07/08/2026
სოციალურ-პედაგოგიურ ცენტრში „კომპასი“ ჩვენმა ბავშვებმა წარმოგვიდგინეს სპექტაკლი„რამდენიმე კატა“ , რომელიც მხოლოდ თეატრალური წარმოდგენა არ ყოფილა ,
სპექტაკლზე 11 მოზარდი მუშაობდა. ისინი ყოველდღიურად სწავლობდნენ არა მხოლოდ ტექსტს, არამედ ერთმანეთის მოსმენას, საკუთარი აზრის გამოხატვას, ემოციების მართვას, გუნდურ მუშაობასა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას.
უნდა აღვნიშნო, რომ თითოეული პერსონაჟი, მისი ხასიათი, სცენები და ისტორია თავად მოზარდებმა შექმნეს. რეჟისორი მათ მხოლოდ გზას უჩვენებდა — მთავარი შემოქმედები თავად ბავშვები იყვნენ. წარმოდგენის დროს გაჩენილმა იმპროვიზაციამ სპექტაკლს განსაკუთრებული ხიბლი და სიცოცხლე შესძინა.
„კომპასში“ ხელოვნება მხოლოდ ხელოვნება არ არის.
თეატრი ჩვენთვის თერაპიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია. სწორედ სცენაზე სწავლობენ მოზარდები საკუთარი თავის მიღებას, თავდაჯერებულობას, ურთიერთობების აგებას, შიშების დაძლევას და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას.
აქ ყველაზე დიდი წარმატებაა, როდესაც მოზარდი, რომელიც რამდენიმე თვის წინ საკუთარ თავში ეჭვობდა, დღეს თავდაჯერებული დგას სცენაზე, იღიმის და საკუთარი შესაძლებლობების სჯერა.
💙 თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი გაიზარდოს გარემოში, სადაც მას მოუსმენენ, მის ნიჭს აღმოაჩენენ, თვითგამოხატვის შესაძლებლობას მისცემენ და პროფესიონალთა მხარდაჭერით პიროვნულ განვითარებაში დაეხმარებიან — გელოდებით სოციალურ-პედაგოგიურ ცენტრ „კომპასში“.
აქ ბავშვები მხოლოდ როლებს არ სწავლობენ — ისინი საკუთარ თავს პოულობენ.