GAIA • გაია

GAIA • გაია საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაცია
(1)

GAIA-ს III საერთაშორისო კონფერენცია სულ უფრო ახლოვდება. ჩვენს გამორჩეულ ქართველ სპიკერებთან ერთად, წელს კონფერენციას AAA...
18/08/2026

GAIA-ს III საერთაშორისო კონფერენცია სულ უფრო ახლოვდება.

ჩვენს გამორჩეულ ქართველ სპიკერებთან ერთად, წელს კონფერენციას AAAM-ის საერთაშორისო ტრენერები შეუერთდებიან.

Dr. Mucio Porto
ბრაზილია
მედიცინის დოქტორი, ამერიკის ესთეტიკური მედიცინის აკადემიის (AAAM) საერთაშორისო მთავარი ტრენერი, მსოფლიოში აღიარებული პლასტიკური ქირურგი და გლობალური ესთეტიკური მედიცინის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი.

Dr. Anoob Pakkar-Hull
დიდი ბრიტანეთი
AAAM-ის სერტიფიცირებული ესთეტიკური მედიცინის ტრენერი, NHS-ის ანესთეზიოლოგი და საერთაშორისო სპიკერი, რომლის პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რეგენერაციული მედიცინა და დაბერების მართვის თანამედროვე მიდგომებია.

რეგისტრაცია გრძელდება.

𝐆𝐀𝐈𝐀-ს საერთაშორისო კონფერენცია 27 სექტემბერი, 2026სასტუმრო „პარაგრაფი“, თბილისისაერთაშორისო გამოცდილება, რეალური კლინიკ...
11/08/2026

𝐆𝐀𝐈𝐀-ს საერთაშორისო კონფერენცია

27 სექტემბერი, 2026
სასტუმრო „პარაგრაფი“, თბილისი

საერთაშორისო გამოცდილება, რეალური კლინიკური ქეისები და თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის პროფესიული ხედვა, ერთ სივრცეში.

GAIA-ს III საერთაშორისო კონფერენცია განახლებული ფორმატით გაიმართება.

წელს კონფერენციის მთავარი აქცენტი იქნება ქეისებზე დაფუძნებული კლინიკური დისკუსია, გამოცდილების, პრაქტიკული მიდგომებისა და თანამედროვე სტანდარტების გაცვლა.

რეგისტრაცია გრძელდება.

სიამაყით გიზიარებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სიახლეს.ქართული ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ანტურაჟი", ამერიკაში...
30/07/2026

სიამაყით გიზიარებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სიახლეს.

ქართული ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ანტურაჟი", ამერიკაში მოღვაწე, ლიცენზირებულ ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტ, თეა ბრომბერგთან კოლაბორაციით, ნიუ-იორკში ახალ კლინიკას ხსნის.

ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ესთეტიკური მედიცინა წარმატებით იმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო ასპარეზზე და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად.

ვულოცავთ Baia Kondratieva - ს,
ანტურაჟის დამფუძნებელსა და GAIA-ს თანადამფუძნებელს, მნიშვნელოვან საერთაშორისო მიღწევას.

გვჯერა, რომ ეს პარტნიორობა წარმატებული და ხანგრძლივი თანამშრომლობის დასაწყისი იქნება და კიდევ უფრო გააძლიერებს ქართული ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო პოზიციებს.

29/07/2026

გულწრფელობა პროფესიონალიზმის საფუძველია.

სად გადის ზღვარი გამოცდილებასა და პროფესიულ იდენტობას შორის?

Tako Lolua, GAIA-ს თანადამფუძნებელი, საუბრობს იმაზე, თუ რატომ იწყება ნდობა საკუთარი პროფესიის სწორად და გულწრფელად წარმოჩენით და რატომ არის ეს ეთიკური და პასუხისმგებლიანი პრაქტიკის საფუძველი.

GAIA - ს თანადამფუძნებელი Tako Lolua უკონტროლო დისტრიბუციაზე, არარეგისტრირებულ  პრეპარატებსა და გართულებების სტატისტიკაზ...
17/07/2026

GAIA - ს თანადამფუძნებელი Tako Lolua უკონტროლო დისტრიბუციაზე, არარეგისტრირებულ პრეპარატებსა და გართულებების სტატისტიკაზე.

პოდკასტის “ყველაფერი ესთეტიკაზე” 13-ე ეპიზოდის სტუმარია თაკო ლოლუა...

13/07/2026

GAIA | 2026 წლის პირველი ნახევრის მიმოხილვა.

იანვრიდან დღემდე
საგანმანათლებლო ინიციატივები, პროფესიული შეხვედრები და მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებიც ემსახურება ესთეტიკური მედიცინის გაძლიერებას საქართველოში.

მადლობა თითოეულ წევრსა და პარტნიორს, ვინც GAIA-ს ისტორიის ნაწილია.

06/07/2026

წარმოგიდგენთ 𝐆𝐀𝐈𝐀-ს რიგით 𝐈𝐈𝐈 კონფერენციის გამორჩეულ მომხსენებელს:

ბიძინა კულუმბეგოვი
მედიცინის დოქტორი,
ალერგოლოგ-იმუნოლოგი

მრავალწლიანი კლინიკური და აკადემიური გამოცდილებით, რომლის საქმიანობა ეფუძნება რთული ალერგიული შემთხვევების მართვის თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს.

მისი მოხსენება მონაწილეებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ ალერგიული რეაქციების მართვას ესთეტიკურ მედიცინაში.

𝐆𝐀𝐈𝐀-ს რიგით 𝐈𝐈𝐈 საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება 𝟐𝟕 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო პარაგრაფში.

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებაში.

ახლოვდება წლის მთავარი პროფესიული ღონისძიება.წარმოგიდგენთ GAIA-ს III საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელთა ნაწილს.  27...
01/07/2026

ახლოვდება წლის მთავარი პროფესიული ღონისძიება.

წარმოგიდგენთ GAIA-ს III საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელთა ნაწილს.

27 სექტემბერს, თბილისის სასტუმრო Paragraph-ში, გაიმართება GAIA-ს III საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც გააერთიანებს ესთეტიკური მედიცინის სფეროს ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებს, დარგის ლიდერებსა და პროფესიონალებს.

კონფერენცია გაიმართება განახლებული ფორმატით, რომელიც აერთიანებს კლინიკურ გამოცდილებას, პროფესიულ დისკუსიასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ თანამედროვე პრაქტიკას.

ეტაპობრივად წარმოგიდგენთ სხვა გამორჩეულ მომხსენებლებს, სამეცნიერო პროგრამასა და კონფერენციის მნიშვნელოვან სიახლეებს.

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებაში.

Address

Tbilisi
0102

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GAIA • გაია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to GAIA • გაია:

Shortcuts

Share