ექიმი ნიკოლოზ ტოტოღაშვილი • Dr. Nikoloz Totoghashvili

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ექიმი ნიკოლოზ ტოტოღაშვილი • Dr. Nikoloz Totoghashvili

ექიმი ნიკოლოზ ტოტოღაშვილი • Dr. Nikoloz Totoghashvili ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგი . Doctor of Orthopedics and Traumatology

ორთოპედიული იმპლანტების ხარისხიორთოპედიული იმპლანტების ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი პაციენტის სხეულში წლე...
08/03/2026

ორთოპედიული იმპლანტების ხარისხი

ორთოპედიული იმპლანტების ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი პაციენტის სხეულში წლების განმავლობაში რჩება და პირდაპირ გავლენას ახდენს ოპერაციის შედეგზე.

ხარისხიანი იმპლანტი ნიშნავს:
• მტკიცე და სანდო მასალას
• ბიოშეთავსებადობას (ორგანიზმთან მაქსიმალურ თავსებადობას)
• სწორ ანატომიურ ფორმას და ზომებს
• ნაკლებ გართულებებს და უფრო სწრაფ რეაბილიტაციას

თანამედროვე ორთოპედიაში გამოიყენება მაღალი ხარისხის ტიტანისა და სპეციალური სამედიცინო შენადნობების იმპლანტები, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ გაუძლოს ყოველდღიურ დატვირთვას და უსაფრთხოდ ინტეგრირდეს ძვალთან.

ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის იმპლანტის ნაადრევ დაზიანებასა და ცვეთას:
• ოპერაციის სწორად შესრულება და იმპლანტის სწორი პოზიციონირება
• პოსტოპერაციული რეკომენდაციების დაცვა
• სხეულის წონის კონტროლი
• ზედმეტი ფიზიკური დატვირთვის თავიდან აცილება რეაბილიტაციის პერიოდში
• რეგულარული სამედიცინო კონტროლი

მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა იცოდეს — ოპერაციის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ ქირურგზე, არამედ იმპლანტის ხარისხზე და პაციენტის მიერ რეკომენდაციების დაცვაზეც.

სწორი არჩევანი ნიშნავს უკეთეს შედეგს, ნაკლებ გართულებას და სწრაფ დაბრუნებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი

ორთოპედია-ტრავმატოლოგია

გამომიწერეთ ინსტაგრამზე:

https://www.instagram.com/nikoloz_totoghashvili?igsh=MXY5dXF4Z2tiaDl4cg==

ბარძაყის ძვლის თავის ავასკულური ნეკროზი ბარძაყის ძვლის თავის ავასკულური ნეკროზი - სტატისტიკურად უფრო მოხუც ქალებს ემართე...
13/02/2026

ბარძაყის ძვლის თავის ავასკულური ნეკროზი

ბარძაყის ძვლის თავის ავასკულური ნეკროზი - სტატისტიკურად უფრო მოხუც ქალებს ემართებათ, რომლებსაც აღენიშნებათ ოსტეოპოროზი.

უფრო ხშირად ეს პათოლოგია ემართებათ მათ ვისაც აქვს ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობა, ეს მოტეხილობაა იმითაა საშიში, რომ ის ხელს უშლის სისხლის მიწოდებას ბარძაყის ძვლის თავისკენ.

ბარძაყის ძვალს კვებავს Retinacular arteries (medial circumflex femoral artery-ს ტოტი) სწორედ ეს არტერია იხშობა მოტეხილობის დროს და ვითარდება ავასკულური ნეკროზი.

ბარძაყის ძვლის თავის ავასკულური ნეკროზი შეიძლება გავითარდეს მოტეხილობით, რომელიც დააზიანებს არტერიას, მაგრამ სხვა მიზეზებიც არსებობს, როგორიც არის ალკოჰოლიზმი, ან გლუკოკორტიკოიდების მოხმარება.

* ოსტეოსინთეზში მოიაზრება ძვლის გატეხილი ფრაგმენტების ფიქსაცია* ოსტეოსინთეზის ტიპებია: ოსტეოსინთეზი ჭანჭიკებით, ფირფიტით...
22/01/2026

* ოსტეოსინთეზში მოიაზრება ძვლის გატეხილი ფრაგმენტების ფიქსაცია

* ოსტეოსინთეზის ტიპებია: ოსტეოსინთეზი ჭანჭიკებით, ფირფიტით და ჭანჭიკებით, კირშნერის ჩხირებით, გარეგანი ფიქსაციის აპარატებით, ინტრამედულარული(ძვალშიდა) ღეროს გამოყენებით და სხვა

* თითოეული მეთოდის შერჩევა ინდივიდუალურია ,რომელსაც განვსაზღვრავთ ტრავმატოლოგები გამომდინარე მოტეხილობის სირთულის,ლოკალიზაციის, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის,თანმხლები დაავადებების თუ სხვა მნიშვნელოვანი დეტალების გათვალისწინებით, საერთაშორისო კლასიფიკაციების შესაბამისად

თითოეულ ძვალს შეხორცების თავის ვადები აქვს ,რაზეც რა თქმა უნდა დიდ გავლენას ახდენს მოტეხილობის სირთულე,ოპერაციის დროულად და სწორი ტაქტიკით ჩატარება, პაციენტის თანმხლები დაავადებები,კვება , რეკომენდაციების დაცვა და ა.შ.

