ABA •შინ და გარეთ

ABA •შინ და გარეთ Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ABA •შინ და გარეთ, Child Development, სოლომონ ქურდიანის N39, Tbilisi.

,,ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი”

✅ ქცევითი თერაპია შინ
✅ გარე ქცევითი თერაპია
✅ ჯგუფური თერაპია
✅ აკადემიური თერაპია
✅ მეტყველების თერაპია
✅ ფსიქოკონსულტირება
✅ არტ თერაპია
✅ საშაბათო სკოლა
✅ სასკოლო მზაობა
✅ ბავშვთა ნევროლოგი


📞551 50 20 24

სკოლაში ტრანზიციისა და ადაპტაციის პროგრამა (5-6 წლის ასაკობრივი ჯგუფი)„სასკოლო მზაობის ჯგუფი“სკოლისთვის მზაობა მხოლოდ ბა...
21/08/2026

სკოლაში ტრანზიციისა და ადაპტაციის პროგრამა
(5-6 წლის ასაკობრივი ჯგუფი)

„სასკოლო მზაობის ჯგუფი“

სკოლისთვის მზაობა მხოლოდ ბაზისური აკადემიური ცოდნით — ასოებისა და ციფრების ცნობით — არ განისაზღვრება.

სასკოლო გარემოში
წარმატებული ინტეგრაცია მოითხოვს კოგნიტური, ქცევითი, სოციალურ-ემოციური, ფუნქციური და აღმასრულებელი უნარების ერთობლიობას. სწორედ ეს კომპლექსური მზაობა უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის სტაბილურობასა და ეფექტურობას.

პროგრამის ძირითადი მიმართულებები:
• სკოლის გარემოსთან ადაპტაცია: ახალ სტრუქტურასა და განრიგთან ეტაპობრივი, მშვიდი შეგუება;
• სოციალურ-კომუნიკაციური უნარები: თანატოლებსა და უფროსებთან ეფექტური ინტერაქცია;
• ემოციური რეგულაცია და ქცევითი მზაობა: ემოციების მართვა და ჯგუფური წესების დაცვა;
• წინარე აკადემიური და ფუნქციური უნარები: ყურადღების კონცენტრაციისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება.

პროგრამას ხელმძღვანელობენ ქცევის საერთაშორისო ანალიტიკოსები: ნანა უხურგუნაშვილი (IBA) და ხატია ყულიაშვილი (IBA).
პრაქტიკულ სესიებს გაუძღვება სერტიფიცირებული ქცევის თერაპევტების გუნდი.

ლოკაციები:
• ცენტრი „ABA შინ და გარეთ“ — მეტრო „სადგურის მოედანი“ (სოლომონ ქურდიანის ქ. №39)
• სკოლა „ივერონი“ — დიდი დიღომი (გიორგი ბრწყინვალეს ქ. №41ა / პეტრე იბერის ქ. №9

• სწავლის დაწყების თარიღი: ოქტომბერი, 2026 წელი
• ადგილების რაოდენობა ჯფუფებში შეზღუდულია (თითოეული ბავშვისთვის ინდივიდუალური მიდგომის უზრუნველსაყოფად)
🔗 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/vM2oz5VWKyPdpeHv6
📞 საკონტაქტო ნომერი: 551 50 20 24

#ტრანზიცია #სასკოლომზაობა #ბავშვისგანვითარება #ინკლუზიურიგანათლება

🌿 ჩვენი გუნდი თერაპიებს მხოლოდ თერაპიის ოთახში არ ატარებსგარე თერაპია ბავშვს ეხმარება ნასწავლი უნარები რეალურ გარემოში გ...
16/08/2026

🌿 ჩვენი გუნდი თერაპიებს მხოლოდ თერაპიის ოთახში არ ატარებს

გარე თერაპია ბავშვს ეხმარება ნასწავლი უნარები რეალურ გარემოში გამოიყენოს — იქ, სადაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნამდვილად სჭირდება

კინოთეატრი, საბავშვო მოედანი, მუზეუმი, მაღაზია თუ პარკი — თითოეული სივრცე შეიძლება გახდეს სწავლისა და ახალი უნარების განვითარების შესაძლებლობა. 💚

გარე თერაპიის დროს ვმუშაობთ:
✨ სოციალური უნარების განვითარებაზე
✨ კომუნიკაციაზე
✨ ქცევის მართვაზე
✨ დამოუკიდებლობაზე
✨ ემოციების რეგულაციაზე
✨ ყოველდღიურ, ფუნქციურ უნარებზე

მიზანი მხოლოდ კონკრეტული უნარის სწავლა კი არა, მისი რეალურ ცხოვრებაში გამოყენებაა, კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით 😊

💫 10 მარტივი იდეა სენსორული თამაშისთვის ყოველდღიური ნივთების გამოყენებით, რომლებიც სახლში უკვე მოგეპოვებათ!✨მხიარული, მა...
31/07/2026

💫 10 მარტივი იდეა სენსორული თამაშისთვის ყოველდღიური ნივთების გამოყენებით, რომლებიც სახლში უკვე მოგეპოვებათ!✨
მხიარული, მარტივი და შემოქმედებითი აქტივობები პატარა მკვლევარებისთვის! ☄️

#სენსორულითამაშები #განმავითარებელიაქტივობები #პატარამკვლევარები

🌟 ABA თერაპიის უპირატესობები სახლში🔸ბუნებრივი გარემო: ბავშვი სწავლობს იმ სივრცეში, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებს. ეს ამ...
30/07/2026

