06/05/2019
პრობლემური ტერფი , მაზოლი.
მაზოლი ვითარდება კანის მკვდარი უჯრედების თავმოყრის შედეგად, რაც ტერფის გარკვეული უბნის გასქელებასა და გამაგრებას იწვევს. თავის მხრივ, ეს არის ორგანიზმის დამცველობით რეაქცია, ტერფის ზედმეტი ზეწოლისა და ხახუნისაგან დასაცავად. მაზოლი, ჩვეულებრივ, ტერფზე, ქუსლზე ან/და დიდი თითის შიდა ზედაპირზე გვხვდება. ზოგიერთ მაზოლს აქვს ღრმა გაფესვიანებული ბირთვი. ასეთი მაზოლი განსაკუთრებით მტკივნეულია ზეწოლის დროს. აღნიშნული მდგომარეობა ხშირად მოიხსენიება, როგორც შეუქცევადი ტერფის კერატოზი.
მაზოლი ვითარდება ტერფის გარკვეულ უბნებზე ზედმეტი ზაწოლის გამო. ძვლოვანი მაზოლის განვითარების ზოგიერთ გავრცელებულ მიზეზებს მიეკუთვნება მაღალქუსლიანი ან/და საკმაოდ ვიწრო ფეხსაცმელი, გაცხიმოვნება, არასწორი სიარულის მანერა, ბრტყელტერფიანობა, ძვლოვანი წანაზარდები და ცხიმოვანი ფენის დაკარგვა ტერფის ქვედა ზედაპირზე.
მკურნალობა და პროფილაქტიკა
მაზოლით გამოწვეული ტკივილის შესამსუბუქებლად, ზოგიერთი ადამიანი, პროფესიონალის ჩარევის გარეშე, თავად ცდილობს მათ მოშორებას (ამოჭრას) . ამგვარი ქმედება საკმაოდ სარისკოა, რადგან შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გართულება და მიგვიყვანოს არასასურველ ტრამვამდე. ამ მხრივ, განსაკუთრებით, უნდა გაფრთხილდნენ დიაბეტით დაავადებულები. იმისათვის რომ შევამციროთ გადამეტებული ზეწოლა ტერფის პრობლემურ უბნებზე, რომელსაც ძვლოვანი მაზოლის ჩამოყალიბებამდე მივყავართ, აუცილებელია ორთოპედიული კონსტრუქციის (ღაბაშის) გამოყენება, რათა სხეულის წონა თანაბრად გადანაწილდეს ტერფის მთელ ზედაპირზე. ტერფის „ცხელი წერტილებიდან“ , ან დიდი ზეწოლის ქვეშ მყოფი უბნებიდან, წნევის ძალის ორთოპედიული გადაცემით, შესაძლებელი ხდება ძვლოვანი მაზოლის უკუგანვითარება. სასურველია, ქალბატონები მოერიდონ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელების ტარებას.
ორთოპედიული ღაბაში უნდა დამზადდეს ისეთი სპეციალური მასალისაგან, რომელიც მნიშვნელოვნად შთანთქავს დარტყმისა და ხახუნის ძალებს.
პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
გახსოვდეთ: სწორად შერჩეული ღაბაში უზრუნველყოფს ტერფის სწორ დგომას, ამორტიზაციის გაზრდას და ამცირებს ტერფზე ზეწოლის ძალას.