#ექიმი
#ტრავმატოლოგი
#ოსტეოსინთეზი

04/12/2025

მენჯ-ბარძაყის სახსრის იმპლანტი.

ე.წ bipolar - ორმაგი მობილობის პროთეზი.

უმეტესად გამოიყენება ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის დროს.

რა დროსაც შენარჩუნებულია ტაბუხის ფოსო და არ გვხვდება თანდაყოლილი დისპლაზია და ართროზი.

როგორ უღებენ “ბასასოებს” რენტგენის სურათს 😁❤️
02/12/2025

როგორ უღებენ “ბასასოებს” რენტგენის სურათს 😁❤️

- საიდან დაიწყო ცივილიზაცია?ერთხელ ერთმა სტუდენტმა მარგარეტ მიდს (ცნობილ ანთროპოლოგს) ჰკითხა.სტუდენტი მოელოდა პასუხს: რო...
24/11/2025

- საიდან დაიწყო ცივილიზაცია?

ერთხელ ერთმა სტუდენტმა მარგარეტ მიდს (ცნობილ ანთროპოლოგს) ჰკითხა.

სტუდენტი მოელოდა პასუხს: როგორიცაა ბორბალი, თიხის ჭურჭლის ნატეხი, სანადირო იარაღი ან სხვა უძველესი რამ.

მაგრამ მარგარეტ მიდის პასუხი გასაკვირი იყო:

"გამოქვაბულში, სადაც გამოჯანმრთელებული და შეხორცებული ბარძაყის ძვალი იპოვეს" - უპასუხა მან ღიმილით.

კითხვაზე: რატომ?

მან განმარტა:

იმიტომ, რომ ცხოველთა სამყაროში თუ ფეხი მოიტეხე, კვდები. თქვენ არ შეგიძლიათ ნადირობა, თქვენ არ შეგიძლიათ გაქცევა მტაცებლებისგან - უბრალოდ ვერ გადარჩებით.

მაგრამ შეხორცებული ბარძაყის ძვალი ნიშნავს, რომ ვიღაც დარჩა ადამიანთან. ვიღაც დაეხმარა. ვიღაც საკმარისად ზრუნავდა თქვენზე.

ცივილიზაციის პირველი ნიშანი რაიმეს გამოგონება არ არის, ჩემო ძვირფასებო, უთხრა მან სტუდენტებს - ეს არის თანაგრძნობა, მოთმინება და გული.

შესრულებულია წვივის ძვლის არაკეროვანი ოსტეოსინთეზი(ფიქსაცია გარეგანი აპარატით, წვივის ძვლის ღია მოტეხილობის გამო) ჭრილობ...
24/11/2025

შესრულებულია წვივის ძვლის არაკეროვანი ოსტეოსინთეზი(ფიქსაცია გარეგანი აპარატით, წვივის ძვლის ღია მოტეხილობის გამო)

ჭრილობის შეხორცების და ინფექციის თავიდან არიდების შემდეგ, რეკომენდირებულია, ოსტეოსინთეზი ფირფიტის და ჭანჭიკების გამოყენებით.

ართროზს,რომელიც ვითარდება მუხლის სახსრის მიდამოში- გონართროზი ეწოდება. გონართროზი,მუხლის სახსრის დეგენერაციული დაავადება...
23/11/2025

ართროზს,რომელიც ვითარდება მუხლის სახსრის მიდამოში- გონართროზი ეწოდება.

გონართროზი,მუხლის სახსრის დეგენერაციული დაავადებაა,რომელიც ხასიათდება მუხლის სახსარში ხტილის განლევით. ეს საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებში,თუმცა შეიძლევა განვითარდეს ახალგაზრდებშიც განსაკუთრებით ტრავმის ან გენეტიკური წინასწარგანწყობის შემთხვევაში.

მუხლის ართორიზს სიმპტომები

● ტკივილი: მუდმივი ხასიათის ტკივილი მუხლის სახსარში,რომელიც ძლიერდება დატვირთვის დროს და მცირდება დასვენებისას.

● მოძრაობის შეზღუდვა : მცირდება მუხლის სახსრის მოძრაობის დიაპაზონი, განსაკუთრებით სახსრის ხანგრძლივი დასვენების შემდეგ.

● შეშუპება: ანთებითი პროცესი გონართროზის დროს,იწვევს სახსრის შეშუპებას და მგძრნობელობის გაზრდას.

● კრეპიტაცია: ხშირია ხრაშუნის შეგრძნება და ხმა მუხლის მოძრაობისას.

