ბავშვთა ნევროლოგი.
🟣 ეკა ორაგველიძე - პაციენტის მშობელი.

💡 ვოიტა თერაპია გამოიყენება როგორც ნევროლოგიური დარღვევებისას, ასევე საყრდენ- მამოძრავებელი აპარატის სხვადასხვა დაზიანებების დროს, როგორიცაა:
📎 ბავშვთა ცერებრული დამბლა
📎 სპინა ბიფიდა
📎 კუნთოვანი დისტოფია
📎 განვითარების შეფერხება
📎 კისერმრუდობა
📎 ტერფმრუდობა
📎 სქოლიიზი

❓ რა შემთხვევაში უნდა გაისინჯოს ბავშვი “ვოიტას” დიაგნოსტიკური სქემით?
❓ რას უნდა მიაქციოს ყურადღება დედამ ჩვილის აღზრდისას?
❓რა მნიშვნელობა აქვს მშობლის ჩართულობას რეაბილიტაციის პროცესში?

👉🏻 ამ კითხვებზე პასუხს Rustavi 2-ის გადაცემიდან შეიტყობთ.

👉🏻 Vojta Therapy: A German method of neurorehabilitation aimed at early diagnosis and combating psycho-motor development delays and disorders.

Guests:
🟣 Tamar Kobuladze - Vojta therapist, pediatrician, neonatologist, and child neurologist.
🟣 Eka Oragvelidze - Parent of the patient.

💡 The use of Vojta therapy extends to neurological conditions as well as various musculoskeletal injuries, including:
📎 Children's cerebral palsy
📎 Spina bifida
📎 Muscular dystrophy
📎 Developmental delay
📎 Neck curvature
📎 Ankle curvature
📎 Scoliosis

❓ In what cases should a child undergo examination with the "Vojta" diagnostic scheme?
❓ What should mothers pay attention to when raising a baby?
❓ What is the importance of parental involvement in the rehabilitation process?

👉🏻 You will find answers to these questions on the Rustavi 2 program.

Address

3 Levan Gotua Street
Tbilisi

Telephone

+995598159383

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when VMC • Vojta Method Centre • ვიემსი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share