🌟 ABA თერაპიის უპირატესობები სახლში

🔸ბუნებრივი გარემო: ბავშვი სწავლობს იმ სივრცეში, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებს. ეს ამცირებს სტრესს და ზრდის სწავლის მოტივაციას. უნარების დასწავლა ხდება იმ სივრცეში, სადაც ბავშვს მათი გამოყენება ყოველდღიურად სჭირდება

🔸უნარების მარტივი გენერალიზება: ცენტრში ნასწავლი უნარის სახლში გადატანა ხშირად რთულია. სახლის თერაპიისას ბავშვი უნარებს პირდაპირ რეალურ, ყოველდღიურ სიტუაციებში ითვისებს

🔸მაქსიმალური კომფორტი ოჯახისთვის: ზოგავთ დროსა და ენერგიას

🔸მშობლების აქტიური ჩართულობა: მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, თვალი ადევნონ პროცესს და უშუალოდ ისწავლონ ტექნიკები და მიდგომები

🔸ფუნქციური უნარების ეფექტურად სწავლების შესაძლებლობა

🌟 როგორ მიმდინარეობს პროცესი?

შეფასება: ქცევის ანალიტიკოსი აფასებს ბავშვის უნარებსა და ქცევას სახლის გარემოში.

ინდივიდუალური გეგმა: საჭიროებებიდან გამომდინარე იწერება კონკრეტული მიზნები

სესიები: თერაპევტი სუპერვაიზერის მიერ გაწერილი გეგმის მიხედვით ატარებს თერაპიებს სახლის გარემოში

მონიტორინგი: სუპერვაიზერი პერიოდულად ამოწმებს პროგრესს, აქვს აქტიური კომუნიკაცია მშობლებთან და საჭიროებისამებრ ცვლის გეგმას

მიღება გრძელდება, კონსულტაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით
📞 551 50 20 24

11/07/2026

წერა ერთ დღეში არ ისწავლება — ეს ეტაპობრივი პროცესია ✍️

ვიდეოში გასწავლით, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ბავშვს სახელის დამოუკიდებლად წერაში მარტივი ნაბიჯებით, რაც:
🔴 ამცირებს შფოთვასა
🔴 ზრდის ბავშვის მოტივაციას
🔴 ეხმარება უნარის უფრო ხარისხიანად ათვისებაში
🔴 ითვალისწინებს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ განვითარების ტემპსა და შესაძლებლობებს
🔴 უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ და ხარისხიან შედეგს

ეტაპობრივი სწავლება ნიშნავს, რომ ბავშვი თითოეულ საფეხურს სრულყოფილად ითვისებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის შემდეგ ეტაპზე, რაც სწავლის პროცესს უფრო ეფექტურსა და სასიამოვნოს ხდის.
ყოველი ბავშვი საკუთარი ტემპით სწავლობს, ამიტომ მნიშვნელოვანია სწავლის პროცესი იყოს პოზიტიური, თანმიმდევრული და ბავშვის შესაძლებლობებზე მორგებული 😊

გამრავლების ტაბულა ☺️
10/07/2026

გამრავლების ტაბულა ☺️

08/07/2026

გიზიარებთ მარტივ, სახალისო და შემეცნებით აქტივობას, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ყურადღების, ვიზუალური აღქმის, ნატიფი მოტორიკისა და ვიზუალურ-მოტორული კოორდინაციის განვითარებას ✨

დაგჭირდებათ მხოლოდ:
• ფურცლები
• ფლომასტერები
• ფიგურები
• წებოვანი ლენტი

ფორმების დაწყვილებისას შეგიძლიათ ბავშვს დაასახელებინოთ ფორმები, ფერები და დაითვალოთ ფიგურები, რითიც აქტივობა კიდევ უფრო შემეცნებითი გახდება 😊

მათემატიკის სწავლება ვიზუალური სტიმულებით 🧮ბავშვებისთვის რიცხვების სწავლა გაცილებით ეფექტურია, როდესაც ისინი მხოლოდ სიმბ...
07/07/2026

მათემატიკის სწავლება ვიზუალური სტიმულებით 🧮

ბავშვებისთვის რიცხვების სწავლა გაცილებით ეფექტურია, როდესაც ისინი მხოლოდ სიმბოლოებს კი არ უყურებენ, არამედ თითოეულ რიცხვს კონკრეტულ ვიზუალს უკავშირებენ. სწორედ ამიტომ, ვიზუალური სტიმულები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათემატიკური ცნებების გააზრებაში.

ფერადი მასალები, სხვადასხვა ფორმის ფიგურები და რაოდენობების თვალსაჩინო წარმოდგენა ეხმარება ბავშვს, რიცხვი აღიქვას როგორც რაოდენობა და არა მხოლოდ დაწერილი სიმბოლო. ეს ამარტივებს შეკრების, გამოკლების, შედარებისა და სხვა მათემატიკური უნარების ათვისებას.

ვიზუალური მხარდაჭერა:
✨ ზრდის ინტერესსა და ჩართულობას;
✨ ამარტივებს ცნებების გაგებას;
✨ ავითარებს ვიზუალურ აღქმასა და ყურადღებასა;
✨ ხელს უწყობს უკეთ დამახსოვრებასა და ნასწავლის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას.

Address

სოლომონ ქურდიანის N39
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00
Saturday 09:00 - 19:00

Telephone

+995551502024

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ABA •შინ და გარეთ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ABA •შინ და გარეთ:

Shortcuts

Share