● სისუსტე: მცირდება ძალა მუხლის არეში,რაც ართულებს ყოველდღიური საქმიანობის შესრულებას.

● დეფორმაცია: შორსწასულ შემთხვევებში თვალსაჩინოა სახსრის ფორმის ცვლილებები.

მუხლის ართროზის გამომწვევი მიზეზები
● ასაკი : დროთა განმავლობაში ხრტილის ბუნებრივი ცვეთა,გონართროზის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზია.

● ტრავმა: დაზიანებები,როგორიცაა მოტეხილობა,მყესების დაჭიმვა ან მათი მთლიანობის რღვევა,ხშირად მუხლის ართორიზის გამომწვევია.

● სიმსუქნე: სხეულის ჭარბი წონა ზრდის სტრესს მუხლის სახსრებზე,აჩქარებს ხრტილების ცვეთასა და დაშლას.

● გენეტიკა: გონართროზის ოჯახურმა ისტორიამ შეიძლება ხელი შეუწყოს დაავადების გამოვლენას.

● სახსრის არასწორიი დატვირთვა: სახსრის განმეორებითი სტრესი ხელს უწყობს ართროზის განვითარებას.

● სხვა მდგომარეობები: დაავადებები,როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი,მეტაბოლური სინდრომი და სხვა,ხშირად იწვევს მეორადი გონართროზის ჩამოყალიბებას.

დაავადების დიაგნოსტიკა ხდება სამედიცინო ისტორიითა და ფიზიკური გამოკვლევით.ვიზუალიზაციის მეთოდების მეშვეობით, მაგალითად როგორიცაა რენტგენოლოგიური გამოკვლევა,დგინდება სახსარში სივრცის შევიწროება და ართროზთან დაკავშირებული სხვა ცვლილებები. ლაბორატორიული ტესტების მეშვეობით კი,გამოირიცხება სხვა დაავადებები,მაგალითად რევმატოიდული ართრიტი.

მუხლის ართროზის მკურნალობა

1. ცხოვრების წესის ცვლილება: ჯანსაღი წონის შენარჩუნება,მუდმივი ვარჯიში და დამხმარე მოწყობილობების გამოყენება ამცირებს ტკივილსა და სტრესს მუხლის სახსარზე.

2. მედიკამენტები: როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები, კორტიკოსტეროიდებისა და ჰიალურონის მჟავის ინექციები,ამცირებს ანთებასა და ტკივილს.

3. ფიზიკური თერაპია: ინდივიდუალურად შედგენილი სავარჯიშო პროგრამა აძლიერებს მუხლის სახსრის მოძრაობაში მონაწილე კუნთებს და აუმჯობესებს მოქნილობას.

4. ქირურგიული მკურნალობა: გამოიყენება ისეთი ტექნიკები,როგორიცაა ართროსკოპია,ოსტეოტომია და სახსრის ჩანაცვლება.

მუხლის ართროზი მდგომარეობაა,რომელსაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს ცხოვრების ხარისხზე. დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ყოვლისმომცველი მკურნალობის გეგმა,მათ შორის ცხოვრების წესის ცვლილება, მედიკამენტები,ფიზიკური თერაპია და საჭიროებისამებრ ქირურგიული ჩარევა,დაგეხმარებათ სიმპტომების მართვაში და მუხლის ფუნქციის გაუმჯობესებაში. პროფილაქტიკური ზომების მიღება კი, მნიშვნელოვანია ართროზის განვითარების რისკის შესამცირებლად.

20/11/2025
მხრის ძვლის მოტეხილობის შემდგომი რენტგენოლოგიური სურათი.შესრულებულია ქირურგიული ჩარევა, ტიტანის(მაღალი ხარისხის) ფირფიტი...
20/11/2025

მხრის ძვლის მოტეხილობის შემდგომი რენტგენოლოგიური სურათი.

შესრულებულია ქირურგიული ჩარევა, ტიტანის(მაღალი ხარისხის) ფირფიტის და ჭანჭიკების გამოყენებით.

სრული რეაბილიტაციის პერიოდი მოიცავს 3-4 თვეს.

მენჯ-ბარძაყის სახსრის შიდა პროთეზის მექანიკური გართულება.გატეხილია დისტალური, ფეხის კომპონენტი. სავარაუდო გამომწვევი მიზ...
19/11/2025

მენჯ-ბარძაყის სახსრის შიდა პროთეზის მექანიკური გართულება.

გატეხილია დისტალური, ფეხის კომპონენტი.

სავარაუდო გამომწვევი მიზეზი: დაბალი ხარისხის წარმოების სამედიცინო მეტალი.

მკურნალობა: განმეორებითი ქირურგიული ჩარევა და დისტალური კომპონენტის შეცვლა, ახალი, მაღალი ხარისხის იმპლანტით.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ექიმი ნიკოლოზ ტოტოღაშვილი • Dr. Nikoloz Totoghashvili posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category