04/12/2024
ჩვენ, კლინიკა თიმის ექიმები, ერთსულოვნად ვგმობთ ძალადობას ქართველ ახალგაზრდებზე და გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:
ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია ქართველი ხალხის უპირობო არჩევანია. არჩევანი ეფუძნება დამოუკიდებელი და პროგრესული სახელმწიფოს შენების სურვილს, რომელიც პიროვნების თავისუფლებაზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, დამოუკიდებელ სასამართლოსა და ადამიანის უფლებების დაცვაზე გადის.
მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა და გეოპოლიტიკური ძვრებისა, ევროკავშირი რჩება იმ ერთადერთ სივრცედ, სადაც ჯერ კიდევ 1991 წლის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით გამოხატული სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ იქნება დაცული.
მედიცინაში დასავლური ცოდნა, გამოცდილება და ტექნოლოგიები უალტერნატივოა. ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება/შენელება საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, მათ შორის მედიცინის, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგის შემდგომ განვითარებას.